როგორც უკვე ჩვენმა მკითხველებმა იციან, 21 იანვრიდან, პროექტი - "დიდი მხატვრების შედევრები" დაიწყო, რომლის ფარგლებში ცნობილი მხატვრების შედევრების ზუსტი ანალოგები, ეტაპობრივად ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.
პროექტის ფარგლებში უკვე ცნობილია და გამოსულია ხალხის რჩეული 4 მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე და სალვადორ დალი. 15 აპრილიდან სალვადორ დალის ტილოები არის ხელმისაწვდომი კვირის პალიტრის მკითხველისთვის. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის თხოვნით ამჯერად 3 ტილოს ნაცვლად გამოვიდა 4 რჩეული ტილო.
ეს ტილოებია:
ფანჯარასთან მდგარი გოგონა -სპეციალური ფასი 13.50, გაზეთთან ერთად 15 ლარი.
სფეროების გალატეა-სპეციალური ფასი 21,50. გაზეთთან ერთად 23 ლარი.
მეხსიერების მდგრადობა-სპეციალური ფასი 21,50, გაზეთთან ერთად 23 ლარი.
ბროწეულის გარშემო ფუტკრის ფრენით გამოღვიძებამდე წამით ადრე გამოწვეული სიზმარი -სპეციალური ფასი 13.50, გაზეთთან ერთად 15 ლარი.
დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით და გადაჭიმულია ხის ნატურალურ ჩაროზე.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური ფასი მოქმედებს ერთი კვირის განმავლობაში.
ხმის მიცემა გრძელდება. პროექტი "დიდი მხატვრების შედევრები" ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დარჩა 8 მხატვარი, გადახედეთ მხატვრების შედევრებს და მიეცით ხმა თქვენს რჩეულს, რათა მოხვდეს 12 რჩეულ შორის - https://www.palitral.ge/mkhatvrebi