მსოფლიო
საზოგადოება

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იბრძვის აფხაზეთში "მთავარი კანონიერი ქურდის" სტატუსისთვის?
ვინ იბრძვის აფხაზეთში "მთავარი კანონიერი ქურდის" სტატუსისთვის?

ტა­რი­ელ ონი­ა­ნის ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბამ რუ­სეთ­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გავ­ლე­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის თემა ისევ წა­მო­წია. რო­გორც აფხა­ზუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წერს - რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი სიმ­შვი­დე ისევ და­ირ­ღვა.

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" გუ­და­უ­თის დაჯ­გუ­ფე­ბამ, რო­მელ­საც რაულ ბარცბა, იგი­ვე “პიზა” მე­თა­უ­რობს, თა­ვის ნათ­ლუ­ლებ­თან - ას­ტა­მურ შამ­ბას­თან, იგი­ვე "ას­ტიკ­თან" და ალ­ხაზ ავი­ძ­ბას­თან ანუ "ხა­სიკ­თან" ერ­თად, გა­ლის რა­ი­ონ­ზე კონ­ტრო­ლი გა­და­ი­ბა­რეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოტა ხნის წინ, გალ­ში გუ­და­უ­თე­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი” რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მან­ქა­ნი­თა და დიდი ოდე­ნო­ბით მხარ­დამ­ჭერ­თან ერ­თად ჩა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც "პი­ზამ" გა­ლის რა­ი­ო­ნის "ობ­ში­ა­კის" მათი კლა­ნის­თვის გა­და­ბა­რე­ბა მო­ი­თხო­ვა. ბოლო დრომ­დე გალს ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი "ჩირო გალ­სკის" ნა­თე­სა­ვი, გია შო­ნია აკონ­ტრო­ლებ­და. თა­ვად "ჩირო" ამ­ჟა­მად რუ­სეთ­შია და მას იქე­დან უჭერ­და მხარს.

მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძე და ტა­რი­ელ ონი­ა­ნი

საქ­მე ის არის, რომ ბოლო დროს "პი­ზას" გავ­ლე­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში გაძ­ლი­ერ­და, რა­მაც ის ერ­თგვა­რად წა­ა­ქე­ზა. არც ისე დიდი ხნის წინ, მას ქარ­თველ ქურ­დებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მისი "კო­რო­ნა­ცია", ანუ "ქურ­დულ ოჯახ­ში" შეყ­ვა­ნა, სწო­რედ სო­ხუ­მე­ლი მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძი­სა და ხა­ჯიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და და მათ­ვე "მო­ნათ­ლეს". ჯან­გვე­ლა­ძე კი, თუ საიტ ПРАЙМ КРАЙМ-ის ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ვეყ­რდნო­ბით, ცი­ხი­დან ახ­ლად გა­მო­სუ­ლი ტა­რი­ელ ონი­ა­ნის კლან­შია.

VIDEO: ვინ იბ­რძვის "მთა­ვა­რი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუ­სის­თვის და ვინ და­არ­ღვია სიმ­შვი­დე აფხა­ზეთ­ში?

აფხა­ზუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წერს, რომ "პი­ზამ" წარ­სუ­ლი და­ი­ვი­წყა და პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­იჭ­რა, გავ­ლე­ნე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. ამის დას­ტუ­რია, გალ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და რამ­დე­ნი­მე თვის წინ, კი­დევ ერთ კრი­მი­ნალ­თან, გაგ­რელ ნიკო დგე­ბუ­ა­ძეს­თან, იგი­ვე "ნიკა გაგ­რინ­სკის­თან" სის­ხლი­ა­ნი შე­ტა­კე­ბა. გუ­და­უ­თა­ში ორი წლის წინ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი" რა­შიდ ის­მა­ი­ლო­ვი და გაგ­რე­ლი ნიკა დგე­ბუ­ა­ძე ჩა­ცხრი­ლეს, თუმ­ცა, ორი­ვე გა­დარ­ჩა.

მე­დი­ის ცნო­ბით, "პი­ზას" "ზღვარ­გა­და­სუ­ლო­ბის" გამო, ის­მა­ი­ლო­ვი გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში რუ­სეთ­ში და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა რო­გორც მან "პი­ზას­თვის" გაგ­ზავ­ნილ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნა, ეს სუ­ლაც არ უშ­ლის ხელს მას იმა­ზე პა­სუ­ხი მოს­თხო­ვოს, რაც გუ­და­უ­თა­ში მოხ­და.

რაულ ბარცბას, იგი­ვე “პი­ზას” აფხა­ზეთ­ში "მთა­ვა­რი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის” სტა­ტუს­ზე აქვს პრე­ტენ­ზია. მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბით, ის იმ­დე­ნად ღრმად არის პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში გათ­ქვე­ფი­ლი, რომ ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის რაულ ხა­ჯიმ­ბას ბოლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ აფხა­ზე­თი­დან "ქურ­დე­ბი" გა­ყა­რონ, მას არც კი შე­ე­ხე­ბა, რად­გან სწო­რედ ხა­ჯიმ­ბას მხარ­დამ­ჭე­რი გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, მათი ოჯა­ხე­ბის, ბიზ­ნეს­წი­ლე­ბი­სა და ზო­გა­დად უსაფრ­თხო­ე­ბის უკან, "პი­ზას" გავ­ლე­ნე­ბი დგას.

რაულ ბარცბა თა­ვის “ნათ­ლუ­ლებ­თან” ერ­თად, თან­მიმ­დევ­რო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე “ქურ­დუ­ლი” გავ­ლე­ნე­ბის სა­კუ­თარ ხელ­ში ცენ­ტრა­ლი­ზე­ბას. ამ­ჟა­მად, იმ ათი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი­დან”, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ ერთი წლის წინ აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რობ­დნენ, ექ­ვსია დარ­ჩე­ნი­ლი და მათ­გან 4 ეროვ­ნე­ბით აფხა­ზია. აფხა­ზე­თის ფარ­გლებს გა­რეთ "პი­ზას", ის­მა­ი­ლო­ვის და ჯან­გვე­ლა­ძე-ონი­ა­ნის კლა­ნის გარ­და, უამ­რა­ვი მტე­რი ჰყავს, - მათ შო­რის, ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი - იგი­ვე "გული".

ცნო­ბის­თვის, 6 მა­ისს, რაულ ბარცბას და­ბა­დე­ბის დღე აქვს, რომ­ლის აღ­ნიშ­ვნა­საც ტრა­დი­ცი­უ­ლად გრან­დი­ო­ზუ­ლად აპი­რებს...

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ვინ იბრძვის აფხაზეთში "მთავარი კანონიერი ქურდის" სტატუსისთვის?

ვინ იბრძვის აფხაზეთში "მთავარი კანონიერი ქურდის" სტატუსისთვის?

ტარიელ ონიანის ციხიდან გამოშვებამ რუსეთსა და სამხრეთ კავკასიაში გავლენების შენარჩუნების თემა ისევ წამოწია. როგორც აფხაზური მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს - რეგიონში არსებული დროებითი სიმშვიდე ისევ დაირღვა.

უკვე რამდენიმე თვეა, "კანონიერი ქურდების" გუდაუთის დაჯგუფებამ, რომელსაც რაულ ბარცბა, იგივე “პიზა” მეთაურობს, თავის ნათლულებთან - ასტამურ შამბასთან, იგივე "ასტიკთან" და ალხაზ ავიძბასთან ანუ "ხასიკთან" ერთად, გალის რაიონზე კონტროლი გადაიბარეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, გალში გუდაუთელი “კანონიერი ქურდები” რამდენიმე ათეული მანქანითა და დიდი ოდენობით მხარდამჭერთან ერთად ჩავიდნენ, რა დროსაც "პიზამ" გალის რაიონის "ობშიაკის" მათი კლანისთვის გადაბარება მოითხოვა. ბოლო დრომდე გალს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი "ჩირო გალსკის" ნათესავი, გია შონია აკონტროლებდა. თავად "ჩირო" ამჟამად რუსეთშია და მას იქედან უჭერდა მხარს.

მერაბ ჯანგველაძე და ტარიელ ონიანი

საქმე ის არის, რომ ბოლო დროს "პიზას" გავლენები პოლიტიკურ წრეებში გაძლიერდა, რამაც ის ერთგვარად წააქეზა. არც ისე დიდი ხნის წინ, მას ქართველ ქურდებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი "კორონაცია", ანუ "ქურდულ ოჯახში" შეყვანა, სწორედ სოხუმელი მერაბ ჯანგველაძისა და ხაჯიშვილის ინიციატივით მოხდა და მათვე "მონათლეს". ჯანგველაძე კი, თუ საიტ ПРАЙМ КРАЙМ-ის ინფორმაციას დავეყრდნობით, ციხიდან ახლად გამოსული ტარიელ ონიანის კლანშია.

VIDEO: ვინ იბრძვის "მთავარი კანონიერი ქურდის" სტატუსისთვის და ვინ დაარღვია სიმშვიდე აფხაზეთში?

აფხაზური მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ "პიზამ" წარსული დაივიწყა და პოლიტიკაში გადაიჭრა, გავლენების გასაძლიერებლად. ამის დასტურია, გალში განვითარებული მოვლენები და რამდენიმე თვის წინ, კიდევ ერთ კრიმინალთან, გაგრელ ნიკო დგებუაძესთან, იგივე "ნიკა გაგრინსკისთან" სისხლიანი შეტაკება. გუდაუთაში ორი წლის წინ, აზერბაიჯანელი "კრიმინალური ავტორიტეტი" რაშიდ ისმაილოვი და გაგრელი ნიკა დგებუაძე ჩაცხრილეს, თუმცა, ორივე გადარჩა.

მედიის ცნობით, "პიზას" "ზღვარგადასულობის" გამო, ისმაილოვი გასული წლის ნოემბერში რუსეთში დააკავეს, თუმცა როგორც მან "პიზასთვის" გაგზავნილ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ეს სულაც არ უშლის ხელს მას იმაზე პასუხი მოსთხოვოს, რაც გუდაუთაში მოხდა.

რაულ ბარცბას, იგივე “პიზას” აფხაზეთში "მთავარი კანონიერი ქურდის” სტატუსზე აქვს პრეტენზია. მოსახლეობის ცნობით, ის იმდენად ღრმად არის პოლიტიკურ წრეებში გათქვეფილი, რომ ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ბოლო ინიციატივა, რომ აფხაზეთიდან "ქურდები" გაყარონ, მას არც კი შეეხება, რადგან სწორედ ხაჯიმბას მხარდამჭერი გავლენიანი პოლიტიკოსების, მათი ოჯახების, ბიზნესწილებისა და ზოგადად უსაფრთხოების უკან, "პიზას" გავლენები დგას.

რაულ ბარცბა თავის “ნათლულებთან” ერთად, თანმიმდევრობით ახორციელებს რეგიონულ დონეზე “ქურდული” გავლენების საკუთარ ხელში ცენტრალიზებას. ამჟამად, იმ ათი “კანონიერი ქურდიდან”, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აფხაზეთში ცხოვრობდნენ, ექვსია დარჩენილი და მათგან 4 ეროვნებით აფხაზია. აფხაზეთის ფარგლებს გარეთ "პიზას", ისმაილოვის და ჯანგველაძე-ონიანის კლანის გარდა, უამრავი მტერი ჰყავს, - მათ შორის, ნადირ სალიფოვი - იგივე "გული".

ცნობისთვის, 6 მაისს, რაულ ბარცბას დაბადების დღე აქვს, რომლის აღნიშვნასაც ტრადიციულად გრანდიოზულად აპირებს...

"სალიფოვის მკვლელობის შემდეგ აფხაზეთში შესაძლოა სასტიკი "პიზა" გააქტიურდეს" - რა აკავშირებდა "მაფიის ბოსს" ქართველ "ქურდებთან" და ვის მიაწერენ მის მკვლელობას?

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა