პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანსამბლი საბავშვო ფესტივალზე მიდიოდა და 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი" - რატომ არ შეუშვეს "გორდა" ისრაელში
"ანსამბლი საბავშვო ფესტივალზე მიდიოდა და 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი" - რატომ არ შეუშვეს "გორდა" ისრაელში

ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ან­სამ­ბლი „გორ­და“ ის­რა­ელ­ში არ შე­უშ­ვეს. რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, მე­სა­ზღვრე­ე­ბი­სათ­ვის სა­ეჭ­ვო გახ­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ან­სამ­ბლი ის­რა­ელ­ში მი­დი­ო­და სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვალ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით და ან­სამ­ბლის 17 წევ­რი­დან მხო­ლოდ 5 იყო ბავ­შვი, და­ნარ­ჩე­ნი კი 25 წლის ზე­მოთ პი­რე­ბი. სა­გა­რეო უწყე­ბის ცნო­ბით, ის­რა­ელ­ში წა­სუ­ლი ან­სამ­ბლის შე­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 17 აპ­რილს დაბ­რუნ­დე­ბა.

ამ დრო­ის­თვის ისი­ნი ის­რა­ე­ლის სა­დე­პორ­ტა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, რო­მელ­თა მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლი მი­ვი­და.

„14 აპ­რილს ის­რა­ე­ლის სა­ზღვრის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სულ­ში შე­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია სა­ზღვარ­ზე შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით ან­სამ­ბლ „გორ­და"-ს 17- კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფის შე­ფერ­ხე­ბის შე­სა­ხებ. მე­სა­ზღვრე­ე­ბი­სათ­ვის სა­ეჭ­ვო გახ­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ან­სამ­ბლი ის­რა­ელ­ში მი­დი­ო­და სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვალ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით და ან­სამ­ბლის 17 წევ­რი­დან მხო­ლოდ 5 იყო ბავ­შვი და­ნარ­ჩე­ნი კი 25 წლის ზე­მოთ პი­რე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მათ უარი ეთ­ქვათ ის­რა­ელ­ში შეს­ვლა­ზე. ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლი ესა­უბ­რა ასე­ვე ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელს. ის­რა­ე­ლის მხა­რე, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჯგუ­ფის შე­მად­გე­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი, თა­ნახ­მა იყო მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის შე­ე­ძი­ნათ ბი­ლე­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საბ­რუ­ნე­ბელ უახ­ლო­ეს რე­ის­ზე, თუმ­ცა მშობ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნულ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. შე­სა­ბა­მი­სად კომ­პა­ნია myway, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ისი­ნი ჩა­მო­ვიდ­ნენ ის­რა­ელ­ში, თბი­ლის­ში უახ­ლო­ე­სი შემ­დგო­მი რე­ი­სი აქვს 17 აპ­რილს 13:30 სა­ათ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად აე­რო­პორ­ტის წი­ნას­წა­რი გან­თავ­სე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ემ­გზავ­რა. ასე­ვე, კონ­სუ­ლი უკვე ესა­უბ­რა სა­დე­პორ­ტოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და სთხო­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რა­დღე­ბით იყ­ვნენ ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 5 ბავ­შვი­დან 3-ს თან ახ­ლავს ორი­ვე მშო­ბე­ლი, მხო­ლოდ ორი ბავ­შვია მშობ­ლის გა­რე­შე,” - გან­მარ­ტა­ვენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო: მე­გობ­რის ქორ­წი­ლის­თვის ის­რა­ელ­ში წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტე­ბი ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდნენ

ავტორი:

"ანსამბლი საბავშვო ფესტივალზე მიდიოდა და 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი" - რატომ არ შეუშვეს "გორდა" ისრაელში

"ანსამბლი საბავშვო ფესტივალზე მიდიოდა და 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი" - რატომ არ შეუშვეს "გორდა" ისრაელში

ქართული ცეკვის ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. საგარეო უწყების ცნობით, ისრაელში წასული ანსამბლის შემადგენლობა საქართველოში 17 აპრილს დაბრუნდება.

ამ დროისთვის ისინი ისრაელის სადეპორტაციო განყოფილებაში იმყოფებიან, რომელთა მოსანახულებლად საქართველოს კონსული მივიდა.

„14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ „გორდა"-ს 17- კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ. მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. შესაბამისად, მათ უარი ეთქვათ ისრაელში შესვლაზე. ისრაელში საქართველოს კონსული ესაუბრა ასევე ჯგუფის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგელობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის შეეძინათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებელ უახლოეს რეისზე, თუმცა მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად კომპანია myway, რომლის მეშვეობით ისინი ჩამოვიდნენ ისრაელში, თბილისში უახლოესი შემდგომი რეისი აქვს 17 აპრილს 13:30 საათზე.

საქართველოს კონსული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად აეროპორტის წინასწარი განთავსების დაწესებულებაში გაემგზავრა. ასევე, კონსული უკვე ესაუბრა სადეპორტოს ადმინისტრაციას და სთხოვა, განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ბავშვებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ 5 ბავშვიდან 3-ს თან ახლავს ორივე მშობელი, მხოლოდ ორი ბავშვია მშობლის გარეშე,” - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ნახეთ ვიდეო: მეგობრის ქორწილისთვის ისრაელში წასული ქართველი ტურისტები ციხეში აღმოჩნდნენ

ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება

Nile Rodgers & Chic-ი „ბლექ სი არენას“ სცენას 18 ივლისს დაიკავებს!

ბრედ პიტისა და რეჯინა კინგის ცეცხლოვანი კოცნა "ოსკარის“ ცერემონიაზე - კადრები, რომლებმაც ინტერნეტი "ააფეთქა“