Faceამბები
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეტერბურგელი ქალი 10 წლის ქალიშვილს უცნობ მამაკაცებზე "აქირავებდა"
პეტერბურგელი ქალი 10 წლის ქალიშვილს უცნობ მამაკაცებზე "აქირავებდა"

რუსი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი იძი­ე­ბენ პე­ტერ­ბურ­გე­ლი ქა­ლის საქ­მეს, რო­მელ­საც 10 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის “გა­ქი­რა­ვე­ბა­ში" ედე­ბა ბრა­ლი. და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მე­ში ქალს ყო­ფი­ლი ქმა­რი ამ­ხელს, რომ­ლის თქმი­თაც - მან ბრალ­დე­ბუ­ლის "კლი­ენ­ტებ­თან” მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი “სქ­რინ­შო­ტე­ბი” პო­ლი­ცი­ას გა­დას­ცა. მი­მო­წე­რა­ში ქალი სკო­ლის მოს­წავ­ლე შვი­ლის უცხო მა­მა­კაც­თან რამ­დე­ნი­მე დღით დარ­ჩე­ნის დე­ტა­ლებს აზუს­ტებ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა Газета.Ru წერს.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ბავ­შვის მა­მის სა­უბ­რის მი­ხედ­ვით, მისი ყო­ფი­ლი ცოლი, მა­მა­კა­ცე­ბის­გან ნარ­კო­ტი­კე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის­თვის, 5-დან 10 ათა­სამ­დე რუბლს იღებ­და. “კლი­ენ­ტე­ბი" ძი­რი­თა­დად მისი საყ­ვარ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ტე­ლე­კომ­პა­ნია РЕН ТВ-ს ცნო­ბით, არ­სე­ბობს მი­მო­წე­რაც: “ჩვენ უკვე მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ - მე გაძ­ლევ შენ ფულს, შენ მაძ­ლევ ტა­ნი­ას (გა­მო­ცე­მა წერს, რომ ბავ­შვის სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია) თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც ბავ­შვი არ ჩანს და რა­ტომ?" - კი­თხუ­ლობს უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი სა­ტე­ლე­ფო­ნი მი­მო­წე­რა­ში. ქალი პა­სუ­ხობს რომ ეს “მე­სინ­ჯერ­ში” გან­სა­ხილ­ვე­ლი თემა არ არის და სთხოვს და­ა­კონ­კრე­ტოს, რის­თვის სჭირ­დე­ბა მისი შვი­ლი. რა­ზეც იღებს პა­სუხს: “პი­რა­დი საქ­მის­თვის, ხომ მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ ამის შე­სა­ხებ?!”. ამის შემ­დეგ, ქალი მას უთან­ხმდე­ბა და სთა­ვა­ზობს, რომ შე­უძ­ლია მი­ვი­დეს და გო­გო­ნა წა­იყ­ვა­ნოს...

“ვცდი­ლობ­დი, მე­პოვ­ნა რა ხდე­ბო­და ამ მი­მო­წე­რე­ბის მიღ­მა და მივ­ხვდი, რომ ეს პე­დო­ფი­ლი­აა” - ამ­ბობს გო­გო­ნას მამა, რომ­ლის თქმი­თაც, მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ცხოვ­რობს მა­მა­კაც­თან, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს, ვიდ­რე დედა.

სწო­რედ ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ მო­ი­პო­ვა გო­გო­ნას დე­დის მი­მო­წე­რე­ბე­ბი უცხო მა­მა­კა­ცებ­თან და გა­არ­კვია, რომ ქალი ბავ­შვს მათ­თან დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში გზავ­ნი­და. იუ­რისტ მი­ლე­ნა იზ­მა­ი­ლო­ვას თქმით, მისი კლი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­და, ამ­ბობს, რომ ბავ­შვს ფსი­ქო­ლო­გი სჭირ­დე­ბა.

ბავ­შვის მა­მის თქმით, გო­გო­ნა თა­ვა­დაც შეს­წრე­ბია რო­გორ მო­იხ­მარ­და დე­და­მი­სი ნარ­კო­ტიკს. მა­მა­კაც­მა პე­ტერ­ბურ­გის პო­ლი­ცი­ას დახ­მა­რე­ბის­თვის ად­რეც მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ მის შვილს ყო­ფი­ლი ცოლი “მა­მა­კა­ცებ­ზე აქი­რა­ვებ­და”. საქ­მე­ში ორი მა­მა­კა­ცი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რის შემ­დე­გაც ის და­ნით დაჭ­რეს... თუმ­ცა, ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ ახლა და­ი­წყო.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ბოლო წლებ­ში, რუ­სეთ­ში, არას­რულ­წლოვ­ნე­ბით ე.წ ვაჭ­რო­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ფორ­მით ხდე­ბა. გახ­შირ­და ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც დე­დე­ბი ჩვი­ლე­ბის გა­ყიდ­ვას პირ­და­პირ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ცდი­ლო­ბენ.

მა­გა­ლი­თად, გა­სულ წელს, ჩე­ლი­ა­ბინ­სკში 35 წლის ქალი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი 13 წლის გო­გო­ნას გა­ყიდ­ვას ცდი­ლობ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, “ორი ქალი ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც ისი­ნი გა­ყი­დუ­ლი გო­გო­ნას “სა­ფა­სურს”, და­ახ­ლო­ე­ბით, 1,5 მი­ლი­ონ რუბლს იღებ­დნენ..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

პეტერბურგელი ქალი 10 წლის ქალიშვილს უცნობ მამაკაცებზე "აქირავებდა"

პეტერბურგელი ქალი 10 წლის ქალიშვილს უცნობ მამაკაცებზე "აქირავებდა"

რუსი სამართალდამცველები იძიებენ პეტერბურგელი ქალის საქმეს, რომელსაც 10 წლის ქალიშვილის “გაქირავებაში" ედება ბრალი. დანაშაულებრივ საქმეში ქალს ყოფილი ქმარი ამხელს, რომლის თქმითაც - მან ბრალდებულის "კლიენტებთან” მიმოწერის ამსახველი “სქრინშოტები” პოლიციას გადასცა. მიმოწერაში ქალი სკოლის მოსწავლე შვილის უცხო მამაკაცთან რამდენიმე დღით დარჩენის დეტალებს აზუსტებდა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Газета.Ru წერს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბავშვის მამის საუბრის მიხედვით, მისი ყოფილი ცოლი, მამაკაცებისგან ნარკოტიკებისთვის საჭირო თანხისთვის, 5-დან 10 ათასამდე რუბლს იღებდა. “კლიენტები" ძირითადად მისი საყვარლები იყვნენ.

ტელეკომპანია РЕН ТВ-ს ცნობით, არსებობს მიმოწერაც: “ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ - მე გაძლევ შენ ფულს, შენ მაძლევ ტანიას (გამოცემა წერს, რომ ბავშვის სახელი შეცვლილია) თუმცა, რატომღაც ბავშვი არ ჩანს და რატომ?" - კითხულობს უცნობი მამაკაცი სატელეფონი მიმოწერაში. ქალი პასუხობს რომ ეს “მესინჯერში” განსახილველი თემა არ არის და სთხოვს დააკონკრეტოს, რისთვის სჭირდება მისი შვილი. რაზეც იღებს პასუხს: “პირადი საქმისთვის, ხომ მოვილაპარაკეთ ამის შესახებ?!”. ამის შემდეგ, ქალი მას უთანხმდება და სთავაზობს, რომ შეუძლია მივიდეს და გოგონა წაიყვანოს...

“ვცდილობდი, მეპოვნა რა ხდებოდა ამ მიმოწერების მიღმა და მივხვდი, რომ ეს პედოფილიაა” - ამბობს გოგონას მამა, რომლის თქმითაც, მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრობს მამაკაცთან, რომელიც არასრულწლოვან გოგონას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე დედა.

სწორედ ყოფილმა მეუღლემ მოიპოვა გოგონას დედის მიმოწერებები უცხო მამაკაცებთან და გაარკვია, რომ ქალი ბავშვს მათთან დასვენების დღეებში გზავნიდა. იურისტ მილენა იზმაილოვას თქმით, მისი კლიენტი, რომელიც ბავშვის მდგომარეობის შესახებ პირველად ალაპარაკდა, ამბობს, რომ ბავშვს ფსიქოლოგი სჭირდება.

ბავშვის მამის თქმით, გოგონა თავადაც შესწრებია როგორ მოიხმარდა დედამისი ნარკოტიკს. მამაკაცმა პეტერბურგის პოლიციას დახმარებისთვის ადრეც მიმართა და განაცხადა, რომ მის შვილს ყოფილი ცოლი “მამაკაცებზე აქირავებდა”. საქმეში ორი მამაკაცი დაადანაშაულა, რის შემდეგაც ის დანით დაჭრეს... თუმცა, ბავშვზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება მხოლოდ ახლა დაიწყო.

რუსული მედიის ცნობით, ბოლო წლებში, რუსეთში, არასრულწლოვნებით ე.წ ვაჭრობა სხვადასხვანაირი ფორმით ხდება. გახშირდა ფაქტები, როდესაც დედები ჩვილების გაყიდვას პირდაპირ სოციალური ქსელით ცდილობენ.

მაგალითად, გასულ წელს, ჩელიაბინსკში 35 წლის ქალი დააკავეს, რომელიც თავისი 13 წლის გოგონას გაყიდვას ცდილობდა. ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, “ორი ქალი ერთ-ერთ რესტორანში მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი გაყიდული გოგონას “საფასურს”, დაახლოებით, 1,5 მილიონ რუბლს იღებდნენ..."

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე