Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემის მიერ იქ დაწურული ღვინო ჩემს ქორწილში დაილია" - კოკო გამსახურდია ბაბუის გაშენებულ ბაღზე, სადაც მათი ყველაზე ცნობილი ფოტოა გადაღებული
"მამაჩემის მიერ იქ დაწურული ღვინო ჩემს ქორწილში დაილია" - კოკო გამსახურდია ბაბუის გაშენებულ ბაღზე, სადაც მათი ყველაზე ცნობილი ფოტოა გადაღებული

ჩო­ხა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ორი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას - უფ­რო­სი­სა და უმ­ცრო­სის ცნო­ბი­ლი ფოტო კოლ­ხუ­რი კოშ­კის ბაღ­ში 1965 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. სწო­რედ ეს ფოტო გახ­და კოკო გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ჩვე­ნი სა­უბ­რის მი­ზე­ზიც. ბა­ტონ კონ­სტან­ტი­ნეს მწერ­ლის ბა­ღის გახ­სე­ნე­ბა ვთხო­ვეთ, რო­მე­ლიც კლა­სი­კოსს გე­მოვ­ნე­ბით ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი. იქ არა­ერთ მე­ბა­ღეს უმუ­შა­ვია და უამ­რა­ვი მცე­ნა­რე ხა­რობ­და. ბაღ­ში ბი­ნად­რობ­დნენ ცხო­ვე­ლე­ბიც. დიდი მწერ­ლის დრო­ინ­დელ ბაღს დღეს ძვე­ლი სახე აღარ შერ­ჩე­ნია.

კოკო გამ­სა­ხურ­დია: - კოლ­ხუ­რი კოშ­კის მშე­ნებ­ლო­ბა 1947 წელს და­ი­წყო,­ როცა მწერ­ლის ბოლო, დიდი ნა­წარ­მო­ე­ბის, მო­ნუ­მენ­ტუ­რი "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის" პირ­ვე­ლი და მე­ო­რე წიგ­ნი გა­მო­სუ­ლი იყო. შემ­დეგ მშე­ნებ­ლო­ბა შე­წყდა, რად­გან მწე­რალს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სი­ტუ­ა­ცია და­ე­ძა­ბა. სტა­ლი­ნის სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა, კი­ნა­ღამ ახა­ლი "მეგ­რელ­თა­ საქ­მე" და­ი­წყეს...

თა­ვი­დან კოლ­ხურ კოშკს გერ­მა­ნე­ლი და ია­პო­ნე­ლი ტყვე­ე­ბი აშე­ნებ­დნენ. შე­წყვე­ტის შემ­დეგ კარ­გა ხანს, 50-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დამ­დე, არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა და 1955-1956 წლებ­ში გა­ნახ­ლდა, როცა სა­ბო­ლო­ოდ ხრუშ­ჩო­ვი­სე­ულ­მა, შე­და­რე­ბით ლი­ბე­რა­ლურ­მა ხაზ­მა გა­ი­მარ­ჯვა. და­ი­წყო ე.წ. ოტ­ტე­პე­ლი, ანუ დათ­ბო­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში ირაკ­ლი აბა­ში­ძის მხარ­და­ჭე­რით და თა­ნად­გო­მით პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ცა მწერ­ლის რვა­ტო­მე­უ­ლი, კოლ­ხუ­რი კოშ­კიც ნელ-ნელა აშენ­და და იქ ბა­ღის გა­შე­ნე­ბა­საც ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

და­ირ­გო ყუ­რძნის ჯი­შე­ბი, მათ შო­რის - კოლ­ხუ­რიც. ეზოს წინა მხა­რეს ადე­სა იყო. მე ადე­სის მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ (მი­მაჩ­ნია, რომ ის სა­ერ­თოდ არ არის ყუ­რძე­ნი). უკა­ნა ეზო­ში უკე­თე­სი ჯი­შე­ბი გახ­ლდათ. ბაღი სულ, ალ­ბათ, 800-დან 1000 კვმ-მდე იქ­ნე­ბო­და. იქა­უ­რო­ბას წინ პა­ტა­რა ეზო ჰქონ­და...

ბა­ღის შე­სას­ვლელ­ში ორი მუხა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ თვი­თონ დარ­გო. იდგა ბლის ხე­ე­ბი, ხურ­მა... კოლ­ხუ­რი კოშ­კი ვა­რა­ზის­ხევს გა­დაჰ­ყუ­რებს. ად­გილს რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი აქვს. ადრე კლდე ცო­ცავ­და და ბე­ტო­ნის სარ­ტყელ­ში ჩას­ვეს. გა­და­სა­ხედ­ზე ალ­ვის ხე­ე­ბის რიგი იყო, ოღონდ ისი­ნი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­მა და რე­ლი­ე­ფის ცვლი­ლე­ბამ წა­აქ­ცია.

- კი­დევ რა ხე­ე­ბი იდგა ბაღ­ში?

- ნუ­შის ხე, რომ­ლის ქვეშ კონ­სტან­ტი­ნემ თა­ვი­სი მე­უღ­ლე, მი­რან­და ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი დაკ­რძა­ლა. ულა­მა­ზე­სი ხე იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით - გა­ზა­ფხულ­ზე, როცა ყვა­ო­და, სულ თეთ­რად გა­და­ი­პენ­ტე­ბო­და და მის ძირ­ში მიწა ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ნუ­შის ყვა­ვი­ლე­ბით იყო მო­ფე­ნი­ლი. ის ხე დღეს აღარ არის... მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მწე­რალს უდი­დე­სი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. ფაქ­ტობ­რი­ვად, კა­ლა­მი ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და.

- ცნო­ბი­ლია, რომ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ბაღ­ში შვლე­ბიც ჰყავ­და.

- ეს იყო დე­დალ-მა­მა­ლი შვლის ნუკ­რი. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ჩანს ფილმში­ "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა". ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ხში­რად და­დი­ო­და კოლ­ხურ კოშკში, რათა ის ნუკ­რი მისჩ­ვე­ო­და - ფილ­მის კად­რებ­ში ნუკ­რი შო­რე­ნას­თან ერ­თად უნდა გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. ბაღ­ში ერთი ხა­ნო­ბა ნამ­დვი­ლი კავ­კა­სი­უ­რი ჯიხ­ვიც ბი­ნად­რობ­და, რო­მე­ლიც როცა მო­ი­წყენ­და, სი­მაღ­ლე­ზე ას­ვლა სჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ ხში­რად გა­რა­ჟის სა­ხუ­რავ­ზე ახ­ტე­ბო­და ხოლ­მე. ერთი პე­რი­ო­დი ვო­ლი­ერ­ში დათ­ვიც კი იყო... მწე­რალს სახ­ლში ია­დო­ნე­ბი­ და სა­ნა­დი­როდ გაწ­ვრთნი­ლი მი­მი­ნოც ჰყავ­და. ძაღ­ლე­ბი კონ­სტან­ტი­ნეს ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და - კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი, მო­ნა­დი­რე და შოტ­ლან­დი­უ­რი ნა­გა­ზი ე.წ. კოლი ჰყავ­და.

- რაც შე­ე­ხე­ბა მე­ბა­ღე­ებს, ვინ მუ­შა­ობ­და იქ?

- ადრე იყო ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი და სა­სა­ცი­ლო კაცი, თეთ­რგვარ­დი­ე­ლი ელი­ზა­რი, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნულ-რუ­სუ­ლი ფეს­ვე­ბი ჰქონ­და და ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას შე­მორ­ჩა, რო­გორც დიდი ოინ­ბა­ზი. იგო­ნებ­და რა­ღაც ამ­ბებს, ხუმ­რობ­და, ცეკ­ვავ­და, ას­რუ­ლებ­და რუ­სულ სიმ­ღე­რებს, "ჩას­ტუშ­კებს" და ბაღს უვ­ლი­და... ის რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მო­ვი­და ახა­ლი მე­ბა­ღე არ­სენ ბა­რა­ბა­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გად უვ­ლი­და იქა­უ­რო­ბას.

- ბა­ღის მოვ­ლა­ში მწე­რა­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და?

- ბარი აეღო და და­ბარ­ვა და­ე­წყო, არ მახ­სოვს, მაგ­რამ ბაღ­ში გა­მო­დი­ო­და და იქ ყოფ­ნა უხა­რო­და... მისი "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის" პერ­სო­ნა­ჟი თა­რაშ ემ­ხვა­რიც ხომ ოც­ნე­ბობ­და ისეთ ბაღ­ზე, სა­დაც ყუ­რძენს მო­იყ­ვან­და. ვე­ნა­ხი უნ­დო­და ჰქო­ნო­და, მაგ­რამ ვერ მო­ეს­წრე­ბა, ენ­გურ­ში იხ­რჩო­ბა... სა­მა­გი­ე­როდ, მწე­რალ­მა სხვა ნა­წარ­მო­ებ­ში, "ვა­ზის ყვა­ვი­ლო­ბა­ში" კო­რინ­თე­ლი და მისი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი მე­უღ­ლე სუს­ქია და­ა­სახ­ლა ალაზ­ნის მარ­თლაც სა­მო­თხი­სე­ბურ ველ­ზე, სა­დაც ვე­ნა­ხი გა­ა­შე­ნე­ბი­ნა. ის იდი­ლია, რა­საც თა­რა­ში თა­ვის მე­უღ­ლე თა­მარ­თან ერ­თად ვერ მო­ეს­წრო, პრო­ფე­სორ კო­რინ­თელს მის­ცა - თით­ქოს­ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღად­გი­ნა.

- ბაღ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ყუ­რძნით ღვი­ნო იწუ­რე­ბო­და?

- რა თქმა უნდა. იყო მა­რა­ნიც. დღეს იქ ჩემი ძმა ცოტ­ნე წუ­რავს ღვი­ნოს, ოღონდ ყუ­რძნის ყიდ­ვა უწევს, რად­გან კოლ­ხუ­რი კოშ­კის ძვე­ლი ვე­ნა­ხი აღარ არ­სე­ბობს. მა­მა­ჩემ­მა იქა­უ­რი ყუ­რძნის ბოლო მო­სა­ვა­ლი 1987 წელს და­წუ­რა და ის ღვი­ნო ჩემს ქორ­წილ­ში და­ი­ლია. მახ­სოვს, იყო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ვარ­დე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ახალ­გაზ­რდო­ბის დრო­ინ­დე­ლი ლექ­სი, რო­მე­ლიც სწო­რედ იმ ვარ­დებ­ზეა და­წე­რი­ლი. ბაღს უხ­დე­ბო­და ხის ფან­ჩა­ტუ­რი, თუმ­ცა შემ­დეგ, რო­გორც გი­თხა­რით, იქა­უ­რო­ბას კლდის მასა მოს­წყდა და ისიც წა­ი­ღო... იდგა წიწ­ვო­ვა­ნი ხე­ე­ბიც, იყო არ­ცთუ დიდი აუზი. კოლ­ხუ­რი კოშ­კი არ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი. მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში უფრო დიდი სახ­ლე­ბი და ეზო­ე­ბი, ვიდ­რე კოლ­ხუ­რი კოშ­კი იყო, კომ­ბი­ნა­ტო­რებს ჰქონ­დათ.

- მე­ბა­ღე­ო­ბას ხომ არ მის­დევთ?

- პა­ტა­რა ბაღი მაქვს ივერ­თუ­ბან­ში, სა­დაც ოთხი ძირი ალა­დას­ტუ­რია და ორი ძი­რიც მეგ­რუ­ლი ჯიში - ჩე ხარ­და­ნი (თეთ­რი ხარ­და­ნი). ვე­ნა­ხი მხო­ლოდ ორი წლი­საა. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს არის, მაგ­რამ მაქვს რა­ღაც გეგ­მე­ბიც. გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ.

ავტორი:

"მამაჩემის მიერ იქ დაწურული ღვინო ჩემს ქორწილში დაილია" - კოკო გამსახურდია ბაბუის გაშენებულ ბაღზე, სადაც მათი ყველაზე ცნობილი ფოტოა გადაღებული

"მამაჩემის მიერ იქ დაწურული ღვინო ჩემს ქორწილში დაილია" - კოკო გამსახურდია ბაბუის გაშენებულ ბაღზე, სადაც მათი ყველაზე ცნობილი ფოტოა გადაღებული

ჩოხაში გამოწყობილი ორი კონსტანტინე გამსახურდიას - უფროსისა და უმცროსის ცნობილი ფოტო კოლხური კოშკის ბაღში 1965 წელს არის გადაღებული. სწორედ ეს ფოტო გახდა კოკო გამსახურდიასთან ჩვენი საუბრის მიზეზიც. ბატონ კონსტანტინეს მწერლის ბაღის გახსენება ვთხოვეთ, რომელიც კლასიკოსს გემოვნებით ჰქონდა მოწყობილი. იქ არაერთ მებაღეს უმუშავია და უამრავი მცენარე ხარობდა. ბაღში ბინადრობდნენ ცხოველებიც. დიდი მწერლის დროინდელ ბაღს დღეს ძველი სახე აღარ შერჩენია.

კოკო გამსახურდია: - კოლხური კოშკის მშენებლობა 1947 წელს დაიწყო, როცა მწერლის ბოლო, დიდი ნაწარმოების, მონუმენტური "დავით აღმაშენებლის" პირველი და მეორე წიგნი გამოსული იყო. შემდეგ მშენებლობა შეწყდა, რადგან მწერალს ხელისუფლებასთან სიტუაცია დაეძაბა. სტალინის სიცოცხლის ბოლო წლებში ძალიან კრიტიკული ვითარება შეიქმნა, კინაღამ ახალი "მეგრელთა საქმე" დაიწყეს...

თავიდან კოლხურ კოშკს გერმანელი და იაპონელი ტყვეები აშენებდნენ. შეწყვეტის შემდეგ კარგა ხანს, 50-იანი წლების შუა პერიოდამდე, არაფერი გაკეთებულა და 1955-1956 წლებში განახლდა, როცა საბოლოოდ ხრუშჩოვისეულმა, შედარებით ლიბერალურმა ხაზმა გაიმარჯვა. დაიწყო ე.წ. ოტტეპელი, ანუ დათბობა. იმ პერიოდში ირაკლი აბაშიძის მხარდაჭერით და თანადგომით პირველად გამოიცა მწერლის რვატომეული, კოლხური კოშკიც ნელ-ნელა აშენდა და იქ ბაღის გაშენებასაც ჩაეყარა საფუძველი.

დაირგო ყურძნის ჯიშები, მათ შორის - კოლხურიც. ეზოს წინა მხარეს ადესა იყო. მე ადესის მოყვარული არ ვარ (მიმაჩნია, რომ ის საერთოდ არ არის ყურძენი). უკანა ეზოში უკეთესი ჯიშები გახლდათ. ბაღი სულ, ალბათ, 800-დან 1000 კვმ-მდე იქნებოდა. იქაურობას წინ პატარა ეზო ჰქონდა...

ბაღის შესასვლელში ორი მუხა კონსტანტინე გამსახურდიამ თვითონ დარგო. იდგა ბლის ხეები, ხურმა... კოლხური კოშკი ვარაზისხევს გადაჰყურებს. ადგილს რთული რელიეფი აქვს. ადრე კლდე ცოცავდა და ბეტონის სარტყელში ჩასვეს. გადასახედზე ალვის ხეების რიგი იყო, ოღონდ ისინი დროთა განმავლობაში ქარმა და რელიეფის ცვლილებამ წააქცია.

- კიდევ რა ხეები იდგა ბაღში?

- ნუშის ხე, რომლის ქვეშ კონსტანტინემ თავისი მეუღლე, მირანდა ფალავანდიშვილი დაკრძალა. ულამაზესი ხე იყო, განსაკუთრებით - გაზაფხულზე, როცა ყვაოდა, სულ თეთრად გადაიპენტებოდა და მის ძირში მიწა ჩამოცვენილი ნუშის ყვავილებით იყო მოფენილი. ის ხე დღეს აღარ არის... მეუღლის გარდაცვალებამ მწერალს უდიდესი დარტყმა მიაყენა. ფაქტობრივად, კალამი ხელიდან გაუვარდა.

- ცნობილია, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ბაღში შვლებიც ჰყავდა.

- ეს იყო დედალ-მამალი შვლის ნუკრი. ერთ-ერთი მათგანი ჩანს ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა". ლალი ბადურაშვილი ხშირად დადიოდა კოლხურ კოშკში, რათა ის ნუკრი მისჩვეოდა - ფილმის კადრებში ნუკრი შორენასთან ერთად უნდა გამოჩენილიყო. ბაღში ერთი ხანობა ნამდვილი კავკასიური ჯიხვიც ბინადრობდა, რომელიც როცა მოიწყენდა, სიმაღლეზე ასვლა სჭირდებოდა, ამიტომ ხშირად გარაჟის სახურავზე ახტებოდა ხოლმე. ერთი პერიოდი ვოლიერში დათვიც კი იყო... მწერალს სახლში იადონები და სანადიროდ გაწვრთნილი მიმინოც ჰყავდა. ძაღლები კონსტანტინეს ყოველთვის უყვარდა - კავკასიური ნაგაზი, მონადირე და შოტლანდიური ნაგაზი ე.წ. კოლი ჰყავდა.

- რაც შეეხება მებაღეებს, ვინ მუშაობდა იქ?

- ადრე იყო ძალიან უცნაური და სასაცილო კაცი, თეთრგვარდიელი ელიზარი, რომელსაც უკრაინულ-რუსული ფესვები ჰქონდა და ჩემს მეხსიერებას შემორჩა, როგორც დიდი ოინბაზი. იგონებდა რაღაც ამბებს, ხუმრობდა, ცეკვავდა, ასრულებდა რუსულ სიმღერებს, "ჩასტუშკებს" და ბაღს უვლიდა... ის რომ გარდაიცვალა, მოვიდა ახალი მებაღე არსენ ბარაბაძე, რომელიც ასევე ძალიან კარგად უვლიდა იქაურობას.

- ბაღის მოვლაში მწერალიც მონაწილეობდა?

- ბარი აეღო და დაბარვა დაეწყო, არ მახსოვს, მაგრამ ბაღში გამოდიოდა და იქ ყოფნა უხაროდა... მისი "მთვარის მოტაცების" პერსონაჟი თარაშ ემხვარიც ხომ ოცნებობდა ისეთ ბაღზე, სადაც ყურძენს მოიყვანდა. ვენახი უნდოდა ჰქონოდა, მაგრამ ვერ მოესწრება, ენგურში იხრჩობა... სამაგიეროდ, მწერალმა სხვა ნაწარმოებში, "ვაზის ყვავილობაში" კორინთელი და მისი უმშვენიერესი მეუღლე სუსქია დაასახლა ალაზნის მართლაც სამოთხისებურ ველზე, სადაც ვენახი გააშენებინა. ის იდილია, რასაც თარაში თავის მეუღლე თამართან ერთად ვერ მოესწრო, პროფესორ კორინთელს მისცა - თითქოს სამართლიანობა აღადგინა.

- ბაღში მოყვანილი ყურძნით ღვინო იწურებოდა?

- რა თქმა უნდა. იყო მარანიც. დღეს იქ ჩემი ძმა ცოტნე წურავს ღვინოს, ოღონდ ყურძნის ყიდვა უწევს, რადგან კოლხური კოშკის ძველი ვენახი აღარ არსებობს. მამაჩემმა იქაური ყურძნის ბოლო მოსავალი 1987 წელს დაწურა და ის ღვინო ჩემს ქორწილში დაილია. მახსოვს, იყო ძალიან ლამაზი ვარდები. მოგვიანებით ჩვენ აღმოვაჩინეთ ზვიად გამსახურდიას ახალგაზრდობის დროინდელი ლექსი, რომელიც სწორედ იმ ვარდებზეა დაწერილი. ბაღს უხდებოდა ხის ფანჩატური, თუმცა შემდეგ, როგორც გითხარით, იქაურობას კლდის მასა მოსწყდა და ისიც წაიღო... იდგა წიწვოვანი ხეებიც, იყო არცთუ დიდი აუზი. კოლხური კოშკი არ არის განსაკუთრებულად დიდი. მაშინ საბჭოთა კავშირში უფრო დიდი სახლები და ეზოები, ვიდრე კოლხური კოშკი იყო, კომბინატორებს ჰქონდათ.

- მებაღეობას ხომ არ მისდევთ?

- პატარა ბაღი მაქვს ივერთუბანში, სადაც ოთხი ძირი ალადასტურია და ორი ძირიც მეგრული ჯიში - ჩე ხარდანი (თეთრი ხარდანი). ვენახი მხოლოდ ორი წლისაა. ჯერჯერობით ეს არის, მაგრამ მაქვს რაღაც გეგმებიც. გაჩერებას არ ვაპირებ.

გიორგი ხვედელიანი - დღეს საქართველოს პარლამენტი ხალხის არ არის

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ვაქცინების შესანახ მაცივარში "ტემპერატურული რეჟიმიდან გადახრა დაფიქსირდა“ - გაფუჭდა თუ არა ვაქცინები?

"პანდემიის "მეოთხე ტალღა" ნამდვილად იქნება, მაგრამ რა სიმძლავრის..." - რას ამბობს ექიმი-ეპიდემიოლოგი?