საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეცდომაა თუ არა "გაყიდვადი", "ცნობადი", "ყურებადი" და უნდა ავკრძალოთ თუ არა ასეთი სიტყვები - ენის სპეციალისტის განმარტება
შეცდომაა თუ არა "გაყიდვადი", "ცნობადი", "ყურებადი" და უნდა ავკრძალოთ თუ არა ასეთი სიტყვები - ენის სპეციალისტის განმარტება

ბოლო დროს ქარ­თულ ენა­ში რო­გორც სა­უ­ბა­რი­სას, ისე წე­რი­სას, ხში­რად არა­ერთ არას­წორ ფორ­მას იყე­ნე­ბენ, რაც ენას თა­ვის ფორ­მას უკარ­გავს. თუმ­ცა არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ენა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, ვი­თარ­დე­ბა, იც­ვლე­ბა და ახალ ფორ­მებს, რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ის წე­სა­დაც ამ­კვიდ­რებს.

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ტყვე­ლე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და ლა­მის უკვე დამ­კვიდ­რდა კი­დეც სი­ტყვა­თა ასე­თი წარ­მო­ე­ბა: გა­ყიდ­ვა­დი, ცნო­ბა­დი, მიჩ­ვე­ვა­დი, ყუ­რე­ბა­დი და სხვა. ეს ქარ­თველ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს და ხში­რად პო­ლე­მი­კის სა­გა­ნი ხდე­ბა.

მოკ­ლედ, ბევ­რი ამ­ტკი­ცებს, რომ ეს შეც­დო­მაა. არის თუ არა ასე და რე­ა­ლუ­რად რას­თან გვაქვს საქ­მე, ამ თე­მა­ზე ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ი­სა და თარ­გმნი­თი ლექ­სი­კო­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლია ქა­რო­სა­ნი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

„რამ­დე­ნი­მე წლის წინ ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს ერთ-ერთ სხდო­მა­ზე სა­გან­გე­ბო მსჯე­ლო­ბაც კი გა­ი­მარ­თა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თვალ­საზ­რი­სე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, გარ­კვე­უ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო არ­გუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ორ­თოგ­რა­ფი­ულ ლექ­სი­კონ­ში ამ ფორ­მე­ბის აკ­რძალ­ვას საბ­ჭომ მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

გა­სულ წელს სა­გან­გე­ბო სტა­ტია დავ­წე­რე კი­დეც და სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე ჩემი თვალ­საზ­რი­სი (სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია „მე­ტყვე­ლე­ბის კულ­ტუ­რის სა­კი­თხებ­ში“, 2017): „ად“ ბო­ლო­სარ­თით ნა­წარ­მო­ე­ბი სი­ტყვე­ბი ხში­რად გვხვდე­ბა ძველ ქარ­თულ­ში. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში ძველ ქარ­თულ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მსგავ­სი წარ­მო­ე­ბის სი­ტყვე­ბი შე­ის­წავ­ლა სი­მონ ყა­უხ­ჩიშ­ვილ­მა: ჭა­მა­დი (ის, რაც იჭ­მე­ვა), ქმნა­დი (ის, რაც იქ­მნე­ბა), აღ­ზრდა­დი (ის, რაც აღიზ­რდე­ბა), ცნო­ბა­დი (მა­გა­ლი­თად, ხე ცნო­ბა­დი­სა); ასე­თი­ვეა: აღე­ბა­დი, გა­მოთ­ქუ­მა­დი, განბ­ნე­ვა­დი, განწვა­ლე­ბა­დი, გან­ყო­ფა­დი, განჭრა­დი, გრძნო­ბა­დი, ზი­ა­რე­ბა­დი, მიდ­რე­კა­დი, ქცე­ვა­დი, შო­ბა­დი, წარ­დგი­ნე­ბა­დი და სხვ.

ასე­თი ფორ­მე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ქარ­თულ თარ­გმა­ნებ­ში ბერ­ძნუ­ლის ვნე­ბი­თი გვა­რის გად­მო­სა­ცე­მად, თუმ­ცა ს. ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს იმა­საც, რომ, შე­საძ­ლოა, „ად“ ბო­ლო­სარ­თით წარ­მო­ე­ბა ქარ­თუ­ლი­სათ­ვის ძველ­თა­გან­ვე ბუ­ნებ­რი­ვიც იყო.

- უნდა მი­ვი­ღოთ თუ არა ბოლო ხანს გა­ჩე­ნი­ლი სი­ტყვე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ყუ­რე­ბა­დი, ფუ­ჭე­ბა­დი, გა­ყიდ­ვა­დი, მიჩ­ვე­ვა­დი, ცნო­ბა­დი (ძვე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით) და სხვ. ახალ სი­ტყვე­ბად (ნე­ო­ლო­გიზ­მე­ბად) თუ ავ­კრძა­ლოთ ისი­ნი, რო­გორც ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მო­ი­თხოვს?

- ცხა­დია, ყვე­ლა ენობ­რივ სა­კითხს შეს­წავ­ლა სჭირ­დე­ბა და ხე­ლა­ღე­ბით, ვის რა მოს­წონს, ენის წე­სებს ვერ და­ვად­გენთ. ჩვე­ნი დას­კვნა კი ასე­თია: „ად“ ბო­ლო­სარ­თი­ა­ნი მიმ­ღე­ო­ბის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და XXI სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ­შიც კი მისი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა უდა­ვოდ ამ­ტკი­ცებს იმას, რომ ეს წარ­მო­ე­ბა ქარ­თუ­ლი­სათ­ვის ბუ­ნებ­რი­ვია, მისი გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა კი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი“.

!!!
0

მჯერავს, გჯერავს ...

ავტორი:

შეცდომაა თუ არა "გაყიდვადი", "ცნობადი", "ყურებადი" და უნდა ავკრძალოთ თუ არა ასეთი სიტყვები - ენის სპეციალისტის განმარტება

შეცდომაა თუ არა "გაყიდვადი", "ცნობადი", "ყურებადი" და უნდა ავკრძალოთ თუ არა ასეთი სიტყვები - ენის სპეციალისტის განმარტება

ბოლო დროს ქართულ ენაში როგორც საუბარისას, ისე წერისას, ხშირად არაერთ არასწორ ფორმას იყენებენ, რაც ენას თავის ფორმას უკარგავს. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია, ვითარდება, იცვლება და ახალ ფორმებს, რიგ შემთხვევაში, ის წესადაც ამკვიდრებს.

თანამედროვე მეტყველებაში, მაგალითად, აქტიურად გამოიყენება და ლამის უკვე დამკვიდრდა კიდეც სიტყვათა ასეთი წარმოება: გაყიდვადი, ცნობადი, მიჩვევადი, ყურებადი და სხვა. ეს ქართველთა გარკვეული ნაწილის გაღიზიანებას იწვევს და ხშირად პოლემიკის საგანი ხდება.

მოკლედ, ბევრი ამტკიცებს, რომ ეს შეცდომაა. არის თუ არა ასე და რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ამ თემაზე ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელი ლია ქაროსანიძე გვესაუბრება:

„რამდენიმე წლის წინ ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე საგანგებო მსჯელობაც კი გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით. იყო განსხვავებული თვალსაზრისები. საბოლოოდ, გარკვეული სამეცნიერო არგუმენტების საფუძველზე ორთოგრაფიულ ლექსიკონში ამ ფორმების აკრძალვას საბჭომ მხარი არ დაუჭირა.

გასულ წელს საგანგებო სტატია დავწერე კიდეც და საბოლოოდ ჩამოვაყალიბე ჩემი თვალსაზრისი (სტატია გამოქვეყნებულია „მეტყველების კულტურის საკითხებში“, 2017): „ად“ ბოლოსართით ნაწარმოები სიტყვები ხშირად გვხვდება ძველ ქართულში. გასული საუკუნის 50-იან წლებში ძველ ქართულში დადასტურებული მსგავსი წარმოების სიტყვები შეისწავლა სიმონ ყაუხჩიშვილმა: ჭამადი (ის, რაც იჭმევა), ქმნადი (ის, რაც იქმნება), აღზრდადი (ის, რაც აღიზრდება), ცნობადი (მაგალითად, ხე ცნობადისა); ასეთივეა: აღებადი, გამოთქუმადი, განბნევადი, განწვალებადი, განყოფადი, განჭრადი, გრძნობადი, ზიარებადი, მიდრეკადი, ქცევადი, შობადი, წარდგინებადი და სხვ.

ასეთი ფორმები გამოიყენებოდა ქართულ თარგმანებში ბერძნულის ვნებითი გვარის გადმოსაცემად, თუმცა ს. ყაუხჩიშვილი ვარაუდობს იმასაც, რომ, შესაძლოა, „ად“ ბოლოსართით წარმოება ქართულისათვის ძველთაგანვე ბუნებრივიც იყო.

- უნდა მივიღოთ თუ არა ბოლო ხანს გაჩენილი სიტყვები, როგორებიცაა: ყურებადი, ფუჭებადი, გაყიდვადი, მიჩვევადი, ცნობადი (ძველისგან განსხვავებული მნიშვნელობით) და სხვ. ახალ სიტყვებად (ნეოლოგიზმებად) თუ ავკრძალოთ ისინი, როგორც ამას საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოითხოვს?

- ცხადია, ყველა ენობრივ საკითხს შესწავლა სჭირდება და ხელაღებით, ვის რა მოსწონს, ენის წესებს ვერ დავადგენთ. ჩვენი დასკვნა კი ასეთია: „ად“ ბოლოსართიანი მიმღეობის სიცოცხლისუნარიანობა და XXI საუკუნის ქართულშიც კი მისი გააქტიურება უდავოდ ამტკიცებს იმას, რომ ეს წარმოება ქართულისათვის ბუნებრივია, მისი გამოყენების აკრძალვა კი დაუსაბუთებელი“.

"კაწრო" გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივის

BTU-ს სტუდენტის მიერ შექმნილი ფრილანსერული პლატფორმა საქართველოში დასაქმების პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს

ფილტვის კიბო - დროა, თვალი გავუსწოროთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას ონკოლოგიაში