საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დებატები "ცარიელ" ტრიბუნასთან - პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის "დუელი" ვერ შედგა
დებატები "ცარიელ" ტრიბუნასთან - პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის "დუელი" ვერ შედგა

უკ­რა­ი­ნის არ­ჩევ­ნე­ბი საკ­მა­ოდ და­ძა­ბულ და ამავდრო­უ­ლად კო­მი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ორი­ვე ფაქ­ტო­რი კი არ­ჩევ­ნებ­ში ყო­ფი­ლი კო­მი­კო­სი­სა და შო­უ­მე­ნის ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოქ­მედ პრე­ზი­დენტს პეტ­რო პო­რო­შენ­კოს ბევ­რად დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს, მან ჯერ მა­ინც ვერ შე­ი­მუ­შა­ვა ის მიდ­გო­მა, რაც ზე­ლენ­სკის­თან საბ­რძოლ­ვე­ლად არის სა­ჭი­რო და რაც წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს.

ეს 14 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნებ­მაც აჩ­ვე­ნა - ზე­ლენ­სკი კი­ევ­ში, "ოლიმ­პი­ის­კის" სტა­დი­ონ­ზე პეტ­რო პო­რო­შენ­კოს­თან დე­ბა­ტებ­ზე არ მი­ვი­და. მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკი, ამ­ჯე­რად, 15 აპ­რილს ერთ-ერთ უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­არხზე დე­ბა­ტე­ბის­თვის მი­იწ­ვია, სა­დაც თა­ვად არის და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი.

დე­ბა­ტე­ბი ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა პო­რო­შენ­კოს­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცხა­დად აჩ­ვე­ნოს, რომ ზე­ლენ­სკი არის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და მისი გა­მარ­ჯვე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის, მაგ­რამ ამას ბუ­ნებ­რი­ვია ხვდე­ბა ზე­ლენ­სკიც და ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, ვინც მას ზურგს უმაგ­რე­ბენ - მა­გა­ლი­თად, ოლი­გარ­ქი იგორ კო­ლო­მო­ის­კი. ამ უკა­ნას­კნე­ლებ­მა იცი­ან, რომ მათი უპი­რა­ტე­სო­ბა პო­რო­შენ­კოს­თან ბრძო­ლის ასეთ "უხერ­ხულ" მე­თო­დებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი

მარ­თა­ლია პო­რო­შენ­კოს ზე­ლენ­სკის მი­მარ­თა, რომ "თუკი ხვა­ლაც ვერ შეძ­ლებთ, ზე­გაც დაგ­პა­ტი­ჟებთ დე­ბა­ტებ­ზე. შე­საძ­ლებ­ლო­ბა გექ­ნე­ბათ, თავი კი არ აა­რი­დოთ, არა­მედ მოხ­ვი­დეთ და უთხრათ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს თქვე­ნი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ", მაგ­რამ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ზე­ლენ­სკი დღე­საც არ მი­ვი­დეს პო­რო­შენ­კოს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ დე­ბა­ტებ­ზე.

ამის თქმის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა თა­ვად ზე­ლენ­კის პო­ზი­ცია - ერთ-ერთ უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­შო­უ­ში პო­რო­შენ­კოს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კა­მა­თი­სას მან და­ა­ზუს­ტა, რომ დე­ბა­ტებს მხო­ლოდ 19 აპ­რილს გა­მარ­თავს იმა­ვე სტა­დი­ონ­ზე, სა­დაც პო­რო­შენ­კო გუ­შინ ცა­რი­ელ ტრი­ბუ­ნას "ეკა­მა­თე­ბო­და". სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორ მო­იქ­ცე­ვა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პო­რო­შენ­კო - კი­დევ მივა დე­ბა­ტე­ბის­თვის "ოლიმ­პი­ის­კის" სტა­დი­ონ­ზე, თუ იტყვის, რომ დე­ბა­ტე­ბი მან უკვე გა­მარ­თა, ოპო­ნენტს სა­შუ­ა­ლე­ბა უკვე ჰქონ­და მას შეხ­ვედ­რო­და და ახლა სტა­დი­ო­ნებ­ზე მის დევ­ნას და "კატა-თაგ­ვო­ბა­ნას" თა­მაშს აღარ აპი­რებს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ასეც მოხ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დი­ნებს არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ზე­ლენ­სკი აქაც ინარ­ჩუ­ნებს ლი­დე­რო­ბას, თა­ნაც ძა­ლი­ან დიდი სხვა­ო­ბით. ორ­გა­ნი­ზა­ცია "რე­ი­ტინ­გის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ მე­ო­რე ტურ­ში ამომ­რჩე­ველ­თა 51% – ზე­ლენ­სკის, 21% პო­რო­შენ­კოს მის­ცემს ხმას. იმ ამომ­რჩევ­ლებს შო­რის, ვინც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გეგ­მავს, 61 პრო­ცენ­ტი ზე­ლენ­სკის აძ­ლევს ხმას, ხოლო 24 პრო­ცენ­ტი – პო­რო­შენ­კოს.

ეს რე­ა­ლო­ბა ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის სურ­ვილს - პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­დეს ძალა, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა შავ-ბნე­ლი წარ­სუ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი და შე­ეძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბის უკეთ შე­ფა­სე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­ღე­ბა და გა­დაჭ­რა. ამ მხრივ ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან ჰგავს ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­საც, სა­დაც ბოლო პე­რი­ო­დი აქ­ტი­უ­რად ეძე­ბენ "მე­სა­მე ძა­ლას", მაგ­რამ ჯერ უშე­დე­გოდ... იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

დებატები "ცარიელ" ტრიბუნასთან - პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის "დუელი" ვერ შედგა

დებატები "ცარიელ" ტრიბუნასთან - პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის "დუელი" ვერ შედგა

უკრაინის არჩევნები საკმაოდ დაძაბულ და ამავდროულად კომიკურ ვითარებაში მიმდინარეობს. ორივე ფაქტორი კი არჩევნებში ყოფილი კომიკოსისა და შოუმენის ვლადიმერ ზელენსკის მონაწილეობამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ბევრად დიდი გამოცდილება აქვს, როგორც პოლიტიკოსს, მან ჯერ მაინც ვერ შეიმუშავა ის მიდგომა, რაც ზელენსკისთან საბრძოლველად არის საჭირო და რაც წარმატებას მოუტანს.

ეს 14 აპრილის მოვლენებმაც აჩვენა - ზელენსკი კიევში, "ოლიმპიისკის" სტადიონზე პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე არ მივიდა. მოქმედმა პრეზიდენტმა ზელენსკი, ამჯერად, 15 აპრილს ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე დებატებისთვის მიიწვია, სადაც თავად არის დაპატიჟებული.

დებატები ალბათ ერთადერთი საშუალებაა პოროშენკოსთვის, საზოგადოებას ცხადად აჩვენოს, რომ ზელენსკი არის არაკომპეტენტური და მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში წამგებიანი იქნება უკრაინისთვის, მაგრამ ამას ბუნებრივია ხვდება ზელენსკიც და ის ადამიანებიც, ვინც მას ზურგს უმაგრებენ - მაგალითად, ოლიგარქი იგორ კოლომოისკი. ამ უკანასკნელებმა იციან, რომ მათი უპირატესობა პოროშენკოსთან ბრძოლის ასეთ "უხერხულ" მეთოდებთან არის დაკავშირებული.

ვლადიმირ ზელენსკი

მართალია პოროშენკოს ზელენსკის მიმართა, რომ "თუკი ხვალაც ვერ შეძლებთ, ზეგაც დაგპატიჟებთ დებატებზე. შესაძლებლობა გექნებათ, თავი კი არ აარიდოთ, არამედ მოხვიდეთ და უთხრათ უკრაინის მოქალაქეებს თქვენი გეგმების შესახებ", მაგრამ არ არის გამორიცხული, ზელენსკი დღესაც არ მივიდეს პოროშენკოს მიერ შემოთავაზებულ დებატებზე.

ამის თქმის საფუძველს იძლევა თავად ზელენკის პოზიცია - ერთ-ერთ უკრაინულ ტელეშოუში პოროშენკოსთან სატელეფონო კამათისას მან დააზუსტა, რომ დებატებს მხოლოდ 19 აპრილს გამართავს იმავე სტადიონზე, სადაც პოროშენკო გუშინ ცარიელ ტრიბუნას "ეკამათებოდა". საინტერესოა როგორ მოიქცევა ასეთ შემთხვევაში პოროშენკო - კიდევ მივა დებატებისთვის "ოლიმპიისკის" სტადიონზე, თუ იტყვის, რომ დებატები მან უკვე გამართა, ოპონენტს საშუალება უკვე ჰქონდა მას შეხვედროდა და ახლა სტადიონებზე მის დევნას და "კატა-თაგვობანას" თამაშს აღარ აპირებს. არ არის გამორიცხული ასეც მოხდეს.

რაც შეეხება მოლოდინებს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ზელენსკი აქაც ინარჩუნებს ლიდერობას, თანაც ძალიან დიდი სხვაობით. ორგანიზაცია "რეიტინგის" მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მეორე ტურში ამომრჩეველთა 51% – ზელენსკის, 21% პოროშენკოს მისცემს ხმას. იმ ამომრჩევლებს შორის, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, 61 პროცენტი ზელენსკის აძლევს ხმას, ხოლო 24 პროცენტი – პოროშენკოს.

ეს რეალობა ნათლად აჩვენებს უკრაინელი ხალხის სურვილს - პოლიტიკაში მოვიდეს ძალა, რომელიც არ იქნება შავ-ბნელი წარსულის მატარებელი და შეეძლება თანამედროვე რეალობის უკეთ შეფასება, თანამედროვე გამოწვევების მიღება და გადაჭრა. ამ მხრივ ვითარება ძალიან ჰგავს ქართულ რეალობასაც, სადაც ბოლო პერიოდი აქტიურად ეძებენ "მესამე ძალას", მაგრამ ჯერ უშედეგოდ... იხილეთ ვრცლად

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"