რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად საუკეთესო რუსი სპეციალისტების გაგზავნა შესთავაზა.
როგორც კრემლის პრესსამსახურში აცხადებენ, რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას წერილი გაუგზავნა, რომელშიც თანაგრძნობა გამოუცხადა ნოტრ-დამში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით.
„ნოტრ-დამი საფრანგეთის ისტორიული სიმბოლოა. ის ევროპული და მსოფლიო კულტურის ფასდაუდებელი საგანძურია. ის უბედურება, რომელიც პარიზში დატრიალდა, ტკივილის მომტანია ჩვენთვის“, - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის წერილში.
რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი გახდება ტაძრის აღდგენა და ფრანგ კოლეგას საუკეთესო რუსი სპეციალისტების გაგზავნა შესთავაზა.