პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახის წევრები, რომლებზეც ისინი მიუთითებდნენ, საქართველოში არ იმყოფებიან" - შსს-ს განცხადება საუდელ დებთან დაკავშირებით
"ოჯახის წევრები, რომლებზეც ისინი მიუთითებდნენ, საქართველოში არ იმყოფებიან" - შსს-ს განცხადება საუდელ დებთან დაკავშირებით

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­უ­დელ დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს აფა­რე­ბენ თავს და დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­უ­დის არა­ბე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, დებ­მა მაჰა და ვაფა ალ-სუ­ბა­ი­ებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლეს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, სა­დაც აცხა­დებ­დნენ, რომ ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ასე­ვე აცხა­დებ­დნენ, რომ მათ ემუქ­რე­ბათ საფრ­თხე სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მი­სა­მარ­თზე, სა­დაც დები მაჰა და ვაფა ალ-სუ­ბა­ი­ე­ბი დრო­ე­ბით ცხოვ­რო­ბენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი იყო მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად დახ­მა­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. ასე­ვე ამ ქალ­ბა­ტო­ნებს მი­ე­წო­დათ ინ­ფორ­მა­ცია, მათი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის და შე­სა­ბა­მი­სი გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­ღე­ბის შემ­დგომ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი და­თან­ხმდნენ მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ლტოლ­ვილ­თა სა­კი­თხე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს მიმ­ღებ ცენ­ტრში გა­დაყ­ვა­ნას თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­სავ­ლე­ლად.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ ის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც დები ალ-სუ­ბა­ი­ე­ბი მი­უ­თი­თებ­დნენ, რომ საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­უ­დე­ლი დები, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცნენ, სა­ქარ­თვე­ლოს აფა­რე­ბენ თავს და დახ­მა­რე­ბას „ტვი­ტერ­ზე“ ითხო­ვენ. მათ შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს უამ­რა­ვი წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა წერს. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ 28 წლის მაჰა ალ-სუ­ბა­იე და 25 წლის ვაფა ალ-სუ­ბა­იე არი­ან.

"თქვე­ნი დაც­ვა გვჭირ­დე­ბა. გვსურს ვი­პო­ვოთ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მიგ­ვი­ღებს და და­ი­ცავს ჩვენს უფ­ლე­ბებს" - ამ­ბობს ვი­დე­ო­ში მაჰა.

დე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თუ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან, სა­უ­დის არა­ბეთ­ში დაბ­რუნ­დნენ, მათ მოკ­ლა­ვენ. გო­გო­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ მო­სა­ძებ­ნად უკვე იმ­ყო­ფე­ბი­ან ძმე­ბი და მამა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ოჯახის წევრები, რომლებზეც ისინი მიუთითებდნენ, საქართველოში არ იმყოფებიან" - შსს-ს განცხადება საუდელ დებთან დაკავშირებით

"ოჯახის წევრები, რომლებზეც ისინი მიუთითებდნენ, საქართველოში არ იმყოფებიან" - შსს-ს განცხადება საუდელ დებთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო საუდელ დებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს და დახმარებას ითხოვენ, განცხადებას ავრცელებს:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საუდის არაბეთის მოქალაქეებმა, დებმა მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს ვიდეომიმართვა, სადაც აცხადებდნენ, რომ ისინი იმყოფებოდნენ საქართველოში. აღნიშნული პირები ასევე აცხადებდნენ, რომ მათ ემუქრებათ საფრთხე საკუთარი ოჯახის წევრებისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მისამართზე, სადაც დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები დროებით ცხოვრობენ. სამართალდამცველების ვიზიტის მიზანი იყო მათთან გასაუბრება და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარების შეთავაზება. ასევე ამ ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია, მათი სურვილის შემთხვევაში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ინფორმაციის მიწოდების და შესაბამისი განმარტებების მიღების შემდგომ, აღნიშნული პირები დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გასავლელად.

აქვე განვმარტავთ, რომ ის ოჯახის წევრები, რომლებზეც დები ალ-სუბაიები მიუთითებდნენ, რომ საფრთხე ემუქრებათ, საქართველოში არ იმყოფებიან" - ნათქვამია განცხადებაში.

საუდელი დები, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ, საქართველოს აფარებენ თავს და დახმარებას „ტვიტერზე“ ითხოვენ. მათ შესახებ მსოფლიოს უამრავი წამყვანი მედიასაშუალება წერს. ისინი ამბობენ, რომ 28 წლის მაჰა ალ-სუბაიე და 25 წლის ვაფა ალ-სუბაიე არიან.

"თქვენი დაცვა გვჭირდება. გვსურს ვიპოვოთ ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს" - ამბობს ვიდეოში მაჰა.

დების განცხადებით, თუ იძულებულები გახდებიან, საუდის არაბეთში დაბრუნდნენ, მათ მოკლავენ. გოგონები ამბობენ, რომ საქართველოში მათ მოსაძებნად უკვე იმყოფებიან ძმები და მამა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს