პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დალაი ლამას პედაგოგი, რომელსაც სტალინსა და ჰიტლერზე დიდი გავლენა ჰქონდა - უცნობი ფაქტები ცნობილ მისტიკოსსა და ფილოსოფოსზე
დალაი ლამას პედაგოგი, რომელსაც სტალინსა და ჰიტლერზე დიდი გავლენა ჰქონდა - უცნობი ფაქტები ცნობილ მისტიკოსსა და ფილოსოფოსზე

"გი­ორ­გი გურ­ჯი­ე­ვის ფი­ლო­სო­ფია და მისი მის­ტი­უ­რი ფი­გუ­რა დღემ­დე არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. ამას ისიც გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ ნიუ-იორკსა და კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში დღე­საც მოქ­მე­დებს ამე­რი­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი, სა­დაც გი­ორ­გი გურ­ჯი­ე­ვის ფი­ლო­სო­ფი­ურ კონ­ცეფ­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით იმარ­თე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი წმინ­და ცეკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია უნი­ვერ­სა­ლუ­რი ენაგ­მას სიმ­ბო­ლო­ზე" - უყ­ვე­ბა Ambebi.ge-ს სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ექ­სპერ­ტი ედი­შერ ჯა­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც მის­ტი­კო­სი­სა და ფი­ლო­სო­ფო­სის გი­ორ­გი გურ­ჯი­ე­ვის შე­სა­ხებ უნი­კა­ლურ ცნო­ბებს გვაწ­ვდის:

- მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნი­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი, მის­ტი­კო­სი, ეზო­თე­რი­კო­სი, ენაგ­რა­მის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, ადა­მი­ა­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის და­მა­არ­სე­ბე­ლი, და­ლაი-ლა­მას, ჰიტ­ლე­რის, სტა­ლი­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი და მრჩე­ვე­ლი გი­ორ­გი (ჯორჯ) გურ­ჯი­ე­ვი 1872 (1877) წლის 28 ნო­ე­ბერს ქა­ლაქ ალექ­სად­რო­პოლ­ში (დღე­ვან­დე­ლი სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე) და­ი­ბა­და... გი­ორ­გი გურ­ჯი­ე­ვის ეროვ­ნე­ბა და და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი დღემ­დე ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი, თუცა ცნო­ბი­ლია, რომ იგი დე­დით სო­მე­ხი, მა­მით კი ბერ­ძე­ნი იყო. ზოგი მის სომ­ხურ-ბერ­ძნულ წარ­მო­შო­ბა­ზე სა­უბ­რობს, ზოგი - ასი­რი­ულ­ზე, ზო­გიც კი - ქარ­თულ­ზე. მისი ფსევ­დო­ნი­მი "გურ­ჯი­ე­ვია", რაც "ქარ­თველს" ნიშ­ნავს.

თუ ამე­რი­კე­ლი მწერ­ლი­სა და ეზო­თე­რი­კო­სის დ. ა. ჰალ­სის ცნო­ბებს და­ვეყ­რდნო­ბით, გურ­ჯი­ევ­მა ბრწყინ­ვა­ლედ იცო­და არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი ენა, არა­მედ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნიც. გი­ორ­გი გურ­ჯი­ე­ვი თა­ვის მთა­ვარ ნაშ­რომ­ში წერს: ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მეტ­სა­ხე­ლად დარ­კი მერ­ქვა, მო­წი­ფუ­ლო­ბის ასაკ­ში შავი ბერ­ძე­ნი, შუ­ახ­ნის ასაკ­ში თურ­ქის­ტა­ნის ვე­ფხვი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში სხვა არა­ვინ ვარ, თუ არა ჭეშ­მა­რი­ტი გვა­რის შვი­ლი, გახ­ლა­ვართ თა­ვად მუხ­რანსკის შვი­ლიშ­ვი­ლი. ის თა­ვის წიგ­ნებ­ში იყე­ნებ­და ქარ­თულ შრიფტს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი ათამ­დე ენას ფლობ­და, უპი­რა­ტე­სო­ბას მა­ინც ქარ­თულს ანი­ჭებ­და. მისი გვა­რიც ქარ­თულ წარ­მო­შო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, სწო­რედ ამი­ტომ მისი ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი თბი­ლის­ში გა­ა­ტა­რა.

გი­ორ­გი გურ­ჯი­ე­ვი იყო მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ეზო­თე­რი­კო­სი, სწო­რედ ამი­ტომ მას მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე სა­მეც­ნი­ე­რო თუ სა­ხელ­მწი­ფო ლი­დე­რებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბი ქონ­და, მათ­გან გა­მო­ვარ­ჩევ­დით და­ლაი ლა­მას, სტა­ლინს, ჰიტ­ლერს, ბულ­გა­კოვს, ვაჟა-ფშა­ვე­ლას, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეს, პა­უ­ლო იაშ­ვილს და სხვებს...

1940-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გურ­ჯი­ე­ვი ტი­ბეტ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა. იქ 10 წელი დაჰ­ყო, რო­გორც და­ლაი-ლა­მას მას­წავ­ლე­ბელ­მა და მრჩე­ველ­მა, მა­შინ, როცა იმ დროს ტი­ბეტ­ში შეს­ვლა და აღ­მო­სავ­ლუ­რი ცოდ­ნის ზი­ა­რე­ბა სას­ტი­კად აკ­რძა­ლუ­ლი იყო.

გურ­ჯი­ევს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ეზო­თე­რი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ლი­დერ ადოლფ ჰიტ­ლერ­თან, ამას მოწ­მობს ის ფაქ­ტი, რომ სწო­რედ გურ­ჯი­ევ­მა შეს­თა­ვა­ზა ჰიტ­ლერს სვას­ტი­კის სიმ­ბო­ლოს გა­მო­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა მის­ტი­კოს­მა ურ­ჩია სვას­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ეც­ვა­ლა, რად­გა­ნაც ის მზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ტრი­ა­ლებ­და და დიდ უბე­დუ­რებს მო­უ­ტან­და, რაც ჰიტ­ლერ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. ჰიტ­ლერ­თან იმ­დე­ნად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო მისი კავ­ში­რე­ბი, რომ დღემ­დე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არაა, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ გურ­ჯი­ევს კარ­გი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და ნა­ცის­ტებ­თან და სწო­რედ მის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია "თუ­ლეს" შექ­მნა.

გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტებ­ში ვკი­თხუ­ლობთ - 1950 წლის ივ­ნის­ში დი­ლით სტა­ლინ­მა ყურ­მი­ლი აიღო და ბრძა­ნე­ბა გას­ცა, იპო­ვეთ და მო­მიყ­ვა­ნეთ ამ­ხა­ნა­გი გი­ორ­გი გურ­ჯი­ე­ვიო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი­დან თუ ვიმ­სჯე­ლებთ სტა­ლინს გურ­ჯი­ევ­თან შეხ­ვედ­რა მო­რი­გი საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის სურ­და. გრი­ფით მო­ცულ სა­ი­დუმ­ლო ჩა­ნა­წე­რებ­ში დას­ტურ­დე­ბა, რომ გი­ორ­გი გურ­ჯი­ე­ვი სტა­ლინ­თან ერ­თად თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლობ­და, ორი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი სტუ­დენ­ტი იყო, ორი არ შემ­დგა­რი მღვდე­ლი გურ­ჯი­ე­ვის ბი­ძის სახ­ლში ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, ორი­ვე თბი­ლი­სი არ­ქი­დი­ა­კო­ნის გუნდში მღე­რო­და, თუმ­ცა ი. ჯუ­ღაშ­ვი­ლი მა­ლე­ვე სე­მი­ნა­რი­დან გა­რი­ცხეს... გა­რი­ცხვის მი­ზე­ზი იყო არა მარ­ქსის­ტუ­ლი იდე­ე­ბი, არა­მედ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თათ­ვის შე­უ­წყნა­რე­ბე­ლი ცოდ­ვა, ასე­ვე მისი გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სა­ი­დუმ­ლო ოკულ­ტურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში ძალ­ზედ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო.

სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში სტა­ლი­ნი მო­ექ­ცა გურ­ჯი­ე­ვის იდე­ო­ლო­გი­ის გავ­ლე­ნის ქვეშ, რომ­ლის მი­ხედ­ვით სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი დე­ტერ­მი­ნი­რე­ბუ­ლია და ბო­რო­ტე­ბის დაძ­ლე­ვა მხო­ლოდ ბო­რო­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში სტა­ლინ­მა გურ­ჯი­ე­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ით შე­იც­ვა­ლა და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი, იგი და­ბა­დე­ბუ­ლია არა 1879 წლის დე­კემ­ბერს, რო­გორც ცნო­ბი­ლი იყო აქამ­დე, არა­მედ 1878 წლის 6 დე­კემ­ბერს (ახა­ლი სტი­ლით 18 დე­კემ­ბერს), მან სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღეს ერთი წელი და სამი დღე მი­ა­მა­ტა, ამით შეც­ვა­ლა სა­კუ­თა­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და მასე ფსი­ქოტ­რო­ნუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლა. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო მათი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი... მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან გურ­ჯი­ე­ვი თა­ვად გა­ნიც­დი­და სტა­ლი­ნის გავ­ლე­ნას, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ რუ­სეთს პირ­ვე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს, 1905 წელს გურ­ჯი­ე­ვი აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბა ჭი­ა­თუ­რის აჯან­ყე­ბა­ში, რა დრო­საც იგი მძი­მედ და­იჭ­რა... ურ­მით ხევ­სუ­რეთ­ში ფა­რუ­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს და მძი­მე ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ექიმ­მა მგე­ლი­კა ლი­ქო­კელ­მა გა­უ­კე­თა.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბე­ბია არ­ქი­ვებ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი გურ­ჯი­ე­ვის კავ­შირ­ზე სტა­ლინ­თან, როცა ისი­ნი თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო გიმ­ნა­ზი­ა­ში ერ­თად სწავ­ლობ­დნენ... გურ­ჯი­ევ­მა სტა­ლინს (აჩუ­ქა) გა­დას­ცა წიგ­ნი, რო­მელ­მაც სტა­ლი­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა... მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­გე­ბას სწო­რედ ამ წიგ­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბად თვლიდ­ნენ. სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეს წიგ­ნი მის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში (სა­მუ­შაო მა­გი­დის უჯ­რა­ში) იპო­ვეს, თუმ­ცა მას შემ­დეგ იგი დღემ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა....

- გურ­ჯი­ევს თეთრ ეშ­მაკს უწო­დებ­დნენ...

- გი­ორ­გი გურ­ჯი­ევს ადამს, ადა­მი­ა­ნის სუ­ლის მე­ქა­ნი­კოს, თეთრ ეშ­მაკს, ხოლო მისი მო­წა­ფე­ე­ბი და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი "კა­ცობ­რი­ო­ბის სუ­ლი­ე­რი კულ­ტუ­რის გან­მა­ახ­ლე­ბელს", დიდ მოგ­ვს და უდი­დეს მო­აზ­როვ­ნეს უწო­დე­ბენ. მან მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მის­ტი­კუ­რი სკო­ლე­ბი შე­მო­ი­ა­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია აზია (მონ­ღო­ლე­თი, პა­კის­ტა­ნი, თურ­ქმე­ნე­თი, ინ­დო­ე­თი), აფ­რი­კა (ეგ­ვიპ­ტე) და ტი­ბე­ტი. იგი და­ინ­ტერ­სე­ბუ­ლი იყო ზე­ბუ­ნებ­რი­ვის ძი­ე­ბით და ფე­ნო­მე­ნით, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ასე­ვე დერ­ვი­შიზ­მით და ვერ იტან­და ტერ­მინ ოკულ­ტისტს და იო­გას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საზოგადო მოღვაწე
2

გურჯიევს გავლენა რომ ჰქონოდა სტალინსა და ჰიტლერზე, მაშინ ისინი სტალინი და ჰიტლერი არ იქნებოდნენ!

ბექა
1

უდავოდ საინტერესო პიროვნება იყო. ისე 1949 წელს გარდაიცვალა და 1950 წელს სტალინმა რატო დაავალა მისი მოყვანა ეს ორმაგად საინტერესოა:)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

დალაი ლამას პედაგოგი, რომელსაც სტალინსა და ჰიტლერზე დიდი გავლენა ჰქონდა - უცნობი ფაქტები ცნობილ მისტიკოსსა და ფილოსოფოსზე

დალაი ლამას პედაგოგი, რომელსაც სტალინსა და ჰიტლერზე დიდი გავლენა ჰქონდა - უცნობი ფაქტები ცნობილ მისტიკოსსა და ფილოსოფოსზე

"გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი მისტიური ფიგურა დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ამას ისიც განაპირობებს, რომ ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში დღესაც მოქმედებს ამერიკის საზოგადოების განვითარების ცენტრი, სადაც გიორგი გურჯიევის ფილოსოფიურ კონცეფციებზე დაყრდნობით იმართება პრაქტიკული სავარჯიშოები წმინდა ცეკვები, რომელიც აგებულია უნივერსალური ენაგმას სიმბოლოზე" - უყვება Ambebi.ge-ს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ედიშერ ჯაფარიძე, რომელიც მისტიკოსისა და ფილოსოფოსის გიორგი გურჯიევის შესახებ უნიკალურ ცნობებს გვაწვდის:

- მეოცე საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი, მისტიკოსი, ეზოთერიკოსი, ენაგრამის ფუძემდებელი, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის დამაარსებელი, დალაი-ლამას, ჰიტლერის, სტალინის მასწავლებელი და მრჩეველი გიორგი (ჯორჯ) გურჯიევი 1872 (1877) წლის 28 ნოებერს ქალაქ ალექსადროპოლში (დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე) დაიბადა... გიორგი გურჯიევის ეროვნება და დაბადების თარიღი დღემდე ბურუსითაა მოცული, თუცა ცნობილია, რომ იგი დედით სომეხი, მამით კი ბერძენი იყო. ზოგი მის სომხურ-ბერძნულ წარმოშობაზე საუბრობს, ზოგი - ასირიულზე, ზოგიც კი - ქართულზე. მისი ფსევდონიმი "გურჯიევია", რაც "ქართველს" ნიშნავს.

თუ ამერიკელი მწერლისა და ეზოთერიკოსის დ. ა. ჰალსის ცნობებს დავეყრდნობით, გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული ანბანიც. გიორგი გურჯიევი თავის მთავარ ნაშრომში წერს: ახალგაზრდობაში მეტსახელად დარკი მერქვა, მოწიფულობის ასაკში შავი ბერძენი, შუახნის ასაკში თურქისტანის ვეფხვი, მაგრამ სინამდვილეში სხვა არავინ ვარ, თუ არა ჭეშმარიტი გვარის შვილი, გახლავართ თავად მუხრანსკის შვილიშვილი. ის თავის წიგნებში იყენებდა ქართულ შრიფტს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ათამდე ენას ფლობდა, უპირატესობას მაინც ქართულს ანიჭებდა. მისი გვარიც ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს, სწორედ ამიტომ მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი თბილისში გაატარა.

გიორგი გურჯიევი იყო მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ეზოთერიკოსი, სწორედ ამიტომ მას მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო თუ სახელმწიფო ლიდერებთან განსაკუთრებული კავშირები ქონდა, მათგან გამოვარჩევდით დალაი ლამას, სტალინს, ჰიტლერს, ბულგაკოვს, ვაჟა-ფშაველას, გრიგოლ რობაქიძეს, პაულო იაშვილს და სხვებს...

1940-იანი წლების დასაწყისში გურჯიევი ტიბეტში მიემგზავრება. იქ 10 წელი დაჰყო, როგორც დალაი-ლამას მასწავლებელმა და მრჩეველმა, მაშინ, როცა იმ დროს ტიბეტში შესვლა და აღმოსავლური ცოდნის ზიარება სასტიკად აკრძალული იყო.

გურჯიევს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ეზოთერიკით დაინტერესებულ მსოფლიოს მეორე ლიდერ ადოლფ ჰიტლერთან, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სწორედ გურჯიევმა შესთავაზა ჰიტლერს სვასტიკის სიმბოლოს გამოყენება, თუმცა მისტიკოსმა ურჩია სვასტიკის მიმართულება შეეცვალა, რადგანაც ის მზის საწინააღმდეგოდ ტრიალებდა და დიდ უბედურებს მოუტანდა, რაც ჰიტლერმა არ გაითვალისწინა. ჰიტლერთან იმდენად გასაიდუმლოებული იყო მისი კავშირები, რომ დღემდე დასაბუთებული არაა, თუმცა ცნობილია, რომ გურჯიევს კარგი კავშირები ჰქონდა ნაცისტებთან და სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული საიდუმლო ორგანიზაცია "თულეს" შექმნა.

გრიფით საიდუმლო დოკუმენტებში ვკითხულობთ - 1950 წლის ივნისში დილით სტალინმა ყურმილი აიღო და ბრძანება გასცა, იპოვეთ და მომიყვანეთ ამხანაგი გიორგი გურჯიევიო. აღნიშნული ჩანაწერიდან თუ ვიმსჯელებთ სტალინს გურჯიევთან შეხვედრა მორიგი საქმიანი ურთიერთობისთვის სურდა. გრიფით მოცულ საიდუმლო ჩანაწერებში დასტურდება, რომ გიორგი გურჯიევი სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, ორივე გამორჩეული სტუდენტი იყო, ორი არ შემდგარი მღვდელი გურჯიევის ბიძის სახლში ერთად ცხოვრობდნენ, ორივე თბილისი არქიდიაკონის გუნდში მღეროდა, თუმცა ი. ჯუღაშვილი მალევე სემინარიდან გარიცხეს... გარიცხვის მიზეზი იყო არა მარქსისტული იდეები, არამედ სასულიერო პირთათვის შეუწყნარებელი ცოდვა, ასევე მისი გაწევრიანება საიდუმლო ოკულტურ საზოგადოებაში, რომელიც იმ პერიოდში თბილისში ძალზედ პოპულარული იყო.

სწორედ ამ პერიოდში სტალინი მოექცა გურჯიევის იდეოლოგიის გავლენის ქვეშ, რომლის მიხედვით სამყაროში ყველაფერი დეტერმინირებულია და ბოროტების დაძლევა მხოლოდ ბოროტებით შეიძლება. სწორედ ამ პერიოდში სტალინმა გურჯიევის რეკომენდაციით შეიცვალა დაბადების თარიღი, იგი დაბადებულია არა 1879 წლის დეკემბერს, როგორც ცნობილი იყო აქამდე, არამედ 1878 წლის 6 დეკემბერს (ახალი სტილით 18 დეკემბერს), მან საკუთარ დაბადების დღეს ერთი წელი და სამი დღე მიამატა, ამით შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და მასე ფსიქოტრონული ზემოქმედება თავიდან აიცილა. სწორედ აქედან დაიწყო მათი მეგობრული ურთიერთობები... მეოცე საუკუნის დასაწყისიდან გურჯიევი თავად განიცდიდა სტალინის გავლენას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ რუსეთს პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს გურჯიევი აქტიურად ჩაება ჭიათურის აჯანყებაში, რა დროსაც იგი მძიმედ დაიჭრა... ურმით ხევსურეთში ფარულად გადაიყვანეს და მძიმე ქირურგიული ოპერაცია ექიმმა მგელიკა ლიქოკელმა გაუკეთა.

განსაკუთრებით საინტერესო ცნობებია არქივებში შემონახული გურჯიევის კავშირზე სტალინთან, როცა ისინი თბილისის სასულიერო გიმნაზიაში ერთად სწავლობდნენ... გურჯიევმა სტალინს (აჩუქა) გადასცა წიგნი, რომელმაც სტალინის პირადი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა... მეორე მსოფლიო ომის მოგებას სწორედ ამ წიგნის დამსახურებად თვლიდნენ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეს წიგნი მის ბიბლიოთეკაში (სამუშაო მაგიდის უჯრაში) იპოვეს, თუმცა მას შემდეგ იგი დღემდე დაკარგულად ითვლება....

- გურჯიევს თეთრ ეშმაკს უწოდებდნენ...

- გიორგი გურჯიევს ადამს, ადამიანის სულის მექანიკოს, თეთრ ეშმაკს, ხოლო მისი მოწაფეები და თაყვანისმცემლები "კაცობრიობის სულიერი კულტურის განმაახლებელს", დიდ მოგვს და უდიდეს მოაზროვნეს უწოდებენ. მან მთელი მსოფლიოს მისტიკური სკოლები შემოიარა, განსაკუთრებით აღსანიშნავია აზია (მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, ინდოეთი), აფრიკა (ეგვიპტე) და ტიბეტი. იგი დაინტერსებული იყო ზებუნებრივის ძიებით და ფენომენით, გატაცებული იყო ასევე დერვიშიზმით და ვერ იტანდა ტერმინ ოკულტისტს და იოგას.