ავტორი:

ქართველი ცნობილები, რომლებმაც თბილისის ცენტრს ქალაქის შემოგარენში ცხოვრება არჩიეს

ქართველი ცნობილები, რომლებმაც თბილისის ცენტრს ქალაქის შემოგარენში ცხოვრება არჩიეს

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში ცხოვრებას თავისი ხიბლი აქვს, ქართველ სელებრითებში გამოერივნენ ისეთებიც, ვინც პრესტიჟული უბნებიდან ქალაქის შემოგარენში გადასახლდა. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, მაინც დაბინძურებული გარემოა. ბუნებრივია, ქალაქთან ახლოს ცხოვრებას აქვს თავისი მინუსებიც, მაგრამ სუფთა ჰაერზე ყოფნა, როგორც ჩანს ყველაფერს წონის.

მოდელ ანა კოშაძის ოჯახმა, რამდენიმე წლის წინ თქვა უარი თბილისის პრესტიჟულ უბანში ცხოვრებაზე და სახლი ქალაქთან ახლოს აიშენა. კაკლები - ასე ჰქვია იმ უბანს, სადაც ანა მეუღლესთან, ორ შვილთან და საყვარელ ცხოველებთან ერთად დასახლდა. ეს გახლავთ ადგილი წყნეთსა და ბაგებს შორის, სუფთა ჰაერითა და კარგი ხედით.

- დიდი ხანია, ჩემს ქმარს აქ ნაკვეთი აქვს, სულ გვინდოდა, რომ სახლი აგვეშენებინა, დავიწყეთ, ნელ-ნელა დავადგით თავი ყველაფერს და გადმოვედით კიდეც. წელიწადის ყველა სეზონი აქ განსაკუთრებულად სასიამოვნოა. მეკითხებიან ხოლმე, - შორი არაა ქალაქიდან, არ გიჭირს სიარულიო? მაგრამ როცა მანქანა გყავს, არაფერია რთული, საერთოდ არ მიჭირს და არც დისკომფორტს მიქმნის. სამსახურიდან რომ ამოვდივარ და მანქანიდან გადმოსული ამ ჰაერს ჩავისუნთქავ, ეს ღირს ყველაფრად. დიდი ეზო გვაქვს, მისი მოვლა და გალამაზება არც ისე მარტივი ყოფილა, როგორც შორიდან ჩანს. ყვავილები მზემ გაგვიხმო, ახლა ხეებზე ვნერვიულობ. სიმართლე გითხრა, აქამდე არანაირი სურვილი არ მქონია, ბოსტანი მქონოდა, მაგრამ წელს მომინდა.

ჩვენი ხეებისგან წელს მწირი, მაგრამ ნატურალური ნაყოფი რომ მივიღეთ, ძალიან გაგვიხარდა და სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, საკუთარ ეზოში მოვიყვანო ის, რისი შესაძლებლობაც მექნება. ეზოში დაგეგმილი გვაქვს დიდი აუზის გაკეთება, იმედია, მოვაბამთ თავს. სახლის მშენებლობისას მინდოდა, დიდი ვერანდა გვქონოდა და გავაკეთეთ კიდეც, მაგრამ რეალურად ნაკლებად ვიყენებთ, ცოტა უფუნქციოდ დაგვრჩა, ალბათ იმიტომ, რომ დიდი ეზო გვაქვს და მაინც აქ გვირჩევნია ყოფნა. 4 წელია აქ ვცხოვრობთ და ბედნიერი ვარ, როცა ყოველ დილით საშინაოდ გამოწყობილს, გაუპრანჭავ-მოუკაზმავს შემიძლია ბავშვებთან ერთად ეზოში გამოსვლა. აქვე მშვენიერი ტყეც გვაქვს, საპიკნიკოდ არაჩვეულებრივი ადგილია.

მომღერალი მაკა ზამბახიძე ანა კოშაძესთან შედარებით კიდევ უფრო შორს, წყნეთში, ნაძვებში ჩარგულ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ტყის პირას აშენებული სახლი საკუთარი გემოვნებით მოაწყო და ის სირთულეებიც საკუთარ თავზე გამოსცადა, რაც მშენებლობასა და რემონტს უკავშირდება.

- რატომღაც ვამჯობინე, რომ ქალაქისგან მოშორებით მეცხოვრა. დღეს ყველა მეკითხება, ხომ არ მიჭირს წყნეთიდან თბილისში სიარული. პირიქით, ძალიან მიადვილდება და დამღლელი დღის მერე აქ ძალიან მშვიდად და წყნარად ვგრძნობ ხოლმე თავს. უპირატესობა მივანიჭე გამწვანებას, ბუნებას, ჰაერს. ფაქტობრივად, ჩემი სახლი დგას ტყეში, რომელიც შემოფარგლულია ნაძვებით. ძალიან მსიამოვნებს გარემო, სადაც ახლა ვცხოვრობ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ