სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხუთ წუთში ბარათიდან 401 ლარი ჩამომეჭრა" - თაღლითობით დაზარალებულები და ექსპერტის გაფრთხილება
"ხუთ წუთში ბარათიდან 401 ლარი ჩამომეჭრა" - თაღლითობით დაზარალებულები და ექსპერტის გაფრთხილება

ონ­ლა­ინ თაღ­ლი­თო­ბის შე­დე­გად უკვე რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე და­ზა­რალ­და. მხო­ლოდ ბოლო 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 3 პირს სა­კუ­თა­რი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან კონ­კრე­ტუ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხა ჩა­მო­ეჭ­რა და სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რი­ცხა.

რო­გორც ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი „ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, მისი ბა­რა­თი­დან თან­ხის ჩა­მოჭ­რა 5 წუ­თის ინ­ტერ­ვა­ლით ზე­დი­ზედ რამ­დენ­ჯერ­მე გან­ხორ­ცი­ელ­და და ჯამ­ში, 401 ლარი შე­ად­გი­ნა. მან შე­სა­ბა­მი­სი სა­ჩივ­რით სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას უკვე მი­მარ­თა, თუმ­ცა რო­გორ და რა სქე­მით შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო გა­და­რი­ცხვა, მის­თვის ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

"ან­გა­რი­ში­დან თან­ხა ზე­დი­ზედ 3-ჯერ ჩა­მო­მეჭ­რა. ჯერ - ერთი ლარი, შემ­დეგ ორ­ჯერ - 200-200 ლარი ჩა­მო­მეჭ­რა. შე­სა­ბა­მი­სად, ჯამ­ში, 401 ლარი. რო­გორც sms-შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ეწე­რა, ერთ-ერთი სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რი­ცხა. მივ­მარ­თე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას და და­ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას" - აცხა­დებს მო­ქა­ლა­ქე.

კი­დევ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ მისი სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რი­ში­და­ნაც ჩა­მო­იჭ­რა რამ­დე­ნი­მე ეტა­პად თან­ხა, ჯამ­ში - 201 ლარი.

"ჩემი ან­გა­რი­ში­დან ჯერ ჩა­მო­მეჭ­რა 1 ლარი, შემ­დეგ 2-ჯერ 50-50 ლარი, მე­ო­თხედ კი, - 100 ლარი. ჯამ­ში 201 ლარი. შე­ტყო­ნე­ბა­ში ეწე­რა, რომ ეს თან­ხა ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რი­ცხა. მარ­თა­ლია, ბა­რა­თი და­ზღვე­უ­ლი მქონ­და და თან­ხას ბან­კი ამი­ნა­ზღა­უ­რებს, მაგ­რამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას უკვე მივ­მარ­თე და ვნა­ხოთ, რა გა­ირ­კვე­ვა" - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

ასე­ვე ონ­ლა­ინ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლია „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის“ კი­დევ ერთი რეს­პონ­დენ­ტი, რომ­ლის ან­გა­რი­ში­და­ნაც 37 ლარი კვლავ სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ან­გა­რიშ­ზე აღ­მოჩ­ნდა.

„ჩემი ან­გა­რი­ში­დან 37 ლარი ჩა­მო­ეჭ­რა და სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ან­გარ­შზე გა­და­ი­რი­ცხა. არ ვიცი, რა სქე­მით მოქ­მე­დე­ბენ, მაგ­რამ ფაქ­ტია, თაღ­ლით­ბას­თან გვაქვს საქ­მე“ - აცხა­დებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

რო­გორ უნდა და­იც­ვან თავი მო­ქა­ლა­ქე­ე­ებ­მა მსგავ­სი თაღ­ლი­თო­ბის­გან, ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის“ პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპერ­ტი ანი ალი­ბე­გაშ­ვი­ლი „ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა პი­რა­დი მო­ნა­ცე­მის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ვა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"ხუთ წუთში ბარათიდან 401 ლარი ჩამომეჭრა" - თაღლითობით დაზარალებულები და ექსპერტის გაფრთხილება

"ხუთ წუთში ბარათიდან 401 ლარი ჩამომეჭრა" - თაღლითობით დაზარალებულები და ექსპერტის გაფრთხილება

ონლაინ თაღლითობის შედეგად უკვე რამდენიმე მოქალაქე დაზარალდა. მხოლოდ ბოლო 2 დღის განმავლობაში 3 პირს საკუთარი საბანკო ანგარიშიდან კონკრეტული ოდენობის თანხა ჩამოეჭრა და სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე გადაირიცხა.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მისი ბარათიდან თანხის ჩამოჭრა 5 წუთის ინტერვალით ზედიზედ რამდენჯერმე განხორციელდა და ჯამში, 401 ლარი შეადგინა. მან შესაბამისი საჩივრით საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა, თუმცა როგორ და რა სქემით შეიძლება მომხდარიყო გადარიცხვა, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

"ანგარიშიდან თანხა ზედიზედ 3-ჯერ ჩამომეჭრა. ჯერ - ერთი ლარი, შემდეგ ორჯერ - 200-200 ლარი ჩამომეჭრა. შესაბამისად, ჯამში, 401 ლარი. როგორც sms-შეტყობინებაში ეწერა, ერთ-ერთი სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე გადაირიცხა. მივმართე საგამოძიებო უწყებას და დაველოდები გამოძიებას" - აცხადებს მოქალაქე.

კიდევ ერთი დაზარალებული ამბობს, რომ მისი სახელფასო ანგარიშიდანაც ჩამოიჭრა რამდენიმე ეტაპად თანხა, ჯამში - 201 ლარი.

"ჩემი ანგარიშიდან ჯერ ჩამომეჭრა 1 ლარი, შემდეგ 2-ჯერ 50-50 ლარი, მეოთხედ კი, - 100 ლარი. ჯამში 201 ლარი. შეტყონებაში ეწერა, რომ ეს თანხა ონლაინკაზინოს ანგარიშზე გადაირიცხა. მართალია, ბარათი დაზღვეული მქონდა და თანხას ბანკი ამინაზღაურებს, მაგრამ საგამოძიებო უწყებას უკვე მივმართე და ვნახოთ, რა გაირკვევა" - ამბობს დაზარალებული.

ასევე ონლაინ თაღლითობის მსხვერპლია „ბიზნესპრესნიუსის“ კიდევ ერთი რესპონდენტი, რომლის ანგარიშიდანაც 37 ლარი კვლავ სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე აღმოჩნდა.

„ჩემი ანგარიშიდან 37 ლარი ჩამოეჭრა და სათამაშო ბიზნესის ანგარშზე გადაირიცხა. არ ვიცი, რა სქემით მოქმედებენ, მაგრამ ფაქტია, თაღლითბასთან გვაქვს საქმე“ - აცხადებს დაზარალებული.

როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეეებმა მსგავსი თაღლითობისგან, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აუცილებელია ყველა პირადი მონაცემის მაქსიმალურად დაცვა წაიკითხეთ ვრცლად

"ყვიროდა, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებითო" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმის საკარანტინე სივრცეში მომხდარ ამბავზე

"მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პროკურორი საქმეს ჩამოაცილეს" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

რუსთავის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად საპარსი სამართებელი - ე.წ. "ბრიტვა" გადაყლაპა