ავტორი:

"ვასილ სოფრომაძეს უნდა რცხვენოდეს..." - მერია "ფრესკოს" დამფუძნებელს პასუხობს

"ვასილ სოფრომაძეს უნდა რცხვენოდეს..." - მერია "ფრესკოს" დამფუძნებელს პასუხობს

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „ფრესკოს" დამფუძნებელს, ვასილ სოფრომაძეს საკუთარი განცხადებების უნდა რცხვენოდეს. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სოფრომაძე თავისი თანამშრომლების მიერ შეცდომაშია შეყვანილი და მას მერიის მხრიდან კონკრეტული ტერიტორიის შესყიდვაზე რეკომენდაცია არ გაუგზავნია.

ხმალაძემ ასევე განმარტა, რომ ტერიტორიის ნაწილი, რაზეც სოფრომაძე საუბრობს, ნამდვილად მის სიმამრს ეკუთვის, თუმცა, მას დამატებით კიდევ რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს.

„სოფრომაძეს, მგონია, რომ უნდა რცხვენოდეს ასეთი განცხადების და ასეთი საქციელის. გუშინ ვერ გავაკეთე კომენტარი, რადგან დრო დამჭირდა ბრალდების შინაარსი გამერკვია. არქიტექტურის სამსახური გასცემს რეკომენდაციას და მითითებებს. მითითება სავალდებულოა, რეკომენდაცია - არა. მისმა თანამშრომლებმა ბატონ ვასილს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია და გაკეთდა არასწორი ვიდეომიმართვა. ამაში რომ დავრწმუნდეთ, "ფრესკოს" შეუძლია სხვა ხარვეზები გაასწოროს, რომელიც მის პროექტს აქვს, ეს რეკომენდაცია არ მიიღოს მხედველობაში და ჩააბაროს, აიღებს მშენებლობის ნებართვას და მერე მგონია, რომ სინანულის გრძნობა გაუჩნდება, თუმცა, არ მგონია, ადამიანობა ეყოს და საჯაროდ გამოხატოს.

იქ არის მცირე ზომის ნაკვეთი და დგას ე.წ. ბარაკი, რომელიც არ ეკუთვნის ჩემს სიმამრს, რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს და მათ შორის ჩემი სიმამრიც, რომელიც იქ ცხოვრობს. ერთი თუ ორი ოთახი აქვს, ძალიან იშვიათად მივდივარ ხოლმე, საკმაოდ კარგად გრძნობს თავს და არსად წასვლას არ აპირებს. არავინ სოფრომაძეს ამ ფართის ყიდვას არ აიძულებს. მგონი, თვითონაც არ უთქვამს მას იძულება და კარგი იქნება თუ ბატონი ვასილი არ აყვება თავისი არაკომპეტენტური თანამშრომლების ბოდვებს",- განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერი ასევე გამოეხმაურა "ფრესკოს" დამფუძნებლის ვიდეომიმართვაზე პოლიტიკოსების გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ის მზად არის შეხვდეს საკითხით დაინტერესებულ პირებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

„ასევე მინდა გამოვეხმაურო ამ თემაზე აყოლილ პოლიტიკოსებს, გიგი უგულავას და ნიკა მელიას. ბატონო გიგი, თქვენ მერი ბრძანდებოდით და ბატონო ნიკა, თქვენ მერობას აპირებდით, მგონია, რომ ელემენტარულად უნდა იცოდეთ ქალაქდაგეგმარების პროცესები. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო მათი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, თუ ნერვიულობენ ქალაქში რა ხდება და მერია რით არის დაკავებული, შემიძლია, მათ გამოვუყო დრო, შევხვდე და მოვუყვე დედაქალაქში რა სიკეთეები ხორციელდება და რა სიკეთეები ელოდება ქალაქს მომდევნო თვეებში და წლებში. ასევე, მოვუყვე ბატონ გიგის, როგორ ვუმკლავდებით მის მიერ დატოვებულ პრობლემებს და ზოგ შემთხვევაში როგორ ვერ ვუმკლავდებით. მე ამისთვის მზად ვარ", - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, „ფრესკოს" დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ მან მერიისგან წერილი მიიღო, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე კონკრეტული ტერიტორია შეისყიდოს, რომელიც მერიის მაღალჩინოსნის ნათესავის საკუთრებაა. სოფრომაძის თქმით, ამ ტერიტორიას მას სუპერმარკეტის ასაშენებლად სთავაზობენ.

"გვახსოვს, მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს როგორი რეპრესიები იყო, დღეს ხალხს ნათელ მომავალს პირდება" - კალაძე

"მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი ჩემს წინა ცხოვრებაში... 2012-ის შემდეგ არაფერი შემიძენია" - გიორგი გახარია ქონებაზე

"გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია..." - სააკაშვილი ოპოზიციას მიმართავს