მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუს მღვდელს ეკლესიაში აღარ უშვებენ, რადგან მისი ცოლი "მის სექსუალურობა" გახდა
რუს მღვდელს ეკლესიაში აღარ უშვებენ, რადგან მისი ცოლი "მის სექსუალურობა" გახდა

რუს მღვდელს ეკ­ლე­სი­ა­ში აღარ უშ­ვე­ბენ, მი­ზე­ზი კი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მისი ცო­ლის გა­მარ­ჯვე­ბა გახ­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ ავ­რცე­ლებს.

32 წლის ოქ­სა­ნა ზო­ტო­ვა კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რეს და არა­ერ­თი მუ­ქა­რაც მი­ი­ღო, რაც მაგ­ნი­ტო­გორსკში გა­მარ­თულ კონ­კურ­სში „მის სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა“ გა­ი­მარ­ჯვა. ოქ­სა­ნას ქმარს, სერ­გეი ზო­ტოვს სოფ­ლის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლეს.

31 წლის მღვდელს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ტა­ძარ­ში შეს­ვლის ნე­ბას მხო­ლოდ მა­შინ მის­ცე­მენ, თუ მისი ცოლი „მო­ი­ნა­ნი­ებს“.

ზო­ტო­ვი ამ­ბობს, რომ ცოლი „სა­კუ­თარ შეც­დო­მას იაზ­რებს და იცის, რომ არას­წო­რად მო­იქ­ცა“, თუმ­ცა ოქ­სა­ნას სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა არ მო­უ­ნა­ნი­ე­ბია, ამის ნაც­ვლად კი ეკ­ლე­სია გა­აკ­რი­ტი­კა.

მღვდლის გან­ცხა­დე­ბით, მის ცოლს ემუქ­რე­ბი­ან, შე­უ­რა­ცხყო­ფენ და ის აპი­რებს, პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თოს.

ოქ­სა­ნა ზო­ტო­ვას „მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის“, წი­თე­ლი ტუ­ჩე­ბის, ვარ­დის­ფე­რი კა­ბის, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლი­სა და „აი­ფო­ნის“ გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ მღვდლე­ბი და მათი ცო­ლე­ბი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად უნდა ცხოვ­რობ­დნენ.

მამა თე­ო­დორ საპ­რი­კი­ნი, რო­მე­ლიც სა­ეკ­ლე­სიო სა­სა­მარ­თლოს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან ამ­ბობს, რომ მღვდლის ცო­ლის მსგავ­სი ქმე­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი ცოდ­ვაა.

„მამა სერ­გეი ზო­ტო­ვი არ დაბ­რუნ­დე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში, ვიდ­რე მისი ცოლი არ მო­ი­ნა­ნი­ებს. რო­გო­რი მღვდე­ლია, თუ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის მარ­თვა არ შე­უძ­ლია?“ - აცხა­დებს მამა თე­ო­დორ საპ­რი­კი­ნი.

წყვი­ლი 15 წე­ლია, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. ოქ­სა­ნამ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გვერ­დე­ბი გა­ა­უქ­მა, თუმ­ცა მო­ნა­ნი­ე­ბის ნაც­ვლად „მის სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის“ ტი­ტულ­ზე გა­ნა­ცხა­და : „დიახ, მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რა პრობ­ლე­მაა?!“

მღვდლის ცოლი ადას­ტუ­რებს, რომ კონ­კურ­სი დიდ­მარ­ხვამ­დე გაგ­რძელ­და, თუმ­ცა მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ფი­ნა­ლის თა­რი­ღი ბოლო წუ­თებ­ში გა­და­წყდა.

„ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მა მქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი. მი­ვე­დი სახ­ლში და ვკი­თხე ქმარს, რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, მი­თხრა, რომ თა­ვად უნდა გა­და­მე­წყვი­ტა. მეც მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო,“ - ამ­ბობს ოქ­სა­ნა.

მი­სი­ვე თქმით, ღრმად მორ­წმუ­ნე ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და და ოქ­სა­ნას ძმაც მღვდე­ლია. ზო­ტო­ვა ამ­ტკი­ცებს, რომ თა­მა­მად არა­სო­დეს იც­ვამს, სწო­რედ ამი­ტომ გა­უკ­ვირ­და ხალ­ხს მისი ჩაც­მუ­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

რუს მღვდელს ეკლესიაში აღარ უშვებენ, რადგან მისი ცოლი "მის სექსუალურობა" გახდა

რუს მღვდელს ეკლესიაში აღარ უშვებენ, რადგან მისი ცოლი "მის სექსუალურობა" გახდა

რუს მღვდელს ეკლესიაში აღარ უშვებენ, მიზეზი კი სილამაზის კონკურსში მისი ცოლის გამარჯვება გახდა, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

32 წლის ოქსანა ზოტოვა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და არაერთი მუქარაც მიიღო, რაც მაგნიტოგორსკში გამართულ კონკურსში „მის სექსუალურობა“ გაიმარჯვა. ოქსანას ქმარს, სერგეი ზოტოვს სოფლის მართლმადიდებლურ ეკლესიაში შესვლა აუკრძალეს.

31 წლის მღვდელს განუცხადეს, რომ ტაძარში შესვლის ნებას მხოლოდ მაშინ მისცემენ, თუ მისი ცოლი „მოინანიებს“.

ზოტოვი ამბობს, რომ ცოლი „საკუთარ შეცდომას იაზრებს და იცის, რომ არასწორად მოიქცა“, თუმცა ოქსანას სილამაზის კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება არ მოუნანიებია, ამის ნაცვლად კი ეკლესია გააკრიტიკა.

მღვდლის განცხადებით, მის ცოლს ემუქრებიან, შეურაცხყოფენ და ის აპირებს, პოლიციას მიმართოს.

ოქსანა ზოტოვას „მდიდრული ცხოვრებისთვის“, წითელი ტუჩების, ვარდისფერი კაბის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა და „აიფონის“ გამო აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მღვდლები და მათი ცოლები მოკრძალებულად უნდა ცხოვრობდნენ.

მამა თეოდორ საპრიკინი, რომელიც საეკლესიო სასამართლოს ხელმძღვანელობს, ადგილობრივ მედიასთან ამბობს, რომ მღვდლის ცოლის მსგავსი ქმედება ძალიან დიდი ცოდვაა.

„მამა სერგეი ზოტოვი არ დაბრუნდება ეკლესიაში, ვიდრე მისი ცოლი არ მოინანიებს. როგორი მღვდელია, თუ საკუთარი ოჯახის მართვა არ შეუძლია?“ - აცხადებს მამა თეოდორ საპრიკინი.

წყვილი 15 წელია, დაქორწინებულია. ოქსანამ სოციალური მედიის გვერდები გააუქმა, თუმცა მონანიების ნაცვლად „მის სექსუალურობის“ ტიტულზე განაცხადა : „დიახ, მივიღე მონაწილეობა, რა პრობლემაა?!“

მღვდლის ცოლი ადასტურებს, რომ კონკურსი დიდმარხვამდე გაგრძელდა, თუმცა მისივე განმარტებით, ფინალის თარიღი ბოლო წუთებში გადაწყდა.

„ძალიან ბევრი შრომა მქონდა ჩადებული. მივედი სახლში და ვკითხე ქმარს, როგორ მოვქცეულიყავი, მითხრა, რომ თავად უნდა გადამეწყვიტა. მეც მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიმეღო,“ - ამბობს ოქსანა.

მისივე თქმით, ღრმად მორწმუნე ოჯახში გაიზარდა და ოქსანას ძმაც მღვდელია. ზოტოვა ამტკიცებს, რომ თამამად არასოდეს იცვამს, სწორედ ამიტომ გაუკვირდა ხალხს მისი ჩაცმულობა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ