რუსთავში, მე-20-ე მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსთან დაშავებული 16 წლის გოგონა ნახეს, ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, გოგონა, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ის მძიმე მდგომარეობაში კლინიკა „,რუსთავში" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს ფაქტზე გამოზიება 115-ე მუხლითაა დაწყებული.