პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმა, რომელიც ცნობილი სერიალებიდან 20 წელია გვესმის - ეკა ჩხეიძე გვიყვება, რა შეიცვალა "ბლანკოს ქვრივიდან" თურქულ საპნის ოპერებამდე
ხმა, რომელიც ცნობილი სერიალებიდან 20 წელია გვესმის - ეკა ჩხეიძე გვიყვება, რა შეიცვალა "ბლანკოს ქვრივიდან" თურქულ საპნის ოპერებამდე

წლე­ბია ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი უყუ­რებს ბრა­ზი­ლი­ურ, ვე­ნე­სუ­ე­ლურ, თურ­ქულ თუ ინ­დურ სე­რი­ა­ლებს, რომ­ლებ­საც ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ახ­მო­ვა­ნე­ბენ და ეს ხმე­ბი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ვით ახ­ლობ­ლად იქცა მათ­თვის. თუმ­ცა, მსა­ხი­ო­ბი ეკა ჩხე­ი­ძე მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლია, რად­გა­ნაც ამ საქ­მეს უკვე 20 წე­ლია ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ეკა იმ­დე­ნად ცნო­ბი­ლი „ხმაა“, რომ მა­ყუ­რე­ბელს ის არა­ვის­ში ეშ­ლე­ბა... თა­ვად მსა­ხი­ო­ბი იმას, რა­საც ახ­მო­ვა­ნებს, არას­დროს უყუ­რებს, უბ­რა­ლოდ, ეს მისი საქ­მეა, რო­მელ­საც წლე­ბია აკე­თებს.

AMBEBI.GE-მ ეკა ჩხე­ი­ძეს ამ წლე­ბის და ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მთა­ვა­რი გმი­რე­ბის გახ­სე­ნე­ბა სთხო­ვა:

"ეს პე­რი­ო­დი იყო მარ­ტი­ვიც, სა­ხა­ლი­სოც, გახ­მო­ვა­ნე­ბა ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ერთ-ერთი ნა­წი­ლია. კარ­გი კო­ლექ­ტი­ვი შე­ვიკ­რი­ბეთ, ყვე­ლა­ნი - მსა­ხი­ო­ბე­ბი, მე­გობ­რე­ბი და თურ­მე 20-მა წელ­მაც ისე ჩა­ი­ა­რა, ვერც მივ­ხვდი, ოღონდ, ესეც შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე, რო­დე­საც ნიკა ლო­მი­ძემ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ცოტა ხნის წინ მკი­თხა, - რამ­დე­ნი ხა­ნია სე­რი­ა­ლებს ახ­მო­ვა­ნე­ბო? ალ­ბათ, 10 წელ­ზე მეტი-მეთ­ქი. მერე ერ­თად და­ვით­ვა­ლეთ - 20 წელი გა­მო­ვი­და.

პირ­ვე­ლი სე­რი­ა­ლი „ბლან­კოს ქვრი­ვი“ იყო... წლე­ბის წინ დუტა სხირტლა­ძე და მე ერთ სპექ­ტაკლზე ვმუ­შა­ობ­დით და მი­თხრა - „რუს­თა­ვი 2“-ზე გახ­მო­ვა­ნე­ბის სტუ­დია ყა­ლიბ­დე­ბა, ხმებს ეძე­ბენ, მსა­ხი­ო­ბე­ბი უნ­დათ და შენი ხმა ალ­ბათ გა­მოდ­გე­ბაო, - წავ­ყე­ვი... მე და დუტა დავ­სხე­დით ერ­თად გახ­მო­ვა­ნე­ბა­ზე... მე­ო­რე სე­რი­ა­ლი „გვა­და­ლუ­პე“ იყო,“ - გვე­უბ­ნე­ბა ეკა ჩხე­ი­ძე, რო­მელ­საც ამ საქ­მემ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­ძი­ნა...

"კი, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მო­ი­ტა­ნა - არა­ფე­რი აღარ მეშ­ლე­ბა, ეს საქ­მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი. მარ­თა­ლია, ხელ­ფას­მა წლებ­თან ერ­თად, საგ­რძნობ­ლად მო­იკ­ლო, მაგ­რამ ოპ­ტი­მიზმს რომ არ კარ­გავ და სულ რომ გგო­ნია, უკე­თე­სი დრო მოვა, რა­ღაც გა­მოს­წორ­დე­ბა, შენი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლით, ერ­თმა­ნე­თის, კო­ლექ­ტი­ვის ხათ­რით, რჩე­ბი, არ ღა­ლა­ტობ საქ­მეს და გახ­მო­ვა­ნე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობ. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა მაქვს ახლა, იმი­ტომ, რომ სხვა არა­ნა­ი­რი ენ­თუ­ზი­აზ­მი აღარ მა­მუ­შა­ვებს იმ ხელ­ფას­ზე, რაც ახლა გვაქვს. ზო­გა­დად, ხელ­ფა­სე­ბის საქ­მე კომ­პა­ნი­ა­ში ცუ­და­დაა, რა­მაც ჩვენ­ზეც იმოქ­მე­და. ბევ­რი ამის გამო წა­ვი­და კი­დეც".

თა­ვად გახ­მო­ვა­ნე­ბის პრო­ცეს­ზე მსა­ხი­ო­ბი გვე­უბ­ნე­ბა, რომ სუ­ლაც არ არის რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე:

"ამ ყვე­ლა­ფერს ისე არ უნდა მი­უდ­გე, რომ იტან­ჯე­ბი, თუ ამის გამო წვა­ლობ, მა­შინ რაღა გა­მო­ვა?! მოკ­ლედ, ჩემ­თვის ეს ტან­ჯვას არ წარ­მო­ად­გენს. მარ­თა­ლია, და­ხუ­რულ კა­ბი­ნა­ში ვი­ზი­ვარ, თავ­ზე მო­ნი­ტო­რი მად­გას, ვრცელ ტექსტს ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ არც ეს არის პრობ­ლე­მა... შუ­ა­ლე­დებ­ში დას­ვე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა".

- ქალ პერ­სო­ნა­ჟებს სულ თქვენ ახ­მო­ვა­ნებთ?

- გა­აჩ­ნია, რო­გორ გა­და­ნა­წილ­დე­ბა. იყო პე­რი­ო­დი, როცა ვის­ხე­დით ორნი, - ყვე­ლა ქალ პერ­სო­ნაჟს ერთი ქალი ახ­მო­ვა­ნებ­და, ყვე­ლა მა­მა­კაცს - ერთი მა­მა­კა­ცი. ზოგ­ჯერ ისე ნა­წილ­დე­ბა, რომ სულ 4-ნი ვმუ­შა­ობთ. ბავ­შვებს, პა­ტა­რა გოგ­ნებს სხვა მსა­ხი­ო­ბი ქალი ახ­მო­ვა­ნებს; მე უმე­ტე­სად - ქალ­ბა­ტო­ნებს, - ყვე­ლა­ფე­რი ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით ნა­წილ­დე­ბა. გა­აჩ­ნია, რა სე­რი­ა­ლია, რო­მელ სა­ათ­ზე გა­დის, ჩემი სე­რი­ა­ლე­ბი ძი­რი­თა­დად 8 სა­ათ­ზეა. კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რო­დე­საც ბრა­ზი­ლი­ურ სე­რი­ა­ლებ­ზე ვმუ­შა­ობ­დით. მშვე­ნი­ე­რი მსა­ხი­ო­ბე­ბიც თა­მა­შობ­დნენ, ბი­უ­ჯე­ტიც ეტყო­ბო­და პრო­ექტს, კი­ნო­სა­ვით იყო, ბრა­ზი­ლი­ის ლა­მა­ზი კად­რე­ბი უხ­დე­ბო­და, სი­უ­ჟე­ტიც ჰქონ­და, ამ­ბა­ვი იშ­ლე­ბო­და.

თუმ­ცა თურ­ქულ სე­რი­ა­ლებ­შიც არის კარ­გი და ცუდი, რო­მელ­ზეც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოა "შემჯდა­რი".

- რა იზი­დავთ?

- რა ქნან? სხვა­ნა­ი­რად ვერ ერ­თო­ბი­ან. ბრა­ზი­ლი­უ­რი აღარ გა­დის, ამი­ტომ უყუ­რე­ბენ იმას, რა­საც უყუ­რე­ბენ. ამე­რი­კუ­ლიც გა­დი­ო­და და იყო და­ბა­ლი ხა­რის­ხის ვე­ნე­სუ­ე­ლუ­რი სე­რი­ა­ლი­ე­ბიც. არის ინ­დუ­რიც და მა­საც ჰყავს თა­ვი­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი. მოკ­ლედ, რა­საც მი­აწ­ვდი, ყვე­ლა­ფერს იღე­ბენ. სი­მარ­თლე რომ გი­თხართ, მე არც ერთს ვუ­ყუ­რებ, არ მომ­წონს. მაგ­რამ ამის სა­პი­რის­პი­როდ, არ­სე­ბობს კარ­გი სე­რი­ა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ხალ­ხი ინ­ტერ­ნეტ­ში უყუ­რებს. ისე, ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ეთე­რით, ბოლო დროს მა­სობ­რი­ვად მა­ინც თურ­ქულს უჩ­ვე­ნე­ბენ.

- თქვენს ამ საქ­მე­ში რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- მა­ყუ­რე­ბელს მშრა­ლად მი­ა­წო­დო დი­ა­ლო­გი, იქ არა­ფე­რია სა­თა­მა­შო, რად­გა­ნაც თა­მა­შით ყალ­ბი გა­მო­ვა, მაგ­რამ არც დიქ­ტო­რი­ვით მო­ნო­ტო­ნუ­რად არ უნდა ილა­პა­რა­კო. უბ­რა­ლოდ, სა­ინ­ტე­რე­სო თხრო­ბაა სა­ჭი­რო, დი­ა­ლო­გი ასე უნდა წარ­მარ­თო, ხმის ცვლა კი არა, ხა­სი­ა­თი უნდა ცვა­ლო - რამ­დე­ნად მკაც­რია, რბი­ლი, მხი­ა­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, იმის მი­ხედ­ვით უნდა იმოქ­მე­დო, რომ მო­სა­წყე­ნი და მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი არ იყოს.

- სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟის ხმით თუ უც­ნი­ხართ?

- კი, რო­გორ არა. ბევ­რს უთ­ქვამს, - თქვე­ნი ხმა მიყ­ვარ­სო. თუმ­ცა მგო­ნია, რომ ცხოვ­რე­ბა­ში სხვა ხმა მაქვს და იქ სხვა ხმით ვახ­მო­ვა­ნებ. ფაქ­ტია, რომ ის მა­ინც მუდ­მივ მა­ყუ­რე­ბელს უფრო ეც­ნო­ბა. რომ და­ვუ­ნა­ხი­ვართ, ასეც უთ­ქვამთ, - აი, „რუს­თა­ვი 2“-ის ხმაო...

- რო­დე­საც სა­კუ­თა­რი ხმა გეს­მით სე­რი­ალ­ში, რას გრძნობთ?

- კრი­ტი­კუ­ლად მო­მის­მე­ნია ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რის­თვის და მი­ფიქ­რია, ამ სე­რი­ა­ში რა­ღაც სხვა ხომ არ სჭირ­დე­ბო­და-მეთ­ქი? გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია ხოლ­მე სე­რი­ა­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც კა­ბი­ნა­ში, მიკრო­ფონ­თან ზი­ხარ, ამას ვერ გრძნობ და რო­დე­საც უკვე გვერ­დი­დან უყუ­რებ, ამას მერე ამ­ჩნევ.

- თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით - ვე­ნე­სუ­ე­ლურ, ბრა­ზი­ლი­ურ, თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს შო­რის რა სხვა­ო­ბაა?

- ბევ­რი რამ. ჯერ ერთი, ქვე­ყა­ნა რაც უფრო ღა­რი­ბია, შე­სა­ბა­მი­სად, ღა­რი­ბია ყვე­ლა­ფე­რი. მსა­ხი­ო­ბებს ნაკ­ლებს უხ­დი­ან, ამი­ტომ იმ სე­რი­ალ­ზე კარ­გი მსა­ხი­ო­ბი არ მივა, კარ­გი სცე­ნა­რის­ტი სცე­ნარს არ და­უ­წერს, გა­და­ღე­ბაც და­ბა­ლი ხა­რის­ხის იქ­ნე­ბა. რა­საც ბრა­ზი­ლი­ურ სე­რი­ა­ლებ­ზე ვერ ვი­ტყვით - ატ­მოს­ფე­რო ფან­ტას­ტი­კუ­რი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სახ­ლე­ბი, სა­ნა­პი­რო­ე­ბი. ამას თურ­ქულ სე­რი­ა­ლებ­ში ვერ აკე­თე­ბენ, თუმ­ცა ში­ნა­არ­სობ­რი­ვა­დაც რაც მახ­სოვს, ერთი კარ­გი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლია „დე­დამ­თი­ლი“, რომ­ლის გა­და­ღე­ბა თურ­ქეთ­ში ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამი­ტომ, ჩვენ­თან გახ­მო­ვა­ნე­ბა ახლა შე­წყვე­ტი­ლია, რად­გან ფეხ­და­ფეხ მივ­ყვე­ბით. სხვა თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლი არ მახ­სოვს, რომ ასე კარ­გად თა­მა­შობ­დნენ. მოკ­ლედ, რო­გორც უნდა იყოს, მე არა­ვინ მე­კი­თხე­ბა, რო­მე­ლი მომ­წონს და რო­მე­ლი - არა.

რო­გორც ვთქვი, თა­ვი­დან ბრა­ზი­ლი­ურ სე­რი­ა­ლებს ვახ­მო­ვა­ნებ­დით. პირ­ვე­ლი თურ­ქუ­ლი ნა­მუშ­ვა­რი „მა­ესტროს“ ეთერ­ში გაჩ­ნდა და სა­ოც­რად იმა­ტა მათ­მა რე­ი­ტინ­გმა, რა­ტომ მო­ე­წო­ნა ხალ­ხს ეს თურ­ქუ­ლი, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, მაგ­რამ გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ვო­ბენ. მერე უკვე თურ­ქუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ამ და­ი­წყო.

- ჩა­წე­რი­სას რა­ი­მე უც­ნა­უ­რი რამ თუ მომ­ხდა­რა, რო­მე­ლიც ეთერ­შიც გა­სუ­ლა?

- კი, ხში­რად ყო­ფი­ლა, რომ ვი­დე­ო­ინ­ჟი­ნერს გა­მო­პარ­ვია მსა­ხი­ო­ბის უზუს­ტო ტექ­სტი, რო­მე­ლიც ეთერ­ში არ უნდა გა­სუ­ლი­ყო, რად­გა­ნაც არა­ფერ შუ­ა­ში ყო­ფი­ლა, რის გა­მოც სა­წყა­ლი ვი­დე­ო­ინ­ჟი­ნე­რი დას­ჯი­ლა...

მოკ­ლედ, გახ­მო­ვა­ნე­ბა ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ნა­წი­ლია და ჩემ­თვის ეს საქ­მე უსი­ა­მოვ­ნო სუ­ლაც არ არის, ვი­მე­ო­რებ, რაც არ მომ­წონს, მხო­ლოდ ის არის, რომ შეგ­ვიმ­ცირ­და ხელ­ფა­სი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ხმა, რომელიც ცნობილი სერიალებიდან 20 წელია გვესმის - ეკა ჩხეიძე გვიყვება, რა შეიცვალა "ბლანკოს ქვრივიდან" თურქულ საპნის ოპერებამდე

ხმა, რომელიც ცნობილი სერიალებიდან 20 წელია გვესმის - ეკა ჩხეიძე გვიყვება, რა შეიცვალა "ბლანკოს ქვრივიდან" თურქულ საპნის ოპერებამდე

წლებია ქართველი მაყურებელი უყურებს ბრაზილიურ, ვენესუელურ, თურქულ თუ ინდურ სერიალებს, რომლებსაც ქართველი მსახიობები ახმოვანებენ და ეს ხმები ოჯახის წევრებივით ახლობლად იქცა მათთვის. თუმცა, მსახიობი ეკა ჩხეიძე მაინც გამორჩეულია, რადგანაც ამ საქმეს უკვე 20 წელია ერთგულად ემსახურება.

ეკა იმდენად ცნობილი „ხმაა“, რომ მაყურებელს ის არავისში ეშლება... თავად მსახიობი იმას, რასაც ახმოვანებს, არასდროს უყურებს, უბრალოდ, ეს მისი საქმეა, რომელსაც წლებია აკეთებს.

AMBEBI.GE-მ ეკა ჩხეიძეს ამ წლების და ცნობილი სერიალების მთავარი გმირების გახსენება სთხოვა:

"ეს პერიოდი იყო მარტივიც, სახალისოც, გახმოვანება ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი ნაწილია. კარგი კოლექტივი შევიკრიბეთ, ყველანი - მსახიობები, მეგობრები და თურმე 20-მა წელმაც ისე ჩაიარა, ვერც მივხვდი, ოღონდ, ესეც შემთხვევით გავიგე, როდესაც ნიკა ლომიძემ ერთ-ერთ გადაცემაში ცოტა ხნის წინ მკითხა, - რამდენი ხანია სერიალებს ახმოვანებო? ალბათ, 10 წელზე მეტი-მეთქი. მერე ერთად დავითვალეთ - 20 წელი გამოვიდა.

პირველი სერიალი „ბლანკოს ქვრივი“ იყო... წლების წინ დუტა სხირტლაძე და მე ერთ სპექტაკლზე ვმუშაობდით და მითხრა - „რუსთავი 2“-ზე გახმოვანების სტუდია ყალიბდება, ხმებს ეძებენ, მსახიობები უნდათ და შენი ხმა ალბათ გამოდგებაო, - წავყევი... მე და დუტა დავსხედით ერთად გახმოვანებაზე... მეორე სერიალი „გვადალუპე“ იყო,“ - გვეუბნება ეკა ჩხეიძე, რომელსაც ამ საქმემ დიდი გამოცდილება შესძინა...

"კი, დიდი გამოცდილება მოიტანა - არაფერი აღარ მეშლება, ეს საქმე ძალიან კარგად ვიცი. მართალია, ხელფასმა წლებთან ერთად, საგრძნობლად მოიკლო, მაგრამ ოპტიმიზმს რომ არ კარგავ და სულ რომ გგონია, უკეთესი დრო მოვა, რაღაც გამოსწორდება, შენი საქმის სიყვარულით, ერთმანეთის, კოლექტივის ხათრით, რჩები, არ ღალატობ საქმეს და გახმოვანებაზე მუშაობას განაგრძობ. ეს მდგომარეობა მაქვს ახლა, იმიტომ, რომ სხვა არანაირი ენთუზიაზმი აღარ მამუშავებს იმ ხელფასზე, რაც ახლა გვაქვს. ზოგადად, ხელფასების საქმე კომპანიაში ცუდადაა, რამაც ჩვენზეც იმოქმედა. ბევრი ამის გამო წავიდა კიდეც".

თავად გახმოვანების პროცესზე მსახიობი გვეუბნება, რომ სულაც არ არის რუტინული საქმე:

"ამ ყველაფერს ისე არ უნდა მიუდგე, რომ იტანჯები, თუ ამის გამო წვალობ, მაშინ რაღა გამოვა?! მოკლედ, ჩემთვის ეს ტანჯვას არ წარმოადგენს. მართალია, დახურულ კაბინაში ვიზივარ, თავზე მონიტორი მადგას, ვრცელ ტექსტს ვკითხულობ, მაგრამ არც ეს არის პრობლემა... შუალედებში დასვენებაც შეიძლება".

- ქალ პერსონაჟებს სულ თქვენ ახმოვანებთ?

- გააჩნია, როგორ გადანაწილდება. იყო პერიოდი, როცა ვისხედით ორნი, - ყველა ქალ პერსონაჟს ერთი ქალი ახმოვანებდა, ყველა მამაკაცს - ერთი მამაკაცი. ზოგჯერ ისე ნაწილდება, რომ სულ 4-ნი ვმუშაობთ. ბავშვებს, პატარა გოგნებს სხვა მსახიობი ქალი ახმოვანებს; მე უმეტესად - ქალბატონებს, - ყველაფერი ხასიათის მიხედვით ნაწილდება. გააჩნია, რა სერიალია, რომელ საათზე გადის, ჩემი სერიალები ძირითადად 8 საათზეა. კარგი და საინტერესო იყო, როდესაც ბრაზილიურ სერიალებზე ვმუშაობდით. მშვენიერი მსახიობებიც თამაშობდნენ, ბიუჯეტიც ეტყობოდა პროექტს, კინოსავით იყო, ბრაზილიის ლამაზი კადრები უხდებოდა, სიუჟეტიც ჰქონდა, ამბავი იშლებოდა.

თუმცა თურქულ სერიალებშიც არის კარგი და ცუდი, რომელზეც მთელი საქართველოა "შემჯდარი".

- რა იზიდავთ?

- რა ქნან? სხვანაირად ვერ ერთობიან. ბრაზილიური აღარ გადის, ამიტომ უყურებენ იმას, რასაც უყურებენ. ამერიკულიც გადიოდა და იყო დაბალი ხარისხის ვენესუელური სერიალიებიც. არის ინდურიც და მასაც ჰყავს თავისი მაყურებელი. მოკლედ, რასაც მიაწვდი, ყველაფერს იღებენ. სიმართლე რომ გითხართ, მე არც ერთს ვუყურებ, არ მომწონს. მაგრამ ამის საპირისპიროდ, არსებობს კარგი სერიალები, რომლებსაც ხალხი ინტერნეტში უყურებს. ისე, ქართული ტელევიზიების ეთერით, ბოლო დროს მასობრივად მაინც თურქულს უჩვენებენ.

- თქვენს ამ საქმეში რა არის მნიშვნელოვანი?

- მაყურებელს მშრალად მიაწოდო დიალოგი, იქ არაფერია სათამაშო, რადგანაც თამაშით ყალბი გამოვა, მაგრამ არც დიქტორივით მონოტონურად არ უნდა ილაპარაკო. უბრალოდ, საინტერესო თხრობაა საჭირო, დიალოგი ასე უნდა წარმართო, ხმის ცვლა კი არა, ხასიათი უნდა ცვალო - რამდენად მკაცრია, რბილი, მხიარული პერსონაჟი, იმის მიხედვით უნდა იმოქმედო, რომ მოსაწყენი და მოსაბეზრებელი არ იყოს.

- სერიალის პერსონაჟის ხმით თუ უცნიხართ?

- კი, როგორ არა. ბევრს უთქვამს, - თქვენი ხმა მიყვარსო. თუმცა მგონია, რომ ცხოვრებაში სხვა ხმა მაქვს და იქ სხვა ხმით ვახმოვანებ. ფაქტია, რომ ის მაინც მუდმივ მაყურებელს უფრო ეცნობა. რომ დავუნახივართ, ასეც უთქვამთ, - აი, „რუსთავი 2“-ის ხმაო...

- როდესაც საკუთარი ხმა გესმით სერიალში, რას გრძნობთ?

- კრიტიკულად მომისმენია ჩემი ნამუშევარისთვის და მიფიქრია, ამ სერიაში რაღაც სხვა ხომ არ სჭირდებოდა-მეთქი? განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი დაწყებულია ხოლმე სერიალი, მაგრამ როდესაც კაბინაში, მიკროფონთან ზიხარ, ამას ვერ გრძნობ და როდესაც უკვე გვერდიდან უყურებ, ამას მერე ამჩნევ.

- თქვენი დაკვირვებით - ვენესუელურ, ბრაზილიურ, თურქულ სერიალებს შორის რა სხვაობაა?

- ბევრი რამ. ჯერ ერთი, ქვეყანა რაც უფრო ღარიბია, შესაბამისად, ღარიბია ყველაფერი. მსახიობებს ნაკლებს უხდიან, ამიტომ იმ სერიალზე კარგი მსახიობი არ მივა, კარგი სცენარისტი სცენარს არ დაუწერს, გადაღებაც დაბალი ხარისხის იქნება. რასაც ბრაზილიურ სერიალებზე ვერ ვიტყვით - ატმოსფერო ფანტასტიკური, შესანიშნავი სახლები, სანაპიროები. ამას თურქულ სერიალებში ვერ აკეთებენ, თუმცა შინაარსობრივადაც რაც მახსოვს, ერთი კარგი თურქული სერიალია „დედამთილი“, რომლის გადაღება თურქეთში ახლაც მიმდინარეობს, ამიტომ, ჩვენთან გახმოვანება ახლა შეწყვეტილია, რადგან ფეხდაფეხ მივყვებით. სხვა თურქული სერიალი არ მახსოვს, რომ ასე კარგად თამაშობდნენ. მოკლედ, როგორც უნდა იყოს, მე არავინ მეკითხება, რომელი მომწონს და რომელი - არა.

როგორც ვთქვი, თავიდან ბრაზილიურ სერიალებს ვახმოვანებდით. პირველი თურქული ნამუშვარი „მაესტროს“ ეთერში გაჩნდა და საოცრად იმატა მათმა რეიტინგმა, რატომ მოეწონა ხალხს ეს თურქული, ჩემთვის უცნობია, მაგრამ გემოვნებაზე არ დავობენ. მერე უკვე თურქული თითქმის ყველა ტელევიზიამ დაიწყო.

- ჩაწერისას რაიმე უცნაური რამ თუ მომხდარა, რომელიც ეთერშიც გასულა?

- კი, ხშირად ყოფილა, რომ ვიდეოინჟინერს გამოპარვია მსახიობის უზუსტო ტექსტი, რომელიც ეთერში არ უნდა გასულიყო, რადგანაც არაფერ შუაში ყოფილა, რის გამოც საწყალი ვიდეოინჟინერი დასჯილა...

მოკლედ, გახმოვანება ჩვენი პროფესიის ნაწილია და ჩემთვის ეს საქმე უსიამოვნო სულაც არ არის, ვიმეორებ, რაც არ მომწონს, მხოლოდ ის არის, რომ შეგვიმცირდა ხელფასი...

"ევროვიზია 2021"-ის გამარჯვებული იტალია გახდა

გადასაღებ მოედანზე დაწყებული დიდი სიყვარული და ულამაზესი თურქი წყვილი, რომლებიც მშობლებმა ერთმანეთს დააშორეს

"ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ... ქართველმა მომხმარებლებმა, ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს" - ავთანდილი რთულ პანდემიურ პერიოდზე, ტრენდულ სტილსა და ფერებზე