კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ..." - რას წერს მევლუდ მელაძე 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ..." - რას წერს მევლუდ მელაძე 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მევ­ლუდ მე­ლა­ძე 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ჩემი ნი­კუ­შა აღარ მყავს! თავს ვერ ვპა­ტი­ობ. ალ­ბათ მის­თვი­საც და ყვე­ლას­თვის ათას­გზის უნდა ამეხ­სნა, რომ უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე ჯდო­მა და უკი­დე­გა­ნოდ სწო­რი გზა ვე­რა­ფე­რი გა­რან­ტი­აა, რო­დე­საც სიჩ­ქა­რეც უკი­დე­გა­ნოდ მა­ღა­ლია... უნდა ამეხ­სნა, რომ არ არის სირ­ცხვი­ლი, უარი თქვა სა­სიკ­ვდი­ლო თა­მა­შებ­ზე, უნდა მეყ­ვი­რა, რომ უფ­რო­სებს გა­და­ე­მა­ლათ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­სა­ღე­ბე­ბი თი­ნე­ი­ჯე­რი ბავ­შვე­ბის­თვის, უნდა მე­ბღავ­ლა, რომ ყვე­ლა BMW პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლია და მას­თან ახალ­გაზ­რდე­ბის მი­კა­რე­ბა მათი სა­მიზ­ნედ ამო­ღე­ბის ტოლ­ფა­სია... და­ვაგ­ვი­ა­ნე და ეზო­ში ბურ­თის სა­თა­მა­შოდ ჩა­სუ­ლი მე­ა­თე კლა­სე­ლი მი­წას მი­ვა­ბა­რე... მო­სის­ხლე მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ ამ სიმ­წა­რის გე­მოს გა­გე­ბას", - წერს მევ­ლუდ მე­ლა­ძე.

ნიკა ჯორ­ჯა­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა. დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 4 ახალ­გაზ­რდა იჯდა, ხეს შე­ე­ჯა­ხა. ნი­კუ­შა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ავა­რი­ი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი სამი ადა­მი­ა­ნი კი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით და­ი­წყო.

ნიკა ჯორ­ჯა­ძე, რო­მე­ლიც 16 წლის აგ­ვის­ტო­ში გახ­დე­ბო­და, "აგ­რო­ჰა­ბის" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ა­ნი­ს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის მევ­ლუდ მე­ლა­ძის შვი­ლია. სა­ლო­მეს ნიკა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ..." - რას წერს მევლუდ მელაძე 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ..." - რას წერს მევლუდ მელაძე 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე 16 წლის ნიკა ჯორჯაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა, როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია... უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი, უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია... დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე... მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას", - წერს მევლუდ მელაძე.

ნიკა ჯორჯაძე რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეეჯახა. ნიკუშა ადგილზე გარდაიცვალა, ავარიისას დაშავებული სამი ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

ნიკა ჯორჯაძე, რომელიც 16 წლის აგვისტოში გახდებოდა, "აგროჰაბის" მარკეტინგის მენეჯერის სალომე გველესიანის და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძის შვილია. სალომეს ნიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

ქეთა თოფურია ახალშობილი ვაჟის პირველ ფოტოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს - რა დაარქვეს პატარას?

"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველები "ფეისბუქზე" - "მოვიგეთ... ამით რუსეთს მოვუგეთ ომი"