სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება

22

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 05:59-ზე, მთვარე მშვილდოსანშია ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
საზოგადოება
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორივე მხარემ საზოგადოებას ძალიან ცუდი შოუ ვანახეთ" - რას პასუხობს დავით ბაგრატიონის ადვოკატი ანა ბაგრატიონის უფლებადამცველს
"ორივე მხარემ საზოგადოებას ძალიან ცუდი შოუ ვანახეთ" - რას პასუხობს დავით ბაგრატიონის ადვოკატი ანა ბაგრატიონის უფლებადამცველს

"ერ­თმა­ნეთს ბევ­რი ტა­ლა­ხი ვეს­რო­ლეთ, ორი­ვე მხა­რემ ძა­ლი­ან და­ვა­ზა­რა­ლეთ ერ­თმა­ნე­თი და ერ­თმა­ნე­თის იმი­ჯი" - ასე უპა­სუ­ხა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან ჩხე­ი­ძემ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ად­ვო­კა­ტის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ ბრალ­დე­ბებს რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი ანა ბაგ­რა­ტი­ონს და­ვის შე­წყვე­ტის­თვის 90 000 ლარს სთა­ვა­ზობს.

ლე­ვან ჩხე­ი­ძე ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ყვე­ლა სა­და­ვო სა­კი­თხზე მო­რი­გე­ბას სთა­ვა­ზობს გარ­და ერთი სა­კი­თხი­სა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ეხე­ბა.

“მე და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ად­ვო­კატს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გვქონ­და, რა დრო­საც, მო­რი­გე­ბის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტებს გან­ვი­ხი­ლავ­დით. ნამ­დვი­ლად არ უარ­ვყოფ ფაქტს, რომ ჩემი მარ­წმუ­ნებ­ლის­გან მი­ვი­ღე და­ვა­ლე­ბა, რაც ად­ვო­კატს გა­და­ვე­ცი. მათ ვუ­თხა­რი, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე არ შე­წყვეტ­და და­ვებს, და­ვუ­პი­რის­პი­რებ­დით სხვა არ­გუ­მენ­ტებს.

ჩვენ ახლა თავ­დაც­ვის რე­ჟიმ­ში ვართ და ბრალ­დე­ბის რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­დო­დით, ჩვე­ნი მხრი­და­ნაც იქ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხვა ტი­პის პრე­ტენ­ზი­ე­ბი, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო, ასე­ვე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით.

ად­ვო­კა­ტებ­ში ხში­რია, როცა და­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებთ, მაგ­რამ პრო­ფე­სი­უ­ლად, ეთი­კუ­რად ლა­მა­ზი არ არის, ად­ვო­კა­ტებ­მა ერ­თმა­ნე­თის სა­უბ­რე­ბი ჩავ­წე­როთ და მერე ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ვი­წყოთ. შე­ვე­ცა­დე, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის­თვის სი­ურპრი­ზი არ გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ზურ­გში დანა არ ჩა­მერ­ტყა, ის წი­ნას­წარ გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ ამ და­ვის გაგ­რძე­ლე­ბას შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი მხრი­და­ნაც მოჰ­ყო­ლო­და ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხე­ბი. ეს არას­წო­რად იქნა გა­გე­ბუ­ლი. ჩვენ არა­ვის ვე­მუქ­რე­ბით, არც არა­ვის­თვის არაფ­რის დაბ­რა­ლე­ბას ვა­პი­რებთ", - აცხა­დებს ჩხე­ი­ძე.

მისი გან­მარ­ტე­ბით, თუკი, სა­სა­მარ­თლო სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვა­ზე, რო­მე­ლიც ქო­ნე­ბის გა­ყო­ფას შე­ე­ხე­ბა, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს აღას­რუ­ლებს.

ამას­თან, მისი მტკი­ცე­ბით, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ყო­ფილ ცოლს შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით არ და­მუქ­რე­ბია.

"სა­ხე­ლი არ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა, ზო­გა­დად, ბავ­შვზე იყო სა­უ­ბა­რი. კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ ბავ­შვზეა სა­უ­ბა­რი, ეს არც მე ვიცი. და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა ად­ვო­კატ­თან და­მა­ბა­რა, რომ ამ­გვა­რი ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს და არ­სე­ბობს სხვა პრე­ტენ­ზი­ე­ბიც, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო ხა­სი­ა­თი­საა და მსვლე­ლო­ბა მი­ე­ცე­მაო.

ეს არ არის მუ­ქა­რა, არა­ნა­ი­რი კომ­პრო­მა­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ იყო, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და, რომ კონ­კრე­ტულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ეს ადა­მი­ა­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს მი­აწ­ვდი­და. ეს კად­რე­ბი არ მი­ნა­ხავს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­მის ფაქ­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს. რო­გორც ვიცი, ვი­დე­ო­მა­სა­ლაა, დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი და არც ჩავ­ძი­ე­ბი­ვარ", - დას­ძენს ად­ვო­კა­ტი.

ის უარ­ყოფს იმ ფაქტსაც, რომ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­კის მის­მა კლი­ენ­ტმა და­ვის შე­წყვე­ტის სა­ნაც­ვლოდ, ფული შეს­თა­ვა­ზა.

„ჩემი გავ­ლით, რა­ი­მე თან­ხის შე­თა­ვა­ზე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და არც ჩემს კლი­ენტს შე­უ­თა­ვა­ზე­ბია მსგავ­სი რამ. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რეს ჰქონ­და ძა­ლი­ან ხის­ტი პო­ზი­ცია, რომ მათ ფული არ აინ­ტე­რე­სებთ, უბ­რა­ლოდ, ჩვენ პო­ზი­ცი­ე­ბი ვერ და­ვა­ახ­ლო­ვეთ. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რეს სურს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უარი ვთქვათ. ამ პო­ზი­ცი­ას არ ვე­თან­ხმე­ბით, მზად ვართ გან­ვი­ხი­ლოთ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბი, მო­რი­გე­ბის პი­რო­ბე­ბი, ოღონდ ეს სა­კი­თხი გან­ხილ­ვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის სა­ხე­ლით ის მე­ო­თხე თა­ო­ბაა სარ­გებ­ლობს. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, არ აგ­ვეკ­რძა­ლოს ამ სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა", -აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ჩხე­ი­ძე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მის­კენ მი­უ­თი­თებს.

„ბოლო თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ბევ­რი ტა­ლა­ხი ვეს­რო­ლეთ, ძა­ლი­ან და­ვა­ზა­რა­ლეთ ორი­ვე მხა­რემ ერ­თმა­ნე­თი და ერ­თმა­ნე­თის იმი­ჯი. ყვე­ლა ტა­ლა­ხი, რო­მე­ლიც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რემ გვეს­რო­ლა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში, მოხ­ვდა მათ და ყვე­ლა ტა­ლახ­მა, რო­მე­ლიც წა­ვი­და ჩვენ­გან, პირ­და­პირ დაგ­ვა­ზა­რა­ლა ჩვენ.

მი­უ­ხე­და­ვად იუ­რი­დი­უ­ლი შე­დე­გი­სა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შე­დე­გი შე­უ­ფა­სებ­ლად ნე­გა­ტი­უ­რია, მო­გე­ბუ­ლი ვერც ერთი გა­მოვ­დი­ვართ. ორი­ვე მხა­რემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან ცუდი შოუ ვა­ნა­ხეთ. ვა­ცხა­დებთ მო­რა­ტო­რი­უმს, ვწყვეტთ აგ­რე­სი­ულ რი­ტო­რი­კას, მე­ო­რე მხა­რეს მო­რი­გე­ბის­თვის ხელს ვუწ­ვდით არა იმის გამო, რომ გვე­ში­ნია, არა­მედ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რას ვკარ­გავთ ორი­ვე მხა­რე", - აცხა­დებს ჩხე­ი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

"ორივე მხარემ საზოგადოებას ძალიან ცუდი შოუ ვანახეთ" - რას პასუხობს დავით ბაგრატიონის ადვოკატი ანა ბაგრატიონის უფლებადამცველს

"ორივე მხარემ საზოგადოებას ძალიან ცუდი შოუ ვანახეთ" - რას პასუხობს დავით ბაგრატიონის ადვოკატი ანა ბაგრატიონის უფლებადამცველს

"ერთმანეთს ბევრი ტალახი ვესროლეთ, ორივე მხარემ ძალიან დავაზარალეთ ერთმანეთი და ერთმანეთის იმიჯი" - ასე უპასუხა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს რომლის თანახმადაც, დავით ბაგრატიონი ანა ბაგრატიონს დავის შეწყვეტისთვის 90 000 ლარს სთავაზობს.

ლევან ჩხეიძე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ყველა სადავო საკითხზე მორიგებას სთავაზობს გარდა ერთი საკითხისა, რომელიც საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენებას ეხება.

“მე და მოწინააღმდეგის ადვოკატს სატელეფონო საუბარი გვქონდა, რა დროსაც, მორიგების სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავდით. ნამდვილად არ უარვყოფ ფაქტს, რომ ჩემი მარწმუნებლისგან მივიღე დავალება, რაც ადვოკატს გადავეცი. მათ ვუთხარი, იმ შემთხვევაში, თუკი, მოწინააღმდეგე მხარე არ შეწყვეტდა დავებს, დავუპირისპირებდით სხვა არგუმენტებს.

ჩვენ ახლა თავდაცვის რეჟიმში ვართ და ბრალდების რეჟიმში გადავიდოდით, ჩვენი მხრიდანაც იქნებოდა სხვადასხვა ტიპის პრეტენზიები, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლებრივი კუთხით.

ადვოკატებში ხშირია, როცა დავის პარალელურად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ პროფესიულად, ეთიკურად ლამაზი არ არის, ადვოკატებმა ერთმანეთის საუბრები ჩავწეროთ და მერე ერთმანეთის წინააღმდეგ გამოქვეყნება დავიწყოთ. შევეცადე, მოწინააღმდეგე მხარისთვის სიურპრიზი არ გამეკეთებინა და ზურგში დანა არ ჩამერტყა, ის წინასწარ გავაფრთხილე, რომ ამ დავის გაგრძელებას შესაძლოა, ჩვენი მხრიდანაც მოჰყოლოდა ადეკვატური პასუხები. ეს არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არავის ვემუქრებით, არც არავისთვის არაფრის დაბრალებას ვაპირებთ", - აცხადებს ჩხეიძე.

მისი განმარტებით, თუკი, სასამართლო სამოქალაქო დავაზე, რომელიც ქონების გაყოფას შეეხება, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საწინააღმდეგოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ის სასამართლოს განაჩენს აღასრულებს.

ამასთან, მისი მტკიცებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ ცოლს შვილზე ძალადობის მტკიცებულების გამოქვეყნებით არ დამუქრებია.

"სახელი არ დასახელებულა, ზოგადად, ბავშვზე იყო საუბარი. კონკრეტულად, რომელ ბავშვზეა საუბარი, ეს არც მე ვიცი. დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ადვოკატთან დამაბარა, რომ ამგვარი ჩანაწერი არსებობს და არსებობს სხვა პრეტენზიებიც, რომელიც სამოქალაქო ხასიათისაა და მსვლელობა მიეცემაო.

ეს არ არის მუქარა, არანაირი კომპრომატის გამოქვეყნებაზე საუბარი არ იყო, საუბარი შეეხებოდა, რომ კონკრეტულ მტკიცებულებებს ეს ადამიანი სამართალდამცავ ორგანოებს მიაწვდიდა. ეს კადრები არ მინახავს, სავარაუდოდ, ცემის ფაქტი შეიძლება იყოს. როგორც ვიცი, ვიდეომასალაა, დეტალები არ ვიცი და არც ჩავძიებივარ", - დასძენს ადვოკატი.

ის უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინკის მისმა კლიენტმა დავის შეწყვეტის სანაცვლოდ, ფული შესთავაზა.

„ჩემი გავლით, რაიმე თანხის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია და არც ჩემს კლიენტს შეუთავაზებია მსგავსი რამ. მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა ძალიან ხისტი პოზიცია, რომ მათ ფული არ აინტერესებთ, უბრალოდ, ჩვენ პოზიციები ვერ დავაახლოვეთ. მოწინააღმდეგე მხარეს სურს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენებაზე უარი ვთქვათ. ამ პოზიციას არ ვეთანხმებით, მზად ვართ განვიხილოთ სხვადასხვა საკითხები, მორიგების პირობები, ოღონდ ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. საქართველოს სამეფო სახლის სახელით ის მეოთხე თაობაა სარგებლობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ აგვეკრძალოს ამ სახელის გამოყენება", -აცხადებს ადვოკატი.

ჩხეიძე მოწინააღმდეგე მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მიუთითებს.

„ბოლო თვენახევრის განმავლობაში ერთმანეთს ბევრი ტალახი ვესროლეთ, ძალიან დავაზარალეთ ორივე მხარემ ერთმანეთი და ერთმანეთის იმიჯი. ყველა ტალახი, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ გვესროლა, საზოგადოების თვალში, მოხვდა მათ და ყველა ტალახმა, რომელიც წავიდა ჩვენგან, პირდაპირ დაგვაზარალა ჩვენ.

მიუხედავად იურიდიული შედეგისა, საზოგადოებრივი შედეგი შეუფასებლად ნეგატიურია, მოგებული ვერც ერთი გამოვდივართ. ორივე მხარემ საზოგადოებას ძალიან ცუდი შოუ ვანახეთ. ვაცხადებთ მორატორიუმს, ვწყვეტთ აგრესიულ რიტორიკას, მეორე მხარეს მორიგებისთვის ხელს ვუწვდით არა იმის გამო, რომ გვეშინია, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რას ვკარგავთ ორივე მხარე", - აცხადებს ჩხეიძე.

ბორჯომში შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დედა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ტრაგედია ბორჯომში - ახალი წლის ღამეს მამაკაცი, სავარაუდოდ, დედამ მოკლა

ხობში 2 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო - "მშობლები მის გადარჩენას ცდილობდნენ და მანქანით წაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ავარიაში მოყვნენ"