საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტაძარი გადარჩა ზუსტად იმიტომ, რომ ვერტმფრენებიდან წყალი არ ასხეს" - ყველაფერი, რაც ნოტრ-დამის ხანძრის შესახებ უნდა იცოდეთ
"ტაძარი გადარჩა ზუსტად იმიტომ, რომ ვერტმფრენებიდან წყალი არ ასხეს" - ყველაფერი, რაც ნოტრ-დამის ხანძრის შესახებ უნდა იცოდეთ

მუ­ზე­უ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს (ICOM) წევ­რი, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი ნანა მე­ფა­რიშ­ვი­ლი პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის შე­სა­ხებ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მო­საზ­რე­ბას უზი­ა­რებს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს და ძა­ლი­ან მოკ­ლედ და გა­სა­გე­ბად ხსნის - რა მოხ­და, რო­გორ მოხ­და და რო­გორ აღ­დგე­ბა მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ძეგლი.

გთა­ვა­ზობთ ნანა მე­ფა­რიშ­ვი­ლის ვრცელ პოსტს:

"ინ­ფორ­მა­ცია #1

და­ვი­წყებ კარ­გი ამ­ბით: ვი­დეო ვნა­ხე დღეს გა­და­ღე­ბუ­ლი და ამო­ვი­სუნ­თქე: ძა­ლი­ან დიდი და­ზი­ა­ნე­ბა არ არის! მთა­ვა­რი ვიტ­რა­ჟი - ცნო­ბი­ლი ვარ­დუ­ლე­ბი­ა­ნი ტრიპ­ტი­ხი და შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის უნი­კა­ლუ­რი ორ­ღა­ნიც არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლან! ასე­ვე უვ­ნე­ბე­ლია ტაძ­რის ძი­რი­თა­დი ექ­სპო­ნა­ტე­ბი და ნივ­თე­ბი, რად­გან, რეს­ტავ­რა­ცი­ის გამო, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა არ იყო ტა­ძარ­ში. მათ შო­რი­საა ერთ-ერთი მთა­ვა­რი გან­ძი - ქრის­ტეს ეკ­ლის გვირ­გვი­ნი, რომ­ლის სა­ნა­ხა­ვა­დაც მნახ­ვე­ლებს ყო­ვე­ლი თვის პირ­ველ პა­რას­კევს უშ­ვებ­დნენ ტა­ძარ­ში. თუმ­ცა, მუ­ხის ჭერი და ხის შპი­ლი, რო­გორც ვი­ცით, მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

თუმ­ცა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე რო­გორ გა­დარ­ჩა ტა­ძა­რი. ვი­კი­თხე, ვი­კი­თხე და მივ­ხვდი, რომ ტა­ძა­რი გა­დარ­ჩა ზუს­ტად იმი­ტომ, რომ ვერ­ტმფრე­ნე­ბი­დან წყა­ლი არ ას­ხეს და პა­ნი­კამ არ მო­იც­ვა მე­ხან­ძრე­ე­ბი. რო­გორ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მო­იქ­ცნენ, ამას ეძღვნე­ბა ჩემი ეს პოს­ტი, ძი­რი­თა­დად. თუმ­ცა, სხვა რა­ღა­ცე­ებ­საც მო­გიყ­ვე­ბით, რა­საც "გა­და­ვე­ყა­რე“ კი­თხვი­სას.

ინ­ფორ­მა­ცია #2

თა­ვის დრო­ზე ხან­ძრის­გან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ან - მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ბევ­რი ტა­ძა­რი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა შემ­დგომ­ში აღად­გი­ნეს. რამ­დე­ნი­მეს, სტი­ლით მსგავ­სებს, ჩა­მოვ­თვლი და ფო­ტოს და­ვურ­თავ.

- რე­იმ­სის მე-13 სა­უ­კუ­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი (Cathédrale Notre-Dame de Reims), საფ­რან­გე­თი. გერ­მა­ნე­ლე­ბის და­ბომბვის შე­დე­გად და­იწ­ვა 1914 წლის სექ­ტემ­ბერ­ში. მისი რე­კონ­სტრუქ­ცია მოხ­და და დღე­საც იღებს დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს.

- კან­ტერ­ბე­რის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი ინ­გლის­ში (The cathedral at Canterbury in England) – და­იწ­ვა 1174 წელს, როცა მე­ზო­ბელ სახ­ლს გა­უჩ­ნდა ცე­ცხლი და მა­საც გა­და­ე­დო

- 1194 წელს სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზი­ან­და ტა­ძა­რი შარ­ტრში (The cathedral at Chartres)...

ინ­ფორ­მა­ცია #3 - რა სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ტა­ძარ­ში?

რო­გორც უკვე იცით, ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზად, ტა­ძარ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ასა­ხე­ლე­ბენ. ტა­ძა­რი წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 13 მლნ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს იღებს. მათ­გან უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბა ძეგლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, თუ - რა თქმა უნდა - სპე­ცი­ა­ლის­ტი არ არის (რეს­ტავ­რა­ტო­რი, არ­ქი­ტექ­ტო­რი ან მსგავ­სი).

რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და ტა­ძარს, რა­მაც გა­სულ წელს 180 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­რეს­ტავ­რა­ციო პრო­ექ­ტის და­წყე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა?

მე-20 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს პა­რიზ­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბამ ტაძ­რის მორ­თუ­ლო­ბე­ბის ერო­ზია და ქვის ფე­რის შეც­ვლა გა­მო­იწ­ვია. მე-20 სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს ტა­ძარს რამ­დე­ნი­მე ქან­და­კე­ბა მო­ერ­ყა, ად­გილ­ზე მათი და­ტო­ვე­ბა უსაფრ­თხო აღარ იყო. ტა­ძა­რი 1905 წლი­დან საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბაა და მის რე­გუ­ლა­რულ მოვ­ლა-რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი საფ­რან­გე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროა.

ამი­ტომ მთავ­რო­ბამ 1991 წელს და­ი­წყო 10-წლი­ა­ნი რეს­ტავ­რა­ცი­ის პროგ­რა­მა, რო­მელ­მაც ექ­სტე­რი­ერ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით - არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის ავ­თენ­ტურ ად­გილ­ზე და­ტო­ვე­ბა­ზე - იმუ­შა­ვა. ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო კირ­ქვის ფი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წა­ვალ­საც და ასე­ვე, სა­ხუ­რა­ვებ­ზე ქვე­მო­დან უხი­ლა­ვი წვრი­ლი ელექტრო-მავ­თუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბას, მტრე­დე­ბის­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით. ტაძ­რის და­სავ­ლე­თის ფა­სა­დი გა­იწ­მინ­და და აღ­დგა. 2013 წელს, შე­ნო­ბის 850 წლის­თა­ვის­თვის, ჩრდი­ლო­ეთ კოშ­კებ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი, მე-19 სა­უ­კუ­ნის 4 ზარი გა­და­ად­ნეს და ახა­ლი ბრინ­ჯა­ოს ზა­რე­ბი და­ამ­ზა­დეს, მე-17 სა­უ­კუ­ნის ორი­გი­ნა­ლი ზა­რე­ბის ჟღე­რა­დო­ბის აღ­დგე­ნის მიზ­ნით.

ამ რეს­ტავ­რა­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ტაძ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ინც მძი­მედ რჩე­ბო­და. ამი­ტომ მთავ­რო­ბამ 2010-ია­ნე­ბის ბო­ლოს წარ­მო­ად­გი­ნა რეს­ტავ­რა­ცი­ის ახა­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც, თავ­და­პირ­ვე­ლი გათ­ვლით, 100 მლმ. ევრო ჯდე­ბო­და. პრო­ექ­ტის მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნო­ბის გამო, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის თან­ხე­ბის გარ­და, გა­იხ­სნა „ნოტრ და­მის მე­გობ­რე­ბის ფონ­დი“, სა­დაც დო­ნა­ცია ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველ­საც შე­ეძ­ლო. 2018 წლის ბო­ლოს და­ი­წყო ტაძ­რის ხის შპი­ლის რე­კონ­სტრუქ­ცია (სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო ბი­უ­ჯე­ტი 6 მლნ. ევრო), რის გა­მოც შპი­ლი­დან მოხ­სნეს სპი­ლენ­ძის ქან­და­კე­ბე­ბი და სხვა დე­კო­რა­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი.

სწო­რედ იმან, რომ ეს დე­ტა­ლე­ბი 1 კვი­რის წინ მოხ­სნეს და გა­და­ი­ტა­ნეს, გა­და­არ­ჩი­ნა ისი­ნი გა­ნად­გუ­რე­ბას

რისი რეს­ტავ­რა­ცია იგეგ­მე­ბო­და:

- მცი­რე ზო­მის გუმ­ბა­თე­ბის წვე­ტე­ბი - შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩან­და, რომ ბევ­რი მცი­რე ზო­მის გუმ­ბა­თის წვე­ტი, რომ­ლე­ბიც ტაძ­რის გო­თი­კურ იერ­სა­ხეს ქმნი­და, იყო წა­ტე­ხი­ლი, მოხ­სნი­ლი ან - დრო­ე­ბი­თი დამ­ჭე­რით მი­მაგ­რე­ბუ­ლი.

- გარ­გო­ი­ლე­ბი (La Gargouille) - მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი გარ­გო­ი­ლე­ბი (ქვა­ში ნაკ­ვე­თი გრო­ტეს­კუ­ლი ხა­სი­ა­თის ფი­გუ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად შე­ნო­ბის მა­ღალ ნა­წილ­ში ან სა­ხუ­რა­ვის კი­დე­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი), რომ­ლე­ბიც, ეს­თე­ტი­კუ­რის გარ­და, წვი­მის წყლის გა­დაყ­ვა­ნის ფუნ­ქცი­ა­საც ას­რუ­ლებ­და, ბევ­რგან იყო შეც­ვლი­ლი უსა­ხუ­რი მი­ლე­ბით, რად­გან უმ­რავ­ლე­სო­ბა ისე იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და კო­რო­ზი­რე­ბუ­ლი, რომ მათი ად­გილ­ზე და­ტო­ვე­ბა სა­ში­ში იყო.

- მო­ა­ჯი­რე­ბი - დიდი ნა­წი­ლი ისეთ ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რომ მინა-პლას­ტი­კის ფი­ლე­ბით ან ლი­თო­ნის მი­ლე­ბით, ცუდ შემ­თხვე­ვა­ში კი - ფა­ნე­რი­თაც კი იყო შევ­სე­ბუ­ლი.

- ქვის ფი­გუ­რე­ბი - მთე­ლი რიგი ქვის დე­ტა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ძა­ლი­ან მძი­მე, რაც ადა­მი­ა­ნის სი­მაღ­ლი­და­ნაც კარ­გად შე­სამ­ჩნე­ვი იყო.

- ვიტ­რა­ჟე­ბის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი - ვიტ­რა­ჟის მი­ნის დამ­ჭე­რი ლი­თო­ნის ჩარ­ჩო­ე­ბის და­ჟან­გვის ხა­რის­ხი იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ ქვა, რომლშიც ეს ჩარ­ჩო­ე­ბი იყო არ­მი­რე­ბუ­ლი, ალაგ-ალაგ გამსკდა­რი იყო.

- ქვის საყ­რდე­ნე­ბი ექ­სტე­რი­ერ­ზე - ქვის წყო­ბის ცუდი ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში იყო ე.წ. მფრი­ნავ საყ­რდე­ნებ­ზე. რო­მე­ლი­მე ამ პი­ლო­ნი­დან რომ გა­მო­სუ­ლი­ყო წყო­ბი­დან, შე­დე­გი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

- ხის გუმ­ბა­თი და შპი­ლი - ტყვია, რო­მე­ლიც იცავ­და ხის შპილს, და­ზი­ან­და ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის­გან და მის ქვეშ ხის სტრუქ­ტუ­რამ დაშ­ლა და­ი­წყო. ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო 12 მო­ცი­ქუ­ლის ის სპი­ლენ­ძის ქან­და­კე­ბე­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც 1 კვი­რის წინ მოხ­სნეს შპი­ლი­დან.

ინ­ფორ­მა­ცია #4 - რა­ტომ და­იწ­ვა ტაძ­რის გა­და­ხურ­ვა ასე მალე?

შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გო­თი­კურ ტაძ­რებ­ში ადა­მი­ა­ნი ზე­მოთ რომ იხე­დე­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ქვის გუმ­ბათს და თა­ღებს ხე­დავს, მაგ­რამ მათ ზე­მოთ არის სხვე­ნი, რო­მე­ლიც ხის კონ­სტრუქ­ცი­ით სა­ხუ­რავს იჭერს. იმ პე­რი­ოდ­ში ხის მა­სა­ლას, რო­გორც წესი, ფა­რავ­დნენ ფი­სით, რაც მათ იცავ­და სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბის­გან (ნეს­ტი, ხის ჭია და ა.შ.), მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხან­ძარ­მე­დეგს არ ხდი­და.

ლიზა რე­ი­ლი (Lisa Reilly - ვირ­ჯი­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის მკვლე­ვა­რი) თვლის, რომ სწო­რედ შუა სა­კუ­ნე­ე­ბის გო­თი­კუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა ქვის თა­ღებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის ხან­ძარს უფრო სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი არ მოჰ­ყვა: მათ ალ­მო­დე­ბუ­ლი ხის კონ­სტრუქ­ცია, გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­ი­ჭი­რეს და მთე­ლი ძა­ლით ია­ტაკ­ზე და­ნარ­ცხე­ბის სა­შა­ლე­ბა არ მის­ცეს, რა­საც, თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლა მე­ტად მძი­მე შე­დე­გე­ბი, კერ­ძოდ კი - კედ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და მზი­დი კონ­სტრუქ­ცი­ის ნგრე­ვა.

ინ­ფორ­მა­ცია #5 - რა­ტომ გა­ჭირ­და ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე 400-მდე მე­ხან­ძრე თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­და და მა­ინც - ხან­ძარ­მა 15 სა­ათს გას­ტა­ნა. ძა­ლი­ან ბევ­რს გა­უჩ­ნდა კი­თხვა - რა­ტომ არ გა­მო­ი­ყე­ნეს ფრან­გებ­მა ვერ­ტმფრე­ნე­ბი? ამ და სხვა კი­თხვებს საკ­მა­ოდ კომ­პე­ტენ­ტუ­რად პა­სუ­ხობს გრეგ ფავ­რი (Gregg Favre) - სანტ-ლუ­ი­სის სა­ხან­ძრო დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, მი­სუ­რის შტა­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

მარ­ტო ის, რომ ალი 90 მ-ზე ადი­ო­და, არ ყო­ფი­ლა მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ვერ­ტმფრე­ნე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნეს. პრობ­ლე­მე­ბი იყო ბევ­რად მეტი: პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იყო ძვე­ლი ტაძ­რის ხის გა­და­ხურ­ვის კონ­სტრუქ­ცია. ამ პე­რი­ო­დის ტაძ­რებ­ში ძვე­ლი კო­ჭე­ბი იმ­სის­ქე და შე­სა­ბა­მი­სად, იმ­სიმ­ძი­მეა, რომ ვერ­ტმფრე­ნი­დან ჩა­მოს­ხმუ­ლი წყა­ლი მათ ჩა­ან­გრევ­და, რაც გა­მო­იწ­ვევ­და კედ­ლე­ბის ნგრე­ვა­საც. ასე­თი კონ­სტრუქ­ცი­ის წვის დროს მე­ხან­ძრე­ე­ბის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნაა კედ­ლე­ბი მა­ინც გა­და­არ­ჩი­ნონ, რად­გან ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ხის სა­ხუ­რა­ვის გა­დარ­ჩე­ნა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მე­ო­რე: სა­ხან­ძრო ეკი­პა­ჟი შე­ნო­ბა­ში ვერ ჩას­ვეს, რად­გან იყო ხის სა­ხუ­რა­ვის ჩა­მოშ­ლის სა­შიშ­რო­ე­ბა და მისი ნა­წი­ლე­ბი ცვი­ო­და ყო­ველ წამს. სა­მა­გი­ე­როდ, მე­ხან­ძრე­ე­ბი იბ­რძოდ­ნენ კედ­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­რე­დან, თუმ­ცა - აქაც ძა­ლი­ან ფრთხი­ლად, რად­გან გა­ხუ­რე­ბულ კედ­ლებ­ზე ცივი წყლის მოხ­ვედ­რა მათ და­ხეთ­ქვას გა­მო­იწ­ვევ­და.

მე­სა­მე: ცე­ცხლის­თვის სა­ჭი­როა 4 ელე­მენ­ტი - ჟანგბა­დი, საწ­ვა­ვი, სით­ბო და ქი­მი­უ­რი ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია. რო­მე­ლი­მე ამ ელე­მენ­ტის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა იქ­ნე­ბო­და ხან­ძრის შე­ნე­ლე­ბის სა­წინ­და­რი, მაგ­რამ თვი­თონ შე­ნო­ბის მას­შტაბ­მა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა მე­ხან­ძრე­ებს: ად­ვი­ლად აა­ლე­ბა­დი სა­ხუ­რა­ვის ჩა­მონ­გრე­ვის შემ­დეგ, ალს ბევ­რი ჟანგბა­დი მი­ე­წო­დე­ბო­და. თუმ­ცა, ჟანგბა­დი თა­ვი­დან­ვე ბევ­რი იყო - მო­გეხ­სე­ნე­ბათ შე­ნო­ბის შიდა სივ­რცე რამ­ხე­ლაა.

მე­ო­თხე: იყო უა­რე­სი შე­დე­გის დად­გო­მის კი­დევ 1 რე­ა­ლუ­რი რის­კი - სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, შე­ნო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი იყო და­მა­ტე­ბი­თი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი, შე­საძ­ლოა, წყლის მი­მართ მგრძნო­ბი­ა­რე ყო­ფი­ლი­ყო და აფეთ­ქე­ბა გა­მო­ეწ­ვია.

ასე, რომ ყვე­ლა­ფე­რი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და გათ­ვლი­ლი. ყო­ჩაღ ფრანგ მე­ხან­ძრე­ებს!!!

და ბო­ლოს - რა იქ­ნე­ბა ხვალ? ხვალ ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა კარ­გად იმი­ტომ, რომ 15-სა­ა­თი­ა­ნი ხან­ძრის მე­ო­რე დღის ბო­ლოს ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ის­თვის უკვე 455 მი­ლი­ო­ნი ევ­როა შეკ­რე­ბი­ლი! თან ტა­ძა­რი UNESCO-ს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა სი­ა­შია, რაც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ფრან­გე­ბი, გარ­და აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სა, ჩა­ა­ტა­რე­ბენ გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ობ­საც - გა­ა­სუფ­თა­ვე­ბენ კვამ­ლის­გან და­ზი­ა­ნე­ბულ მხატ­ვრო­ბას (მხატ­ვრო­ბის ლუვრში გა­და­ტა­ნა პა­რას­კევს აქვთ და­გეგ­მი­ლი) და ასე, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და თან­მიმ­დევ­რო­ბით ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ იმის­თვის, რომ მათი ქა­ლა­ქის და, სა­ერ­თოდ, ქვეყ­ნის ერთ-ერთ მთა­ვარ სი­ა­მა­ყეს პირ­ვან­დე­ლი, სრულ­ყო­ფი­ლი სახე და­უბ­რუ­ნონ!" - წერს მუ­ზე­უ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს (ICOM) ქარ­თვე­ლი წევ­რი.

ავტორი:

"ტაძარი გადარჩა ზუსტად იმიტომ, რომ ვერტმფრენებიდან წყალი არ ასხეს" - ყველაფერი, რაც ნოტრ-დამის ხანძრის შესახებ უნდა იცოდეთ

"ტაძარი გადარჩა ზუსტად იმიტომ, რომ ვერტმფრენებიდან წყალი არ ასხეს" - ყველაფერი, რაც ნოტრ-დამის ხანძრის შესახებ უნდა იცოდეთ

მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) წევრი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი ნანა მეფარიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შესახებ პროფესიონალურ მოსაზრებას უზიარებს ინტერნეტმომხმარებელს და ძალიან მოკლედ და გასაგებად ხსნის - რა მოხდა, როგორ მოხდა და როგორ აღდგება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი.

გთავაზობთ ნანა მეფარიშვილის ვრცელ პოსტს:

"ინფორმაცია #1

დავიწყებ კარგი ამბით: ვიდეო ვნახე დღეს გადაღებული და ამოვისუნთქე: ძალიან დიდი დაზიანება არ არის! მთავარი ვიტრაჟი - ცნობილი ვარდულებიანი ტრიპტიხი და შუასაუკუნეების უნიკალური ორღანიც არ დაზიანებულან! ასევე უვნებელია ტაძრის ძირითადი ექსპონატები და ნივთები, რადგან, რესტავრაციის გამო, მათი უმრავლესობა არ იყო ტაძარში. მათ შორისაა ერთ-ერთი მთავარი განძი - ქრისტეს ეკლის გვირგვინი, რომლის სანახავადაც მნახველებს ყოველი თვის პირველ პარასკევს უშვებდნენ ტაძარში. თუმცა, მუხის ჭერი და ხის შპილი, როგორც ვიცით, მთლიანად განადგურებულია.

თუმცა გაოგნებული ვარ, ასე როგორ გადარჩა ტაძარი. ვიკითხე, ვიკითხე და მივხვდი, რომ ტაძარი გადარჩა ზუსტად იმიტომ, რომ ვერტმფრენებიდან წყალი არ ასხეს და პანიკამ არ მოიცვა მეხანძრეები. როგორ პროფესიონალურად მოიქცნენ, ამას ეძღვნება ჩემი ეს პოსტი, ძირითადად. თუმცა, სხვა რაღაცეებსაც მოგიყვებით, რასაც "გადავეყარე“ კითხვისას.

ინფორმაცია #2

თავის დროზე ხანძრისგან დაზიანებული, ან - მთლიანად განადგურებულია ბევრი ტაძარი. მათი უმრავლესობა შემდგომში აღადგინეს. რამდენიმეს, სტილით მსგავსებს, ჩამოვთვლი და ფოტოს დავურთავ.

- რეიმსის მე-13 საუკუნის საკათედრო ტაძარი (Cathédrale Notre-Dame de Reims), საფრანგეთი. გერმანელების დაბომბვის შედეგად დაიწვა 1914 წლის სექტემბერში. მისი რეკონსტრუქცია მოხდა და დღესაც იღებს დამთვალიერებლებს.

- კანტერბერის საკათედრო ტაძარი ინგლისში (The cathedral at Canterbury in England) – დაიწვა 1174 წელს, როცა მეზობელ სახლს გაუჩნდა ცეცხლი და მასაც გადაედო

- 1194 წელს სერიოზულად დაზიანდა ტაძარი შარტრში (The cathedral at Chartres)...

ინფორმაცია #3 - რა სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა ტაძარში?

როგორც უკვე იცით, ხანძრის გაჩენის მიზეზად, ტაძარზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს ასახელებენ. ტაძარი წელიწადში დაახლოებით 13 მლნ დამთვალიერებელს იღებს. მათგან უმრავლესობას შეუმჩნეველი რჩება ძეგლის დაზიანებები, თუ - რა თქმა უნდა - სპეციალისტი არ არის (რესტავრატორი, არქიტექტორი ან მსგავსი).

რა დაზიანებები ჰქონდა ტაძარს, რამაც გასულ წელს 180 მილიონიანი სარესტავრაციო პროექტის დაწყება განაპირობა?

მე-20 საუკუნის ბოლოს პარიზში ჰაერის დაბინძურებამ ტაძრის მორთულობების ეროზია და ქვის ფერის შეცვლა გამოიწვია. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ტაძარს რამდენიმე ქანდაკება მოერყა, ადგილზე მათი დატოვება უსაფრთხო აღარ იყო. ტაძარი 1905 წლიდან საფრანგეთის სახელმწიფო საკუთრებაა და მის რეგულარულ მოვლა-რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელი საფრანგეთის კულტურის სამინისტროა.

ამიტომ მთავრობამ 1991 წელს დაიწყო 10-წლიანი რესტავრაციის პროგრამა, რომელმაც ექსტერიერზე, განსაკუთრებით - არქიტექტურული ელემენტების ავთენტურ ადგილზე დატოვებაზე - იმუშავა. ყურადღება დაეთმო კირქვის ფილების მდგომარეობის შესწავალსაც და ასევე, სახურავებზე ქვემოდან უხილავი წვრილი ელექტრო-მავთულების გატარებას, მტრედებისგან თავდაცვის მიზნით. ტაძრის დასავლეთის ფასადი გაიწმინდა და აღდგა. 2013 წელს, შენობის 850 წლისთავისთვის, ჩრდილოეთ კოშკებზე განლაგებული, მე-19 საუკუნის 4 ზარი გადაადნეს და ახალი ბრინჯაოს ზარები დაამზადეს, მე-17 საუკუნის ორიგინალი ზარების ჟღერადობის აღდგენის მიზნით.

ამ რესტავრაციების მიუხედავად, ტაძრის მდგომარეობა მაინც მძიმედ რჩებოდა. ამიტომ მთავრობამ 2010-იანების ბოლოს წარმოადგინა რესტავრაციის ახალი პროგრამა, რომელიც, თავდაპირველი გათვლით, 100 მლმ. ევრო ჯდებოდა. პროექტის მაღალბიუჯეტიანობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გარდა, გაიხსნა „ნოტრ დამის მეგობრების ფონდი“, სადაც დონაცია ნებისმიერ მსურველსაც შეეძლო. 2018 წლის ბოლოს დაიწყო ტაძრის ხის შპილის რეკონსტრუქცია (სარეკონსტრუქციო ბიუჯეტი 6 მლნ. ევრო), რის გამოც შპილიდან მოხსნეს სპილენძის ქანდაკებები და სხვა დეკორატიული ელემენტები.

სწორედ იმან, რომ ეს დეტალები 1 კვირის წინ მოხსნეს და გადაიტანეს, გადაარჩინა ისინი განადგურებას

რისი რესტავრაცია იგეგმებოდა:

- მცირე ზომის გუმბათების წვეტები - შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ბევრი მცირე ზომის გუმბათის წვეტი, რომლებიც ტაძრის გოთიკურ იერსახეს ქმნიდა, იყო წატეხილი, მოხსნილი ან - დროებითი დამჭერით მიმაგრებული.

- გარგოილები (La Gargouille) - მე-19 საუკუნეში შესრულებული ცნობილი გარგოილები (ქვაში ნაკვეთი გროტესკული ხასიათის ფიგურები, ძირითადად შენობის მაღალ ნაწილში ან სახურავის კიდეში მოთავსებული), რომლებიც, ესთეტიკურის გარდა, წვიმის წყლის გადაყვანის ფუნქციასაც ასრულებდა, ბევრგან იყო შეცვლილი უსახური მილებით, რადგან უმრავლესობა ისე იყო დაზიანებული და კოროზირებული, რომ მათი ადგილზე დატოვება საშიში იყო.

- მოაჯირები - დიდი ნაწილი ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ მინა-პლასტიკის ფილებით ან ლითონის მილებით, ცუდ შემთხვევაში კი - ფანერითაც კი იყო შევსებული.

- ქვის ფიგურები - მთელი რიგი ქვის დეტალების მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, რაც ადამიანის სიმაღლიდანაც კარგად შესამჩნევი იყო.

- ვიტრაჟების კონსტრუქციები - ვიტრაჟის მინის დამჭერი ლითონის ჩარჩოების დაჟანგვის ხარისხი იმდენად დიდი იყო, რომ ქვა, რომლშიც ეს ჩარჩოები იყო არმირებული, ალაგ-ალაგ გამსკდარი იყო.

- ქვის საყრდენები ექსტერიერზე - ქვის წყობის ცუდი ფიზიკური მდგომარეობა განსაკუთრებით საშიში იყო ე.წ. მფრინავ საყრდენებზე. რომელიმე ამ პილონიდან რომ გამოსულიყო წყობიდან, შედეგი კატასტროფული იქნებოდა.

- ხის გუმბათი და შპილი - ტყვია, რომელიც იცავდა ხის შპილს, დაზიანდა ატმოსფერული ნალექებისგან და მის ქვეშ ხის სტრუქტურამ დაშლა დაიწყო. ცუდ მდგომარეობაში იყო 12 მოციქულის ის სპილენძის ქანდაკებებებიც, რომლებიც 1 კვირის წინ მოხსნეს შპილიდან.

ინფორმაცია #4 - რატომ დაიწვა ტაძრის გადახურვა ასე მალე?

შუასაუკუნეების გოთიკურ ტაძრებში ადამიანი ზემოთ რომ იხედება, ხშირ შემთხვევაში ქვის გუმბათს და თაღებს ხედავს, მაგრამ მათ ზემოთ არის სხვენი, რომელიც ხის კონსტრუქციით სახურავს იჭერს. იმ პერიოდში ხის მასალას, როგორც წესი, ფარავდნენ ფისით, რაც მათ იცავდა სხვადასხვა დაზიანებისგან (ნესტი, ხის ჭია და ა.შ.), მაგრამ სამწუხაროდ, ხანძარმედეგს არ ხდიდა.

ლიზა რეილი (Lisa Reilly - ვირჯინიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი და შუასაუკუნეების არქიტექტურის მკვლევარი) თვლის, რომ სწორედ შუა საკუნეების გოთიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელმა ქვის თაღებმა განაპირობა ის, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარს უფრო სავალალო შედეგები არ მოჰყვა: მათ ალმოდებული ხის კონსტრუქცია, გარკვეულწილად, დაიჭირეს და მთელი ძალით იატაკზე დანარცხების საშალება არ მისცეს, რასაც, თავიდან აგვაცილა მეტად მძიმე შედეგები, კერძოდ კი - კედლების დაზიანებები და მზიდი კონსტრუქციის ნგრევა.

ინფორმაცია #5 - რატომ გაჭირდა ხანძრის ჩაქრობა?

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე 400-მდე მეხანძრე თავდაუზოგავად მუშაობდა და მაინც - ხანძარმა 15 საათს გასტანა. ძალიან ბევრს გაუჩნდა კითხვა - რატომ არ გამოიყენეს ფრანგებმა ვერტმფრენები? ამ და სხვა კითხვებს საკმაოდ კომპეტენტურად პასუხობს გრეგ ფავრი (Gregg Favre) - სანტ-ლუისის სახანძრო დაცვის განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, მისურის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

მარტო ის, რომ ალი 90 მ-ზე ადიოდა, არ ყოფილა მიზეზი იმისა, რომ ვერტმფრენები არ გამოიყენეს. პრობლემები იყო ბევრად მეტი: პირველი და მთავარი პრობლემა იყო ძველი ტაძრის ხის გადახურვის კონსტრუქცია. ამ პერიოდის ტაძრებში ძველი კოჭები იმსისქე და შესაბამისად, იმსიმძიმეა, რომ ვერტმფრენიდან ჩამოსხმული წყალი მათ ჩაანგრევდა, რაც გამოიწვევდა კედლების ნგრევასაც. ასეთი კონსტრუქციის წვის დროს მეხანძრეების ძირითადი ამოცანაა კედლები მაინც გადაარჩინონ, რადგან ცეცხლმოკიდებული ხის სახურავის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

მეორე: სახანძრო ეკიპაჟი შენობაში ვერ ჩასვეს, რადგან იყო ხის სახურავის ჩამოშლის საშიშროება და მისი ნაწილები ცვიოდა ყოველ წამს. სამაგიეროდ, მეხანძრეები იბრძოდნენ კედლების გადასარჩენად გარედან, თუმცა - აქაც ძალიან ფრთხილად, რადგან გახურებულ კედლებზე ცივი წყლის მოხვედრა მათ დახეთქვას გამოიწვევდა.

მესამე: ცეცხლისთვის საჭიროა 4 ელემენტი - ჟანგბადი, საწვავი, სითბო და ქიმიური ჯაჭვური რეაქცია. რომელიმე ამ ელემენტის უგულვებელყოფა იქნებოდა ხანძრის შენელების საწინდარი, მაგრამ თვითონ შენობის მასშტაბმა ამის საშუალება არ მისცა მეხანძრეებს: ადვილად აალებადი სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, ალს ბევრი ჟანგბადი მიეწოდებოდა. თუმცა, ჟანგბადი თავიდანვე ბევრი იყო - მოგეხსენებათ შენობის შიდა სივრცე რამხელაა.

მეოთხე: იყო უარესი შედეგის დადგომის კიდევ 1 რეალური რისკი - სარესტავრაციო სამუშაოების გამო, შენობაში შეტანილი იყო დამატებითი სამშენებლო მასალა, რომელთაგან ზოგიერთი, შესაძლოა, წყლის მიმართ მგრძნობიარე ყოფილიყო და აფეთქება გამოეწვია.

ასე, რომ ყველაფერი იყო გათვალისწინებული და გათვლილი. ყოჩაღ ფრანგ მეხანძრეებს!!!

და ბოლოს - რა იქნება ხვალ? ხვალ ყველაფერი იქნება კარგად იმიტომ, რომ 15-საათიანი ხანძრის მეორე დღის ბოლოს ტაძრის რესტავრაციისთვის უკვე 455 მილიონი ევროა შეკრებილი! თან ტაძარი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია, რაც ამ ორგანიზაციის ჩართულობასაც უზრუნველყოფს.

ფრანგები, გარდა აღდგენითი სამუშაოებისა, ჩაატარებენ გაწმენდით სამუშაობსაც - გაასუფთავებენ კვამლისგან დაზიანებულ მხატვრობას (მხატვრობის ლუვრში გადატანა პარასკევს აქვთ დაგეგმილი) და ასე, ორგანიზებულად და თანმიმდევრობით ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი ქალაქის და, საერთოდ, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სიამაყეს პირვანდელი, სრულყოფილი სახე დაუბრუნონ!" - წერს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ქართველი წევრი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს