პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილებს მშობლების ქონებაზე არანაირი უფლება არ გააჩნიათ, სანამ..." - რა ქონებრივი უფლებები აქვთ ოჯახის წევრებს ერთმანეთში
"შვილებს მშობლების ქონებაზე არანაირი უფლება არ გააჩნიათ, სანამ..." - რა ქონებრივი უფლებები აქვთ ოჯახის წევრებს ერთმანეთში

ცოლ-ქმრის გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ბევ­რი რამ და­ვის სა­გა­ნი ხდე­ბა, მათ შო­რის ქო­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და მა­მის ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შვი­ლე­ბის მი­მართ. გან­ქორ­წი­ნე­ბის დროს წარ­მოქ­მნილ პრობ­ლე­მებ­ზე მკი­თხვე­ლე­ბი ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან. ცოლ-ქმარს შო­რის შე­საძ­ლო და­ვებ­ზე და მკი­თხვე­ლე­ბის შე­კი­თხვებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის კლი­ნი­კის მე­ნე­ჯე­რი, იუ­რის­ტი ჟანა ჩი­ქო­ვა­ნი პა­სუ­ხობს.

- რა პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ შვილს ალი­მენ­ტი და­ე­ნიშ­ნოს?

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ალი­მენ­ტის ოდე­ნო­ბი­სა და გა­დახ­დის წე­სის შე­სა­ხებ მე­უღ­ლე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ მარ­ტი­ვი წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით, რო­მელ­ზე­დაც ხელ­მო­წე­რა სა­სურ­ვე­ლია და­მოწ­მდეს ნო­ტა­რი­უ­ლად. თუ მე­უღ­ლე­ე­ბი ვერ შე­თან­ხმდე­ბი­ან, მა­შინ მე­უღ­ლე, რო­მელ­საც სურს მე­ო­რე მე­უღ­ლეს და­ე­კის­როს ალი­მენ­ტი, მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩე­ლით ალი­მენ­ტის და­კის­რე­ბის მო­თხოვ­ნით. ალი­მენ­ტი ეკის­რე­ბა ბი­ო­ლო­გი­ურ მშო­ბელს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან თუ არა მშობ­ლე­ბი. ალი­მენ­ტის შე­სა­ხებ სარ­ჩე­ლებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო ბაჟი არ გა­და­იხ­დე­ვი­ნე­ბა.

- რო­გორ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ალი­მენ­ტის თან­ხის ოდე­ნო­ბა თუ მა­გა­ლი­თად, მა­მა­კაცს სამი შვი­ლი ჰყავს?

- ალი­მენ­ტი სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ გა­და­სახ­დე­ლი თან­ხაა, თუმ­ცა ოდე­ნო­ბა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის, ყო­ველ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ალი­მენ­ტის ოდე­ნო­ბას წყვეტს სა­სა­მარ­თლო. კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რის გან­სა­ზღვრი­სას სა­სა­მარ­თლო მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღებს ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბას, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია არას­რულ­წლო­ვა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და მათ­ში თი­თო­ე­უ­ლი მშობ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის წილი. თუ, ვთქვათ, მშობ­ლებს სამი შვი­ლი ჰყავთ, სა­სა­მარ­თლო გა­მო­არ­კვევს თი­თო­ე­უ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო თან­ხას, რა­შიც მო­ი­აზ­რე­ბა არ­სე­ბი­თად კვე­ბა, ტან­საც­მე­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, გა­და­ად­გი­ლე­ბის ხარ­ჯი და არა სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო წრე­ებ­ში გა­წევ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი, დას­ვე­ნე­ბა და ა.შ. ასე­ვე გა­მო­არ­კვევს მშობ­ლე­ბის სა­ერ­თო შე­მო­სა­ვალს და მათ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ურ­თი­ერ­თშე­ჯე­რე­ბით გა­სა­ზღვრავს თი­თო­ე­უ­ლი შვი­ლი­სათ­ვის სა­ა­ლი­მენ­ტო თან­ხას. თუნ­დაც მშო­ბე­ლი შრო­მი­სუ­უ­ნა­რო იყოს, მას ალი­მენ­ტი და­ე­კის­რე­ბა, რად­გან ალი­მენ­ტი კა­ნო­ნი­ე­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მშობ­ლი­სა არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის მი­მართ, თუმ­ცა მშობ­ლის მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი არ ნიშ­ნავს ავ­ტო­მა­ტუ­რად სა­ა­ლი­მენ­ტო თან­ხის გაზ­რდას. იხი­ლეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ომარა
8

ვისაც უფრო მაღალი შემოსავალი აქვს იმას უნდა დაეწეროს ალიმენტი. 

მანანა სხირტლაᲫე
7

Თუ დაკისრებული აქვს სასამარᲗლოᲗი და არ იხდის მაგ ᲨემᲗხვევაᲨი როგორ მოვიქცეᲗ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"შვილებს მშობლების ქონებაზე არანაირი უფლება არ გააჩნიათ, სანამ..." - რა ქონებრივი უფლებები აქვთ ოჯახის წევრებს ერთმანეთში

"შვილებს მშობლების ქონებაზე არანაირი უფლება არ გააჩნიათ, სანამ..." - რა ქონებრივი უფლებები აქვთ ოჯახის წევრებს ერთმანეთში

ცოლ-ქმრის განქორწინების შემდეგ ბევრი რამ დავის საგანი ხდება, მათ შორის ქონების გადანაწილება და მამის ფინანსური ვალდებულებები შვილების მიმართ. განქორწინების დროს წარმოქმნილ პრობლემებზე მკითხველები ხშირად გვეკითხებიან. ცოლ-ქმარს შორის შესაძლო დავებზე და მკითხველების შეკითხვებზე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის მენეჯერი, იურისტი ჟანა ჩიქოვანი პასუხობს.

- რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ შვილს ალიმენტი დაენიშნოს?

- შესაძლებელია ალიმენტის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ მეუღლეები შეთანხმდნენ მარტივი წერილობითი ფორმით, რომელზედაც ხელმოწერა სასურველია დამოწმდეს ნოტარიულად. თუ მეუღლეები ვერ შეთანხმდებიან, მაშინ მეუღლე, რომელსაც სურს მეორე მეუღლეს დაეკისროს ალიმენტი, მიმართავს სასამართლოს სარჩელით ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. ალიმენტი ეკისრება ბიოლოგიურ მშობელს, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა მშობლები. ალიმენტის შესახებ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.

- როგორ განისაზღვრება ალიმენტის თანხის ოდენობა თუ მაგალითად, მამაკაცს სამი შვილი ჰყავს?

- ალიმენტი სავალდებულოდ გადასახდელი თანხაა, თუმცა ოდენობა კანონით განსაზღვრული არ არის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ალიმენტის ოდენობას წყვეტს სასამართლო. კონკრეტული ციფრის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ყველა გარემოებას, პრიორიტეტულია არასრულწლოვანის საჭიროებები და მათში თითოეული მშობლის მონაწილეობის წილი. თუ, ვთქვათ, მშობლებს სამი შვილი ჰყავთ, სასამართლო გამოარკვევს თითოეულისათვის საჭირო თანხას, რაშიც მოიაზრება არსებითად კვება, ტანსაცმელი, აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევები, გადაადგილების ხარჯი და არა სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეებში გაწევრების საფასური, დასვენება და ა.შ. ასევე გამოარკვევს მშობლების საერთო შემოსავალს და მათ სოციალურ მდგომარეობას და ამ ინფორმაციის ურთიერთშეჯერებით გასაზღვრავს თითოეული შვილისათვის საალიმენტო თანხას. თუნდაც მშობელი შრომისუუნარო იყოს, მას ალიმენტი დაეკისრება, რადგან ალიმენტი კანონიერი ვალდებულებაა მშობლისა არასრულწლოვანი შვილების მიმართ, თუმცა მშობლის მაღალი შემოსავალი არ ნიშნავს ავტომატურად საალიმენტო თანხის გაზრდას. იხილეთ ვრცლად