პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის დაუჯდება ძვირად ტარიელ ონიანის თავისუფლება და ვინ არის უზბეკი "აკტანი", რომელიც თურქეთში გამართულ "შეკრებაზე" "მონათლეს"
ვის დაუჯდება ძვირად ტარიელ ონიანის თავისუფლება და ვინ არის უზბეკი "აკტანი", რომელიც თურქეთში გამართულ "შეკრებაზე" "მონათლეს"

ქუ­თა­ი­სე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ტა­რი­ელ ონი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა რუ­სეთ­ში, ორენ­ბურ­გის ოლ­ქში მდე­ბა­რე ქა­ლაქ სოლ-ილეც­კის მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში, რო­მელ­საც "შავ დელ­ფინს" უწო­დე­ბენ, 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­ხა­და. მი­უ­ხე­დე­ვად იმი­სა, რომ მას ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცია ეძებს და შე­საძ­ლოა, თა­ვი­სუფ­ლე­ბამ დიდ­ხანს არ გას­ტა­ნოს, "ტარო" აპი­რებს პა­სუ­ხი მო­კი­თხოს ყვე­ლა "კო­ლე­გას", ვინც თა­ვის დრო­ზე მის­თვის სტა­ტუ­სის ჩა­მორ­თმე­ვას მო­ა­წე­რა ხელი. ეს პრო­ცე­სი კი ბევ­რის­თვის კარ­გად სუ­ლაც არ დამ­თავ­რდე­ბა...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში უკვე იმ­ყო­ფე­ბა ტა­რი­ელ ონი­ა­ნის გა­რე­მოც­ვის დიდი ნა­წი­ლი, რო­მელ­თაც ონი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა "ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბით" აღ­ნიშ­ნეს. "შეკ­რე­ბა­ზე" მათი "ოჯა­ხის" წევ­რი, კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი გახ­და.

ე.წ. ქურ­დულ ოჯახ­ში შეს­ვლის პა­ტი­ვი წი­ლად ხვდა შუა აზი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, 48 წლის "აკტანს". მის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გარ­და იმი­სა, რომ ნა­ხევ­რად უზ­ბე­კია და ნა­ხევ­რად ყირ­გი­ზი და ახ­ლა­ხან დუ­ბა­ის ცი­ხე­ში 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. წყა­როს ცნო­ბით, მისი კან­დი­და­ტუ­რა ე.წ. ქურ­დულ სამ­ყა­როს გავ­ლე­ნი­ან­მა უზ­ბეკ­მა, ფი­ლანტროპ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძვა­ნელ­მა - გა­ფურ რა­ხი­მოვ­მა შეს­თა­ვა­ზა. primecrime.ru-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, "აკტა­ნას" 10 "ნათ­ლი­მა­მა" ჰყავს და მათ შო­რის არი­ან: თე­ი­მუ­რაზ ნემ­სიწ­ვე­რი­ძე, იგი­ვე "წრი­პა", რო­მან ჯა­ფა­რი­ვი, იგი­ვე "რომა ქურ­დი", ლაშა და სხვე­ბი... "რი­ტუ­ა­ლის" წამ­ყვა­ნი პერ­სო­ნა იყო და­ვით ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, იგი­ვე – "დათო სურ­გუტსკი".

ე.წ. ქურ­დულ წრე­ებ­ში "აკტა­ნას" "მო­ნათ­ვლამ" უკვე გა­მო­იწ­ვია მღელ­ვა­რე­ბა. მის "ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას" ეჭვქვეშ აყე­ნებს ნემ­სიწ­ვე­რი­ძის, ანუ "წრი­პას" სიძე, თე­ი­მუ­რაზ ჭუ­რა­ძე - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პრო­ცეს­ში მისი ნა­თე­სა­ვი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. "შეკ­რე­ბის" კი­დევ ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ, ასე­ვე "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა", გოჩა ჯინ­ჭა­რა­ძემ, რო­მელ­საც კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში "ყურ­შას" მეტ­სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ, "აკტა­ნას" "ნათ­ლო­ბის" ცე­რე­მო­ნი­ა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

"ამ და სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ძა­ლი­ან დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა "რუ­სე­თის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს ლი­დერ­მა" ზა­ხარ, იგი­ვე შაქ­რო კა­ლა­შოვ­მა, რო­მელ­მაც "აკტა­ნას" "ნათ­ლო­ბას" "არად­რო­უ­ლი" უწო­და.

"ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, "აკტა­ნამ" თა­ვი­დან შაქ­როს მი­მარ­თა, თუმ­ცა, მან უარი უთხრა. ამის შემ­დეგ, ის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი "ქუ­თა­ი­სე­ლებ­თან" წა­ვიდ­ნენ და მათ­თან სა­ერ­თო ენაც იპო­ვეს", - წერს primecrime.ru.

ფორ­მა­ლუ­რად, შაქ­რო კა­ლა­შო­ვის თვალ­ში "აკტა­ნას" კან­დი­და­ტუ­რამ "ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზი" ვერ გა­ი­ა­რა, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მას არ აქვს საკ­მა­რი­სი "დამ­სა­ხუ­რე­ბა", გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მით არას­დროს "გა­ნუ­ცხა­დე­ბია" ქურ­დულ ოჯახ­ში მოხ­ვედ­რის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, ასეთ­მა მიდ­გო­მამ "ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი" ვერ და­ა­მუხ­რუ­ჭა. მათი თქმით, შაქ­რო არც მეფე და არც მე­თა­უ­რი არაა, მას აქვს ისე­თი­ვე ერთი ხმის უფ­ლე­ბა, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნებს.

გა­მო­ცე­მის წყა­როს ცნო­ბით, შაქ­რო ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და იმა­ზე, რომ მისი მო­საზ­რე­ბა უკვე მე­ო­რედ "და­ა­იგ­ნო­რეს". გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში, 3-წლი­ნა­ხევ­რი­ა­ნი მო­რა­ტო­რი­უ­მის შემ­დეგ, კვიპ­როს­ში, ვაჟა ბი­გა­ნიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ერთ-ერთი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" კო­რო­ნა­ცია შედ­გა. რაც შე­ე­ხე­ბა უზ­ბე­კე­თის "ქურ­დულ სამ­ყა­როს", შე­საძ­ლოა, იქ ახა­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" შე­მა­ტე­ბამ გარ­კვე­უ­ლი ძვრე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

"ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, "აკტა­ნას" კო­რო­ნა­ცია მი­მარ­თუ­ლია უზ­ბე­კი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" ბახ­ტი­ერ კუდ­რა­ტუ­ლა­ე­ვის, იგი­ვე "ბახ­ტი ტაშ­კენტსკის" ჰე­გე­მო­ნი­ის წი­ნა­აღ­დეგ. ის ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­ში დედ ჰა­სა­ნის მიერ არის "მო­ნათ­ლუ­ლი" და დღემ­დე მისი და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ ღია კონ­ფლიქ­ტში არი­ან ქარ­თველ ქურ­დებ­თან, კონ­კრე­ტუ­ლად, "ონი­ა­ნი-ჯან­გვე­ლა­ძის" კლან­თან", - წერს გა­მო­ცე­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ვის დაუჯდება ძვირად ტარიელ ონიანის თავისუფლება და ვინ არის უზბეკი "აკტანი", რომელიც თურქეთში გამართულ "შეკრებაზე" "მონათლეს"

ვის დაუჯდება ძვირად ტარიელ ონიანის თავისუფლება და ვინ არის უზბეკი "აკტანი", რომელიც თურქეთში გამართულ "შეკრებაზე" "მონათლეს"

ქუთაისელი ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის გათავისუფლებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. კრიმინალურმა ავტორიტეტმა რუსეთში, ორენბურგის ოლქში მდებარე ქალაქ სოლ-ილეცკის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, რომელსაც "შავ დელფინს" უწოდებენ, 10-წლიანი პატიმრობა მოიხადა. მიუხედევად იმისა, რომ მას ესპანეთის პოლიცია ეძებს და შესაძლოა, თავისუფლებამ დიდხანს არ გასტანოს, "ტარო" აპირებს პასუხი მოკითხოს ყველა "კოლეგას", ვინც თავის დროზე მისთვის სტატუსის ჩამორთმევას მოაწერა ხელი. ეს პროცესი კი ბევრისთვის კარგად სულაც არ დამთავრდება...

არსებული ინფორმაციით, თურქეთში უკვე იმყოფება ტარიელ ონიანის გარემოცვის დიდი ნაწილი, რომელთაც ონიანის გათავისუფლება "ქურდული შეკრებით" აღნიშნეს. "შეკრებაზე" მათი "ოჯახის" წევრი, კიდევ ერთი ადამიანი გახდა.

ე.წ. ქურდულ ოჯახში შესვლის პატივი წილად ხვდა შუა აზიის წარმომადგენელს, 48 წლის "აკტანს". მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ ნახევრად უზბეკია და ნახევრად ყირგიზი და ახლახან დუბაის ციხეში 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. წყაროს ცნობით, მისი კანდიდატურა ე.წ. ქურდულ სამყაროს გავლენიანმა უზბეკმა, ფილანტროპმა და საერთაშორისო ფედერაციის ხელმძვანელმა - გაფურ რახიმოვმა შესთავაზა. primecrime.ru-ს მონაცემებით, "აკტანას" 10 "ნათლიმამა" ჰყავს და მათ შორის არიან: თეიმურაზ ნემსიწვერიძე, იგივე "წრიპა", რომან ჯაფარივი, იგივე "რომა ქურდი", ლაშა და სხვები... "რიტუალის" წამყვანი პერსონა იყო დავით ჩხიკვიშვილი, იგივე – "დათო სურგუტსკი".

ე.წ. ქურდულ წრეებში "აკტანას" "მონათვლამ" უკვე გამოიწვია მღელვარება. მის "ლეგიტიმურობას" ეჭვქვეშ აყენებს ნემსიწვერიძის, ანუ "წრიპას" სიძე, თეიმურაზ ჭურაძე - მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში მისი ნათესავი მონაწილეობდა. "შეკრების" კიდევ ერთმა მონაწილემ, ასევე "კანონიერმა ქურდმა", გოჩა ჯინჭარაძემ, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ყურშას" მეტსახელით იცნობენ, "აკტანას" "ნათლობის" ცერემონიალი გადაწყვეტილების მიღებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა.

"ამ და სხვა მიზეზების გამო, ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოთქვა "რუსეთის ქურდული სამყაროს ლიდერმა" ზახარ, იგივე შაქრო კალაშოვმა, რომელმაც "აკტანას" "ნათლობას" "არადროული" უწოდა.

"ჩვენი ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით, "აკტანამ" თავიდან შაქროს მიმართა, თუმცა, მან უარი უთხრა. ამის შემდეგ, ის და მისი თანამოაზრეები "ქუთაისელებთან" წავიდნენ და მათთან საერთო ენაც იპოვეს", - წერს primecrime.ru.

ფორმალურად, შაქრო კალაშოვის თვალში "აკტანას" კანდიდატურამ "ასაკობრივი ცენზი" ვერ გაიარა, თუმცა, სინამდვილეში, მას არ აქვს საკმარისი "დამსახურება", გასული წლების განმავლობაში საქმით არასდროს "განუცხადებია" ქურდულ ოჯახში მოხვედრის შესახებ. თუმცა, ასეთმა მიდგომამ "ქუთაისელები" ვერ დაამუხრუჭა. მათი თქმით, შაქრო არც მეფე და არც მეთაური არაა, მას აქვს ისეთივე ერთი ხმის უფლება, როგორც დანარჩენებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, შაქრო ძალიან გაბრაზდა იმაზე, რომ მისი მოსაზრება უკვე მეორედ "დააიგნორეს". გასული წლის ნოემბერში, 3-წლინახევრიანი მორატორიუმის შემდეგ, კვიპროსში, ვაჟა ბიგანიშვილის ინიციატივით, ერთ-ერთი "კანონიერი ქურდის" კორონაცია შედგა. რაც შეეხება უზბეკეთის "ქურდულ სამყაროს", შესაძლოა, იქ ახალი "კანონიერი ქურდის" შემატებამ გარკვეული ძვრები გამოიწვიოს.

"ჩვენი წყაროს ცნობით, "აკტანას" კორონაცია მიმართულია უზბეკი "კანონიერი ქურდის" ბახტიერ კუდრატულაევის, იგივე "ბახტი ტაშკენტსკის" ჰეგემონიის წინააღდეგ. ის ჯერ კიდევ 90-იან წლებში დედ ჰასანის მიერ არის "მონათლული" და დღემდე მისი და მისი მხარდამჭერების ინტერესების მიხედვით მოქმედებს, რომლებიც თავის მხრივ ღია კონფლიქტში არიან ქართველ ქურდებთან, კონკრეტულად, "ონიანი-ჯანგველაძის" კლანთან", - წერს გამოცემა.

დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან

ლენტეხში ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს