მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარიზში მთელი ღამე ეკლესიების ზარების რეკვა ისმოდა - რა გადარჩა ნოტრ-დამისგან
პარიზში მთელი ღამე ეკლესიების ზარების რეკვა ისმოდა - რა გადარჩა ნოტრ-დამისგან

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი პი­რო­ბას დებს, რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარს აღად­გე­ნენ, ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

მე­ხან­ძრე­ებ­მა შეძ­ლეს 850 წლის წინ აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბის ქვის მთა­ვა­რი სტრუქ­ტუ­რა და ორი კოშ­კი ცე­ცხლის­გან გა­და­ერ­ჩი­ნათ, თუმ­ცა ჭერი ჩა­მო­ი­შა­ლა.

ხან­ძრის კონ­ტრო­ლი მაშ­ვე­ლებ­მა მხო­ლოდ და­წყე­ბი­დან 9 სა­ა­თის შემ­დეგ შეძ­ლეს. მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ხან­ძა­რი ტა­ძარ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს უკავ­შირ­დე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რა მომ­ხდარს იძი­ებს.

გუ­შინ ღა­მით ად­გილ­ზე მი­სულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „ყვე­ლა­ზე ცუ­დის თა­ვი­დან არი­დე­ბა შეძ­ლეს“ და ტაძ­რის მთა­ვა­რი სტრუქ­ტუ­რა გა­დარ­ჩა. პრე­ზი­დენ­ტი თან­ხის მო­ძი­ე­ბის კამ­პა­ნი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით გეგ­მავს.

Washington Examiner წერს, რომ აშშ პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი აპი­რებს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­მარ­თვას ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან, რის შემ­დე­გაც ის თხოვ­ნით მი­მარ­თავს კონ­გრესს, გა­ი­ღოს ტაძ­რის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო სრუ­ლი თან­ხის 17.83%. ეს ციფ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რად არის შერ­ჩე­უ­ლი - სწო­რედ 1783 წლის „პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბის“ შე­დე­გად დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა აშშ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა.

ცე­ცხლი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 18:30 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა და ეკ­ლე­სი­ის სა­ხუ­რავს სწრა­ფად მო­ე­დო.

ფო­ტო­ზე წით­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხუ­რა­ვის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ცე­ცხლის შე­დე­გად ჩა­მო­ი­შა­ლა

სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებ­მა შეძ­ლეს, გა­და­ერ­ჩი­ნათ ხე­ლოვ­ნე­ბის ძვირ­ფა­სი ნი­მუ­შე­ბი და რე­ლი­გი­უ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბი, მათ შო­რის გვირ­გვი­ნი, რო­მე­ლიც, გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ქრის­ტეს ჯვარ­ცმამ­დე ეკე­თა. გა­დარ­ჩა ლუი IX-ის შე­სა­მო­სე­ლიც.

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­რი­ზის ქუ­ჩე­ბი ხალ­ხით იყო სავ­სე, ისი­ნი ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ ტა­ძარს ადევ­ნებ­დნენ თვალ­ყურს. ხალ­ხის ნა­წი­ლი ტი­რო­და, ნა­წი­ლი კი სა­გა­ლობ­ლებს მღე­რო­და. საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და ეკ­ლე­სი­ე­ბის ზა­რე­ბის რეკ­ვა.

„ნოტრ-დამი იწ­ვის, საფ­რან­გე­თი ტი­რის და მას­თან ერ­თად მთე­ლი მსოფ­ლიო. ეს უზო­მოდ ემო­ცი­უ­რია,“ - გა­ნა­ცხა­და პა­რი­ზის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა.

ვა­ტი­კა­ნი მომ­ხდა­რის გამო უზო­მო მწუ­ხა­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს, დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კი მომ­ხდარს „სა­ში­ნე­ლე­ბად“ აფა­სებს.

იუ­ნეს­კო აცხა­დებს, რომ „დგას საფ­რან­გე­თის მხა­რეს, რომ გა­და­არ­ჩი­ნოს და აღად­გი­ნოს შე­უ­ფა­სე­ბე­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა“, რო­მელ­საც წე­ლი­წად­ში თით­ქმის 13 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა ნოტრ-დამს „საფ­რან­გე­თი­სა და ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის სიმ­ბო­ლო“ უწო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

პარიზში მთელი ღამე ეკლესიების ზარების რეკვა ისმოდა - რა გადარჩა ნოტრ-დამისგან

პარიზში მთელი ღამე ეკლესიების ზარების რეკვა ისმოდა - რა გადარჩა ნოტრ-დამისგან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირობას დებს, რომ შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენენ, ამის შესახებ BBC წერს.

მეხანძრეებმა შეძლეს 850 წლის წინ აშენებული შენობის ქვის მთავარი სტრუქტურა და ორი კოშკი ცეცხლისგან გადაერჩინათ, თუმცა ჭერი ჩამოიშალა.

ხანძრის კონტროლი მაშველებმა მხოლოდ დაწყებიდან 9 საათის შემდეგ შეძლეს. მიზეზი უცნობია, თუმცა სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ხანძარი ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. პროკურატურა მომხდარს იძიებს.

გუშინ ღამით ადგილზე მისულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ყველაზე ცუდის თავიდან არიდება შეძლეს“ და ტაძრის მთავარი სტრუქტურა გადარჩა. პრეზიდენტი თანხის მოძიების კამპანიას საერთაშორისო მასშტაბით გეგმავს.

Washington Examiner წერს, რომ აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს კონსულტაციების გამართვას ემანუელ მაკრონთან, რის შემდეგაც ის თხოვნით მიმართავს კონგრესს, გაიღოს ტაძრის რეკონსტრუქციისთვის საჭირო სრული თანხის 17.83%. ეს ციფრი სპეციალურად არის შერჩეული - სწორედ 1783 წლის „პარიზის შეთანხმების“ შედეგად დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ის დამოუკიდებლობა აღიარა.

ცეცხლი ადგილობრივი დროით 18:30 საათზე გაჩნდა და ეკლესიის სახურავს სწრაფად მოედო.

ფოტოზე წითლად აღნიშნულია სახურავის ნაწილი, რომელიც ცეცხლის შედეგად ჩამოიშალა

სამაშველო სამსახურებმა შეძლეს, გადაერჩინათ ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები და რელიგიური სიწმინდეები, მათ შორის გვირგვინი, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, ქრისტეს ჯვარცმამდე ეკეთა. გადარჩა ლუი IX-ის შესამოსელიც.

მთელი ღამის განმავლობაში პარიზის ქუჩები ხალხით იყო სავსე, ისინი ცეცხლმოკიდებულ ტაძარს ადევნებდნენ თვალყურს. ხალხის ნაწილი ტიროდა, ნაწილი კი საგალობლებს მღეროდა. საფრანგეთის დედაქალაქში ღამის განმავლობაში ისმოდა ეკლესიების ზარების რეკვა.

„ნოტრ-დამი იწვის, საფრანგეთი ტირის და მასთან ერთად მთელი მსოფლიო. ეს უზომოდ ემოციურია,“ - განაცხადა პარიზის მთავარეპისკოპოსმა.

ვატიკანი მომხდარის გამო უზომო მწუხარებას გამოხატავს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი მომხდარს „საშინელებად“ აფასებს.

იუნესკო აცხადებს, რომ „დგას საფრანგეთის მხარეს, რომ გადაარჩინოს და აღადგინოს შეუფასებელი მემკვიდრეობა“, რომელსაც წელიწადში თითქმის 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნოტრ-დამს „საფრანგეთისა და ევროპული კულტურის სიმბოლო“ უწოდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე