მსოფლიო
სპორტი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდაცვლილ დედას რომ დავყურებდი, იგივე განცდა მექნება დამწვარი ტაძრის დანახვაზე" - რას ჰყვება ქართველი მხატვარი, რომელმაც ნოტრ-დამი 60-ჯერ დახატა
"გარდაცვლილ დედას რომ დავყურებდი, იგივე განცდა მექნება დამწვარი ტაძრის დანახვაზე" - რას ჰყვება ქართველი მხატვარი, რომელმაც ნოტრ-დამი 60-ჯერ დახატა

პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა მსოფ­ლი­ო­ში არა­ვინ და­ტო­ვა გულ­გრი­ლი... ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი რეზო ადა­მია, რო­მელ­მაც პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარს ესსე მი­უ­ძღვნა და და­ახ­ლო­ე­ბით, სა­მო­ცჯერ და­ხა­ტა იგი, თა­ვის ემო­ცი­ებს გვი­ზი­ა­რებს. ფრან­გებ­მა ადა­მი­ას ნა­ხა­ტი, დიდი მხატ­ვრე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის გვერ­დით, ბა­რა­თე­ბად და­ბეჭ­დეს და მთელ მსოფ­ლი­ო­ში ათი­ა­თა­სო­ბით იყი­დე­ბო­და.

მხატ­ვარს, პა­რი­ზის პე­ი­ზა­ჟე­ბის შექ­მნის­თვის, ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იწ­ვევ­დნენ მსოფ­ლიო ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში. პა­რი­ზის უძ­ვე­ლე­სი რეს­ტორ­ნის მე­პატ­რო­ნემ კედ­ლი­დან ჩა­მოხ­სნა ყვე­ლა ნა­ხა­ტი და რეზო ადა­მი­ას მიერ და­ხა­ტუ­ლი პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის 18 ნა­ხა­ტი გა­ნა­თავ­სა. მხატ­ვარს ტაძ­რის 20 ნა­ხა­ტი აქვს თბი­ლის­ში და ამ­ბობს, რომ სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა ზუ­რაბ წე­რეთ­ლის მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ი­ფი­ნოს.

რეზო ადა­მია:

- ბევ­რი წლის წინ პა­რიზ­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მქონ­და და იქ ჩას­ვლი­სას, თვითმფრი­ნა­ვი­დან რომ ვეშ­ვე­ბო­დი, წარ­მო­სახ­ვა­ში ფრან­გმა გე­ნი­ო­სებ­მა გა­ი­ელ­ვეს - ოგი­უსტ რო­დე­ნი, ონო­რე დე ბალ­ზა­კი, პოლ სე­ზა­ნი, ვინ­სენტ ვან გოგი... ვუ­ყუ­რებ­დი ზე­მო­დან ქა­ლაქს და ვფიქ­რობ­დი, რომ იქ ქმნიდ­ნენ ეს გე­ნი­ე­ბი სა­ოც­რე­ბებს! ერთი სული მქონ­და, რო­დის დავ­დგამ­დი ფეხს პა­რიზ­ში და როცა ქა­ლაქ­ში შე­ვე­დით, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი - სა­მო­თხე­ზე უკე­თეს ად­გილ­ზე რომ მოვ­ხვდი. უკვე სა­ღა­მო იყო და ქარ­თულ სა­ელ­ჩო­ში მი­სუ­ლი ვიხ­ვე­წე­ბო­დი, ამა­ღამ ვერ და­ვი­ძი­ნებ, გე­მუ­და­რე­ბით მაჩ­ვე­ნეთ პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი-მეთ­ქი. სა­ელ­ჩო­ში მან­ქა­ნე­ბი ჰყავ­დათ, სურ­ვი­ლი შე­მის­რუ­ლეს, გა­მიყ­ვა­ნეს და არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ის გან­ცდა.

ხიდ­თან ვი­დე­ქი და შევ­ყუ­რებ­დი ღა­მის შუ­ქე­ბით გა­ნა­თე­ბულ ნოტ­რდამს... არ არ­სე­ბობს იმა­ზე დიდი გან­ცდა, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც ამ ტაძ­რის ნახ­ვამ მო­ახ­დი­ნა! ვამ­ბობ­დი მარ­თლაც ასე­თი უნდა იყოს ღვთის სახ­ლი-მეთ­ქი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თით­ქმის ყო­ველ­დღე მივ­დი­ო­დი ტა­ძარ­ში, იქ სან­თელს ვან­თებ­დი, ან ეს­სეს ვწერ­დი, ან ტა­ძარს ვხა­ტავ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით სა­მო­ცჯერ დავ­ხა­ტე და ნა­ხა­ტე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი - ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში... კონ­კურ­სში რომ გა­ვი­მარ­ჯვე და მსოფ­ლიო ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში მი­მი­ღეს, ათი წელი მიწ­ვევ­დნენ ფრან­გე­ბი.

პა­რი­ზის ღვთის­მშობლს ტაძ­რის უკან იყო ჩვე­ნი ცენ­ტრი და დი­ლით სა­მუ­შა­ოდ რომ გავ­დი­ო­დი, ტა­ძარ­თან უნდა გა­მევ­ლო, ან ტა­ძა­რი უნდა და­მე­ხა­ტა. პა­რი­ზის პე­ი­ზა­ჟებს ვხა­ტავ­დი და ამი­ტო­მაც ფრან­გე­ბი ერთი წლის ნაც­ვლად, ათი წელი მიწ­ვევ­დნენ. ტაძ­რი­დან ქვე­ბი ცვი­ო­და, ერთი ქვა ავი­ღე და ჩემ­თან მაქვს თბი­ლის­ში, რო­მელ­საც დიდი რუ­დუ­ნე­ბით ვი­ნა­ხავ... ისე­თი ქვე­ბით არის აშე­ნე­ბუ­ლი, მზის სხი­ვე­ბის­გან ად­ვი­ლად იშ­ლე­ბა.

ჰი­უ­გოს დროს იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, რომ ჰი­უ­გომ დიდი ამ­ბა­ვი ატე­ხა, მთავ­რო­ბა შე­ა­წუ­ხა და იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და დიდი რეს­ტავ­რა­ცია ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. მე რო­დე­საც ტა­ძარ­ში მივ­დი­ო­დი, იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა იყო, ტა­ძარს სულ თავს ევ­ლე­ბოდ­ნენ და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ტუ­რის­ტე­ბიც იქ ტრი­ა­ლებ­დნენ.

- რო­გორც ახ­სე­ნეთ პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­თან ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე მი­დი­ო­დით...

- დიახ და თით­ქოს მა­ინც არ მყოფ­ნი­და... ზუს­ტად იგი­ვე მე­მარ­თე­ბა მცხე­თის ჯვარ­თან ყოფ­ნი­სას, სულ იქ მსურს ვიყო! არ შე­იძ­ლე­ბა კაცი დაკ­მა­ყო­ფილ­დე და ყო­ველ ნახ­ვა­ზე ახა­ლი არ აღ­მო­ა­ჩი­ნო! მარ­თა­ლია, შე­ნო­ბე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი ემო­ცი­უ­რად მცხე­თის ჯვარს მა­გო­ნებს... უამ­რა­ვი ხე­ლო­ვა­ნი იყო, ჩემ­სა­ვით, მო­ნუს­ხუ­ლი პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რით. უც­ნა­უ­რია, რუ­სე­ბი­დან მხო­ლოდ ორმა თუ და­ხა­ტა.

რო­დე­საც პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი იწ­ვო­და, ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუ­ყუ­რებ­დი კად­რებს და ვერ ვი­ჯე­რებ­დი. ვე­რაფ­რით წარ­მო­მედ­გი­ნა ტა­ძარს თუ ცე­ცხლი გა­უჩ­ნდე­ბო­და. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, რომ ვერ აქ­რობ­დნენ და ოჯა­ხის წევ­რებს ვე­უბ­ნე­ბო­დი, ალ­ბათ მოვ­კვდე­ბი ამ სუ­რა­თის შემ­ყუ­რე-მეთ­ქი... სა­ში­ნელ დღე­ში ვი­ყა­ვი, სრუ­ლი­ად მოშ­ხა­მუ­ლი და მა­ი­მე­დებ­დნენ ნუ გე­ში­ნია, უშ­ვე­ლი­ა­ნო. იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი აღ­დგე­ბა, მაგ­რამ შიგ­ნით რომ შეხ­ვი­დო­დი, სიძ­ვე­ლის სუნი, უძ­ვე­ლე­სი ტყა­ვის სკა­მე­ბი, ის ყვე­ლა­ფე­რი ხომ სულ სხვა იყო... რაც მოხ­და, მსოფ­ლიო ტრა­გე­დი­აა! ვიხ­სე­ნებ­დი, გერ­მა­ნე­ლი ფა­შის­ტე­ბი რომ საფ­რან­გეთ­ში შე­ვიდ­ნენ და პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი არც გა­უ­კაწ­რი­ათ... სა­ში­ნე­ლი ომი იყო, მაგ­რამ ტა­ძარს ვერც მი­ე­კარ­ნენ, რო­გორც სა­კუ­თარს ისე ექ­ცე­ოდ­ნენ...

- ალ­ბათ მალე ისევ ჩახ­ვალთ პა­რიზ­ში და რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ტა­ძარ­თან მის­ვლა?

- ამის გა­ფიქ­რე­ბაც აღარ მინ­და, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვნა­ხო, სხვა გზა არ არის... რას ვი­ზამთ ცხოვ­რე­ბა ასე­თია! გარ­დაც­ვლილ დე­დას დავ­ყუ­რებ­დი, ვგლო­ვობ­დი და ვე­ფო­ფი­ნე­ბო­დი... იგი­ვე გან­ცდა მექ­ნე­ბა, რო­დე­საც პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის დამ­წვარ ტა­ძარ­თან მი­ვალ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"გარდაცვლილ დედას რომ დავყურებდი, იგივე განცდა მექნება დამწვარი ტაძრის დანახვაზე" - რას ჰყვება ქართველი მხატვარი, რომელმაც ნოტრ-დამი 60-ჯერ დახატა

"გარდაცვლილ დედას რომ დავყურებდი, იგივე განცდა მექნება დამწვარი ტაძრის დანახვაზე" - რას ჰყვება ქართველი მხატვარი, რომელმაც ნოტრ-დამი 60-ჯერ დახატა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა მსოფლიოში არავინ დატოვა გულგრილი... ცნობილი ქართველი მხატვარი რეზო ადამია, რომელმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ესსე მიუძღვნა და დაახლოებით, სამოცჯერ დახატა იგი, თავის ემოციებს გვიზიარებს. ფრანგებმა ადამიას ნახატი, დიდი მხატვრების შემოქმედების გვერდით, ბარათებად დაბეჭდეს და მთელ მსოფლიოში ათიათასობით იყიდებოდა.

მხატვარს, პარიზის პეიზაჟების შექმნისთვის, ათი წლის განმავლობაში იწვევდნენ მსოფლიო ხელოვნების ცენტრში. პარიზის უძველესი რესტორნის მეპატრონემ კედლიდან ჩამოხსნა ყველა ნახატი და რეზო ადამიას მიერ დახატული პარიზის ღვთისმშობლის 18 ნახატი განათავსა. მხატვარს ტაძრის 20 ნახატი აქვს თბილისში და ამბობს, რომ სასურველი იქნება ზურაბ წერეთლის მუზეუმში გამოიფინოს.

რეზო ადამია:

- ბევრი წლის წინ პარიზში პერსონალური გამოფენა მქონდა და იქ ჩასვლისას, თვითმფრინავიდან რომ ვეშვებოდი, წარმოსახვაში ფრანგმა გენიოსებმა გაიელვეს - ოგიუსტ როდენი, ონორე დე ბალზაკი, პოლ სეზანი, ვინსენტ ვან გოგი... ვუყურებდი ზემოდან ქალაქს და ვფიქრობდი, რომ იქ ქმნიდნენ ეს გენიები საოცრებებს! ერთი სული მქონდა, როდის დავდგამდი ფეხს პარიზში და როცა ქალაქში შევედით, გაოგნებული ვიყავი - სამოთხეზე უკეთეს ადგილზე რომ მოვხვდი. უკვე საღამო იყო და ქართულ საელჩოში მისული ვიხვეწებოდი, ამაღამ ვერ დავიძინებ, გემუდარებით მაჩვენეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი-მეთქი. საელჩოში მანქანები ჰყავდათ, სურვილი შემისრულეს, გამიყვანეს და არასოდეს დამავიწყდება ის განცდა.

ხიდთან ვიდექი და შევყურებდი ღამის შუქებით განათებულ ნოტრდამს... არ არსებობს იმაზე დიდი განცდა, რა შთაბეჭდილებაც ამ ტაძრის ნახვამ მოახდინა! ვამბობდი მართლაც ასეთი უნდა იყოს ღვთის სახლი-მეთქი. წარმოიდგინეთ, თითქმის ყოველდღე მივდიოდი ტაძარში, იქ სანთელს ვანთებდი, ან ესსეს ვწერდი, ან ტაძარს ვხატავდი. დაახლოებით სამოცჯერ დავხატე და ნახატები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული - ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში... კონკურსში რომ გავიმარჯვე და მსოფლიო ხელოვნების ცენტრში მიმიღეს, ათი წელი მიწვევდნენ ფრანგები.

პარიზის ღვთისმშობლს ტაძრის უკან იყო ჩვენი ცენტრი და დილით სამუშაოდ რომ გავდიოდი, ტაძართან უნდა გამევლო, ან ტაძარი უნდა დამეხატა. პარიზის პეიზაჟებს ვხატავდი და ამიტომაც ფრანგები ერთი წლის ნაცვლად, ათი წელი მიწვევდნენ. ტაძრიდან ქვები ცვიოდა, ერთი ქვა ავიღე და ჩემთან მაქვს თბილისში, რომელსაც დიდი რუდუნებით ვინახავ... ისეთი ქვებით არის აშენებული, მზის სხივებისგან ადვილად იშლება.

ჰიუგოს დროს იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, რომ ჰიუგომ დიდი ამბავი ატეხა, მთავრობა შეაწუხა და იძულებული გახადა დიდი რესტავრაცია ჩაეტარებინათ. მე როდესაც ტაძარში მივდიოდი, იმ პერიოდში ძალიან დიდი ყურადღება იყო, ტაძარს სულ თავს ევლებოდნენ და მთელი მსოფლიოს ტურისტებიც იქ ტრიალებდნენ.

- როგორც ახსენეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან ათი წლის განმავლობაში ყოველდღე მიდიოდით...

- დიახ და თითქოს მაინც არ მყოფნიდა... ზუსტად იგივე მემართება მცხეთის ჯვართან ყოფნისას, სულ იქ მსურს ვიყო! არ შეიძლება კაცი დაკმაყოფილდე და ყოველ ნახვაზე ახალი არ აღმოაჩინო! მართალია, შენობები განსხვავებულია, მაგრამ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ემოციურად მცხეთის ჯვარს მაგონებს... უამრავი ხელოვანი იყო, ჩემსავით, მონუსხული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრით. უცნაურია, რუსებიდან მხოლოდ ორმა თუ დახატა.

როდესაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვოდა, ტელევიზიით ვუყურებდი კადრებს და ვერ ვიჯერებდი. ვერაფრით წარმომედგინა ტაძარს თუ ცეცხლი გაუჩნდებოდა. საშინელება იყო, რომ ვერ აქრობდნენ და ოჯახის წევრებს ვეუბნებოდი, ალბათ მოვკვდები ამ სურათის შემყურე-მეთქი... საშინელ დღეში ვიყავი, სრულიად მოშხამული და მაიმედებდნენ ნუ გეშინია, უშველიანო. იმედი მაქვს, ყველაფერი აღდგება, მაგრამ შიგნით რომ შეხვიდოდი, სიძველის სუნი, უძველესი ტყავის სკამები, ის ყველაფერი ხომ სულ სხვა იყო... რაც მოხდა, მსოფლიო ტრაგედიაა! ვიხსენებდი, გერმანელი ფაშისტები რომ საფრანგეთში შევიდნენ და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არც გაუკაწრიათ... საშინელი ომი იყო, მაგრამ ტაძარს ვერც მიეკარნენ, როგორც საკუთარს ისე ექცეოდნენ...

- ალბათ მალე ისევ ჩახვალთ პარიზში და როგორ წარმოგიდგენიათ ტაძართან მისვლა?

- ამის გაფიქრებაც აღარ მინდა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო, სხვა გზა არ არის... რას ვიზამთ ცხოვრება ასეთია! გარდაცვლილ დედას დავყურებდი, ვგლოვობდი და ვეფოფინებოდი... იგივე განცდა მექნება, როდესაც პარიზის ღვთისმშობლის დამწვარ ტაძართან მივალ...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი