საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაგრატიონი ანა ბაგრატიონს დავის შეწყვეტისთვის 90 000 ლარს სთავაზობს - "ჯერ ტირილით დაურეკა, შემდეგ მუქარით..."
დავით ბაგრატიონი ანა ბაგრატიონს დავის შეწყვეტისთვის 90 000 ლარს სთავაზობს - "ჯერ ტირილით დაურეკა, შემდეგ მუქარით..."

"და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა ანას ტი­რი­ლით და­უ­რე­კა და სთხო­ვა, შე­ე­წყვი­ტა სა­სა­მარ­თლო დავა" - ამის შე­სა­ხებ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ად­ვო­კატ­მა, ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, და­ვით მუხ­რა­ნე­ლი ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა გზით ცდი­ლობს ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­კი სა­სა­მარ­თლო და­ვის შე­წყვე­ტა­ზე და­ი­თან­ხმოს, მათ შო­რის, თა­ვის შე­ცო­დე­ბის, ფუ­ლით მოს­ყიდ­ვი­სა და მუ­ქა­რის გზით.

ად­ვო­კა­ტის თქმით, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკს 90 000 ლარ­ზე მეტს სთა­ვა­ზობს.

„ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ტო­ნი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს სხვა­დას­ხვა ფორ­მით დაგ­ვი­ყო­ლი­ოს, რომ დავა შევ­წყვი­ტოთ და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, საქ­მის გა­ნუ­ხილ­ვე­ლად და­ტო­ვე­ბა­ზე, არ გა­ვა­სა­ჩივ­როთ.

აღ­ნიშ­ნულს და­ვი­თი სხვა­დას­ხვა მე­თო­დით და სხვა­დას­ხვა სტრა­ტე­გი­ით ახ­დენს. თავ­და­პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა თა­ვის შე­ცო­დე­ბის სტრა­ტე­გი­ით იყო, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლამ­დე, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა ანას ტი­რი­ლით და­უ­რე­კა და სთხო­ვა შე­ე­წყვი­ტა დავა. თუმ­ცა, და­ი­ნა­ხა, რომ ამან არ იმუ­შა­ვა, რად­გან ანამ პრო­ცე­სი გა­ნაგ­რძო. მისი შემ­დგო­მი მცდე­ლო­ბა იყო თან­ხის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იმის­თვის, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა არ მომ­ხდა­რი­ყო.

ჩვენ­გან მი­ი­ღო პა­სუ­ხი, რომ მისი ეს პრობ­ლე­მა ფულ­ზე არ იყი­დე­ბო­და და თან­ხით ვერ შეძ­ლებ­და ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას. ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ, მო­მა­ვალ­ში მა­ინც შე­ე­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ევ­რო­პა­ში, რაც გახ­დე­ბო­და მი­ზე­ზი იმი­სა, რომ დავა დაგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის თან­ხმო­ბას არ აცხა­დებს“, - აღ­ნიშ­ნა გო­რე­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ყო­ფილ მე­უღ­ლეს შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით და­ე­მუქ­რა.

„ბო­ლოს, როცა და­ი­ნა­ხა, რომ ვერც ამ მე­თო­დით გავა ფონს, შე­მოგ­ვით­ვა­ლა მუ­ქა­რა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო იმას­თან, რომ თუ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შევ­წყვეტ­დით ყვე­ლა და­ვას, კონ­კრე­ტულ კომ­პრო­მატს გა­ა­სა­ჯა­რო­ებ­და ანას წი­ნა­აღ­მდეგ და ამ კომ­პრო­მა­ტის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყებ­და სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცესს ეს­პა­ნეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

თით­ქოს, მას აქვს რა­ღაც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ანას მიერ პა­ტა­რა გი­ორ­გი­ზე ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ, რაც ტყუ­ი­ლია. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვუ­თხრა, შე­საძ­ლოა გაგ­რძელ­დეს და­მა­ტე­ბით შავი პი­ა­რის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ანას მიერ გი­ორ­გი­ზე ძა­ლა­დო­ბას შე­ე­ხე­ბა. ეს არის ტყუ­ი­ლი, რო­მე­ლიც მზად­დე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეს­თა­ვა­ზონ, თუკი, და­ვებს არ შევ­წყვეტთ.

თუკი, ბა­ტო­ნი და­ვი­თი გვის­მენს, მინ­და იცო­დეს, არა­ნა­ი­რი და­ვის შე­წყვე­ტას არ ვა­პი­რებთ. მუ­ქა­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­უბ­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მხრი­დან ამის უარ­ყო­ფა მოხ­დე­ბა, იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი ის გა­ვა­სა­ჯა­რო­ვო, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე თავს შე­ვი­კა­ვებ. ვგუ­ლის­ხმობ, ჩემ­სა და მუხ­რა­ნე­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცველს შო­რის შემ­დგა­რი სა­უბ­რის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი კლი­ენ­ტის პო­ზი­ცია გად­მოგ­ვცა", - გა­ნა­ცხა­და გო­რე­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლ.
0

რას ჰქვია ძალით. თქვენ ხომ არ ხართ შემთხვევით ბაგრატიონი და ესენი ბაგრატიონობას იბრალებენ. 

v
1

ამათი ძალით ბაგრატიონი 

ავტორი:

დავით ბაგრატიონი ანა ბაგრატიონს დავის შეწყვეტისთვის 90 000 ლარს სთავაზობს - "ჯერ ტირილით დაურეკა, შემდეგ მუქარით..."

დავით ბაგრატიონი ანა ბაგრატიონს დავის შეწყვეტისთვის 90 000 ლარს სთავაზობს - "ჯერ ტირილით დაურეკა, შემდეგ მუქარით..."

"დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანას ტირილით დაურეკა და სთხოვა, შეეწყვიტა სასამართლო დავა" - ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დავით მუხრანელი ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა გზით ცდილობს ანა ბაგრატიონ-გრუზინკი სასამართლო დავის შეწყვეტაზე დაითანხმოს, მათ შორის, თავის შეცოდების, ფულით მოსყიდვისა და მუქარის გზით.

ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს 90 000 ლარზე მეტს სთავაზობს.

„ბოლო 2 კვირის განმავლობაში ბატონი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი აქტიურად ცდილობს სხვადასხვა ფორმით დაგვიყოლიოს, რომ დავა შევწყვიტოთ და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განუხილველად დატოვებაზე, არ გავასაჩივროთ.

აღნიშნულს დავითი სხვადასხვა მეთოდით და სხვადასხვა სტრატეგიით ახდენს. თავდაპირველი მცდელობა თავის შეცოდების სტრატეგიით იყო, პროკურატურაში მისვლამდე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანას ტირილით დაურეკა და სთხოვა შეეწყვიტა დავა. თუმცა, დაინახა, რომ ამან არ იმუშავა, რადგან ანამ პროცესი განაგრძო. მისი შემდგომი მცდელობა იყო თანხის შემოთავაზება იმისთვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ მომხდარიყო.

ჩვენგან მიიღო პასუხი, რომ მისი ეს პრობლემა ფულზე არ იყიდებოდა და თანხით ვერ შეძლებდა ამ პრობლემის მოგვარებას. ჩვენ შევთავაზეთ, მომავალში მაინც შეეწყვიტა საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროპაში, რაც გახდებოდა მიზეზი იმისა, რომ დავა დაგვესრულებინა, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ის თანხმობას არ აცხადებს“, - აღნიშნა გორელაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეს შვილზე ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით დაემუქრა.

„ბოლოს, როცა დაინახა, რომ ვერც ამ მეთოდით გავა ფონს, შემოგვითვალა მუქარა, რაც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ თუ ერთი კვირის განმავლობაში არ შევწყვეტდით ყველა დავას, კონკრეტულ კომპრომატს გაასაჯაროებდა ანას წინააღმდეგ და ამ კომპრომატის საფუძველზე დაიწყებდა სისხლის სამართლის პროცესს ესპანეთშიც და საქართველოშიც.

თითქოს, მას აქვს რაღაც მტკიცებულება, ანას მიერ პატარა გიორგიზე ძალადობის შესახებ, რაც ტყუილია. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით შავი პიარის შემცველი ინფორმაცია, რომელიც ანას მიერ გიორგიზე ძალადობას შეეხება. ეს არის ტყუილი, რომელიც მზადდება, რომ საზოგადოებას შესთავაზონ, თუკი, დავებს არ შევწყვეტთ.

თუკი, ბატონი დავითი გვისმენს, მინდა იცოდეს, არანაირი დავის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მუქარასთან დაკავშირებული საუბრის აუდიოჩანაწერი არსებობს. იმ შემთხვევაში, თუკი, მოწინააღმდეგის მხრიდან ამის უარყოფა მოხდება, იძულებული ვიქნები ის გავასაჯაროვო, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ვგულისხმობ, ჩემსა და მუხრანელის უფლებადამცველს შორის შემდგარი საუბრის ვიდეოჩანაწერს, რომელმაც თავისი კლიენტის პოზიცია გადმოგვცა", - განაცხადა გორელაშვილმა.