კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ ტყეში ყოფნისას და როგორ დაიცავს ახალი რეგულაციები ბუნებას
რა უნდა იცოდეთ ტყეში ყოფნისას და როგორ დაიცავს ახალი რეგულაციები ბუნებას

მი­უ­ხე­და­ვად კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი სან­ქცი­ე­ბი­სა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ტყის ჭრას მა­ინც მუდ­მი­ვი ხა­სი­ა­თი აქვს. ძი­რი­თა­დად, ეს ე.წ სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრის პრაქ­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა, როცა მო­სახ­ლე­ო­ბა ხის მა­სა­ლას გა­სათ­ბო­ბად ან სა­დი­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად იყე­ნებს. გარ­და ამი­სა, ტყე­ში ლაშ­ქრო­ბის­თვის თუ პიკ­ნიკ­ზე წა­სუ­ლებს ალ­ბათ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი მბჟუ­ტა­ვი კო­ცო­ნი ან პლასტმა­სის ერთჯე­რა­დი ჭურ­ჭე­ლი და ცე­ლოფ­ნის პარ­კე­ბი. ტყის გა­ნად­გუ­რე­ბა და და­ბინ­ძუ­რე­ბა მძი­მე ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას ქმნის, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა.

ქა­ლაქ­გა­რეთ, მა­გის­ტრალ­ზე მგზავ­რო­ბი­სას ხში­რად შეგ­ხვდე­ბათ ბა­ნე­რი წარ­წე­რით „ნუ და­ა­ბინ­ძუ­რებ შენს სამ­შობ­ლოს“, რა­საც ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­აქვს, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არ არის.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ტყის ახა­ლი კო­დექ­სი წა­რად­გი­ნა. კა­ნონპ­რო­ექ­ტი, დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბულ ტყის კო­დექსს სრუ­ლად ჩა­ა­ნაც­ვლებს.

რა იგეგ­მე­ბა იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი მე­ტად და­ცუ­ლი იყოს და რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ტყე­ში ყოფ­ნი­სას, ამ სა­კი­თხებ­ზე Ambebi.ge-ს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და სა­ტყეო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი კარ­ლო ამირ­გუ­ლაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

რო­გორც სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გან­მარ­ტავს, კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, შე­იც­ვლე­ბა ტყე­ე­ბი­სად­მი არამ­დგრა­დი მარ­თვის ე.წ. სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრის პრაქ­ტი­კა და სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი შე­იქ­მნე­ბა.

„ტყის კო­დექსში არ შე­დის ცვლი­ლე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი კო­დექ­სი, რო­მე­ლიც მოქ­მედ ტყის კო­დექსს აუქ­მებს. შე­მო­დის ტყე­ე­ბის კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ად და­ყო­ფა და კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვი­თაც უნდა მოხ­დეს ტყე­ე­ბის მარ­თვა. მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ტყით სარ­გებ­ლო­ბის შე­მო­ღე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში ეტა­პობ­რი­ვად ტყის მდგრა­დი მარ­თვის და­ფუძ­ნე­ბა და ამ კონ­ტექ­სტში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც მოქ­მე­დი კო­დექ­სით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი და ეს უნდა შე­იც­ვა­ლოს, „სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრის“ ფორ­მა­ტის ეტა­პობ­რი­ვი ჩა­ნაც­ვლე­ბა და სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის ეტა­პობ­რი­ვად აღ­დგე­ნა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის აღ­დგე­ნამ, ერთი მხრივ, სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრის გა­უქ­მე­ბა მომ­დევ­ნო 5-10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს და, მე­ო­რე მხრივ, ტყე­ე­ბის მდგრა­დი მარ­თვა და ტყე­ე­ბი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მოხ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა კარ­ლო ამირ­გუ­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, „სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრა“ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს.

„მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ბარ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას გათ­ბო­ბის­თვის 7, ხოლო მა­ღალ მთა­ში 15 კუ­ბურ მეტრ მერ­ქანს ვაძ­ლევთ, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, იყოს ისე­თი შემ­თხვე­ვა, რომ ზოგს მეტი ან ზო­გი­ერთს უფრო ნაკ­ლე­ბი სჭირ­დე­ბო­დეს. უფრო ენეგ­რო­ე­ფექ­ტურ მოხ­მა­რე­ბა­ზე უნდა გა­და­ვი­დეთ. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით ეტა­პობ­რი­ვად გვინ­და, რომ მე­ტყვე­ებ­მა და სა­ტყეო საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მერ­ქა­ნი თვი­თონ და­ამ­ზა­დონ, თვი­თონ გან­სა­ზღვრონ, სად რა არის მო­საჭ­რე­ლი, რამ­დე­ნი შეგ­ვიძ­ლია, რომ სა­ერ­თო­დაც მოვ­ჭრათ და შემ­დეგ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით მო­ე­წყოს „საქ­მი­ა­ნი ეზო­ე­ბი“, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას ექ­ნე­ბა ლე­გა­ლუ­რი და კა­ნო­ნი­ე­რი წვდო­მა რო­გორც სა­შე­შე, ისე სა­მა­სა­ლე მერ­ქან­ზე“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და სა­ტყეო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის გან­მარ­ტე­ბით, ახალ ტყის კო­დექსს თან­მდე­ვი პრო­ცე­სე­ბი უნდა ახ­ლდეს.

„ეს არის ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის, ტყის ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი და გა­ნათ­ლე­ბა. ჩვენ 3 სას­წავ­ლე­ბელ­ში უკვე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და­ვი­წყეთ. 2 წე­ლია, ეს გრძელ­დე­ბა კაჭ­რეთ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, წი­ნამ­ძღვი­ანთკარ­ში, თუმ­ცა უფრო ფარ­თო მას­შტა­ბე­ბი უნდა მი­ი­ღოს, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გვაქვს ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბენ­ზო­ხერ­ხით თვით­და­შა­ვე­ბე­ბი ხდე­ბა, ამი­ტომ ეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა უნდა გა­ა­კე­თონ“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ტყის ახა­ლი კო­დექ­სით გა­უქ­მდე­ბა ტყის ფონ­დის არას­წო­რი ცნე­ბა და შე­მო­ვა გა­ე­რო-ს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან (FAO) მი­სა­და­გე­ბუ­ლი ტყის გან­მარ­ტე­ბა. ამას­თან, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა ტყის მარ­თვის 10-წლი­ა­ნი გეგ­მის მი­ხედ­ვით ტყით სარ­გებ­ლო­ბა, მოვ­ლა და აღ­დგე­ნა.

გარ­და ამი­სა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ტყის მარ­თვა ფუნ­ქცი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა, ამი­ტომ ის 4 კა­ტე­გო­რი­ად და­ი­ყო­ფა და ისე­თი პრინ­ცი­პით იმარ­თე­ბა, რომ ხელი შე­ე­წყოს ეკო­ლო­გი­უ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბის თა­ნაბ­რად გა­ნა­წი­ლე­ბას.

კარ­ლო ამირ­გუ­ლაშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ძა­ლა­ში 2020 წლის­თვის შევა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ძი­რი­თად დე­ტა­ლებს, რაც ტყე­ში ყოფ­ნი­სას უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, ისი­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არის გან­სა­ზღვრუ­ლი.

„მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლია და ახალ კა­ნონ­შიც გად­მო­ვა ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის სა­კი­თხი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ად­გი­ლებს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ცე­ცხლის ან­თე­ბა, ე.წ სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლებს, ასეთ ად­გი­ლებ­ში უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ ცე­ცხლის დან­თე­ბას. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ პიკ­ნი­კის დროს და თუნ­დაც, როცა პიკ­ნი­კი არ იქ­ნე­ბა, კო­ცო­ნი ჩამ­ქრა­ლი დავ­ტო­ვეთ, ვი­ნა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა, შემ­დეგ ამან გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნოს.

ხშირ ტყე­ში და ხის ძირ­ში ცე­ცხლის დან­თე­ბა, რა თქმა უნდა, არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ რე­გი­ო­ნებ­ში, გზის პი­რებ­ზე გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრა­ფა­რე­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც წე­რია, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ცე­ცხლის ან­თე­ბა. რო­დე­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რა, მა­შინ უფრო ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ.

ასე­ვე, უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბაა, ნარ­ჩე­ნის და ნაგ­ვის და­ტო­ვე­ბა. ერთი მხრივ, ეს არ შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ეს­თე­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ისე და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი სა­ხის ნარ­ჩე­ნი თვი­თონ გახ­დეს ცე­ცხლის გა­მომ­წვე­ვი და მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი. ერთი მხრივ, ეს დას­ჯა­დია და მე­ო­რე მხრივ, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უნდა გავ­რცელ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა შე­იძ­ლე­ბა, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტე­ბამ­დეც მი­აღ­წი­ოს“, - აღ­ნიშ­ნა ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და სა­ტყეო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა კარ­ლო ამირ­გუ­ლაშ­ვილ­მა.

ამ წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობს სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ზა­რა­ლის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ა­ბა.

„სა­უ­ბა­რია ასო­ბით ლარ­ზე, გა­აჩ­ნია, რო­მელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხდე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა. შე­იძ­ლე­ბა, ამან 1000 ლარს გა­და­ა­ჭარ­ბოს და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დად­გეს, თუკი გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ტყე­ში არის ნა­გა­ვი და ნარ­ჩე­ნი და­ტო­ვე­ბუ­ლი ან ცე­ცხლი გავ­რცელ­და. სა­უ­რა­ვი სხვა­დას­ხვა მე­თო­დით იზო­მე­ბა, მაგ­რამ აქ მა­ინც მთა­ვა­რია, რომ ჯა­რი­მე­ბი არ­სე­ბობს. მხო­ლოდ ჯა­რი­მე­ბით ვერ ვუშ­ვე­ლით, თუ არ ამაღ­ლდე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბა და არ გა­ვუფრ­თხილ­დე­ბით ბუ­ნე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა მან.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლებს, სა­დაც რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი მიზ­ნით სტუმ­რო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია, ის ნაკ­რძა­ლებ­ში არა, მაგ­რამ და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ში არ­სე­ბობს.

„და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ზო­გი­ერთ კა­ტე­გო­რი­ა­ში და ასე­ვე ვი­ზი­ტორ­თა ზო­ნებ­ში მო­წყო­ბი­ლია სა­კემ­პინ­გე ად­გი­ლე­ბი. და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­თა­ნა­დო ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც კი შემ­ქნი­ლია, კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი ქვე­ბით არის შე­მო­რა­გუ­ლი, სა­ი­და­ნაც ნაკ­ლე­ბია ცე­ცხლის გავ­რცე­ლე­ბის სა­ში­ში­რო­ე­ბა. არის ასე­თი ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შე­არ­ჩი­ეს და შე­საძ­ლე­ბე­ლია იქ კო­ცო­ნი და­ინ­თოს. ბევრ ად­გილ­ზე, სა­დაც ტუ­რი­ტუ­ლი ბი­ლი­კე­ბი არ­სე­ბობს, მათ შო­რის, და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ში, მი­ნიშ­ნე­ბე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი, სად შე­იძ­ლე­ბა და სად არ შე­იძ­ლე­ბა ცე­ცხლის დან­თე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნაკ­რძა­ლი ყვე­ლა­ზე მკაც­რად და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ან სა­მეც­ნი­ე­რო მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. ეროვ­ნულ პარ­კებ­ში, და­ცულ ლან­დშაფ­ტებ­სა და აღ­კვე­თი­ლებ­ში კი შეს­ვლა და­უბ­რკო­ლებ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„მა­გა­ლი­თად, აღ­ვე­თილ­ში რე­სურ­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბაც და­საშ­ვე­ბია, თუკი გო­ნივ­რუ­ლად მო­ვიხ­მართ. მათ შო­რის თევ­ზა­ო­ბა, ძო­ვე­ბა და თიბ­ვა. და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო ად­გენს, რა დო­ზით არის ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი და ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი მო­საკ­რე­ბე­ლიც არ­სე­ბობს“, - აღ­ნიშ­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რა უნდა იცოდეთ ტყეში ყოფნისას და როგორ დაიცავს ახალი რეგულაციები ბუნებას

რა უნდა იცოდეთ ტყეში ყოფნისას და როგორ დაიცავს ახალი რეგულაციები ბუნებას

მიუხედავად კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციებისა, ჩვენს ქვეყანაში ტყის ჭრას მაინც მუდმივი ხასიათი აქვს. ძირითადად, ეს ე.წ სოციალური ჭრის პრაქტიკას უკავშირდება, როცა მოსახლეობა ხის მასალას გასათბობად ან სადილის მოსამზადებლად იყენებს. გარდა ამისა, ტყეში ლაშქრობისთვის თუ პიკნიკზე წასულებს ალბათ შეგიმჩნევიათ უყურადღებოდ დატოვებული მბჟუტავი კოცონი ან პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი და ცელოფნის პარკები. ტყის განადგურება და დაბინძურება მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას ქმნის, რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება.

ქალაქგარეთ, მაგისტრალზე მგზავრობისას ხშირად შეგხვდებათ ბანერი წარწერით „ნუ დააბინძურებ შენს სამშობლოს“, რასაც ცნობიერების ამაღლებაში თავისი წვლილი შეაქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რამდენიმე თვის წინ ტყის ახალი კოდექსი წარადგინა. კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, არსებულ ტყის კოდექსს სრულად ჩაანაცვლებს.

რა იგეგმება იმისთვის, რომ ჩვენი ბუნებრივი რესურსები მეტად დაცული იყოს და რა უნდა გავითვალისწინოთ ტყეში ყოფნისას, ამ საკითხებზე Ambebi.ge-ს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ესაუბრა.

როგორც სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, კანონპროექტის თანახმად, შეიცვლება ტყეებისადმი არამდგრადი მართვის ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა და სატყეო მეურნეობები შეიქმნება.

„ტყის კოდექსში არ შედის ცვლილება, ეს იქნება ახალი კოდექსი, რომელიც მოქმედ ტყის კოდექსს აუქმებს. შემოდის ტყეების კატეგორიზაციად დაყოფა და კატეგორიების მიხედვითაც უნდა მოხდეს ტყეების მართვა. მთავარი მიზანია, მრავალფუნქციური ტყით სარგებლობის შემოღება, ქვეყანაში ეტაპობრივად ტყის მდგრადი მართვის დაფუძნება და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რაც მოქმედი კოდექსით იყო განსაზღვრული და ეს უნდა შეიცვალოს, „სოციალური ჭრის“ ფორმატის ეტაპობრივი ჩანაცვლება და სატყეო მეურნეობების ეტაპობრივად აღდგენა. ჩვენი მიზანია, რომ სატყეო მეურნეობების აღდგენამ, ერთი მხრივ, სოციალური ჭრის გაუქმება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში უზრუნველყოს და, მეორე მხრივ, ტყეების მდგრადი მართვა და ტყეები შენარჩუნება მოხდეს“, - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.

მისივე შეფასებით, „სოციალური ჭრა“ საქართველოს ყველა რეგიონში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„მოქმედი კანონმდებლობით ბარში მოსახლეობას გათბობისთვის 7, ხოლო მაღალ მთაში 15 კუბურ მეტრ მერქანს ვაძლევთ, თუმცა შეიძლება, იყოს ისეთი შემთხვევა, რომ ზოგს მეტი ან ზოგიერთს უფრო ნაკლები სჭირდებოდეს. უფრო ენეგროეფექტურ მოხმარებაზე უნდა გადავიდეთ. ახალი რეგულაციით ეტაპობრივად გვინდა, რომ მეტყვეებმა და სატყეო საქმის სპეციალისტებმა მერქანი თვითონ დაამზადონ, თვითონ განსაზღვრონ, სად რა არის მოსაჭრელი, რამდენი შეგვიძლია, რომ საერთოდაც მოვჭრათ და შემდეგ მუნიციპალიტეტების მიხედვით მოეწყოს „საქმიანი ეზოები“, სადაც მოსახლეობას ექნება ლეგალური და კანონიერი წვდომა როგორც საშეშე, ისე სამასალე მერქანზე“, - აღნიშნა მან.

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ახალ ტყის კოდექსს თანმდევი პროცესები უნდა ახლდეს.

„ეს არის ენერგოეფექტურობის, ტყის ინვენტარიზაციის სერიოზული კომპონენტი და განათლება. ჩვენ 3 სასწავლებელში უკვე პროფესიული განათლების შეთავაზება დავიწყეთ. 2 წელია, ეს გრძელდება კაჭრეთში, ახალციხეში, წინამძღვიანთკარში, თუმცა უფრო ფართო მასშტაბები უნდა მიიღოს, რადგან ხშირ შემთხვევაში გვაქვს ფატალური შემთხვევები, როდესაც ბენზოხერხით თვითდაშავებები ხდება, ამიტომ ეს პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ“, - აღნიშნა მან.

ტყის ახალი კოდექსით გაუქმდება ტყის ფონდის არასწორი ცნება და შემოვა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) მისადაგებული ტყის განმარტება. ამასთან, სავალდებულო ხდება ტყის მართვის 10-წლიანი გეგმის მიხედვით ტყით სარგებლობა, მოვლა და აღდგენა.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ტყის მართვა ფუნქციური დანიშნულების მიხედვით მოხდება, ამიტომ ის 4 კატეგორიად დაიყოფა და ისეთი პრინციპით იმართება, რომ ხელი შეეწყოს ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური პრინციპების თანაბრად განაწილებას.

კარლო ამირგულაშვილი ვარაუდობს, რომ კანონპროექტი ძალაში 2020 წლისთვის შევა.

რაც შეეხება იმ ძირითად დეტალებს, რაც ტყეში ყოფნისას უნდა გავითვალისწინოთ, ისინი კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

„მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია და ახალ კანონშიც გადმოვა ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების გათვალისწინების საკითხი. აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს, სადაც შეიძლება ცეცხლის ანთება, ე.წ საპიკნიკე ადგილებს, ასეთ ადგილებში უნდა მივეჩვიოთ ცეცხლის დანთებას. აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ, რომ პიკნიკის დროს და თუნდაც, როცა პიკნიკი არ იქნება, კოცონი ჩამქრალი დავტოვეთ, ვინაიდან შეიძლება, შემდეგ ამან გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს.

ხშირ ტყეში და ხის ძირში ცეცხლის დანთება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ჩვენ რეგიონებში, გზის პირებზე გვაქვს სპეციალური ტრაფარეტები, რომლებზეც წერია, რომ არ შეიძლება ცეცხლის ანთება. როდესაც განსაკუთრებულად მაღალია ტემპერატურა, მაშინ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ასევე, უკანონო საქმიანობაა, ნარჩენის და ნაგვის დატოვება. ერთი მხრივ, ეს არ შეიძლება როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით, ისე დანაგვიანების გამო, რადგან შეიძლება, ასეთი სახის ნარჩენი თვითონ გახდეს ცეცხლის გამომწვევი და მაპროვოცირებელი. ერთი მხრივ, ეს დასჯადია და მეორე მხრივ, მოსახლეობაში უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რომ ნარჩენებისგან გაჩენილმა ხანძარმა შეიძლება, დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწიოს“, - აღნიშნა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.

ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, არსებობს სანქციები, რომელიც ზარალის მიხედვით განისაზღვრეაბა.

„საუბარია ასობით ლარზე, გააჩნია, რომელ ტერიტორიაზე ხდება კანონდარღვევა. შეიძლება, ამან 1000 ლარს გადააჭარბოს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს, თუკი გარკვეული კატეგორიის ტყეში არის ნაგავი და ნარჩენი დატოვებული ან ცეცხლი გავრცელდა. საურავი სხვადასხვა მეთოდით იზომება, მაგრამ აქ მაინც მთავარია, რომ ჯარიმები არსებობს. მხოლოდ ჯარიმებით ვერ ვუშველით, თუ არ ამაღლდება ცნობიერება და არ გავუფრთხილდებით ბუნებას“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ადგილებს, სადაც რეკრეაციული მიზნით სტუმრობა დაშვებულია, ის ნაკრძალებში არა, მაგრამ დაცულ ტერიტორიებში არსებობს.

„დაცული ტერიტორიების ზოგიერთ კატეგორიაში და ასევე ვიზიტორთა ზონებში მოწყობილია საკემპინგე ადგილები. დაცულ ტერიტორიებზე სათანადო ინფრასტრუქტურაც კი შემქნილია, კონკრეტული ადგილები ქვებით არის შემორაგული, საიდანაც ნაკლებია ცეცხლის გავრცელების საშიშიროება. არის ასეთი ადგილები, რომლებიც სპეციალისტებმა შეარჩიეს და შესაძლებელია იქ კოცონი დაინთოს. ბევრ ადგილზე, სადაც ტურიტული ბილიკები არსებობს, მათ შორის, დაცულ ტერიტორიებში, მინიშნებებია გაკეთებული, სად შეიძლება და სად არ შეიძლება ცეცხლის დანთება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, ნაკრძალი ყველაზე მკაცრად დაცული ტერიტორიაა, რომელსაც ძირითადად, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო მიზნებისთვის იყენებენ. ეროვნულ პარკებში, დაცულ ლანდშაფტებსა და აღკვეთილებში კი შესვლა დაუბრკოლებლად არის შესაძლებელი.

„მაგალითად, აღვეთილში რესურსებით სარგებლობაც დასაშვებია, თუკი გონივრულად მოვიხმართ. მათ შორის თევზაობა, ძოვება და თიბვა. დაცული ტერიტორიების სააგენტო ადგენს, რა დოზით არის ეს შესაძლებელი და ამისთვის შესაბამისი მოსაკრებელიც არსებობს“, - აღნიშნა მან.

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული