საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აკაკიმ მომცა ლექსი "სულიკო", - შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო" - უკვდავი ჰანგის ავტორის მოგონებები და ტკივილიანი ცხოვრება
"აკაკიმ მომცა ლექსი "სულიკო", - შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო" - უკვდავი ჰანგის ავტორის მოგონებები და ტკივილიანი ცხოვრება

სიმ­ღე­რა "სუ­ლი­კო" ქარ­თველ­თა სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. არ­სე­ბობს სიმ­ღე­რის უამ­რა­ვი ვერ­სია, მათ შო­რის არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, არა­მედ პო­ლო­ნუ­რი, ინგ­ლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, ჩი­ნუ­რი, ფრა­ნგუ­ლი და სხვა. ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ელი­სა­ბედ ზარ­დი­აშ­ვი­ლი "სუ­ლი­კო­სა" და მის ავ­ტო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- "სუ­ლი­კოს" კომ­პო­ზი­ტო­რი, ვა­რინ­კა წე­რე­თე­ლი, ტექ­სტის ავ­ტორ აკა­კი წე­რე­თელს რძლად ეკუთ­ვნო­და. ვა­რინ­კა "ჩემს ხსოვ­ნა­ში" რო­მე­ლიც "ლი­ტე­რა­ტუ­რის მა­ტი­ა­ნე­ში" 1942 წელს არის­და­ბეჭ­დი­ლი, წერს: "აკა­კიმ მომ­ცა ლექ­სი "სუ­ლი­კო" და მი­თხრა: "შე­ნე­ბუ­რად ხმა გა­მო­უ­ძებ­ნე და იმ­ღე­რეო... ლექ­სის მომ­ხიბ­ლავ­მა სი­ლა­მა­ზემ ჩემ­ში უთ­ვა­ლა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი სახე აღ­ძრა. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ბაფ­თი­ა­ნი გი­ტა­რის აკომ­პა­ნე­მენტზე სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და "სუ­ლი­კოს" მე­ლო­დია.

რო­დე­საც აკა­კიმ ეს მე­ლო­დია პირ­ვე­ლად გა­ი­გო­ნა, დი­დად ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი­ დარ­ჩა.­ მამ­ღე­რა მრა­ვალ­ჯერ, შემ­დეგ თა­ვი­სი სუ­რა­თი მა­ჩუ­ქა წარ­წე­რით: "ჩემს საყ­ვა­რელ ბულ­ბულს - "სუ­ლი­კო" ვა­რინ­კას აკა­კი­სა­გან".

ვა­რინ­კა წე­რეთ­ლის მო­გო­ნე­ბი­დან: "სა­ჩხე­რე­ში ყოფ­ნის დროს აკა­კი ძა­ლი­ან ავად გამ­ხდა­რა. ამ­ბის გა­გე­ბის­თა­ნა­ვე მისი სახ­ლის­კენ გა­ვე­შუ­რე. იმ დღეს აკა­კის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­ვი­და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის მთე­ლი ჯგუ­ფი. კა­რებ­ში­ვე შე­მო­მე­გებ­ნენ ვანო მა­ჩა­ბე­ლი და მისი მე­უღ­ლე ტასო, რო­მელ­მაც მაში­ნვე თქვა, აბა, ჩქა­რა, გი­ტა­რა მო­ი­ტა­ნეთ, მხო­ლოდ ვა­რინ­კას სიმ­ღე­რა მო­არ­ჩენს აკ­აკი­სო.­ ფე­ხაკ­რე­ფით შე­ვე­დით აკა­კის ოთახ­ში. ის თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი იწვა. ერთ გვერ­დზე მე და­ვუ­ჯე­ქი, მე­ო­რე­ზე ტასო... მე ჩუ­მად და­ვი­წყე სიმ­ღე­რა. პირ­ვე­ლად ვუმ­ღე­რე მისი საყ­ვა­რე­ლი "სა­ნამ ვი­ყავ ახალ­გაზ­რდა", შემ­დეგ ამას სხვა სიმ­ღე­რა მი­ვა­ყო­ლე, ვმღე­რო­დი კრი­ნით, და­ბა­ლი ხმით, რომ დიდი მგო­სა­ნი არ შე­მე­წუ­ხე­ბი­ნა. ცოტა ხნის შემ­დეგ აკა­კი გად­მობ­რუნ­და, თა­ვი­სი დიდი თვა­ლე­ბი შე­მოგ­ვა­ნა­თა და ირ­გვლივ რომ თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი და­ი­ნა­ხა, გა­ი­ღი­მა... ვა­ნომ იხუმ­რა, აკი ვთქვი, ვა­რინ­კას სიმ­ღე­რა მო­არ­ჩენს-მეთ­ქი. იმ დღეს აკა­კი­სას დიდი ლხი­ნი გა­ი­მარ­თა".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მგო­სანს და­უ­წე­რია ლექ­სი­ "რამ მო­მარ­ჩი­ნა", რო­მე­ლიც ვა­რინ­კას მი­უ­ძღვნა.

ვა­რინ­კა წე­რე­თელს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სიმ­ღე­რე­ბი აქვს შექ­მნი­ლი აკა­კის სხვა ლექ­სებ­ზეც: "სა­ნამ ვი­ყავ ახალ­გაზ­რდა", "რომ იცო­დე ჩემი გუ­ლის დარ­დე­ბი".

- "სუ­ლი­კო­ზე" რა­მეს იხ­სე­ნებ­და აკა­კი?

- მგოს­ნის შე­დევ­რებს ცენ­ზუ­რა მა­ლავ­და, რად­გან მწვა­ვე იყო, პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის. ვფიქ­რობ, მგო­სან­მა "სუ­ლი­კო" რომ და­წე­რა და პირ­და­პირ ვა­რინ­კას მის­ცა, ისიც გათ­ვა­ლა, რომ ლექსს აღარ დას­ჭირ­დე­ბო­და ცენ­ზუ­რა, ვა­რინ­კა ყველ­გან იმ­ღე­რებ­და "სუ­ლი­კოს". წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"აკაკიმ მომცა ლექსი "სულიკო", - შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო" - უკვდავი ჰანგის ავტორის მოგონებები და ტკივილიანი ცხოვრება

"აკაკიმ მომცა ლექსი "სულიკო", - შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო" - უკვდავი ჰანგის ავტორის მოგონებები და ტკივილიანი ცხოვრება

სიმღერა "სულიკო" ქართველთა სავიზიტო ბარათია. არსებობს სიმღერის უამრავი ვერსია, მათ შორის არა მხოლოდ ქართული, არამედ პოლონური, ინგლისური, გერმანული, ჩინური, ფრანგული და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელისაბედ ზარდიაშვილი "სულიკოსა" და მის ავტორებთან დაკავშირებულ ამბებზე გვესაუბრება:

- "სულიკოს" კომპოზიტორი, ვარინკა წერეთელი, ტექსტის ავტორ აკაკი წერეთელს რძლად ეკუთვნოდა. ვარინკა "ჩემს ხსოვნაში" რომელიც "ლიტერატურის მატიანეში" 1942 წელს არისდაბეჭდილი, წერს: "აკაკიმ მომცა ლექსი "სულიკო" და მითხრა: "შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო... ლექსის მომხიბლავმა სილამაზემ ჩემში უთვალავი მუსიკალური სახე აღძრა. ერთ მშვენიერ დღეს ბაფთიანი გიტარის აკომპანემენტზე სრულიად მოულოდნელად ჩამოყალიბდა "სულიკოს" მელოდია.

როდესაც აკაკიმ ეს მელოდია პირველად გაიგონა, დიდად ნასიამოვნები დარჩა. მამღერა მრავალჯერ, შემდეგ თავისი სურათი მაჩუქა წარწერით: "ჩემს საყვარელ ბულბულს - "სულიკო" ვარინკას აკაკისაგან".

ვარინკა წერეთლის მოგონებიდან: "საჩხერეში ყოფნის დროს აკაკი ძალიან ავად გამხდარა. ამბის გაგებისთანავე მისი სახლისკენ გავეშურე. იმ დღეს აკაკის სანახავად ჩამოვიდა საზოგადო მოღვაწეების მთელი ჯგუფი. კარებშივე შემომეგებნენ ვანო მაჩაბელი და მისი მეუღლე ტასო, რომელმაც მაშინვე თქვა, აბა, ჩქარა, გიტარა მოიტანეთ, მხოლოდ ვარინკას სიმღერა მოარჩენს აკაკისო. ფეხაკრეფით შევედით აკაკის ოთახში. ის თვალდახუჭული იწვა. ერთ გვერდზე მე დავუჯექი, მეორეზე ტასო... მე ჩუმად დავიწყე სიმღერა. პირველად ვუმღერე მისი საყვარელი "სანამ ვიყავ ახალგაზრდა", შემდეგ ამას სხვა სიმღერა მივაყოლე, ვმღეროდი კრინით, დაბალი ხმით, რომ დიდი მგოსანი არ შემეწუხებინა. ცოტა ხნის შემდეგ აკაკი გადმობრუნდა, თავისი დიდი თვალები შემოგვანათა და ირგვლივ რომ თავისი მეგობრები დაინახა, გაიღიმა... ვანომ იხუმრა, აკი ვთქვი, ვარინკას სიმღერა მოარჩენს-მეთქი. იმ დღეს აკაკისას დიდი ლხინი გაიმართა".

მოგვიანებით მგოსანს დაუწერია ლექსი "რამ მომარჩინა", რომელიც ვარინკას მიუძღვნა.

ვარინკა წერეთელს არაჩვეულებრივი სიმღერები აქვს შექმნილი აკაკის სხვა ლექსებზეც: "სანამ ვიყავ ახალგაზრდა", "რომ იცოდე ჩემი გულის დარდები".

- "სულიკოზე" რამეს იხსენებდა აკაკი?

- მგოსნის შედევრებს ცენზურა მალავდა, რადგან მწვავე იყო, პოლიტიკური ხასიათის. ვფიქრობ, მგოსანმა "სულიკო" რომ დაწერა და პირდაპირ ვარინკას მისცა, ისიც გათვალა, რომ ლექსს აღარ დასჭირდებოდა ცენზურა, ვარინკა ყველგან იმღერებდა "სულიკოს". წაიკითხეთ სრულად

ვინ არის სომხური წარმომავლობის დიზაინერი, რომელიც ფეხსაცმელებს საქართველოს დროშის პრინტით ქმნის

როგორ გამოიყურებიან 2000-იანი წლების ქართველი მოდელების ულამაზესი შვილები

თურქული სერიალების ვარსკვლავი, რომელიც თურქებს არ უყვართ - ჯან იამანის სკანდალები და დაპირისპირება  მსახიობებთან