საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ცხოვრობს ათობით ქართველი შვილებთან ერთად საფრანგეთში კარვების ქალაქში?
რატომ ცხოვრობს ათობით ქართველი შვილებთან ერთად საფრანგეთში კარვების ქალაქში?

ერთ კვი­რა­ზე მე­ტია, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მონ­პე­ლი­ე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ათე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე კარ­ვებ­ში ცხოვ­რობს. ე.წ. კარ­ვე­ბის ქა­ლაქ­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად 30-მდე ბავ­შვია. სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სუ­ლე­ბი საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან თავ­შე­სა­ფარს ითხო­ვენ.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა კარ­ვებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ "კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქი" დღეს და­შა­ლოს და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბამ გუ­შინ გა­აფრ­თხი­ლა კარ­ვებ­ში მყო­ფე­ბი.

19 აპ­რილს ემიგ­რან­ტე­ბი საფ­რან­გეთ­ში და ევ­რო­პის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მა­ვენ, რომ­ლის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მე­ლორ ვაჩ­ნა­ძეა. ის სა­ქარ­თვე­ლო­დან რამ­დე­ნი­მე თვის წინ წა­ვი­და და საფ­რან­გეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რობს. ის კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქი­დან ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს ავ­რცე­ლებს და ამ­ბობს, სი­ცო­ცხლის ფა­სა­დაც რომ და­უჯ­დეთ, პო­ლი­ცი­ას კარ­ვე­ბის აღე­ბის უფ­ლე­ბას არ მის­ცე­მენ. მი­სი­ვე თქმით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ლე­გა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა უკვე მო­ი­პო­ვეს.

მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე ემიგ­რან­ტე­ბის პრობ­ლე­მებ­სა და აქ­ცი­ის მიზ­ნებ­ზე AMBEBI.GE-ს საფ­რან­გე­თი­დან ესა­უბ­რა:

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იტყუ­ე­ბა, რო­დე­საც აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ბევ­რი სა­მუ­შაო ად­გი­ლი, კარ­გი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა და კარ­გი ჯან­დაც­ვა. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ქარ­თველ ხალ­ხს მოს­წონს ევ­რო­პა და ამი­ტომ ამ­ბო­ბენ უარს ამ სი­კე­თე­ებ­ზე და მი­დი­ან ევ­რო­პა­ში. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დიდი ტყუ­ი­ლი!

ყო­ველ ქვე­ყა­ნა­სა და ქა­ლაქ­ში, სა­დაც გავ­მარ­თავთ აქ­ცი­ებს, წარ­ვად­გენთ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დღეს უჭირს და სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. მო­ვი­თხოვთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გა­უ­უქ­მდეს უსაფრ­თხო ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი.

სა­ქარ­თვე­ლო არის სა­ში­ში ქვე­ყა­ნა და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვარ მე - მომ­ცეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა არ არის

რო­დე­საც ქვეყ­ნის 20 % ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო იყოს უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა?!" - აცხა­დებს მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე.

იხი­ლეთ ვი­დეო: რა­ტომ ცხოვ­რობს ათო­ბით ქარ­თვე­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში "კარ­ვე­ბის ქა­ლაქ­ში"?

ე.წ. კარ­ვე­ბის ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სუ­დან დი­დე­ბუ­ლი­ძე. დი­დე­ბუ­ლი­ძემ კარ­ვებ­ში მცხოვ­რებთ მო­უ­წო­და, რომ კარ­ვე­ბის და­საშ­ლე­ლად მი­სულ პო­ლი­ცი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წი­ონ და და­ე­მორ­ჩი­ლონ მათ მო­თხოვ­ნებს. კონ­სუ­ლის თქმით, სა­კონ­სუ­ლო გა­მო­ი­ყე­ნებს ყვე­ლა ბერ­კეტს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი იყოს და­ცუ­ლი.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. უწყე­ბა­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი არი­ან თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბი და ეს უზღუ­დავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს, მი­ი­ღოს მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ფრან­გუ­ლი მხა­რის­გან, ან დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნოს მათ.

"ხშირ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვად მო­ქა­ლა­ქე­ებს არ სურთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა, რად­გან, მათი აღ­ქმით, ამან შე­საძ­ლოა შე­ა­ფერ­ხოს მათ­თვის თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბა. ანა­ლო­გი­ურ შემ­თხვე­ვას ად­გი­ლი ჰქონ­და საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ბო­ვე­ში, რა დრო­საც, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლი ჩა­ვი­და ად­გილ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. გა­ე­სა­უბ­რა მათ და გა­ეც­ნო სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებს. თუმ­ცა, მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე.

კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ბო­რო­ტად არ ისარ­გებ­ლონ უვი­ზო მი­მოს­ვლით და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნით. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის, ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან მიჩ­ნე­უ­ლია უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნად, შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბის სტა­ტის­ტი­კა და­ბა­ლია" - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ AMBEBI.GE-სთვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

  • რა­ტომ ვერ იღე­ბენ თავ­შე­სა­ფარს ქარ­თვე­ლე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში?

თავ­შე­საფ­რის მი­სა­ღე­ბად, სტა­ტუ­სის მა­ძი­ე­ბელ­მა უნდა და­უ­დას­ტუ­როს ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფოს, რომ იგი სამ­შობ­ლო­ში სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ვერ ახერ­ხებს და საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, იდევ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო. სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირი თა­ვი­სუფ­ლად ირ­ჩევს სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს და სარ­გებ­ლობს სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბით. სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტით ადა­მი­ა­ნე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბამ­დეც, მათ თავ­შე­სა­ფარ­ში ათავ­სე­ბენ. სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა, წე­სით, 6 თვე­ში უნდა დას­რულ­დეს.

თუ შე­ვა­და­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბამ­დე პე­რი­ოდს, თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნელ­თა რი­ცხვი სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და: მხო­ლოდ 2018 წლის იან­ვარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შვი­დას­ზე მეტ­მა მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­თხო­ვა თავ­შე­სა­ფა­რი გერ­მა­ნი­ა­ში. მათ­გან თით­ქმის 100%-მა მი­ი­ღო უარი. გერ­მა­ნი­ის მხრი­დან ამის გამო კრტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც მო­ვის­მი­ნეთ, მიგ­რან­ტთა დაბ­რუ­ნე­ბის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, კრის­ტი­ან კლო­სიმ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს მო­უ­წო­და:

„ვი­ზი­ა­რებთ აზრს, რომ უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი უნდა იქ­ნეს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. ჩვენ გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ერთი მხრივ, უზ­რუნ­ველ­ვყოთ მო­ქა­ლა­ქე­თა უვი­ზო გა­და­ად­გი­ლე­ბა, ხოლო მე­ო­რე მხრივ, მო­ვახ­დი­ნოთ გა­და­ად­გი­ლე­ბის და თავ­შე­საფ­რის უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის პრე­ვენ­ცია, არ­სე­ბულ ტენ­დენ­ცი­ა­ში უნდა მოხ­დეს სწრა­ფი და მდგრა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი“.

მსგავ­სი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტეს ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­მაც. შე­დე­გად, არა­ერ­თმა სა­ხელ­მწი­ფომ, მათ შო­რის - ბელ­გი­ამ, საფ­რან­გეთ­მა, ბულ­გა­რეთ­მა, ავ­სტრი­ამ, სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნად მი­იჩ­ნი­ეს, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ურ­თუ­ლა მდგო­მა­რე­ო­ბა თავ­შე­სა­ფარ­თა მა­ძი­ებ­ლებს.

  • რით ეხ­მა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დაბ­რუ­ნე­ბულ მიგ­რან­ტებს?

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბობს შრო­მი­სა და და და­საქ­მე­ბის დე­პატ­რა­მენ­ტის მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხთა სამ­მარ­თვე­ლო. უწყე­ბა წლე­ბია ახორ­ცი­ე­ლებს მიგ­რან­ტთა რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მას. ყო­ველ წელს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ი­ყო­ფა 65 000 ლარი იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ მიგ­რან­ტებს სხვა­დას­ხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბა და შე­ღა­ვა­თი გა­ე­წი­ოთ.

სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ბუნ­ტუ­რი AMBEBI.GE-ს პროგ­რა­მის მიზ­ნებ­სა და შე­დე­გებ­ზე ესა­უბ­რა.

"ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ მიგრნატ­თა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა. მას­ში ჩა­სარ­თა­ვად სა­ჭი­როა, რომ პირი იყოს უცხო­ე­თი­დან დე­პორ­ტა­ცი­ით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, ან უნდა ჰქონ­დეს თავ­შე­სა­ფა­რი მო­თხოვ­ნი­ლი და უარი მი­ღე­ბუ­ლი, ან სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით უნდა ჰქონ­დეს ნათ­ქვა­მი უარი თავ­შე­სა­ფარ­ზე და მისი დაბ­რუ­ნე­ბი­დან ერთი წელი არ უნდა იყოს გა­სუ­ლი.

ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ვთა­ვა­ზობთ გა­და­უ­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით დახ­მა­რე­ბას, პროგ­რა­მა ასე­ვე ითა­ლის­წი­ნებს სა­ცხოვ­რებ­ლით დრო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­საც. ბი­ნას ვქი­რა­ობთ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით, სა­ნამ ეს ადა­მი­ა­ნი დად­გე­ბა ფეხ­ზე. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ე.წ. მცი­რე ბიზ­ნე­სის­თვის გრან­ტებ­საც. ამა­ზეა სწო­რედ ყვე­ლა­ზე დიდი მო­თხოვ­ნა" - ამ­ბობს გი­ორ­გი ბუნ­ტუ­რი.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 2018 წლის სტა­ტის­ტი­კით, შენ­გე­ნის ზო­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შეს­ვლის 364 593 შემ­თხვე­ვა აღი­რი­ცხა და აქე­დან მხო­ლოდ 1 863 შემ­თხვე­ვა­ში ეთ­ქვათ უარი. ყვე­ლა­ზე მეტი უარი შეს­ვლა­ზე, იტა­ლი­ა­ში და­ფიქ­სირ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რატომ ცხოვრობს ათობით ქართველი შვილებთან ერთად საფრანგეთში კარვების ქალაქში?

რატომ ცხოვრობს ათობით ქართველი შვილებთან ერთად საფრანგეთში კარვების ქალაქში?

ერთ კვირაზე მეტია, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში საქართველოს ათეულობით მოქალაქე კარვებში ცხოვრობს. ე.წ. კარვების ქალაქში მშობლებთან ერთად 30-მდე ბავშვია. საქართველოდან ჩასულები საფრანგეთის ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვენ.

სოციალური ქსელით აქტიურად ვრცელდება კარვებში არსებული ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. როგორც ირკვევა, საფრანგეთის პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "კარვების ქალაქი" დღეს დაშალოს და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავმა უწყებამ გუშინ გააფრთხილა კარვებში მყოფები.

19 აპრილს ემიგრანტები საფრანგეთში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში აქციის ჩატარებას გეგმავენ, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული მელორ ვაჩნაძეა. ის საქართველოდან რამდენიმე თვის წინ წავიდა და საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. ის კარვების ქალაქიდან ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებს და ამბობს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეთ, პოლიციას კარვების აღების უფლებას არ მისცემენ. მისივე თქმით, საპროტესტო აქციის ლეგალურად ჩატარების უფლება უკვე მოიპოვეს.

მელორ ვაჩნაძე ემიგრანტების პრობლემებსა და აქციის მიზნებზე AMBEBI.GE-ს საფრანგეთიდან ესაუბრა:

"საქართველოს ხელისუფლება იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ საქართველოში არის ბევრი სამუშაო ადგილი, კარგი სოციალური მდგომარეობა, უსაფრთხოება და კარგი ჯანდაცვა. ისინი აცხადებენ, რომ ქართველ ხალხს მოსწონს ევროპა და ამიტომ ამბობენ უარს ამ სიკეთეებზე და მიდიან ევროპაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების დიდი ტყუილი!

ყოველ ქვეყანასა და ქალაქში, სადაც გავმართავთ აქციებს, წარვადგენთ დოკუმენტაციას, რომ საქართველოს დღეს უჭირს და სჭირდება დახმარება. მოვითხოვთ, რომ საქართველოს ყველა ქვეყანაში გაუუქმდეს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი.

საქართველო არის საშიში ქვეყანა და ამის დამადასტურებელი ვარ მე - მომცეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის

როდესაც ქვეყნის 20 % ოკუპირებულია, როგორ შეიძლება საქართველო იყოს უსაფრთხო ქვეყანა?!" - აცხადებს მელორ ვაჩნაძე.

იხილეთ ვიდეო: რატომ ცხოვრობს ათობით ქართველი შვილებთან ერთად საფრანგეთში "კარვების ქალაქში"?

ე.წ. კარვების ქალაქში იმყოფებოდა საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი რუსუდან დიდებულიძე. დიდებულიძემ კარვებში მცხოვრებთ მოუწოდა, რომ კარვების დასაშლელად მისულ პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწიონ და დაემორჩილონ მათ მოთხოვნებს. კონსულის თქმით, საკონსულო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული.

AMBEBI.GE დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. უწყებაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული პირები არიან თავშესაფრის მაძიებლები და ეს უზღუდავს საქართველოს საკონსულოს, მიიღოს მათ შესახებ ინფორმაცია ფრანგული მხარისგან, ან დახმარება აღმოუჩინოს მათ.

"ხშირ შემთხვევაში თავად მოქალაქეებს არ სურთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან დაკავშირება, რადგან, მათი აღქმით, ამან შესაძლოა შეაფერხოს მათთვის თავშესაფრის მინიჭება. ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ჰქონდა საფრანგეთის ქალაქ ბოვეში, რა დროსაც, ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს კონსული ჩავიდა ადგილზე მოქალაქეების მოსანახულებლად. გაესაუბრა მათ და გაეცნო საყოფაცხოვრებო პირობებს. თუმცა, მათ უარი განაცხადეს საქართველოში დაბრუნებაზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, ბოროტად არ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით. საქართველო ევროპის, ევროკავშირის მხრიდან მიჩნეულია უსაფრთხო ქვეყანად, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების სტატისტიკა დაბალია" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილ წერილში.

  • რატომ ვერ იღებენ თავშესაფარს ქართველები ევროპის ქვეყნებში?

თავშესაფრის მისაღებად, სტატუსის მაძიებელმა უნდა დაუდასტუროს ევროპულ სახელმწიფოს, რომ იგი სამშობლოში საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებს და საფრთხე ემუქრება. მაგალითად, იდევნება პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური მრწამსის ან სექსუალური ორიენტაციის გამო. სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, პირი თავისუფლად ირჩევს საცხოვრებელ ადგილს და სარგებლობს სოციალური შეღავათებით. სოციალური პაკეტით ადამიანები სარგებლობენ სტატუსის მინიჭებამდეც, მათ თავშესაფარში ათავსებენ. სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, წესით, 6 თვეში უნდა დასრულდეს.

თუ შევადარებთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებამდე პერიოდს, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა: მხოლოდ 2018 წლის იანვარში საქართველოს შვიდასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. გერმანიის მხრიდან ამის გამო კრტიკული განცხადებებიც მოვისმინეთ, მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელმა, კრისტიან კლოსიმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა:

„ვიზიარებთ აზრს, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა იქნეს შენარჩუნებული. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ერთი მხრივ, უზრუნველვყოთ მოქალაქეთა უვიზო გადაადგილება, ხოლო მეორე მხრივ, მოვახდინოთ გადაადგილების და თავშესაფრის უფლების ბოროტად გამოყენების პრევენცია, არსებულ ტენდენციაში უნდა მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები“.

მსგავსი პოზიცია გამოხატეს ევროპის სხვა ქვეყნებმაც. შედეგად, არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის - ბელგიამ, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ, საქართველო უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნიეს, რამაც კიდევ უფრო გაურთულა მდგომარეობა თავშესაფართა მაძიებლებს.

  • რით ეხმარება სახელმწიფო დაბრუნებულ მიგრანტებს?

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებობს შრომისა და და დასაქმების დეპატრამენტის მიგრაციის საკითხთა სამმართველო. უწყება წლებია ახორციელებს მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამას. ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 65 000 ლარი იმისთვის, რომ საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს სხვადასხვა სახის დახმარება და შეღავათი გაეწიოთ.

სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი ბუნტური AMBEBI.GE-ს პროგრამის მიზნებსა და შედეგებზე ესაუბრა.

"ეს არის საქართველოში დაბრუნებულ მიგრნატთა სარეაბილიტაციო დახმარების პროგრამა. მასში ჩასართავად საჭიროა, რომ პირი იყოს უცხოეთიდან დეპორტაციით დაბრუნებული, ან უნდა ჰქონდეს თავშესაფარი მოთხოვნილი და უარი მიღებული, ან საკუთარი სურვილით უნდა ჰქონდეს ნათქვამი უარი თავშესაფარზე და მისი დაბრუნებიდან ერთი წელი არ უნდა იყოს გასული.

ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მედიკამენტებით დახმარებას, პროგრამა ასევე ითალისწინებს საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფასაც. ბინას ვქირაობთ გარკვეული პერიოდით, სანამ ეს ადამიანი დადგება ფეხზე. პროგრამა ითვალისწინებს ე.წ. მცირე ბიზნესისთვის გრანტებსაც. ამაზეა სწორედ ყველაზე დიდი მოთხოვნა" - ამბობს გიორგი ბუნტური.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის სტატისტიკით, შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების შესვლის 364 593 შემთხვევა აღირიცხა და აქედან მხოლოდ 1 863 შემთხვევაში ეთქვათ უარი. ყველაზე მეტი უარი შესვლაზე, იტალიაში დაფიქსირდა.

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში

გრიპის მომატებული შემთხვევები - რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და როგორია იანვრის მეორე კვირის მონაცემები

რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."