პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანგლადეშში, სადაც 19 წლის გოგონა ცოცხლად დაწვეს, 15 პირი, მათ შორის სკოლის დირექტორიც დააკავეს
ბანგლადეშში, სადაც 19 წლის გოგონა ცოცხლად დაწვეს, 15 პირი, მათ შორის სკოლის დირექტორიც დააკავეს

ბან­გლა­დეშ­ში 19 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 15 პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც BBC იუ­წყე­ბა, 15 და­კა­ვე­ბუ­ლი­დან 7 პირი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც ნუს­რათ ჯა­ჰან რაფი სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ბან­გლა­დე­შის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი შეიხ ჰა­სი­ნა ნუს­რათ ჯა­ჰან რა­ფის ოჯა­ხის წევ­რებს შეხ­ვდა და პი­რო­ბა მის­ცა, რომ ყვე­ლა, ვინც ამ მკვლე­ლო­ბა­ში გა­რე­უ­ლი იყო, პა­სუხს აგებს კა­ნო­ნის წი­ნა­შე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბან­გლა­დე­შის ერთ-ერთ კო­ლე­ჯში 19 წლის გოგო, ნუს­რათ ჯა­ჰან რა­ფის ნავ­თი გა­და­ას­ხეს და ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ფაქ­ტამ­დე ორი კვი­რით ადრე მან მისი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ნუს­რათ ჯა­ჰან რაფი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი­დან 160 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ ფენ­ში ცხოვ­რობ­და. 27 მარტს მან გა­ნა­ცხა­და, რომ სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ის თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში გა­მო­ი­ძა­ხა, სა­დაც არა­სა­თა­ნა­დოდ ექ­ცე­ო­და და ეხე­ბო­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გო­გო­ნამ პო­ლი­ცი­ა­საც მი­მარ­თა დახ­მა­რე­ბის­თვის. პო­ლი­ცი­ამ დი­რექ­ტო­რი და­ა­კა­ვა, თუმ­ცა იმა­ვე დღეს ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლე­ბის ჯგუფ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მო­ა­წყო დი­რექ­ტო­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. ისი­ნი ნუს­რათ ჯა­ჰან რა­ფის სდებ­დნენ ბრალს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 6 აპ­რილს გო­გო­ნა სკო­ლა­ში წა­ვი­და გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. სკო­ლა­ში ყოფ­ნი­სას ერთ-ერ­თმა მოს­წავ­ლემ ნუს­რა­თი სკო­ლის სა­ხუ­რავ­ზე აიყ­ვა­ნა, თით­ქოს­და მის მე­გო­ბარს სცემ­დნენ. სკო­ლის სა­ხუ­რავ­ზე ას­ვლი­სას მას ხუთი ადა­მი­ა­ნი შე­მო­ეხ­ვია, რომ­ლებ­მაც დი­რექ­ტო­რის მი­მართ საქ­მის შე­წყვე­ტა სთხო­ვეს. უა­რის თქმის შემ­დეგ, გო­გო­ნას ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­სას მას სხე­უ­ლის 80% დამ­წვა­რი ჰქონ­და. ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს მისი გა­დარ­ჩე­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გო­გო­ნამ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა მო­ა­ხერ­ხა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ბანგლადეშში, სადაც 19 წლის გოგონა ცოცხლად დაწვეს, 15 პირი, მათ შორის სკოლის დირექტორიც დააკავეს

ბანგლადეშში, სადაც 19 წლის გოგონა ცოცხლად დაწვეს, 15 პირი, მათ შორის სკოლის დირექტორიც დააკავეს

ბანგლადეშში 19 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე 15 პირი დააკავეს. როგორც BBC იუწყება, 15 დაკავებულიდან 7 პირი, სავარაუდოდ, მკვლელობაში მონაწილეობას იღებდა.

სკოლის დირექტორი, რომელსაც ნუსრათ ჯაჰან რაფი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, პატიმრობაში იმყოფება.

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ნუსრათ ჯაჰან რაფის ოჯახის წევრებს შეხვდა და პირობა მისცა, რომ ყველა, ვინც ამ მკვლელობაში გარეული იყო, პასუხს აგებს კანონის წინაშე.

შეგახსენებთ, რომ ბანგლადეშის ერთ-ერთ კოლეჯში 19 წლის გოგო, ნუსრათ ჯაჰან რაფის ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

არსებული ინფორმაციით, ამ ფაქტამდე ორი კვირით ადრე მან მისი სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ნუსრათ ჯაჰან რაფი ქვეყნის დედაქალაქიდან 160 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ ფენში ცხოვრობდა. 27 მარტს მან განაცხადა, რომ სკოლის დირექტორმა ის თავის კაბინეტში გამოიძახა, სადაც არასათანადოდ ექცეოდა და ეხებოდა.

როგორც ირკვევა, გოგონამ პოლიციასაც მიმართა დახმარებისთვის. პოლიციამ დირექტორი დააკავა, თუმცა იმავე დღეს ქალაქის მცხოვრებლების ჯგუფმა საპროტესტო აქცია მოაწყო დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით. ისინი ნუსრათ ჯაჰან რაფის სდებდნენ ბრალს.

მიუხედავად ამისა, 6 აპრილს გოგონა სკოლაში წავიდა გამოცდების ჩასაბარებლად. სკოლაში ყოფნისას ერთ-ერთმა მოსწავლემ ნუსრათი სკოლის სახურავზე აიყვანა, თითქოსდა მის მეგობარს სცემდნენ. სკოლის სახურავზე ასვლისას მას ხუთი ადამიანი შემოეხვია, რომლებმაც დირექტორის მიმართ საქმის შეწყვეტა სთხოვეს. უარის თქმის შემდეგ, გოგონას ცეცხლი წაუკიდეს.

საავადმყოფოში გადაყვანისას მას სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა. ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა. აღსანიშნავია, რომ გოგონამ გარდაცვალებამდე ჩვენების მიცემა მოახერხა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე