თბილისში Yandex.Taxi-ის აპლიკაციას უკვე შეუძლია შეკვეთის დროს მგზავრობის საბოლოო ღირებულების გამოთვლა. აქამდე იგი მხოლოდ მიახლოებით საფასურს აჩვენებდა, რომელიც მგზავრობის ბოლოს შესაძლოა შეცვლილიყო. იმისათვის, რომ თავიდანვე ზუსტად იცოდეთ რამდენი დაგიჯდებათ მგზავრობა, საკმარისია გახსნათ აპლიკაცია და მიუთითოთ დანიშნულების ადგილი. ამის შემდეგ, თუ დაუყოვნებლივ შეუკვეთავთ მანქანას, მითითებული ფასი არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ მანქანა საცობში მოყვება ან მძღოლი უფრო გრძელ მარშრუტს აირჩევს.
"ჩვენ ბევრი მომხმარებლისგან მივიღეთ თხოვნა ამ ფუნქციის შემოტანის შესახებ და სიამოვნებით შევასრულეთ. ტარიფის წუთობრივი გამოთვლისას საგზაო მდგომარეობამ შესაძლოა გაზარდოს მგზავრობის საფასური და ზუსტი თანხის წინასწარ განსაზღვრა რთულია. ახლა კი მომხმარებლებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ კონკრეტულ დანიშნულების ადგილზე მივლენ სწორედ იმ ფასად, რომელიც ტაქსის შეკვეთის მომენტში დაფიქსირდა აპლიკაციაში. საფასური გამოითვლება რთული ალგორითმებით, რომლებიც მაღალი სიზუსტით გამოთვლის შეკვეთის შესრულების დროს, რისთვისაც ითვალისწინებს მრავალ ფაქტორს, მათ შორის მიმდინარე და პროგნოზირებად საგზაო სიტუაციებს", - ამბობს თეიმურაზ ხმელიძე, Yandex.taxi-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი საქართველოში.
ახალი ფუნქციით მომხმარებელი ყოველთვის წინასწარ იცის, რამდენს გადაიხდის. ზუსტი ფასის გასაგებად საკმარისია დანიშნულების ადგილის მისამართის მითითება.ამის შემდეგ აპლიკაცია გიჩვენებთ საბოლოო ღირებულებას ერთი წერტილიდან მეორეში, სწორედ ამ თანხას გადაიხდის მომხმარებელი მგზავრობის ბოლოს, თუდაუყოვნებლივ გამოიძახებს ტაქსის. დანიშნულების ადგილის მითითების გარეშე აპლიკაციას არ შეუძლია ზუსტი ფასის განსაზღვრა. გამოთვლილი ღირებულებაწარმოადგენს მომხმარებლის მიერ მითითებული დანიშნულების ადგილისათვის მაქსიმალურ საფასურს, რომელშიც არ შედის შესაძლო ფასიანი ლოდინი.
Yandex.taxi საქართველოში მუშაობს 2016 წლის აგვისტოდან. თბილისის გარდა, სერვისი ხელმისაწვდომია ბათუმსა და რუსთავში. სერვისი ასევე წარმოდგენილია 15ქვეყანაში, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში, ფინეთში, ისრაელსა და კოტ-დ'ივუარში.
Yandex.taxi-ს უფასო აპლიკაცია ხელმისაწვდომია იOშ-სა და Aნდროიდ-ისთვის ქართულ, ინგლისურ და მრავალ სხვა ენაზე.