პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ღირსების შემლახველია ბავშვისთვის" - როგორ ირღვევა თქვენი შვილის უფლებები სკოლებში მშობელთა კრებაზე?
"ეს ღირსების შემლახველია ბავშვისთვის" - როგორ ირღვევა თქვენი შვილის უფლებები სკოლებში მშობელთა კრებაზე?

სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სკო­ლებ­ში მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში ათწლე­უ­ლე­ბია არ­სე­ბობს. თუმ­ცა, მსგავ­სი კრე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ფორ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ქცე­ვის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად არ იც­ვლე­ბა და იგი უკვე არა­თუ ვერ პა­სუ­ხობს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ მო­თხოვ­ნებს, არა­მედ ზოგი მო­საზ­რე­ბით, პირ­და­პირ არ­ღვევს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს.

პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზეა და შე­სა­ბა­მი­სად ბევ­რმა არც იცის, რო­გორ და­იც­ვას კა­ნო­ნი "პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას. ალ­ბათ, ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი დღემ­დე არ და­ფიქ­რე­ბუ­ლა, რომ ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, კა­ნონს არ­ღვევს მა­შინ, რო­დე­საც მშო­ბელ­თა კრე­ბებს ძვე­ლე­ბურ ყა­ი­და­ზე ატა­რებს.

დღე­საც ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სკო­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კრე­ბებ­ზე მჟღავ­ნდე­ბა ბავ­შვის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია: მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­აც კი.

AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტი გ.ნ. სკო­ლის მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის­გან თავი შე­ი­კა­ვა. ის გო­რის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთი სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რა. მისი თქმით, კრე­ბებ­ზე პე­და­გო­გე­ბი ბავ­შვებს ნე­გა­ტი­ურ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნი­ენ სხვა მშობ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით.

"რაც ჩვენს სკო­ლა­ში ხდე­ბა, ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. პრობ­ლე­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლეს­თან უნდა მო­აგ­ვა­როს და არა სა­ჯა­როდ გა­მო­ი­ტა­ნოს. თუ კი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე ვერ გა­დაჭ­რი­ან ამ პრობ­ლე­მას, შემ­დეგ უნდა ჩა­ერ­თოს მშო­ბე­ლი და მას­თა­ნაც უნდა მოხ­დეს სა­კი­თხის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გან­ხილ­ვა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან ცუ­დად და­უ­ხა­სი­ა­თე­ბია მას­წავ­ლე­ბელს ყვე­ლას თან­დას­წრე­ბით და ბავ­შვი ამას ძა­ლი­ან დიდ­ხანს გა­ნიც­დი­და" - ამ­ბობს რეს­პონ­დენ­ტი.

AMBEBI.GE-ს კი­დევ ერთი რეს­პონ­დენ­ტი 15 წლის ბი­ჭია, რო­მელ­საც მშო­ბელ­თა კრე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს:

"მე­ა­თე კლას­ში ვარ, მარ­თა­ლია სწავ­ლით თავს არ ვიკ­ლავ, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხომ არ არის ყვე­ლამ კარ­გად ის­წავ­ლოს, ზოგს სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს... ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა დე­და­ჩე­მი და­უ­ბა­რე­ბია მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე და ისე ვუ­ლან­ძღი­ვარ მას­წავ­ლე­ბელს, რომ დე­და­ჩემს ძა­ლი­ან შერ­ცხვა და მეც ამის გამო ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე.

რად­გან კარ­გად არ ვსწავ­ლობ, ან თუნ­დაც ზოგ­ჯერ ბი­ჭებს გაკ­ვე­თი­ლი გაგ­ვიც­დე­ნია, შე­იძ­ლე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნოს მას­წავ­ლე­ბელ­მა სხვე­ბის თან­დას­წრე­ბით?! უზ­რდე­ლი მი­წო­დოს და ა.შ? ბოლო დროს როცა ტარ­დე­ბა ასე­თი კრე­ბე­ბი, არ ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე დე­და­ჩემს და არც ვე­ტყვი. ისე ნერ­ვი­უ­ლობს მერე და ისე­თი გაგ­რძე­ლე­ბა მოყ­ვე­ბა ამას ოჯახ­ში, მირ­ჩევ­ნია არც მი­ვი­დეს", - გვე­უბ­ნე­ბა სკო­ლის მოს­წავ­ლე.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ უკვე წლე­ბია ბავ­შვთა სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა აბა­ში­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ მსგავ­სი პრობ­ლე­მით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვი­საც არა­ერ­თხელ მი­უ­მარ­თავთ მშობ­ლებს. მისი გან­მარ­ტე­ბით, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში სა­ხე­ზეა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვა.

„სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე ამ პრობ­ლე­მის გან­ხილ­ვა არ მომ­ხდა­რა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში ხალ­ხი აპ­რო­ტეს­ტებს ამ სა­კითხს. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვი­საც არა­ერ­თხელ მო­უ­მარ­თავთ მშობ­ლებს. ისი­ნი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, რომ მშო­ბელ­თა კრე­ბებ­ზე ბავ­შვის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მჟღავ­ნდე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, მა­გა­ლი­თად თქვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა ან სხვა პი­რა­დი მო­ნა­ცე­მი გახ­დეს ყვე­ლას­თვის ხელ­მის­წავ­დო­მი. ცალ­სა­ხაა, აქ ილა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა.

ბავ­შვებ­თან კი გან­სა­კუთ­რე­ბით საფრ­თხი­ლოა, რად­გან ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა შემ­დგომ­ში სხვა ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი გახ­დეს, მა­გა­ლი­თად ბუ­ლინ­გის და­წყე­ბის მი­ზე­ზი ბავ­შვის მი­მართ. სულ რომ არ მოჰ­ყვეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბას, ეს მა­ინც ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლია ბავ­შვის­თვის" - ამ­ბობს იუ­რის­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტას, ანა აბა­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ეს მარ­ტი­ვად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის აზ­რით, მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბის ასე­თი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბა უნდა აიკ­რძა­ლოს.

"სა­ჭი­როა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს კე­თი­ლი ნება. სა­კითხს სის­ტე­მუ­რად უნდა მი­ე­ხე­დოს, სა­მი­ნის­ტრომ უნდა შე­ი­მუ­შა­ვოს წესი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ერ­თი­ა­ნად აიკ­რძა­ლე­ბა მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბის არ­სე­ბუ­ლი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბა, რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სკო­ლებ­ში" - ამ­ბობს ანა აბა­ში­ძე.

ამ მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს ფსი­ქო­ლო­გი ნანა ჩა­ჩუ­აც. იგი იმ ზი­ა­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რაც შე­იძ­ლე­ბა მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბის არ­სე­ბუ­ლი სა­ხით ჩა­ტა­რე­ბის პრაქ­ტი­კამ მო­უ­ტა­ნოს ბავ­შვებს.

"მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბი ჩემს ბავ­შვო­ბა­შიც ტარ­დე­ბო­და, მე საბ­ჭო­თა სკო­ლა­ში მო­მი­წია სწავ­ლამ და რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, მა­შინ და­ცუ­ლი იყო ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ახლა ჩვენ ვი­თხოვთ. მშო­ბელ­თა კრე­ბებ­ზე ით­ქმე­ბო­და მა­გა­ლი­თად, რომ ბავ­შვი ცელ­ქია, მაგ­რამ ეს და­ხა­სი­ა­თე­ბა იყო ბავ­შვის მი­მართ თა­ნა­გან­ცდით სავ­სე და აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბო­და იმა­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ი­ნერ­გოს ჰუ­მა­ნუ­რი პრაქ­ტი­კა, ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ბავ­შვი არის პი­როვ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­დი­ვი­დი, რო­მელ­საც აქვს თა­ვი­სი ღირ­სე­ბე­ბი და ასა­კობ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი...

ბავ­შვმა თვი­თონ­ვე უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც ვერ გა­და­ლა­ხა და თუ კი ეს სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ვინ­მეს­გან გახ­დე­ბა შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნი, ეს გა­მო­იწ­ვევს, რომ ბავ­შვი ვერ იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბი, თვი­თონ ვერ იქ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ავ­ტო­რი, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მას არ­თმე­ვენ ავ­ტო­რო­ბას. რო­დე­საც პრობ­ლე­მაა, შე­იძ­ლე­ბა ელა­პა­რა­კოს მშო­ბე­ლი ბავ­შვს, ესა­უბ­როს პე­და­გო­გი უშუ­ა­ლოდ, მაგ­რამ ესეც ისე­თი სიფრ­თხი­ლი­თაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რომ პირ­და­პირ ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­ლაა.

არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა იყოს შე­ფა­სე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მშობ­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გის მხრი­დან და რაც მთა­ვა­რია, უნდა მოხ­დეს ბავ­შვის გან­ცდის ამოც­ნო­ბა. თუ ასე ვერ მოხ­დე­ბა, ყვე­ლა სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა სა­ზი­ა­ნო ბავ­შვის­თვის, რად­გან ბავ­შვი მა­შინ გა­ნიც­დის, რომ სამ­ყა­რო მის მი­მართ მტრუ­ლა­დაა გან­წყო­ბი­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში პი­რი­ქით უნდა მოხ­დეს, ბავ­შვმა უნდა აღიქ­ვას, რომ სამ­ყა­რო მის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია. აი, მა­შინ ბავ­შვი პერ­სპექ­ტი­ვა­საც ხე­დავს და შე­მარ­თე­ბაც ემა­ტე­ბა“ - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ნანა ჩა­ჩუ­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტებს, ისი­ნი ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და ისე­თი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი მოჰ­ყავთ, სა­დაც ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბი უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა და­ცუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ირ­ლან­დი­ა­ში მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შვს მშო­ბელ­თან ატანს და­ლუ­ქულ, ანო­ნი­მურ წე­რილს, რომ­ლის გახ­სნა ბავ­შვს არ შე­უძ­ლია, ამას კი იმით ხსნი­ან, რომ კრი­ტი­კულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ ბავ­შვს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ შე­უ­ლა­ხოს.

სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-მ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. უწყე­ბა­ში გან­გვი­მარ­ტეს, რომ აღ­ნიშ­ნულ­ზე წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თოთ და ათი დღის ვა­და­ში გვი­პა­სუ­ხე­ბენ, უნდა ტარ­დე­ბო­დეს თუ არა არ­სე­ბუ­ლი ფორ­მით მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბი და გეგ­მავს თუ არა სა­მი­ნის­ტრო ცვლი­ლე­ბებს აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნულ­ზე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­ას AMBEBI.GE მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ავტორი:

"ეს ღირსების შემლახველია ბავშვისთვის" - როგორ ირღვევა თქვენი შვილის უფლებები სკოლებში მშობელთა კრებაზე?

"ეს ღირსების შემლახველია ბავშვისთვის" - როგორ ირღვევა თქვენი შვილის უფლებები სკოლებში მშობელთა კრებაზე?

საჯარო თუ კერძო სკოლებში მშობელთა კრებების ჩატარების პრაქტიკა საქართველოში ათწლეულებია არსებობს. თუმცა, მსგავსი კრებების ჩატარების ფორმა, საზოგადოების ქცევის განვითარებასთან ერთად არ იცვლება და იგი უკვე არათუ ვერ პასუხობს საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს, არამედ ზოგი მოსაზრებით, პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებებს.

პერსონალური მონაცემების დაცვის კულტურა საქართველოში განვითარების გზაზეა და შესაბამისად ბევრმა არც იცის, როგორ დაიცვას კანონი "პერსონალური მონაცემების შესახებ“, რომელიც კრძალავს ადამიანის პირადი ინფორმაციის გასაჯაროებას. ალბათ, ბევრი მასწავლებელი დღემდე არ დაფიქრებულა, რომ ნებსით თუ უნებლიედ, კანონს არღვევს მაშინ, როდესაც მშობელთა კრებებს ძველებურ ყაიდაზე ატარებს.

დღესაც ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლებში ჩატარებულ კრებებზე მჟღავნდება ბავშვის პერსონალური ინფორმაცია: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გონებრივი შესაძლებლობები და ოჯახის წევრების პირადი ინფორმაციაც კი.

AMBEBI.GE-ს რესპონდენტი გ.ნ. სკოლის მოსწავლის მშობელია, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. ის გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებაზე გვესაუბრა. მისი თქმით, კრებებზე პედაგოგები ბავშვებს ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიენ სხვა მშობლების თანდასწრებით.

"რაც ჩვენს სკოლაში ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. პრობლემა მასწავლებელმა მოსწავლესთან უნდა მოაგვაროს და არა საჯაროდ გამოიტანოს. თუ კი მასწავლებელი და მოსწავლე ვერ გადაჭრიან ამ პრობლემას, შემდეგ უნდა ჩაერთოს მშობელი და მასთანაც უნდა მოხდეს საკითხის ინდივიდუალურად განხილვა. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი შვილი ძალიან ცუდად დაუხასიათებია მასწავლებელს ყველას თანდასწრებით და ბავშვი ამას ძალიან დიდხანს განიცდიდა" - ამბობს რესპონდენტი.

AMBEBI.GE-ს კიდევ ერთი რესპონდენტი 15 წლის ბიჭია, რომელსაც მშობელთა კრებასთან დაკავშირებით არასასიამოვნო გამოცდილება აქვს:

"მეათე კლასში ვარ, მართალია სწავლით თავს არ ვიკლავ, მაგრამ აუცილებელი ხომ არ არის ყველამ კარგად ისწავლოს, ზოგს სხვა ინტერესები აქვს... ყოფილა შემთხვევა, როცა დედაჩემი დაუბარებია მშობელთა კრებაზე და ისე ვულანძღივარ მასწავლებელს, რომ დედაჩემს ძალიან შერცხვა და მეც ამის გამო ძალიან ვინერვიულე.

რადგან კარგად არ ვსწავლობ, ან თუნდაც ზოგჯერ ბიჭებს გაკვეთილი გაგვიცდენია, შეიძლება შეურაცხყოფა მომაყენოს მასწავლებელმა სხვების თანდასწრებით?! უზრდელი მიწოდოს და ა.შ? ბოლო დროს როცა ტარდება ასეთი კრებები, არ ვეუბნები ხოლმე დედაჩემს და არც ვეტყვი. ისე ნერვიულობს მერე და ისეთი გაგრძელება მოყვება ამას ოჯახში, მირჩევნია არც მივიდეს", - გვეუბნება სკოლის მოსწავლე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ უკვე წლებია ბავშვთა საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემით ორგანიზაციისთვისაც არაერთხელ მიუმართავთ მშობლებს. მისი განმარტებით, ასეთ შემთხვევებში სახეზეა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა.

„სამწუხაროდ, აქამდე ამ პრობლემის განხილვა არ მომხდარა საჯარო სივრცეში, თუმცა ბოლო პერიოდში ხალხი აპროტესტებს ამ საკითხს. ჩვენი ორგანიზაციისთვისაც არაერთხელ მოუმართავთ მშობლებს. ისინი აპროტესტებდნენ, რომ მშობელთა კრებებზე ბავშვის პერსონალური ინფორმაცია მჟღავნდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, მაგალითად თქვენი სამედიცინო დასკვნა ან სხვა პირადი მონაცემი გახდეს ყველასთვის ხელმისწავდომი. ცალსახაა, აქ ილახება ადამიანის ღირსება.

ბავშვებთან კი განსაკუთრებით საფრთხილოა, რადგან ეს ინფორმაცია შეიძლება შემდგომში სხვა ახალი დანაშაულის მაპროვოცირებელი გახდეს, მაგალითად ბულინგის დაწყების მიზეზი ბავშვის მიმართ. სულ რომ არ მოჰყვეს შეურაცხმყოფელი განვითარება ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, ეს მაინც ღირსების შემლახველია ბავშვისთვის" - ამბობს იურისტი.

რაც შეეხება პრობლემის გადაწყვეტას, ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეს მარტივად მოსაგვარებელია. უფლებადამცველის აზრით, მშობელთა კრებების ასეთი ფორმით ჩატარება უნდა აიკრძალოს.

"საჭიროა მხოლოდ განათლების სამინისტროს კეთილი ნება. საკითხს სისტემურად უნდა მიეხედოს, სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს წესი, რომლის მიხედვითაც ერთიანად აიკრძალება მშობელთა კრებების არსებული ფორმით ჩატარება, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში" - ამბობს ანა აბაშიძე.

ამ მოსაზრებას იზიარებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუაც. იგი იმ ზიანის შესახებ საუბრობს, რაც შეიძლება მშობელთა კრებების არსებული სახით ჩატარების პრაქტიკამ მოუტანოს ბავშვებს.

"მშობელთა კრებები ჩემს ბავშვობაშიც ტარდებოდა, მე საბჭოთა სკოლაში მომიწია სწავლამ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაშინ დაცული იყო ის ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ვითხოვთ. მშობელთა კრებებზე ითქმებოდა მაგალითად, რომ ბავშვი ცელქია, მაგრამ ეს დახასიათება იყო ბავშვის მიმართ თანაგანცდით სავსე და აქცენტი კეთდებოდა იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო ვითარების გამოსასწორებლად.

აუცილებელია დაინერგოს ჰუმანური პრაქტიკა, ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებული, რომ ბავშვი არის პიროვნება დამოუკიდებელი ინდივიდი, რომელსაც აქვს თავისი ღირსებები და ასაკობრივი მოთხოვნილებები...

ბავშვმა თვითონვე უნდა გააცნობიეროს ის სირთულეები, რომელიც ვერ გადალახა და თუ კი ეს სხვა ნებისმიერი ვინმესგან გახდება შეფასების საგანი, ეს გამოიწვევს, რომ ბავშვი ვერ იქნება გადაწყვეტილებების მიმღები, თვითონ ვერ იქნება საკუთარი ცხოვრების ავტორი, რადგან ასეთ შემთხვევაში მას ართმევენ ავტორობას. როდესაც პრობლემაა, შეიძლება ელაპარაკოს მშობელი ბავშვს, ესაუბროს პედაგოგი უშუალოდ, მაგრამ ესეც ისეთი სიფრთხილითაა გასაკეთებელი, რომ პირდაპირ ბეწვის ხიდზე გავლაა.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შეფასებითი დამოკიდებულება მშობლებისა და პედაგოგის მხრიდან და რაც მთავარია, უნდა მოხდეს ბავშვის განცდის ამოცნობა. თუ ასე ვერ მოხდება, ყველა საუბარი იქნება საზიანო ბავშვისთვის, რადგან ბავშვი მაშინ განიცდის, რომ სამყარო მის მიმართ მტრულადაა განწყობილი. სინამდვილეში პირიქით უნდა მოხდეს, ბავშვმა უნდა აღიქვას, რომ სამყარო მის მიმართ კეთილგანწყობილია. აი, მაშინ ბავშვი პერსპექტივასაც ხედავს და შემართებაც ემატება“ - განუცხადა AMBEBI.GE-ს ნანა ჩაჩუამ.

რაც შეეხება განათლების ექსპერტებს, ისინი ევროპულ გამოცდილებაზე საუბრობენ და ისეთი ქვეყნების მაგალითები მოჰყავთ, სადაც ბავშვთა უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული. მაგალითად, ირლანდიაში მშობელთა კრებები საერთოდ არ არსებობს. მასწავლებელი ბავშვს მშობელთან ატანს დალუქულ, ანონიმურ წერილს, რომლის გახსნა ბავშვს არ შეუძლია, ამას კი იმით ხსნიან, რომ კრიტიკულმა ინფორმაციამ ბავშვს თავმოყვარეობა არ შეულახოს.

საკითხთან დაკავშირებით AMBEBI.GE-მ საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა. უწყებაში განგვიმარტეს, რომ აღნიშნულზე წერილობით მივმართოთ და ათი დღის ვადაში გვიპასუხებენ, უნდა ტარდებოდეს თუ არა არსებული ფორმით მშობელთა კრებები და გეგმავს თუ არა სამინისტრო ცვლილებებს აღნიშნული მიმართულებით. აღნიშნულზე განათლების სამინისტროს პოზიციას AMBEBI.GE მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამირან გამყრელიძე - ბავშვები ეზოში და ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ სასურველია, საქანელები და სკამები დღეში ერთხელ მაინც სველი წესით დამუშავდეს

"თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს და მგზავრებს - კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენეთ

მე-16 დღეს ჩატარებული ტესტირებით, ინფიცირებული 1-ლი პაციენტის პასუხი "სუსტად დადებითია" - მარინა ეზუგბაია უახლეს მონაცემებზე