პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლიდან აიკრძალება, ვაუჩერებთან დაკავშირებით კი მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ
მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლიდან აიკრძალება, ვაუჩერებთან დაკავშირებით კი მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ

მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ტაქ­სე­ბი 2021 წლის 1 იან­ვრი­დან აიკ­რძა­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ტაქ­სე­ბის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­თან მე­ო­რე პრობ­ლე­მურ სა­კი­თხზეც მიღ­წე­უ­ლია შე­თან­ხმე­ბა და მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ტაქ­სე­ბი „ბ“ კა­ტე­გო­რი­ა­ში 2020 წლის ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ბი­ან.

„სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჩვენ მი­ვი­ღეთ კი­დევ ერთი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე­ო­რე თხოვ­ნა მათი მხრი­დან ეხე­ბო­და მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან მან­ქა­ნებს. მათ აგ­ვიხ­სნეს, რომ ერთი წელი, რო­მე­ლიც მათ ჰქონ­დათ არ იყო საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლე­ბი, მომ­ხდა­რი­ყო ამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა და გვთხო­ვეს, რომ „ბ“ კა­ტე­გო­რი­ა­ში მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ტაქ­სე­ბი იყოს დაშ­ვე­ბუ­ლი. ჩვენ ამა­ზე დავ­თან­ხმდით და აქაც გვინ­და, რომ ეს დრო­ში ჩავ­კე­ტოთ. 2021 წლის 1 იან­ვრი­დან უკვე ავ­ტო­მა­ტუ­რად შევა ძა­ლა­ში ის, რომ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნე­ბი აიკ­რძა­ლე­ბა „ბ“ კა­ტე­გო­რი­ა­ში. მათ აქვს წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი იმის­თვის, რომ მო­ახ­დი­ნონ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა. ჩვე­ნი მხრი­დან ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გმუ­ლია, რად­გან კარ­გად გვეს­მის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და ზო­გა­დად არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და ვაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მო­ახ­დი­ნონ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა და 2021 წლი­დან უკვე მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლონ საქ­მი­ა­ნო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის თქმით, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­თან შეხ­ვედ­რე­ბი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში აპი­რებს კი­დევ არა­ერ­თი სი­ახ­ლის და­ნერგვას.

„რაც შე­ე­ხე­ბა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფს, რა თქმა უნდა შეხ­ვედ­რე­ბი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა, იმი­ტომ, რომ ეს რე­ფორ­მა არ მთავ­რდე­ბა დღეს. ჩვენ გვინ­და, რომ ეტა­პობ­რი­ვად კი­დევ სი­ახ­ლე­ე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ტაქ­სის მძღო­ლებს და გვინ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად. არც ერთ მთავ­რო­ბას ეს ნა­ბი­ჯი არ ან ვერ გა­და­უდ­გამს სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის რე­ფორ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მთლი­ა­ნად იც­ვლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, ხდე­ბა მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა და მთლი­ა­ნად მარ­შრუ­ტე­ბის გა­და­ლა­გე­ბა ხდე­ბა და ამა­ზე მოგ­ვი­წევს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­დეს სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ მოხ­დე­ბა მა­გა­ლი­თად მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის და­კავ­ში­რე­ბა მეტ­როს­თან, რო­გორ მოხ­დე­ბა ავ­ტო­ბუ­სე­ბის და მეტ­როს და­კავ­ში­რე­ბა ან პი­რი­ქით. მოგ­ვი­წევს ამ სა­კი­თხებ­ზე ძა­ლი­ან დიდი კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბა, რო­დე­საც ჩვენ უკვე მზად ვიქ­ნე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში ტაქ­სის მძღო­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რის არ­ჩე­ვის დროს ალ­ტერ­ნა­ტი­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ - გა­და­ღე­ბონ, ან გა­და­აკ­რან თეთ­რი ფე­რის ფირი.

„ჩვენ რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გი­ნეთ ჩვე­ნი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა, თუ რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ მთლი­ა­ნად ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა, იქ­ნას მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ერთ-ერთი ამ პო­ლი­ტი­კა­ში რა თქმა უნდა არის ის რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც ტაქ­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩვენ გა­სულ წელს და­ვა­ა­ნონ­სეთ და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ეს რე­ფორ­მა შედ­გე­ბა რამ­დე­ნი­მე ეტა­პის­გან.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ რე­ფორ­მამ არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია მი­ი­ღო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან, რაც გულ­და­სა­წყვე­ტია, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ჩვენ, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს გვქონ­დეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი ამა თუ იმ სა­კი­თხზე, თუმ­ცა მგო­ნია, რომ ყვე­ლა ამ ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობთ ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბით და რო­დე­საც ხალ­ხის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რა თქმა უნდა მანდ უნდა იყოს მხარ­და­ჭე­რა. შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე მოხ­დეს შეს­წო­რე­ბე­ბი, მაგ­რამ ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ის მე­სი­ჯე­ბი, რა­საც ჩვენ ვის­მენ­დით ბოლო კვი­რე­ბის, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნამ­დვი­ლად არ არის მი­სა­ღე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

დღეს­ვე, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა მძღო­ლებს მო­უ­წო­და, რომ მათ, ვი­საც უკვე აქვს ვა­უ­ჩე­რე­ბი აღე­ბუ­ლი, დრო­უ­ლად მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის უწყე­ბას, რათა მათი გა­ნაღ­დე­ბა მოხ­დეს.

„ჩვენ და­ვი­წყეთ კო­მუ­ნი­კა­ცია და ამის პრობ­ლე­მა არას­დროს არ ყო­ფი­ლა. ტაქ­სის მძღო­ლებ­მა შექ­მნეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი, რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა ვიცე-მერ­თან გა­ი­მარ­თა, ჩემ­თა­ნაც, გუ­ში­ნაც მქონ­და რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა. მათი მო­თხოვ­ნა იყო, რომ გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი დაგ­ვე­წე­სე­ბი­ნა დრო­ე­ბით და ჩვენ, რა თქმა უნდა, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი.

პირ­ვე­ლი მინ­და, და­ვი­წყო იმით, რომ რე­ფორ­მა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ამის გა­და­ვა­დე­ბას და შე­ფერ­ხე­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა და რო­გორც და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი იყო, აუ­ცი­ლებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ასე­ვე, რაც მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც იყო მო­ცე­მუ­ლი - ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე, თეთ­რი ფერი, მე­რი­ის მიერ უფა­სო მა­ნა­თობ­ლე­ბის გა­და­ცე­მა, პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბის გა­მო­ყო­ფა ქა­ლაქ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ­თვის უფა­სო იქ­ნე­ბა, ასე­ვე ინ­ტე­რი­ე­რის ქი­მი­ურ წმენ­და­ზე ვა­უ­ჩე­რებს ვაძ­ლევთ და ესეც უფა­სოა. ამას სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის თხოვ­ნით და­ე­მა­ტა ფი­რის გა­დაკ­ვრა, ესეც უფა­სო იქ­ნე­ბა. მძღო­ლებს ექ­ნე­ბათ ორი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა - უნ­დათ ფი­რის ვა­უ­ჩერს აი­ღე­ბენ და უნ­დათ გა­და­ღებ­ვის ვა­უ­ჩერს, აქ ჩვენ არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ გვაქვს“,-გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლიდან აიკრძალება, ვაუჩერებთან დაკავშირებით კი მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ

მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლიდან აიკრძალება, ვაუჩერებთან დაკავშირებით კი მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ

მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან მეორე პრობლემურ საკითხზეც მიღწეულია შეთანხმება და მარჯვენასაჭიანი ტაქსები „ბ“ კატეგორიაში 2020 წლის ბოლომდე დარჩებიან.

„საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება. მეორე თხოვნა მათი მხრიდან ეხებოდა მარჯვენასაჭიან მანქანებს. მათ აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც მათ ჰქონდათ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მომზადებულიყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები, მომხდარიყო ამ ავტომობილების ჩანაცვლება და გვთხოვეს, რომ „ბ“ კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები იყოს დაშვებული. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და აქაც გვინდა, რომ ეს დროში ჩავკეტოთ. 2021 წლის 1 იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში ის, რომ მარჯვენასაჭიანები აიკრძალება „ბ“ კატეგორიაში. მათ აქვს წელიწადნახევარი იმისთვის, რომ მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება. ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი გადადგმულია, რადგან კარგად გვესმის ამ ადამიანების და ზოგადად არსებული მდგომარეობა და ვაძლევთ შესაძლებლობას მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება და 2021 წლიდან უკვე მარცხენასაჭიანი ავტომობილებით გააგრძელონ საქმიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში აპირებს კიდევ არაერთი სიახლის დანერგვას.

„რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფს, რა თქმა უნდა შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, იმიტომ, რომ ეს რეფორმა არ მთავრდება დღეს. ჩვენ გვინდა, რომ ეტაპობრივად კიდევ სიახლეები შევთავაზოთ საზოგადოებას, ტაქსის მძღოლებს და გვინდა, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ მათთან კომუნიკაციის შედეგად. არც ერთ მთავრობას ეს ნაბიჯი არ ან ვერ გადაუდგამს სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მიმართულებით. მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხდება მეტროს ვაგონების განახლება, მეტროსადგურების მოწესრიგება და მთლიანად მარშრუტების გადალაგება ხდება და ამაზე მოგვიწევს ძალიან სერიოზული კამპანიის ჩატარება, რომ მოსახლეობას, საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება მაგალითად მიკროავტობუსების დაკავშირება მეტროსთან, როგორ მოხდება ავტობუსების და მეტროს დაკავშირება ან პირიქით. მოგვიწევს ამ საკითხებზე ძალიან დიდი კამპანიის ჩატარება, როდესაც ჩვენ უკვე მზად ვიქნებით“, - განაცხადა კალაძემ.

მერიის გადაწყვეტილებით, რეფორმის ფარგლებში ტაქსის მძღოლებს ავტომობილების ვიზუალური მხარის არჩევის დროს ალტერნატივის შესაძლებლობა ექნებათ - გადაღებონ, ან გადააკრან თეთრი ფერის ფირი.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთლიანად ეს მიმართულება, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, იქნას მოწესრიგებული. ერთ-ერთი ამ პოლიტიკაში რა თქმა უნდა არის ის რეფორმა, რომელიც ტაქსებთან მიმართებაში ჩვენ გასულ წელს დავაანონსეთ და სრული ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას, რომ ეს რეფორმა შედგება რამდენიმე ეტაპისგან.

სამწუხაროდ, ამ რეფორმამ არასწორი ინტერპრეტაცია მიიღო პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რაც გულდასაწყვეტია, რადგან შეიძლება ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე, თუმცა მგონია, რომ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით და როდესაც ხალხისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, რა თქმა უნდა მანდ უნდა იყოს მხარდაჭერა. შეიძლება გარკვეულ საკითხებზე მოხდეს შესწორებები, მაგრამ ის დამოკიდებულება და ის მესიჯები, რასაც ჩვენ ვისმენდით ბოლო კვირების, ბოლო დღეების განმავლობაში, ნამდვილად არ არის მისაღები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღესვე, დედაქალაქის მერმა მძღოლებს მოუწოდა, რომ მათ, ვისაც უკვე აქვს ვაუჩერები აღებული, დროულად მიმართონ შესაბამის უწყებას, რათა მათი განაღდება მოხდეს.

„ჩვენ დავიწყეთ კომუნიკაცია და ამის პრობლემა არასდროს არ ყოფილა. ტაქსის მძღოლებმა შექმნეს სპეციალური საინიციატივო ჯგუფი, რამდენიმე შეხვედრა ვიცე-მერთან გაიმართა, ჩემთანაც, გუშინაც მქონდა რამდენიმე შეხვედრა. მათი მოთხოვნა იყო, რომ გარკვეული შეღავათები დაგვეწესებინა დროებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ამ ადამიანების მოსაზრებები.

პირველი მინდა, დავიწყო იმით, რომ რეფორმა განხორციელდება და ამის გადავადებას და შეფერხებას საფრთხე არ ემუქრება და როგორც დაანონსებული იყო, აუცილებლად განხორციელდება. ასევე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, რაც იყო მოცემული - ვიზუალური მხარე, თეთრი ფერი, მერიის მიერ უფასო მანათობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა ქალაქში, ეს ყველაფერი მათთვის უფასო იქნება, ასევე ინტერიერის ქიმიურ წმენდაზე ვაუჩერებს ვაძლევთ და ესეც უფასოა. ამას საინიციატივო ჯგუფის თხოვნით დაემატა ფირის გადაკვრა, ესეც უფასო იქნება. მძღოლებს ექნებათ ორი ალტერნატივა - უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ და უნდათ გადაღებვის ვაუჩერს, აქ ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს“,-განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო