საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პურის ფასის შესახებ მოლოდინები პოზიტიური არ არის" - ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
"პურის ფასის შესახებ მოლოდინები პოზიტიური არ არის" - ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

რუ­სეთს ხორ­ბლის გარ­და­მა­ვა­ლი მა­რა­გე­ბი იმ დო­ნე­ზე არ აქვს, რომ და­ბა­ლი ფა­სე­ბის მო­ლო­დი­ნი გვქონ­დეს - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლის და ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან სი­ლა­გა­ვამ სა­ქარ­თვე­ლო­ში პუ­რის შე­საძ­ლო გაძ­ვი­რე­ბის სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პუ­რის ფა­სის შე­სა­ხებ მო­ლო­დი­ნე­ბი პო­ზი­ტი­უ­რი არ არის და უფრო ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ტენ­დენ­ცი­ის შე­სა­ხებ მა­ის­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც რუ­სეთ­ში ხორ­ბლის მო­სავ­ლის მო­ცუ­ლო­ბის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია. სი­ლა­გა­ვას გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ახ­დენს დიდ გავ­ლე­ნას პუ­რის ფას­ზე, რამ­დე­ნა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ბლის 95%-მდე სწო­რედ რუ­სე­თი­და­ნაა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი.

"დღეს­დღე­ო­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა ოდ­ნავ გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია მსოფ­ლიო ბაზ­რებ­ზე, თუმ­ცა იმის ფონ­ზე რომ რუ­სეთ­მა გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხორ­ბა­ლი გა­ი­ტა­ნა ექ­სპორტზე, მას გარ­და­მა­ვა­ლი მა­რა­გე­ბი იმ დო­ნე­ზე არ აქვს, რომ და­ბა­ლი ფა­სე­ბის მო­ლო­დი­ნი გვქონ­დეს. საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი ბა­ლან­სია, თუმ­ცა ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­საძ­ლოა არ იყოს", -აღ­ნიშ­ნა სი­ლა­გა­ვამ.

სი­ლა­გა­ვა სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით ერთ-ერთ გა­მო­სავ­ლად ხორ­ბლის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ზრდას ასა­ხე­ლებს, რაც შორი პერ­სპექ­ტი­ვაა და აცხა­დებს, რომ ამ­ჟა­მად ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა და გარ­და­მა­ვა­ლი მა­რა­გე­ბის არ­სე­ბო­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი რის­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად და კრი­ზი­სებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად.

"პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის სა­უ­კე­თე­სო გზა ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბით მოხ­მა­რე­ბის 30-35%-ით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რაც სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ეს შორი პერ­სპექ­ტი­ვაა. შე­სა­ბა­მი­სად გარ­და­მა­ვა­ლი მა­რა­გე­ბია სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ იმ­პორტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ფა­სის ცვლი­ლე­ბა ჩვენ­ზე კრი­ტი­კუ­ლად არ აი­სა­ხოს. უნდა მოხ­დეს დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა ყა­ზა­ხუ­რი და უკ­რა­ი­ნუ­ლი ბაზ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით" - აცხა­დებს სი­ლა­გა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბრი­დან მა­ღა­ზი­ებ­ში პუ­რის ფას­მა, და­ახ­ლო­ე­ბით, 5-10 თეთ­რით მო­ი­მა­ტა, რის მი­ზე­ზებ­საც კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო ამ დრომ­დე სწავ­ლობს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე წელს პუ­რის მო­სა­ლოდ­ნელ ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ISET -ის თე­ბერ­ვლის თვის აგ­რო­მი­მო­ხილ­ვის მი­ხედ­ვით, 2019 წელს ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი პუ­რი­სა და პურპრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბის კი­დევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელო­დონ, რამ­დე­ნა­დაც ხორ­ბლის წარ­მო­ე­ბის პროგ­ნო­ზი 2019 წლის­თვის არც თუ ისე და­მა­ი­მე­დებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია HUB-GEORGIA–ს კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ხორ­ბლის მა­რა­გე­ბის არ­ქო­ნის პი­რო­ბებ­ში მსოფ­ლიო ფა­სის ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად აი­სა­ხე­ბა ქვე­ყა­ნა­ში პურპრო­დუქ­ტე­ბის ფას­ზე.

ამას­თან, რა­დიო "ალიტ­რას" გა­და­ცე­მა­ში "საქ­მე" "კროს­ლა­ინ ლო­ჯის­ტი­კის" დი­რექ­ტორ­მა ლაშა ფა­რუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ პუ­რის ფასი შე­საძ­ლოა გა­ორ­მაგ­დეს,რად­გან ქვე­ყა­ნა­ში მა­რა­გე­ბი არ არ­სე­ბობს.

ავტორი:

"პურის ფასის შესახებ მოლოდინები პოზიტიური არ არის" - ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

"პურის ფასის შესახებ მოლოდინები პოზიტიური არ არის" - ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

რუსეთს ხორბლის გარდამავალი მარაგები იმ დონეზე არ აქვს, რომ დაბალი ფასების მოლოდინი გვქონდეს - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ საქართველოში პურის შესაძლო გაძვირების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, პურის ფასის შესახებ მოლოდინები პოზიტიური არ არის და უფრო ნათელი წარმოდგენა მოსალოდნელი ტენდენციის შესახებ მაისში იქნება ცნობილი, როდესაც რუსეთში ხორბლის მოსავლის მოცულობის შესახებ იქნება ინფორმაცია. სილაგავას განმარტებით, სწორედ რუსეთის ბაზარზე არსებული ვითარება ახდენს დიდ გავლენას პურის ფასზე, რამდენადაც საქართველოში ხორბლის 95%-მდე სწორედ რუსეთიდანაა იმპორტირებული.

"დღესდღეობით მდგომარეობა ოდნავ გამოსწორებულია მსოფლიო ბაზრებზე, თუმცა იმის ფონზე რომ რუსეთმა გასული წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით ხორბალი გაიტანა ექსპორტზე, მას გარდამავალი მარაგები იმ დონეზე არ აქვს, რომ დაბალი ფასების მოლოდინი გვქონდეს. საკმაოდ დაძაბული ბალანსია, თუმცა ძალიან კრიტიკული მდგომარეობა შესაძლოა არ იყოს", -აღნიშნა სილაგავამ.

სილაგავა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთ გამოსავლად ხორბლის ადგილობრივი წარმოების ზრდას ასახელებს, რაც შორი პერსპექტივაა და აცხადებს, რომ ამჟამად ბაზრების დივერსიფიცირება და გარდამავალი მარაგების არსებობაა აუცილებელი რისკების შესამცირებლად და კრიზისებთან გასამკლავებლად.

"პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა ადგილობრივი წარმოებით მოხმარების 30-35%-ით დაკმაყოფილება, რაც სასურსათო უსაფრთხოებისთვის კარგი იქნებოდა, თუმცა ეს შორი პერსპექტივაა. შესაბამისად გარდამავალი მარაგებია საჭირო იმისთვის, რომ იმპორტზე დამოკიდებულების პირობებში მსოფლიო ბაზარზე ფასის ცვლილება ჩვენზე კრიტიკულად არ აისახოს. უნდა მოხდეს დივერსიფიცირება ყაზახური და უკრაინული ბაზრების გამოყენებით" - აცხადებს სილაგავა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა, რის მიზეზებსაც კონკურენციის სააგენტო ამ დრომდე სწავლობს.

ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა რამდენიმე კვლევა მიმდინარე წელს პურის მოსალოდნელ ფასთან დაკავშირებით. ISET -ის თებერვლის თვის აგრომიმოხილვის მიხედვით, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არც თუ ისე დამაიმედებლად გამოიყურება.

დღეს გამოქვეყნდა არასამთავრობო ორგანიზაცია HUB-GEORGIA–ს კვლევა, რომლის მიხედვითაც, ხორბლის მარაგების არქონის პირობებში მსოფლიო ფასის ნებისმიერი ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყანაში პურპროდუქტების ფასზე.

ამასთან, რადიო "ალიტრას" გადაცემაში "საქმე" "კროსლაინ ლოჯისტიკის" დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ პურის ფასი შესაძლოა გაორმაგდეს,რადგან ქვეყანაში მარაგები არ არსებობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ