პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ" - დათო დარჩია საქართველოდან გაქცევაზე ფიქრობს
"დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ" - დათო დარჩია საქართველოდან გაქცევაზე ფიქრობს

მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რი და უცხო არა­ვის­თვი­საა, თუმ­ცა ერთი შე­ხედ­ვით, გვიკ­ვირს ხოლ­მე, როცა ამ პრობ­ლე­მებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იწყე­ბენ სა­უ­ბარს.

შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი დათო დარ­ჩია "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მძი­მე სო­ცი­ა­ლურ ფონ­ზე ალა­პა­რაკ­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გაქ­ცე­ვის­კენ უბიძ­გებს:

"უკაც­რა­ვად და, ქვე­ყა­ნა გვაქვს ჩაჯმუ­ლი (მე მა­პა­ტი­ეთ) და შე­სა­ბა­მი­სად, მსა­ხი­ო­ბე­ბიც ჩაჯმუ­ლე­ბი (კი­დევ ერთხელ, ბო­დი­ში) ვართ, რო­გორც ყვე­ლა სხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. აქ კარ­გად არი­ან მხო­ლოდ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. არც ერთი ვარ და არც – მე­ო­რე, სხვა ვინ­მე გი­ნა­ხავთ კარ­გად? მე ორ­მოც­და­ა­თი წლის კაცი ვარ და არ მი­ნა­ხავს.

არც კი­ნო­შია ფული და არც – თე­ატ­რში. დღეს ჩემი ხელ­ფა­სით მა­თხოვ­რებ­ში ვარ. ღა­ტა­კებ­ში ვი­ყა­ვი და ახლა მა­თხოვ­რებ­ში გა­და­ვე­დი. მა­თხო­ვარს კი­ნო­ში ვინ მოგ­ცემს მი­ლი­ო­ნებს. ვი­ღა­ცე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. არა­ფე­რიც არაა კარ­გად, ყვე­ლა­ფე­რი ცუ­და­დაა და ერთი სული მაქვს, ამ ქვეყ­ნი­დან გა­ვიქ­ცე. იქ წა­ვალ, სა­დაც შრო­მა და ნიჭი ფას­დე­ბა. ამე­რი­კა­ზე ვფიქ­რობ. ამ ეტაპ­ზე მარ­ტო ვა­პი­რებ, მაგ­რამ ჩემს შვი­ლებ­საც ვურ­ჩევ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­იქ­ცნენ ამ ქვეყ­ნი­დან.

– ბოლო პე­რი­ოდ­ში რა შე­იც­ვა­ლა?

– ბევ­რი ცუდი მი­ე­წყო ერ­თმა­ნეთს, ოჯა­ხუ­რი ამ­ბე­ბია. ვერ ვხვდე­ბი, რა აზრი აქვს რა­მეს? გა­მო­სა­ვა­ლი სად არის? არა­ფერს აქვს აზრი. არც ამ და არც წინა მთავ­რო­ბას არ უნდა ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ხალ­ხი. კო­მუ­ნის­ტე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი არა­ვის უნდა, კო­მუ­ნის­ტებს უნ­დო­დათ, რა­ტომ­ღაც პა­ტივს სცემ­დნენ და აფა­სებ­დნენ ამ ადა­მი­ა­ნებს.

ახლა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში „ბედი ქარ­თლი­სა“ ვი­თა­მა­შეთ, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის ასი წლის­თავს მი­ე­ძღვნა, მო­ვიდ­ნენ ეს პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი და გონ­ზე ვერ მო­ვიდ­ნენ, ვერც „იკა­ი­ფეს“ სპექ­ტაკ­ლით. ამ­დე­ნი დე­გე­ნე­რა­ტი ერ­თად?! მე­ო­რე დღეს „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხი“ დავ­პა­ტი­ჟეთ და დარ­ბა­ზი და­ინ­გრა. გა­და­ღე­ბე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლია და ალ­ბათ, კაი ხანი, არც არა­ფე­რი იქ­ნე­ბა.

- ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტეთ სახ­ლის გა­ყიდ­ვა?

– ორი სახ­ლი მაქვს და ნა­ხე­ვარ-ნა­ხევ­რებს ვყი­დი, ერ­თის ნა­ხე­ვა­რი უკვე გავ­ყი­დე. ამან ოდ­ნავ მო­მიგ­ვა­რა პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად, ვა­ლებს უკავ­შირ­დე­ბა. ყვე­ლა­ფერს ვყი­დი, თუ გა­ი­ყი­და, მაგ­რამ მყიდ­ვე­ლიც ნაკ­ლე­ბია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან კარგ ფა­სად ვყი­დი. უფრო ახა­ლი ბი­ნე­ბი იზი­დავთ, კაც­მა რომ არ იცის, რი­თაა აშე­ნე­ბუ­ლი. ჩემი სახ­ლი ძვე­ლი ნა­შე­ნე­ბია და ძა­ლი­ან კარ­გი ხა­რის­ხით, მაგ­რამ მისი გა­ყიდ­ვაც პრობ­ლე­მა გახ­და. თუ გავ­ყი­დე, ყვე­ლა­ფერს და­ვა­ლა­გებ და მერე ვიზ­რუ­ნებ წას­ვლა­ზე. თუ ვიზა ჩა­მირ­ტყეს, კი არ წა­ვალ, გა­ვიქ­ცე­ვი ამ ქვეყ­ნი­დან.

იქ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩემი პრო­ფე­სი­ით არა­ვინ მა­მუ­შა­ვებს – მი­ლი­ო­ნია ჩემ­ნა­ი­რიც და ჩემ­ზე უკე­თე­სიც, მაგ­რამ რაც არ უნდა გა­ა­კე­თო, შრო­მა და­გი­ფას­დე­ბა. ფი­ზი­კუ­რად ჩემი გუ­ლის პატ­რო­ნი ძლი­ერ დატ­ვირ­თვას ვერ შევ­ძლებ, მაგ­რამ რაც შე­მიძ­ლია, არა­ფერს ვი­უ­კად­რი­სებ. არ მინ­და, სულ ვინ­მე­ზე ვიყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი და სულ ვი­ღაც ვა­წუ­ხო – აბა, მიშ­ვე­ლე და პუ­რის ფუ­ლით და­მეხ­მა­რე-მეთ­ქი. არ ვარ ასე გაზ­რდი­ლი, მაგ­რამ ბოლო წლე­ბია, ასე ვარ და სა­კუ­თა­რი თავი მზი­ზღდე­ბა.

ათა­სი ლარი მაქვს ხელ­ფა­სი და ამ ფუ­ლით რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო? მთე­ლი ფული გა­და­სა­ხა­დებს მი­აქვს და რით ვარ­ჩი­ნო ექ­ვსსუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი, თა­ვის ძაღ­ლით, დარ­ჩე­ნი­ლი ორა­სი ლა­რით? ზამ­თა­რი რომ მო­დის, მე­ში­ნია, ყვე­ლაფ­რის გა­და­სა­ხა­დი ორ­მაგ­დე­ბა. ცალ­კე ბან­კის ვა­ლე­ბი და რაღა რჩე­ბა თვი­დან თვემ­დე სა­არ­სე­ბოდ. მით უმე­ტეს, ორი სტუ­დენ­ტი შვი­ლი მყავს. მარ­თა­ლი გი­თხრათ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკვე ჩემი პრო­ფე­სი­აც ავით­ვალ­წუ­ნე, გული ამიც­რუვ­და. ხალ­ხს რომ ვხე­დავ, თავს ბო­ლომ­დე ვდებ – პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ამ­ბა­ვია, მაგ­რამ სპექ­ტაკ­ლი რომ მაქვს, აღარ მი­ხა­რია წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "თბი­ლი­სი­ე­ლე­ბის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ" - დათო დარჩია საქართველოდან გაქცევაზე ფიქრობს

"დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ" - დათო დარჩია საქართველოდან გაქცევაზე ფიქრობს

მატერიალური პრობლემები ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, გასაკვირი და უცხო არავისთვისაა, თუმცა ერთი შეხედვით, გვიკვირს ხოლმე, როცა ამ პრობლემებზე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და წარმატებული ადამიანები იწყებენ საუბარს.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი დათო დარჩია "თბილისელებთან" ინტერვიუში მძიმე სოციალურ ფონზე ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გაქცევისკენ უბიძგებს:

"უკაცრავად და, ქვეყანა გვაქვს ჩაჯმული (მე მაპატიეთ) და შესაბამისად, მსახიობებიც ჩაჯმულები (კიდევ ერთხელ, ბოდიში) ვართ, როგორც ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლები. აქ კარგად არიან მხოლოდ ბიზნესმენები და მთავრობის წარმომადგენლები. არც ერთი ვარ და არც – მეორე, სხვა ვინმე გინახავთ კარგად? მე ორმოცდაათი წლის კაცი ვარ და არ მინახავს.

არც კინოშია ფული და არც – თეატრში. დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ. ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი. მათხოვარს კინოში ვინ მოგცემს მილიონებს. ვიღაცები ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა. არაფერიც არაა კარგად, ყველაფერი ცუდადაა და ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე. იქ წავალ, სადაც შრომა და ნიჭი ფასდება. ამერიკაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე მარტო ვაპირებ, მაგრამ ჩემს შვილებსაც ვურჩევ, აუცილებლად გაიქცნენ ამ ქვეყნიდან.

– ბოლო პერიოდში რა შეიცვალა?

– ბევრი ცუდი მიეწყო ერთმანეთს, ოჯახური ამბებია. ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს რამეს? გამოსავალი სად არის? არაფერს აქვს აზრი. არც ამ და არც წინა მთავრობას არ უნდა ჩვენი პროფესიის ხალხი. კომუნისტების შემდეგ მსახიობი არავის უნდა, კომუნისტებს უნდოდათ, რატომღაც პატივს სცემდნენ და აფასებდნენ ამ ადამიანებს.

ახლა რუსთაველის თეატრში „ბედი ქართლისა“ ვითამაშეთ, რომელიც პარლამენტის ასი წლისთავს მიეძღვნა, მოვიდნენ ეს პარლამენტარები და გონზე ვერ მოვიდნენ, ვერც „იკაიფეს“ სპექტაკლით. ამდენი დეგენერატი ერთად?! მეორე დღეს „ჩვეულებრივი ხალხი“ დავპატიჟეთ და დარბაზი დაინგრა. გადაღებები გაჩერებულია და ალბათ, კაი ხანი, არც არაფერი იქნება.

- ამიტომაც გადაწყვიტეთ სახლის გაყიდვა?

– ორი სახლი მაქვს და ნახევარ-ნახევრებს ვყიდი, ერთის ნახევარი უკვე გავყიდე. ამან ოდნავ მომიგვარა პრობლემები, რომლებიც ძირითადად, ვალებს უკავშირდება. ყველაფერს ვყიდი, თუ გაიყიდა, მაგრამ მყიდველიც ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ ფასად ვყიდი. უფრო ახალი ბინები იზიდავთ, კაცმა რომ არ იცის, რითაა აშენებული. ჩემი სახლი ძველი ნაშენებია და ძალიან კარგი ხარისხით, მაგრამ მისი გაყიდვაც პრობლემა გახდა. თუ გავყიდე, ყველაფერს დავალაგებ და მერე ვიზრუნებ წასვლაზე. თუ ვიზა ჩამირტყეს, კი არ წავალ, გავიქცევი ამ ქვეყნიდან.

იქ, სავარაუდოდ, ჩემი პროფესიით არავინ მამუშავებს – მილიონია ჩემნაირიც და ჩემზე უკეთესიც, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთო, შრომა დაგიფასდება. ფიზიკურად ჩემი გულის პატრონი ძლიერ დატვირთვას ვერ შევძლებ, მაგრამ რაც შემიძლია, არაფერს ვიუკადრისებ. არ მინდა, სულ ვინმეზე ვიყო დამოკიდებული და სულ ვიღაც ვაწუხო – აბა, მიშველე და პურის ფულით დამეხმარე-მეთქი. არ ვარ ასე გაზრდილი, მაგრამ ბოლო წლებია, ასე ვარ და საკუთარი თავი მზიზღდება.

ათასი ლარი მაქვს ხელფასი და ამ ფულით როგორ უნდა ვიცხოვრო? მთელი ფული გადასახადებს მიაქვს და რით ვარჩინო ექვსსულიანი ოჯახი, თავის ძაღლით, დარჩენილი ორასი ლარით? ზამთარი რომ მოდის, მეშინია, ყველაფრის გადასახადი ორმაგდება. ცალკე ბანკის ვალები და რაღა რჩება თვიდან თვემდე საარსებოდ. მით უმეტეს, ორი სტუდენტი შვილი მყავს. მართალი გითხრათ, აქედან გამომდინარე, უკვე ჩემი პროფესიაც ავითვალწუნე, გული ამიცრუვდა. ხალხს რომ ვხედავ, თავს ბოლომდე ვდებ – პროფესიონალიზმის ამბავია, მაგრამ სპექტაკლი რომ მაქვს, აღარ მიხარია წაიკითხეთ ვრცლად "თბილისიელების" საიტზე

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს