საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში ადანაშაულებენ
ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში ადანაშაულებენ

ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი რუ­სე­თის ავ­ტორ­თა და შემ­სრუ­ლე­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ ქმე­დე­ბა­ში და მათი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სი ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა მათ ცოტა ხნის წინ გა­ავ­რცე­ლეს:

ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც რუ­სუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ არის სა­უ­ბა­რი, ქარ­თველ­მა კომ­პო­ზი­ტო­რებ­მა და შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის 2019 წლის 14 აპ­რი­ლის სა­ერ­თო კრე­ბა­ზე შე­ად­გი­ნეს.

ამა­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში ავ­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში შექ­მნილ ახალ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ და მის საქ­მი­ა­ნო­ბას კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­იჩ­ნე­ვენ. გან­ცხა­დე­ბას 200-ზე მეტი ავ­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი აწერს ხელს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი­სა და ხე­ლო­ვა­ნე­ბის მი­მარ­თვა რუ­სეთს და ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც გა­ეგ­ზავ­ნათ.

Ambebi.ge "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" წევ­რე­ბის - ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი­სა და ხე­ლო­ვა­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია (GCA) სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერთ უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­აჩ­ნია ჩვე­ნი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მარ­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მხო­ლოდ GCA ახორ­ცი­ე­ლებს ჩვე­ნი რე­პერ­ტუ­ა­რის მარ­თვას და ჰო­ნო­რა­რის შეგ­რო­ვე­ბა-გა­ნა­წი­ლე­ბას რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ, რუ­სე­თის ჩათ­ვლით.

რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, ა/წლის მარ­ტში შე­იქ­მნა "სა­ქარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბამ­ფლო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია" (GERA), რო­მე­ლიც პრე­ტენ­ზი­ას აცხა­დებს იყოს კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცია. GERA-ს მცდე­ლო­ბა წარ­მო­ად­გენს კა­ნო­ნის უხეშ დარ­ღვე­ვას, რად­გან კა­ნო­ნი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს GCA-ს კონ­კუ­რენ­ტი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა­ნა­ი­რი კავ­ში­რი GERA-თან არის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი. ეს სა­ეჭ­ვო ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ტი­უ­რად ეწე­ვა ასო­ცი­ა­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და ავ­რცე­ლებს დე­ზინ­ფო­რამ­ცი­ას. მათ შო­რის იმას, რომ RAO-ს შე­წყვე­ტი­ლი აქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა GCA-თან, რაც სი­მარ­თლეს არ წარ­მო­ად­გენს, რად­გან, რო­გორც ასო­ცი­ა­ცი­ის­გან გვეც­ნო­ბა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მის იუ­რი­დი­ულ პრო­ცე­დუ­რებ­თან, რაც არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

გვინ­და, ხაზი გა­ვუს­ვათ იმას, რომ GCA-ს და თქვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს (RAO, VOIS) შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის შე­წყვე­ტით და­ირ­ღვე­ვა ჩვე­ნი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი, რად­გან, სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა კო­ლექ­ტი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არ არ­სე­ბო­ბის გამო, ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რაც იქ­ნე­ბა დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ჩვენს მი­მართ. იგი­ვე მოხ­დე­ბა რუსი ავ­ტო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, რად­გან GCA-ს გარ­და ვე­რა­ვინ შეძ­ლებს შე­აგ­რო­ვოს მათი ჰო­ნო­რა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, მო­გი­წო­დებთ შე­ას­რუ­ლოთ GCA-ს და თქვენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა პო­ზი­ცია უჭი­რავთ "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" წევ­რებ­სა და ცნო­ბილ ხე­ლო­ვა­ნებს, Ambebi.ge მომ­ღე­რალ ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე­სა და მუ­სი­კოსს, პრო­დუ­სერ­სა და სა­მო­სის ავ­ტორს კა­ხა­ბერ ცის­კა­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა სა­ჭი­როა ბა­ზარ­ზე იმა­ვე პრო­ფი­ლის მე­ო­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­მოს­ვლა, თუ ერთი უკვე წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებს.

"ვისი მხრი­და­ნაც არ უნდა იყოს ეს ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გმუ­ლი, სწო­რად არ მი­მაჩ­ნია, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ თუ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზას გა­დავ­ხე­დავთ და თუ მო­ვი­ძი­ებთ ბრძა­ნე­ბა­სა თუ გან­კარ­გუ­ლე­ბას, მიგ­ვი­თი­თებს იმის­კენ, რომ ამ საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად იმა­ვე საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა სხვა ანა­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ას არ აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ნა­ბი­ჯე­ბი არა­რე­ა­ლუ­რი მგო­ნია. მე პი­რა­დად, რო­გორც მათ წევ­რსა და ავ­ტორს, მი­მაჩ­ნია, რომ უკვე არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს. მათ ფაქ­ტობ­რი­ვად, ნუ­ლი­დან და­ი­წყეს და საკ­მა­ოდ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­დათ, რომ თა­ვი­ან­თი საქ­მე გა­ე­მარ­თათ, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­ე­წი­ათ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის. პა­რა­ლე­ლუ­რად, „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია“ ავ­ტო­რებ­თან საკ­მა­ოდ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია, ყვე­ლა შე­კი­თხვა­ზე გვაქვს პა­სუ­ხი, ან­გა­რი­შე­ბი. ვერ ვხვდე­ბი, სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნობს, რა­ტომ უნდა გახ­დეს ვი­ღა­ცის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი", - აღ­ნიშ­ნა ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძემ.

კა­ხა­ბერ ცის­კა­რი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ერ­თზე მეტ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ შე­უძ­ლია. გარ­და ამი­სა, მისი თქმით, რუ­სუ­ლი მხა­რე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დამ­რღვე­ვი თა­ვად არის და მუ­სი­კო­სის­თვის ბუნ­დო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას რო­გორ გეგ­მავს.

"ალ­ბათ, ავ­ტო­რე­ბის გა­და­ბი­რე­ბა ხდე­ბა. სა­ერ­თოდ, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რუ­სულ კომ­პა­ნი­ა­ში რა­ტომ უნდა ხდე­ბო­დეს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, მით უმე­ტეს, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კი ის არის, რომ რუ­სე­თი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი დამ­რღვე­ვია. იმას, რა­საც რუ­სეთ­ში „სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ უნდა აკე­თებ­დეს, ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ბო­ლომ­დე არ ას­რუ­ლებს, რად­გან ბევ­რი ჩვე­ნი შემ­სრუ­ლებ­ლის სიმ­ღე­რე­ბის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უფა­სოდ ჩა­მო­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე არ ხდე­ბა. რუ­სეთ­ში კი ეს სიმ­ღე­რე­ბი თა­ვი­სუფ­ლად არის ატ­ვირ­თუ­ლი და მათი მო­პარ­ვა ყვე­ლას შე­უძ­ლია", - აღ­ნიშ­ნა კა­ხა­ბერ ცის­კა­რი­ძემ.

ბოლო პე­რი­ოდ­ში რუ­სუ­ლი მხა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­აქ­ტი­ურ­და. რუ­სულ­მა მხა­რემ „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა და­ი­წყო და ცდი­ლობს, ქვე­ყა­ნა­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და ჰო­ნო­რა­რე­ბის მი­ღე­ბა-გა­ნა­წი­ლე­ბა თა­ვად და­ი­წყოს.

ეს პრო­ცე­სი დღი­თი­დღე მას­შტა­ბურ სა­ხეს იღებს. "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია" კი სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად აქ­ტი­უ­რად იბ­რძვის. „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" სა­პირ­წო­ნედ, რუ­სულ­მა მხა­რემ "ევ­რა­ზი­ის უფ­ლე­ბის მფლო­ბელ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­ფე­დე­რა­ცია" და­ა­არ­სა, რო­მელ­შიც 5 ქვე­ყა­ნა: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი და ბე­ლო­რუ­სი შე­დის. გარ­და ამი­სა, შე­იქ­მნა „ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრი, რო­მელ­მაც კონ­ფე­დე­რა­ცი­ის წევრ ქვეყ­ნებ­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რი­სა და ჰო­ნო­რა­რის მფლო­ბელ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და­ი­წყო. რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ მიერ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე ნათ­ქვამ­მა უარ­მა გა­მო­იწ­ვია.

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სუ­ლი მხა­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ სფე­რო­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ის შე­სუს­ტე­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, თუ "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია" რუ­სე­თის მიერ შექ­მნილ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბას და­ი­ჭერს, ეს CISAC-თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კი, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო რუ­სულ ორ­გა­ნი­ზა­ცებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­არ­ღვევს, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია, რო­მე­ლიც ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ უნდა შე­ას­რუ­ლოს. იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვალ­დე­ბუ­ლია, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა მკაც­რად და­იც­ვას და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ნორ­მა შე­ას­რუ­ლოს, რუ­სე­თის მიერ შექ­მნილ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღ­ნიშ­ნულ კურსს და­ა­კარ­გი­ნებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში ადანაშაულებენ

ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში ადანაშაულებენ

ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში და მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. შესაბამისი ერთობლივი განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს:

ერთობლივი განცხადება, რომელშიც რუსული ორგანიზაციების მიერ არაუფლებამოსილი ქმედებების შესახებ არის საუბარი, ქართველმა კომპოზიტორებმა და შემსრულებლებმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის 2019 წლის 14 აპრილის საერთო კრებაზე შეადგინეს.

ამავე განცხადებაში ავტორები საქართველოში, საავტორო უფლებების სფეროში შექმნილ ახალ ორგანიზაციაზე საუბრობენ და მის საქმიანობას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევენ. განცხადებას 200-ზე მეტი ავტორი და შემსრულებელი აწერს ხელს. აღსანიშნავია, რომ ქართველი კომპოზიტორებისა და ხელოვანების მიმართვა რუსეთს და ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გაეგზავნათ.

Ambebi.ge "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" წევრების - ქართველი კომპოზიტორებისა და ხელოვანების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) საქართველოში ერთადერთ უფლებამოსილ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელსაც კანონის შესაბამისად გააჩნია ჩვენი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილება. შესაბამისად, ჩვენს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მხოლოდ GCA ახორციელებს ჩვენი რეპერტუარის მართვას და ჰონორარის შეგროვება-განაწილებას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, რუსეთის ჩათვლით.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ა/წლის მარტში შეიქმნა "საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია" (GERA), რომელიც პრეტენზიას აცხადებს იყოს კოლექტიური მართვის ორგანიზაცია. GERA-ს მცდელობა წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას, რადგან კანონი არ ითვალისწინებს GCA-ს კონკურენტი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას საქართველოში და შესაბამისად ყველანაირი კავშირი GERA-თან არის არალეგიტიმური. ეს საეჭვო ორგანიზაცია აქტიურად ეწევა ასოციაციის დისკრედიტაციას და ავრცელებს დეზინფორამციას. მათ შორის იმას, რომ RAO-ს შეწყვეტილი აქვს ხელშეკრულება GCA-თან, რაც სიმართლეს არ წარმოადგენს, რადგან, როგორც ასოციაციისგან გვეცნობა, ხელშეკრულების გაწყვეტა დაკავშირებულია შესაბამის იურიდიულ პროცედურებთან, რაც არ განხორციელებულა.

გვინდა, ხაზი გავუსვათ იმას, რომ GCA-ს და თქვენს ორგანიზაციებს (RAO, VOIS) შორის ხელშეკრულებების შეწყვეტით დაირღვევა ჩვენი საავტორო უფლებები, რადგან, საქართველოში სხვა კოლექტიური ორგანიზაციის არ არსებობის გამო, ჩვენი უფლებების განხორციელება შეუძლებელი გახდება რუსეთის ტერიტორიაზე, რაც იქნება დისკრიმინაციული ჩვენს მიმართ. იგივე მოხდება რუსი ავტორების შემთხვევაშიც, რადგან GCA-ს გარდა ვერავინ შეძლებს შეაგროვოს მათი ჰონორარი საქართველოს ტერიტორიაზე. გამომდინარე აქედან, მოგიწოდებთ შეასრულოთ GCA-ს და თქვენს შორის არსებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები",- ნათქვამია განცხადებაში.

იმის გასარკვევად, თუ რა პოზიცია უჭირავთ "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" წევრებსა და ცნობილ ხელოვანებს, Ambebi.ge მომღერალ ნეკა სებისკვერაძესა და მუსიკოსს, პროდუსერსა და სამოსის ავტორს კახაბერ ცისკარიძეს დაუკავშირდა.

ნეკა სებისკვერაძის შეფასებით, მისთვის გაუგებარია, რა საჭიროა ბაზარზე იმავე პროფილის მეორე ორგანიზაციის შემოსვლა, თუ ერთი უკვე წარმატებით ოპერირებს.

"ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს ნაბიჯები გადადგმული, სწორად არ მიმაჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ თუ საკანონმდებლო ბაზას გადავხედავთ და თუ მოვიძიებთ ბრძანებასა თუ განკარგულებას, მიგვითითებს იმისკენ, რომ ამ საქმიანობის პარალელურად იმავე საქმიანობის განხორციელების უფლება სხვა ანალოგიურ კომპანიას არ აქვს. შესაბამისად, ეს ნაბიჯები არარეალური მგონია. მე პირადად, როგორც მათ წევრსა და ავტორს, მიმაჩნია, რომ უკვე არსებული ორგანიზაცია საკმაოდ წარმატებით მუშაობს. მათ ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს და საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ თავიანთი საქმე გაემართათ, პოპულარიზაცია გაეწიათ საავტორო უფლებების დაცვისთვის. პარალელურად, „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“ ავტორებთან საკმაოდ კომუნიკაბელურია, ყველა შეკითხვაზე გვაქვს პასუხი, ანგარიშები. ვერ ვხვდები, სტრუქტურა, რომელიც წარმატებით საქმიანობს, რატომ უნდა გახდეს ვიღაცის თავდასხმის ობიექტი", - აღნიშნა ნეკა სებისკვერაძემ.

კახაბერ ცისკარიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, ჩვენს ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვა ერთზე მეტ ორგანიზაციას არ შეუძლია. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსული მხარე საავტორო უფლებების დამრღვევი თავად არის და მუსიკოსისთვის ბუნდოვანია, საქართველოში ამ მიმართულებით წარმატებით საქმიანობას როგორ გეგმავს.

"ალბათ, ავტორების გადაბირება ხდება. საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია, რუსულ კომპანიაში რატომ უნდა ხდებოდეს საავტორო უფლებების დაცვა, მით უმეტეს, ამ მდგომარეობაში. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ რუსეთი საავტორო უფლებების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამრღვევია. იმას, რასაც რუსეთში „საავტორო უფლებების საზოგადოება“ უნდა აკეთებდეს, ამ ვალდებულებებს ბოლომდე არ ასრულებს, რადგან ბევრი ჩვენი შემსრულებლის სიმღერების რუსეთის ტერიტორიაზე უფასოდ ჩამოწერა შესაძლებელია, როცა საქართველოში ასე არ ხდება. რუსეთში კი ეს სიმღერები თავისუფლად არის ატვირთული და მათი მოპარვა ყველას შეუძლია", - აღნიშნა კახაბერ ცისკარიძემ.

ბოლო პერიოდში რუსული მხარე საქართველოში ინტელექტის ოკუპაციის მიმართულებითაც გააქტიურდა. რუსულმა მხარემ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და ცდილობს, ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვა და ჰონორარების მიღება-განაწილება თავად დაიწყოს.

ეს პროცესი დღითიდღე მასშტაბურ სახეს იღებს. "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია" კი საკუთარი უფლებების დასაცავად აქტიურად იბრძვის. „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" საპირწონედ, რუსულმა მხარემ "ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოების კონფედერაცია" დააარსა, რომელშიც 5 ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი შედის. გარდა ამისა, შეიქმნა „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი, რომელმაც კონფედერაციის წევრ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარისა და ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაკონტროლება დაიწყო. რუსეთში ყველაზე დიდი უკმაყოფილება კი „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ მიერ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე ნათქვამმა უარმა გამოიწვია.

საავტორო უფლებების მიმართულებით რუსული მხარის გააქტიურება საქართველოსთვის ამ სფეროში ლიდერის პოზიციის შესუსტებასაც უკავშირდება. გარდა ამისა, თუ "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია" რუსეთის მიერ შექმნილ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობას დაიჭერს, ეს CISAC-თან ურთიერთობის გაფუჭების საფუძველი გახდება.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება კი, რასაც საქართველო რუსულ ორგანიზაცებში გაწევრიანების შემთხვევაში დაარღვევს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაბიჯებია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს. იმის გამო, რომ საქართველო ვალდებულია, ინტელექტუალური საკუთრება მკაცრად დაიცვას და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ნორმა შეასრულოს, რუსეთის მიერ შექმნილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აღნიშნულ კურსს დააკარგინებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი