სამართალი
Faceამბები
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვზრუნავდი მათზე, როგორც შვილებზეო" - რას ამბობს ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებული მამაკაცი
"ვზრუნავდი მათზე, როგორც შვილებზეო" - რას ამბობს ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებული მამაკაცი

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს, არას­რულ­წლო­ვან გე­რებ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ზრუ­ნავ­და და ზრდი­და, რო­გორც შვი­ლებს. ძა­ლი­ან გულ­ნატ­კე­ნია, რომ ასე­თი ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი გე­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი გ.ფ.-ს ად­ვო­კატ­მა, თა­მარ გა­ბო­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც გა­ბო­ძე გან­მარ­ტავს, მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც დღეს სა­სა­მარ­თლომ 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და, თავს დამ­ნა­შა­ვედ არ სცნობს და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს.

„ის და­კა­ვე­ბი­დან­ვე არ სცნობ­და თავს დამ­ნა­შა­ვედ. რა თქმა უნდა, გა­ნა­ჩენს გა­ვა­სა­ჩივ­რებთ. არ­სე­ბობ­და არას­რულ­წლო­ვან­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თაც ჩვენ სა­და­ოდ ვხდი­დით. შე­სა­ბა­მი­სად, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვა­სა­ჩივ­რებთ“, - აცხა­დებს გა­ბო­ძე.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მსჯავ­რდე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მის და­კა­ვე­ბას ოჯა­ხის წევ­რებს უკავ­ში­რებს.

„თვი­თონ აცხა­დებს, რომ მისი და­კა­ვე­ბის ინ­ტე­რე­სი ოჯა­ხის წევ­რებს ჰქონ­დათ, კერ­ძოდ კი, მე­უღ­ლის დე­დას. ვი­მე­ო­რებ, მისი თქმით, ის უდა­ნა­შა­უ­ლოა. ბრა­ლის მი­ხედ­ვით, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და ძა­ლა­დო­ბას, მაგ­რამ თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს“, - დას­ძენს ად­ვო­კა­ტი.

მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ორი არას­რუ­წლო­ვა­ნი გე­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის არის მსჯავ­რდე­ბუ­ლი, 2019 წლის 28 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში მოხ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ, გ.ფ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს ამ­ყა­რებ­და ორ არას­რულ­წლო­ვან გერ­თან.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ფ თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111,138-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „დ“ და მე-4 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ვზრუნავდი მათზე, როგორც შვილებზეო" - რას ამბობს ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებული მამაკაცი

"ვზრუნავდი მათზე, როგორც შვილებზეო" - რას ამბობს ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებული მამაკაცი

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, არასრულწლოვან გერებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, ზრუნავდა და ზრდიდა, როგორც შვილებს. ძალიან გულნატკენია, რომ ასეთი ბრალდებით გაასამართლეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებული გ.ფ.-ს ადვოკატმა, თამარ გაბოძემ განუცხადა.

როგორც გაბოძე განმარტავს, მამაკაცი, რომელსაც დღეს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თავს დამნაშავედ არ სცნობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ის დაკავებიდანვე არ სცნობდა თავს დამნაშავედ. რა თქმა უნდა, განაჩენს გავასაჩივრებთ. არსებობდა არასრულწლოვანთა ჩვენებები, რომელთაც ჩვენ სადაოდ ვხდიდით. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, - აცხადებს გაბოძე.

როგორც ის განმარტავს, მსჯავრდებული მამაკაცი მის დაკავებას ოჯახის წევრებს უკავშირებს.

„თვითონ აცხადებს, რომ მისი დაკავების ინტერესი ოჯახის წევრებს ჰქონდათ, კერძოდ კი, მეუღლის დედას. ვიმეორებ, მისი თქმით, ის უდანაშაულოა. ბრალის მიხედვით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 4 წლის განმავლობაში ახორციელებდა ძალადობას, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ცნობს“, - დასძენს ადვოკატი.

მამაკაცი, რომელიც ორი არასრუწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის არის მსჯავრდებული, 2019 წლის 28 აგვისტოს დააკავეს. შემთხვევა თბილისში მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, გ.ფ წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.

სამართალდამცველებმა გ.ფ თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვინ დაპატიჟა შაქარაშვილი საბედისწერო წვეულებაზე და რას ყვება ჩვენებაში ფეხბურთელის მეგობარი - "გახარებული ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად..."

"ყველაფერი იკადრეს, რომ დაზარალებულის დისკრედიტაცია მოეხდინათ" - რა ხდება ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეში

ამერიკელი სტუდენტის სავარაუდო გაუპატიურების საქმე - პროკურატურამ მსხვერპლ ქალს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა