მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაგო ნებიერიძე სასამართლომდე ცუდად გახდა, მეტყველება უჭირდა და კონტაქტში არ შედიოდა - ადვოკატი
იაგო ნებიერიძე სასამართლომდე ცუდად გახდა, მეტყველება უჭირდა და კონტაქტში არ შედიოდა - ადვოკატი

გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე დღეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე შე­უძ­ლოდ გახ­და. მას­თან სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი გა­მო­ი­ძა­ხეს, რის გა­მოც, სხდო­მა გა­და­ი­დო.

რო­გორც იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ პა­პოშ­ვი­ლი აცხა­დებს, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს მე­ტყვე­ლე­ბა უჭირ­და.

"დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სი გა­და­ი­დო, ვი­ნა­ი­დან იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე არ შე­მო­დი­ო­და კონ­ტაქ­ტში, მე­ტყვე­ლე­ბა გა­უ­ჭირ­და. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და იყო გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი. მას ამ­ჟა­მად გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა. ის წინა პრო­ცეს­ზეც იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, დღე­საც მო­სუ­ლი იყო, მაგ­რამ სხდო­მის დარ­ბაზ­ში შე­მოს­ვლამ­დე შე­უძ­ლოდ გახ­და და გა­მოკ­ვლე­ვებს უტა­რე­ბენ. პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს, ის კონ­ტაქ­ტში არ შე­მო­დის, მე ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს. უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ იყო, მაგ­რამ არ და ვერ ლა­პა­რა­კობ­და. ამას გარ­და, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­და­ი­სინ­ჯა და ძა­ლა­ში დარ­ჩა", - გა­ნა­ცხა­და პა­პოშ­ვილ­მა.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ნანა გუ­გუ­ტიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"დე­ტა­ლე­ბი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. სა­სა­მარ­თლომ მხა­რე­ებს პრო­ცეს­ზე ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბრალ­დე­ბუ­ლი თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და, რის გა­მოც, პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა და მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა ვერ მო­ხერ­ხდა. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს.

ბრალ­დე­ბის მხა­რეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰყავ­და მოწ­მე­ე­ბი, რო­მელ­თაც შემ­დგომ სხდო­მა­ზე და­კი­თხავს. ესე­ნი არი­ან, ექ­სპერ­ტე­ბი, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მე­ზობ­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა.

შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2 მა­ისს, 12:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს. იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას. ნე­ბი­ე­რი­ძეს ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სსკ-ის 109-ე მუხ­ლით, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

იაგო ნებიერიძე სასამართლომდე ცუდად გახდა, მეტყველება უჭირდა და კონტაქტში არ შედიოდა - ადვოკატი

იაგო ნებიერიძე სასამართლომდე ცუდად გახდა, მეტყველება უჭირდა და კონტაქტში არ შედიოდა - ადვოკატი

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე დღეს სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა. მასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, რის გამოც, სხდომა გადაიდო.

როგორც იაგო ნებიერიძის ადვოკატი მარიამ პაპოშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მეტყველება უჭირდა.

"დღევანდელი პროცესი გადაიდო, ვინაიდან იაგო ნებიერიძე არ შემოდიოდა კონტაქტში, მეტყველება გაუჭირდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო გამოძახებული. მას ამჟამად გამოკვლევები უტარდება. ის წინა პროცესზეც იღებდა მონაწილეობას, დღესაც მოსული იყო, მაგრამ სხდომის დარბაზში შემოსვლამდე შეუძლოდ გახდა და გამოკვლევებს უტარებენ. პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, ის კონტაქტში არ შემოდის, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. უგონო მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ არ და ვერ ლაპარაკობდა. ამას გარდა, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა", - განაცხადა პაპოშვილმა.

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განმარტებით, იაგო ნებიერიძე მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"დეტალები ჩვენთვის უცნობია. სასამართლომ მხარეებს პროცესზე ინფორმაცია მოგვაწოდა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც, პროცესის გაგრძელება და მოწმეების დაკითხვა ვერ მოხერხდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, იაგო ნებიერიძე მე-18 დაწესებულებაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.

ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა მოწმეები, რომელთაც შემდგომ სხდომაზე დაკითხავს. ესენი არიან, ექსპერტები, პოლიციის თანამშრომლები და გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილის მეზობლები", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 2 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ჰაკერები, ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით, მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდნენ - დაკავებულია 4 პირი