პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ, თუ იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობა გსურთ - საელჩო მოქალაქეებს მიმართავს
რა უნდა იცოდეთ, თუ იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობა გსურთ - საელჩო მოქალაქეებს მიმართავს

ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ცე­ცხლის გად­მოს­ვლის ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თავს.

რო­გორც სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, წელს ცე­ცხლის გად­მოს­ვლის ცე­რე­მო­ნია 27 აპ­რილს, მა­ცხოვ­რის ტა­ძარ­ში, იე­რუ­სა­ლი­მის ძველ ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თე­ბა და მას ათა­სო­ბით მომ­ლოც­ვე­ლი და­ეს­წრე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, მათ შო­რის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცი­ე­ბი.

„მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იცოდ­ნენ, რომ ყო­ველ წელს ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცია ცე­ცხლის გად­მოს­ვლის ცე­რე­მო­ნი­ის დროს უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის იღებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ზო­მებს. ამ დღი­სათ­ვის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც აქვს ჯან­მრთე­ლო­ბის ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი ხალ­ხის სიმ­რავ­ლის გამო, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია თავი შე­ი­კა­ვონ მა­ცხოვ­რის ტა­ძარ­ში მის­ვლის­გან.

ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ეს­წრე­ბი­ან ცე­ცხლის გად­მოს­ვლის ცე­რე­მო­ნი­ას, უნდა და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი­ვე მი­თი­თე­ბას ად­გი­ლის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­უშ­ვე­ბე­ლია იმ პი­რე­ბი­სათ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, რო­მელ­თაც ევა­ლე­ბათ ტა­ძარ­ში და მას­თან მი­სას­ვლელ გზებ­ზე წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ასე­ვე ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან, თუნ­დაც თხოვ­ნის ტო­ნით შე­პა­სუ­ხე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვად და შე­სა­ბა­მი­სად, ხალ­ხის სიმ­რავ­ლის გამო და წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს ძალა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე მო­ე­რი­დოს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან კა­მათს, რო­მელ­თა ფუნ­ქცი­ებ­შიც შე­დის ტა­ძარ­ში წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა მო­ე­რი­დონ იე­რუ­სა­ლი­მის ძველ ქა­ლაქ­ში ე.წ. სპე­ცი­ა­ლუ­რი „ბრას­ლე­ტე­ბის“ - ტა­ძარ­ში შეს­ვლის საშ­ვე­ბის შე­ძე­ნას. იე­რუ­სა­ლი­მის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ მსგავ­სი ტი­პის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი „ბრას­ლე­ტე­ბის“ მქო­ნე პი­რე­ბი გა­მო­ძე­ვე­ბულ იქ­ნე­ბი­ან მა­ცხოვ­რის ტაძ­რი­დან.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქე და­ი­კარ­გა ძველ ქა­ლაქ­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თოს პო­ლი­ცი­ას შემ­დეგ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: +972 26226100 (პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­იყ­ვანს მას უახ­ლო­ეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში) და და­უ­კავ­შირ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხურს.

ამას­თან გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სა­ვი­ზო და სხვა სა­ხის სა­ზღვრის კვე­თის მო­თხოვ­ნე­ბი საკ­მა­ოდ რთუ­ლია, დარ­წმუნ­დით, რომ გა­მომ­გზავ­რე­ბამ­დე კარ­გად გა­ე­ცა­ნით ის­რა­ე­ლის სა­ე­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კას. ის­რა­ე­ლის დღე­სას­წა­უ­ლე­ბის და სა­ზა­ფხუ­ლო ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის დღე­ებ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ დაგ­ჭირ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი დრო, რათა გა­ი­ა­როთ უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტრო­ლი აე­რო­პორ­ტში. ამ პე­რი­ოდ­ში ის­რა­ე­ლი აძ­ლი­ე­რებს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს.

და­მა­ტე­ბი­თი სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია ის­რა­ე­ლის სა­ზღვრის კვე­თი­სა და სხვა სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იხი­ლეთ შემ­დეგ ბმულ­ზე" - ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, თუ იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობა გსურთ - საელჩო მოქალაქეებს მიმართავს

რა უნდა იცოდეთ, თუ იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობა გსურთ - საელჩო მოქალაქეებს მიმართავს

ისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში გაიმართება და მას ათასობით მომლოცველი დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები.

„მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისათვის იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისათვის ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან.

ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალა.

აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.

მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების“ მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია, დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულების და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს.

დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია ისრაელის საზღვრის კვეთისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ზუგდიდელი მღვდელი ჟესტების ენას სწავლობს, რათა სმენადაქვეითებული პირებისთვის წირვა აღავლინოს

ფოტოები სამტრედიასთან მომხდარი ავარიიდან, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა

"სცემეს თანამშრომლები, ტურისტები... ეს ჩვეულებრივი რეკეტია!" - გუდაურში კრიმინალური შემთხვევების მატება ბიზნესს საფრთხეს უქმნის