პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ ან ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა სა­ყუ­რა­დღე­ბოდ! პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო საფ­რან­გეთ­ში გთხოვთ, მო­ე­რი­დოთ ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დაგ­ვი­კავ­შირ­დეთ სა­ელ­ჩოს ცხე­ლი ხა­ზის ნო­მერ­ზე: +33783318689", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი შე­საძ­ლოა, სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძა­რი ტაძ­რის ზემო ნა­წილ­ში გაჩ­ნდა, სა­დაც სა­რე­მონ­ტო-სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი ჯერ და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის. ხან­ძრის შე­დე­გად ტაძ­რის შპი­ლი ჩა­მო­ინ­გრა. ტაძ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ცე­ცხლი ტაძ­რის მზიდ კონ­სტრუქ­ცი­ას უკი­დია.

ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. ქა­ლა­ქის მე­რია მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ტუ­რის­ტებს მო­უ­წო­დებს თავი შე­ი­კა­ვონ ნოტრ-და­მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ის­გან.

ავტორი:

საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

"საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საფრანგეთში გთხოვთ, მოერიდოთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689", - აღნიშნულია განცხადებაში.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი შესაძლოა, სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ტაძრის ზემო ნაწილში გაჩნდა, სადაც სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ დაზუსტებული არ არის. ხანძრის შედეგად ტაძრის შპილი ჩამოინგრა. ტაძრის წარმომადგენელის განცხადებით, ცეცხლი ტაძრის მზიდ კონსტრუქციას უკიდია.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქის მერია მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ნოტრ-დამის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილეისგან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"