სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის განაჩენი ცნობილია - რა გადაწყვეტილება მიიღო ბათუმის სასამართლომ
ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის განაჩენი ცნობილია - რა გადაწყვეტილება მიიღო ბათუმის სასამართლომ

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი მინ­დია გო­რა­ძე ლა­ვა­ს­ოღ­ლი (გო­რა­ძე) დამ­ნა­შა­ვედ ცნო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბი­სა“ და „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მუხ­ლე­ბით და 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, “ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის სამი პირი დამ­ნა­შა­ვედ სცნო. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ მ.ლ. “ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბით“, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­კენ წა­ქე­ზე­ბით, სა­კუ­თა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით და სხვა უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბით, თა­ვის­თვის და სხვის­თვის სარ­გებ­ლის და უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ღე­ბის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის და გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბა-მი­ნი­ჭე­ბის მიზ­ნით, ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში და მათ შო­რის ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, მარ­თავ­და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რე­ბის ერ­თო­ბას, რომ­ლის მხარ­და­ჭე­რას 2018 წლის აპ­რილ-ივ­ნის­ში ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ი.გ., შ.კ. და ზ.ა., რაც „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აშ­კა­რა, პირ­და­პირ და არ­სე­ბით საფრ­თხეს ქმნი­და.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ი.გ. 2018 წლის 17 ივ­ლისს, ხოლო შ.კ. და ზ.ა. 2018 წლის 18 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 2231 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა) და 2232 მუხ­ლით (ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) წა­რედ­გი­ნა. ვი­ნა­ი­დან მ.ლ. მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა, მას ბრალ­დე­ბა და­უს­წრებ­ლად 2231 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით („კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა“) და 2232 მუხ­ლით („ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) წა­რედ­გი­ნა. ოთხი­ვე პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, ხოლო მ.ლ.-ს მი­მართ გა­მო­ცხად­და ძებ­ნა.

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ი.გ, შ.კ და ზ.ა დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 2233-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მხარ­და­ჭე­რა), ხოლო მ.ლ. 2231 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით („კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა“) და 2232 მუხ­ლით („ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა).

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ი.გ-ს 2 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, შ.კ-ს და ზ.ა-ს 2-2 წლით, ხოლო მ.ლ-ს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა. და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­ნა­ჩე­ნის მი­ღე­ბის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბის მხა­რე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლის ნა­წილ­ში გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის განაჩენი ცნობილია - რა გადაწყვეტილება მიიღო ბათუმის სასამართლომ

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის განაჩენი ცნობილია - რა გადაწყვეტილება მიიღო ბათუმის სასამართლომ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე ლავასოღლი (გორაძე) დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის სამი პირი დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდი“ მ.ლ. “ქურდული შეკრებით“, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის ქალაქ ბათუმში, მართავდა ქურდული სამყაროს წევრების ერთობას, რომლის მხარდაჭერას 2018 წლის აპრილ-ივნისში ახორციელებდნენ ი.გ., შ.კ. და ზ.ა., რაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნიდა.

„სამართალდამცველებმა ი.გ. 2018 წლის 17 ივლისს, ხოლო შ.კ. და ზ.ა. 2018 წლის 18 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) და 2232 მუხლით (ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა) წარედგინა. ვინაიდან მ.ლ. მიმალვაში იმყოფება, მას ბრალდება დაუსწრებლად 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) და 2232 მუხლით („ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა) წარედგინა. ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მ.ლ.-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი.გ, შ.კ და ზ.ა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს საქმიანობაში მხარდაჭერა), ხოლო მ.ლ. 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) და 2232 მუხლით („ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა).

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ი.გ-ს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, შ.კ-ს და ზ.ა-ს 2-2 წლით, ხოლო მ.ლ-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში განაჩენის გასაჩივრების საკითხზე იმსჯელებს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს