პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 აპრილს Fuckup Nights Tbilisi-ს დაბადების დღეა - რა გელოდებათ საიუბილეო ღონისძიებაზე?
18 აპრილს Fuckup Nights Tbilisi-ს დაბადების დღეა - რა გელოდებათ საიუბილეო ღონისძიებაზე?

„ხან­და­ხან გა­ი­მარ­ჯვებ, ხან­და­ხან ის­წავ­ლი“ - მწერ­ლი­სა და ორა­ტო­რის, ჯონ მაქსვე­ლის წიგ­ნის ეს სა­თა­უ­რი მსოფ­ლი­ო­ში თით­ქმის ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია და ბევ­რი მომ­ხრეც ჰყავს. მარ­თლაც, მარ­ცხის გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა ხში­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას არ ნიშ­ნავს, სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სხვის მარ­ცხზე სწავ­ლა უკე­თე­სია, ვიდ­რე სა­კუ­თარ­ზე. სწო­რედ ეს არის მსოფ­ლიო მოძ­რა­ო­ბა Fuckup Nights-ის მი­ზა­ნი - ვის­წავ­ლოთ, ოღონდ სხვის შეც­დო­მებ­ზე.

Fuckup Nights-ის თბი­ლი­სის მოძ­რა­ო­ბას 18 აპ­რილს 1 წელი შე­უს­რულ­დე­ბა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რია საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მას აქ­ტი­უ­რად ეს­წრე­ბი­ან რო­გორც ან­ტერპრე­ნე­რე­ბი, ისე სტარ­ტა­პე­რე­ბი, მე­ნე­ჯე­რე­ბი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც სხვის შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლა და დრო­ის კარგ გა­რე­მო­ში, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბა სურთ.

1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­კუ­თა­რი მარ­ცხის ის­ტო­რია აუ­დი­ტო­რი­ას 44-მა წარ­მა­ტე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა გა­უ­ზი­ა­რა, Fuckup Nights Tbilisi-ს სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე კი სა­კუ­თა­რი მარ­ცხის შე­სა­ხებ უკვე 48-ე სპი­კე­რი მოყ­ვე­ბა.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა პირ­ვე­ლი სპი­კე­რი უკვე და­ა­სა­ხე­ლეს. ეს მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კახა ბა­კუ­რა­ძე იქ­ნე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი სამი სპი­კე­რის შე­სა­ხებ კი მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

Fuckup Nights-ის თბი­ლი­სის მოძ­რა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან Tbilisi Startap Bureau და Impact Hub Tbilisi; Tbilisi Startup Bureau-ს თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი კი - გური ქო­ი­ა­ვა და ჰაიკ ას­რი­ან­ცი. ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ Tbilisi Startup Bureau-ს და­ფუძ­ნე­ბის მი­ზა­ნი თბი­ლის­ში სტარ­ტაპ-ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა. ამის­თვის მათ შე­სა­ბა­მი­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყეს, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი Fuckup Nights Tbilisi-ია.

Fuckup Nights არის გლო­ბა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა და ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რია, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლი მარ­ცხის ის­ტო­რი­ებს გად­მოს­ცემს. თვე­ში ერთხელ, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში 3-4 წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ საქ­მი­ან წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას უზი­ა­რებს.

რა არის Fukcup Nights-ის ძი­რი­თა­დი თემა?

ბიზ­ნე­სის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლებ­საც მარ­ცხი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა მოჰ­ყვა, პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც გა­ფუჭ­და, პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რია 2012 წელს მექ­სი­კა­ში და­ი­წყო და დღეს უკვე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 84 ქვე­ყა­ნა­სა და 300-ზე მეტ ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის თბი­ლის­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სად და რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა Fuckup Nights Tbilisi-ს სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბა?

18 აპ­რილს, ხუთ­შა­ბათს, 20:00 სა­ათ­ზე, „ფაბ­რი­კა­ში“ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნე­სის­ტო­რი­ე­ბი გე­ლით. ასე­ვე, დროს სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში, სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის ადა­მი­ან­თან გა­ა­ტა­რებთ. შეძ­ლებთ, შე­ი­ძი­ნოთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი თუ პარტნი­ო­რე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერ­ში კი Fuckup Nights და­გეხ­მა­რე­ბათ.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის! Fuckup Nights-ის ტრა­დი­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ დიდი წვე­უ­ლე­ბა გე­ლო­დე­ბათ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რი­ის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, წვე­უ­ლე­ბა ხუთ­შა­ბათს, 23:00 სა­ათ­ზე „პო­ლი­ტი­კა“-ში გა­ი­მარ­თე­ბა.

რაც მთა­ვა­რია, Fuckup Nights Tbilisi-ს მე-12 ღო­ნის­ძი­ე­ბის ვა­ლი­დუ­რი ბი­ლე­თის მქო­ნე ყვე­ლა პი­რის­თვის შეს­ვლა უფა­სოა! წვე­უ­ლე­ბის Line-up კი ასე­თია: JL a.k.a. President; Stimmhalt (Crosstown Rebels).

Fuckup Nights Tbilisi-ს მე-12 ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო და თბი­ლი­სის ღა­მის ეკო­ნო­მი­კა.

რაც შე­ე­ხე­ბა პარტნი­ო­რებს, მათი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია:Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კე­და­რი­ვენ­ჩერს, ლურ­ჯი ოკე­ა­ნე • Blue Oceanწარ­მა­ტე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა, UniPAY, Wolt, ქარ­ვა • Karva, Jim BeamდაBorjomi • ბორ­ჯო­მი. ასე­ვე, ღო­ნის­ძი­ე­ბის­მე­დი­ა­პარტნი­ო­რე­ბი­ა­რი­ანMarketer.ge, Entrepreneur Georgia, ინ­დი­გო • Indigo, bpn.ge • ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი­და 4U.ge.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ლე­თებს, მათი შე­ძე­ნა შემ­დეგ ბმუ­ლებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი:

Eventer.ge — https://eventer.ge/event/fuckup-nights-tbilisi-vol-12-1-year-anniversary-party/1216/ka;

Biletebi.ge — https://biletebi.ge/tbilisi-startup-bureau/fuckup-nights-tbilisi-vol-12-1-year-anniversary-party-fuckup-nights-tbilisi-vol-12-1-year-anniversary-party;

TKT.ge — http://tkt.ge/Anniversary; Eventikz — https://eventikz.com/event/158/Fuckup-Nights-Tbilisi-vol-12-1-Year-Anniversary-Party

Fuckup Nights Tbilisi-ს და­ბა­დე­ბის დღე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გე­ლო­დე­ბათ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

18 აპრილს Fuckup Nights Tbilisi-ს დაბადების დღეა - რა გელოდებათ საიუბილეო ღონისძიებაზე?

18 აპრილს Fuckup Nights Tbilisi-ს დაბადების დღეა - რა გელოდებათ საიუბილეო ღონისძიებაზე?

„ხანდახან გაიმარჯვებ, ხანდახან ისწავლი“ - მწერლისა და ორატორის, ჯონ მაქსველის წიგნის ეს სათაური მსოფლიოში თითქმის ყველასთვის ცნობილია და ბევრი მომხრეც ჰყავს. მართლაც, მარცხის გარეშე წარმატების მიღწევა ხშირად შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვება წარუმატებლობას არ ნიშნავს, სწრაფად განვითარებისთვის სხვის მარცხზე სწავლა უკეთესია, ვიდრე საკუთარზე. სწორედ ეს არის მსოფლიო მოძრაობა Fuckup Nights-ის მიზანი - ვისწავლოთ, ოღონდ სხვის შეცდომებზე.

Fuckup Nights-ის თბილისის მოძრაობას 18 აპრილს 1 წელი შეუსრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ღონისძიებათა სერია საკმაოდ პოპულარული გახდა. მას აქტიურად ესწრებიან როგორც ანტერპრენერები, ისე სტარტაპერები, მენეჯერები, აღმასრულებელი დირექტორები, ბიზნესმენები, შემოქმედებითი პროფესიონალები და სტუდენტები, რომელთაც სხვის შეცდომებზე სწავლა და დროის კარგ გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გატარება სურთ.

1 წლის განმავლობაში, საკუთარი მარცხის ისტორია აუდიტორიას 44-მა წარმატებულმა ადამიანმა გაუზიარა, Fuckup Nights Tbilisi-ს საიუბილეო ღონისძიებაზე კი საკუთარი მარცხის შესახებ უკვე 48-ე სპიკერი მოყვება.

ორგანიზატორებმა პირველი სპიკერი უკვე დაასახელეს. ეს მოძრაობის თეატრის დამფუძნებელი კახა ბაკურაძე იქნება. დანარჩენი სამი სპიკერის შესახებ კი მალე გახდება ცნობილი.

Fuckup Nights-ის თბილისის მოძრაობის ორგანიზატორები არიან Tbilisi Startap Bureau და Impact Hub Tbilisi; Tbilisi Startup Bureau-ს თანადამფუძნებლები კი - გური ქოიავა და ჰაიკ ასრიანცი. ისინი აღნიშნავენ, რომ Tbilisi Startup Bureau-ს დაფუძნების მიზანი თბილისში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა. ამისთვის მათ შესაბამისი პროექტების განხორციელება დაიწყეს, რომლის წარმატებული მაგალითი Fuckup Nights Tbilisi-ია.

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერია, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

რა არის Fukcup Nights-ის ძირითადი თემა?

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მარცხი და იმედგაცრუება მოჰყვა, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი, რომელიც წარუმატებელი გამოდგა.

ღონისძიებათა სერია 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც მიმდინარეობს.

სად და როდის გაიმართება Fuckup Nights Tbilisi-ს საიუბილეო ღონისძიება?

18 აპრილს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, „ფაბრიკაში“ ყველაზე საინტერესო ბიზნესისტორიები გელით. ასევე, დროს სასიამოვნო გარემოში, სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის ადამიანთან გაატარებთ. შეძლებთ, შეიძინოთ ახალი მეგობრები თუ პარტნიორები. ამ ყველაფერში კი Fuckup Nights დაგეხმარებათ.

ეს ყველაფერი არ არის! Fuckup Nights-ის ტრადიციული ღონისძიების შემდეგ დიდი წვეულება გელოდებათ. ღონისძიებათა სერიის დაბადების დღის აღსანიშნავად, წვეულება ხუთშაბათს, 23:00 საათზე „პოლიტიკა“-ში გაიმართება.

რაც მთავარია, Fuckup Nights Tbilisi-ს მე-12 ღონისძიების ვალიდური ბილეთის მქონე ყველა პირისთვის შესვლა უფასოა! წვეულების Line-up კი ასეთია: JL a.k.a. President; Stimmhalt (Crosstown Rebels).

Fuckup Nights Tbilisi-ს მე-12 ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და თბილისის ღამის ეკონომიკა.

რაც შეეხება პარტნიორებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარივენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Oceanწარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, ქარვა • Karva, Jim BeamდაBorjomi • ბორჯომი. ასევე, ღონისძიებისმედიაპარტნიორებიარიანMarketer.ge, Entrepreneur Georgia, ინდიგო • Indigo, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსიდა 4U.ge.

რაც შეეხება ბილეთებს, მათი შეძენა შემდეგ ბმულებზეა შესაძლებელი:

Eventer.ge — https://eventer.ge/event/fuckup-nights-tbilisi-vol-12-1-year-anniversary-party/1216/ka;

Biletebi.ge — https://biletebi.ge/tbilisi-startup-bureau/fuckup-nights-tbilisi-vol-12-1-year-anniversary-party-fuckup-nights-tbilisi-vol-12-1-year-anniversary-party;

TKT.ge — http://tkt.ge/Anniversary; Eventikz — https://eventikz.com/event/158/Fuckup-Nights-Tbilisi-vol-12-1-Year-Anniversary-Party

Fuckup Nights Tbilisi-ს დაბადების დღეზე განსაკუთრებული ღონისძიება გელოდებათ!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი