Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით ბაგრატიონი ღერებით ყიდულობდა სიგარეტს - ფული ქორწინების შემდეგ ტიტულების გაყიდვით იშოვა" - ანა ბაგრატიონის ადვოკატი
"დავით ბაგრატიონი ღერებით ყიდულობდა სიგარეტს - ფული ქორწინების შემდეგ ტიტულების გაყიდვით იშოვა" - ანა ბაგრატიონის ადვოკატი

ანა და ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბის ად­ვო­კა­ტის ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ტყუ­ი­ლია, რომ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა ქო­ნე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო. მი­სი­ვე თქმით, ის „თავს ევ­რო­პა­ში ასა­ღებს, რო­გორც სა­მე­ფო ოჯა­ხის მე­თა­უ­რი.“

„ქორ­წი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბა თა­ნა­სა­კუთ­რე­ბაა. თა­ნა­სა­კუთ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა აღ­რი­ცხუ­ლი იყოს ერთი მე­უღ­ლის სა­კუთ­რე­ბად, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე­ო­რე მე­უღ­ლეს არ აქვს თა­ნა­სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა იმ ქო­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბის პე­რი­ოდ­შია შე­ძე­ნი­ლი.

მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთი მარ­ტი­ვი რა­ღაც უნდა იცო­დეს. და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში ცხოვ­რობ­და. თუ ასე­თი მდი­და­რი მამ­კვიდ­რე­ბე­ლი ჰყავ­და, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე მი­ლი­ო­ნე­ბი და­უ­ტო­ვა, სი­ცო­ცხლე­ში მი­ე­ცა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის ერთი-ორი კა­პი­კი, სა­პატ­რი­არ­ქოს ხარ­ჯზე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო. ღე­რე­ბით ყი­დუ­ლობ­და ეს ადა­მი­ა­ნი სი­გა­რეტს. შვი­ლი რომ შე­ე­ძი­ნა, მშო­ბი­ა­რო­ბის ხარ­ჯე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს და­ა­ფი­ნან­სე­ბი­ნა. თუ ასე­თი მდი­და­რი მამ­კვიდ­რე­ბე­ლი ჰყავ­და ამ და­ლოც­ვილს, სი­ცო­ცხლე­ში­ვე რო­გორ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს­თვის ქი­რის ფული არ გა­მო­ერ­თვა. ეს არის ტყუ­ი­ლი. მას მემ­კვიდ­რე­ო­ბით არა­ფე­რი მი­უ­ღია. მან ფული ქორ­წი­ნე­ბის შემ­დგომ, ტი­ტუ­ლე­ბის გა­ყიდ­ვის გზით იშო­ვა. ეს არის სწო­რედ ის ბიზ­ნე­სი, რო­მელ­საც ამ და­ვის ფარ­გლებ­ში საფრ­თხე და­ე­მუქ­რა. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე სწო­რედ ამი­ტო­მაა გა­აფ­თრე­ბუ­ლი, რომ დავა არ შედ­გეს და მო­მა­ვალ­ში კვლა­ვაც შეძ­ლოს ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა, თით­ქოს ის ერეკ­ლე II-ისა და გი­ორ­გი XII-ის შთა­მო­მა­ვა­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კატ­მა ძა­ლა­დო­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ „მათი მი­ზა­ნი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ცი­ხე­ში ჩას­მა არ არის.“

„ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი გა­ვა­სა­ჯა­რო­ვეთ და იმის მა­გივ­რად, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რეს ეღი­ა­რე­ბი­ნა, აქეთ მი­ვი­ღეთ ბრალ­დე­ბა და ცი­ლის­წა­მე­ბა, რომ თით­ქოს შავ პი­არს ვუ­გო­რებთ. ამან იძუ­ლე­ბუ­ლი გაგ­ვხა­და, რომ გაგ­ვე­სა­ჯა­რო­ვე­ბი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა ვალ­დე­ბუ­ლი გახ­და საქ­მე გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი სი­ტყვე­ბის სი­მარ­თლე დამ­ტკიც­დეს. აღი­ა­როს ბა­ტონ­მა და­ვით­მა, რომ ძა­ლა­დობ­და. და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ცი­ხე­ში ჩას­მა ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამის გა­კე­თე­ბა 2014 წელს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბო­და, რაც მა­შინ ქალ­ბა­ტონ­მა ანამ არ გა­ა­კე­თა და დღე­საც არ აკე­თებს,“ - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ამას­თან, ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რომ თით­ქოს ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკს სა­გუ­რა­მო­ში „ფეხი დად­გმუ­ლი არ აქვს“.

„ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან ერ­თად, ჩვენ წარ­ვად­გი­ნეთ ან­ძე­ბი­დან ამო­ნა­წე­რი, რომ­ლი­თაც დგინ­დე­ბო­და, რომ ძა­ლა­დო­ბის დღეს ანას ტე­ლე­ფო­ნიც და და­ვი­თი­საც, ორი­ვე სა­გუ­რა­მოს და­ფარ­ვის ზო­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ან­ძის მიერ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. რაც ნიშ­ნავს, რომ ერ­თად იყ­ვნენ. ახ­სნას ახლა ბა­ტონ­მა ლე­ვან ჩხე­ი­ძემ ის სი­ტყვე­ბი, რომ­ლი­თაც ამ­ბობ­და, რომ ანას იქ ფეხი არ აქვს დად­გმუ­ლიო, მა­შინ როცა, ჩვენ მიერ ამო­ღე­ბულ დე­ტა­ლურ ამო­ნა­წერ­ში ანას ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი სა­გუ­რა­მოს ან­ძის მიერ 700-ჯერ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვილ­მა.

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კა­ტი ლე­ვან ჩხე­ი­ძე ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის „ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლის­კენ" მო­უ­წო­დებს.

"პი­როვ­ნუ­ლად ანას არ ვიც­ნობ, თუმ­ცა რო­გორც სა­ერ­თო სა­ურ­თი­ერ­თო­ბო წრი­დან ვიცი, ის საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი და ამ­პარ­ტა­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია, სა­სა­მარ­თლო­ში გუ­შინ­დე­ლი კრა­ხი მის ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ზე ძა­ლი­ან მძი­მედ აი­სა­ხა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ იგი გა­აფ­თრე­ბუ­ლი და გა­ვე­შე­ბუ­ლი აგ­რძე­ლებს და­ვას. მო­ვუ­წო­დებ, რომ ემო­ცი­ე­ბი ცოტა მო­თო­კოს, მარ­ცხი ღირ­სე­უ­ლად მი­ი­ღოს, სი­ტუ­ა­ცია გა­ა­ნა­ლი­ზოს და შე­წყვი­ტოს აღ­ნიშ­ნუ­ლი უპერ­სპექ­ტი­ვო დავა სა­სა­მარ­თლო­ში", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჩხე­ი­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, გუ­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი იყო თუ სხვა მხა­რის ჩა­რე­ვის შე­დე­გი, ლე­ვან ჩხე­ი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია.

"არა­ნა­ი­რი გა­რე­დან ჩა­რე­ვა ამ საქ­მეს არ სჭირ­დე­ბო­და. გა­მოვ­რი­ცხავ სა­პატ­რი­არ­ქოს ჩა­რე­ვას და პი­რი­ქით, ვი­ტყვი, რომ ის მო­ცე­მულ და­ვა­ში არც ერთი მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ სა­ერ­თოდ არ ჩა­რე­უ­ლა", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ად­ვო­კატ­მა ისა­უბ­რა და­ვის იმ ნა­წი­ლებ­ზეც, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბა­სა და ქო­ნე­ბის გა­ყო­ფას ეხე­ბა. მისი თქმით, მხა­რე­ებს შო­რის არ­სე­ბობს გან­ქორ­წი­ნე­ბის კონ­ტრაქ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "მხა­რე­ებ­მა უარი თქვეს ერ­თმა­ნეთ­თან მი­მარ­თე­ბით ყო­ველ­გვარ ეკო­ნო­მი­კურ კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე."

„ქო­ნე­ბის ნა­წილ­ში არ მი­მაჩ­ნია, რომ დავა შე­სა­წყვე­ტია, წმინ­და ფორ­მა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ამ ნა­წილ­ში დავა გან­სა­ხილ­ვე­ლია, ოღონდ სა­სა­მარ­თლომ უარი უნდა უთხრას, მო­სარ­ჩე­ლეს სარ­ჩე­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე. იმი­ტომ, რომ მემ­კვიდ­რე­ო­ბით და ჩუ­ქე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა გა­ყო­ფას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ჩემს მარ­წმუ­ნე­ბელს პრაქ­ტი­კუ­ლად არ­სად უშ­რო­მია, არ უმუ­შა­ვია, არც რა­ი­მე ბიზ­ნე­სი ჰქო­ნია. მისი მთე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბაა. ამ ქო­ნე­ბით შე­ი­ძი­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ქო­ნე­ბა გა­ყო­ფას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

ასე­ვე, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კით, ფაქ­ტობ­რი­ვად შე­წყვე­ტი­ლი ქორ­წი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბა გა­ყო­ფას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მე­სა­მე ნა­წი­ლი - ძა­ლა­დო­ბა ასე­ვე ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა შე­წყვე­ტას გა­მო­ძი­ე­ბა­ში­ვე. უარ­ვყოფთ ამ ძა­ლა­დო­ბა­ში რა­ი­მე ფორ­მით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მო­ცე­მულ და­ნა­შა­ულ­ზე ხან­დაზ­მუ­ლო­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის ვადა 2016 წელს ამო­ი­წუ­რა,"-გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჩხა­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, აპი­რებს თუ არა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად გა­მო­ცხად­დეს, ად­ვო­კა­ტი ძველ პო­ზი­ცი­ა­ზე რჩე­ბა და აცხა­დებს, რომ ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია.

"კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორ ადის და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს კი­ბე­ებ­ზე, ამ სცე­ნას ვე­რა­ვინ ნა­ხავს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჩხე­ი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

„ანას ქმე­დე­ბის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლი იყო ყო­ფი­ლი დე­დამ­თი­ლის გუ­ლის გა­ხეთ­ქვა. მისი გუ­ლის გა­ხეთ­ქვის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის წას­ვლა დე­დას­თან.

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც კი, მისი დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჩხე­ი­ძემ.

369
2

მუხრანელებისა რა გითხრათ, მაგრამ მეთორმეტე საუკუნის შემდეგ საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატიონთა მემკვიდრე აღარ ასულა, მაგრამ თუ ძალიან გინდათ რომ ბაგრატიონი იყოს ქვეყნის სათავეში ივანიშვილს გადავუკეთოთ გვარი ბაგრატიონად. ისიც ისეთივე ბაგრატიონი იქნება როგორებიც ესენი არიან.

ავტორი:

"დავით ბაგრატიონი ღერებით ყიდულობდა სიგარეტს - ფული ქორწინების შემდეგ ტიტულების გაყიდვით იშოვა" - ანა ბაგრატიონის ადვოკატი

"დავით ბაგრატიონი ღერებით ყიდულობდა სიგარეტს - ფული ქორწინების შემდეგ ტიტულების გაყიდვით იშოვა" - ანა ბაგრატიონის ადვოკატი

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის ლევან გორელაშვილის განცხადებით, ტყუილია, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო. მისივე თქმით, ის „თავს ევროპაში ასაღებს, როგორც სამეფო ოჯახის მეთაური.“

„ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. თანასაკუთრება შეიძლება აღრიცხული იყოს ერთი მეუღლის საკუთრებად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე მეუღლეს არ აქვს თანასაკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რომელიც ქორწინების პერიოდშია შეძენილი.

მემკვიდრეობასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ერთი მარტივი რაღაც უნდა იცოდეს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი წლების განმავლობაში საპატრიარქოს მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა, რომ გარდაცვალების მერე მილიონები დაუტოვა, სიცოცხლეში მიეცა იმ ადამიანისთვის ერთი-ორი კაპიკი, საპატრიარქოს ხარჯზე რომ არ ყოფილიყო. ღერებით ყიდულობდა ეს ადამიანი სიგარეტს. შვილი რომ შეეძინა, მშობიარობის ხარჯები საპატრიარქოს დააფინანსებინა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა ამ დალოცვილს, სიცოცხლეშივე როგორ ვერ უზრუნველყო, რომ საპატრიარქოსთვის ქირის ფული არ გამოერთვა. ეს არის ტყუილი. მას მემკვიდრეობით არაფერი მიუღია. მან ფული ქორწინების შემდგომ, ტიტულების გაყიდვის გზით იშოვა. ეს არის სწორედ ის ბიზნესი, რომელსაც ამ დავის ფარგლებში საფრთხე დაემუქრა. მოწინააღმდეგე მხარე სწორედ ამიტომაა გააფთრებული, რომ დავა არ შედგეს და მომავალში კვლავაც შეძლოს ხალხის მოტყუება და საკუთარი თავის წარმოჩენა, თითქოს ის ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავალია,“ - განაცხადა ლევან გორელაშვილმა.

ადვოკატმა ძალადობის შესაძლო ფაქტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მათი მიზანი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ციხეში ჩასმა არ არის.“

„ძალადობის ფაქტები გავასაჯაროვეთ და იმის მაგივრად, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ეღიარებინა, აქეთ მივიღეთ ბრალდება და ცილისწამება, რომ თითქოს შავ პიარს ვუგორებთ. ამან იძულებული გაგვხადა, რომ გაგვესაჯაროვებინა კონკრეტული დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ვალდებული გახდა საქმე გამოეძიებინა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი სიტყვების სიმართლე დამტკიცდეს. აღიაროს ბატონმა დავითმა, რომ ძალადობდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ციხეში ჩასმა ჩვენი ინტერესი რომ ყოფილიყო, ამის გაკეთება 2014 წელს ძალიან მარტივად შეიძლებოდა, რაც მაშინ ქალბატონმა ანამ არ გააკეთა და დღესაც არ აკეთებს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ლევან გორელაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ თითქოს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს საგურამოში „ფეხი დადგმული არ აქვს“.

„ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ჩვენ წარვადგინეთ ანძებიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდებოდა, რომ ძალადობის დღეს ანას ტელეფონიც და დავითისაც, ორივე საგურამოს დაფარვის ზონაში არსებული ანძის მიერ არის დაფიქსირებული. რაც ნიშნავს, რომ ერთად იყვნენ. ახსნას ახლა ბატონმა ლევან ჩხეიძემ ის სიტყვები, რომლითაც ამბობდა, რომ ანას იქ ფეხი არ აქვს დადგმულიო, მაშინ როცა, ჩვენ მიერ ამოღებულ დეტალურ ამონაწერში ანას ტელეფონის ნომერი საგურამოს ანძის მიერ 700-ჯერ არის დაფიქსირებული,“ - განაცხადა ლევან გორელაშვილმა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის „ემოციების კონტროლისკენ" მოუწოდებს.

"პიროვნულად ანას არ ვიცნობ, თუმცა როგორც საერთო საურთიერთობო წრიდან ვიცი, ის საკმაოდ ამბიციური და ამპარტავანი ადამიანია, სასამართლოში გუშინდელი კრახი მის ამპარტავნებაზე ძალიან მძიმედ აისახა. არ გამოვრიცხავ, რომ იგი გააფთრებული და გავეშებული აგრძელებს დავას. მოვუწოდებ, რომ ემოციები ცოტა მოთოკოს, მარცხი ღირსეულად მიიღოს, სიტუაცია გაანალიზოს და შეწყვიტოს აღნიშნული უპერსპექტივო დავა სასამართლოში", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გუშინდელი გადაწყვეტილება მოსამართლეების მიერ მიღებული იყო თუ სხვა მხარის ჩარევის შედეგი, ლევან ჩხეიძემ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია.

"არანაირი გარედან ჩარევა ამ საქმეს არ სჭირდებოდა. გამოვრიცხავ საპატრიარქოს ჩარევას და პირიქით, ვიტყვი, რომ ის მოცემულ დავაში არც ერთი მხარის სასარგებლოდ საერთოდ არ ჩარეულა", - განაცხადა ადვოკატმა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ისაუბრა დავის იმ ნაწილებზეც, რომლებიც შესაძლო ძალადობასა და ქონების გაყოფას ეხება. მისი თქმით, მხარეებს შორის არსებობს განქორწინების კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც "მხარეებმა უარი თქვეს ერთმანეთთან მიმართებით ყოველგვარ ეკონომიკურ კომპენსაციაზე."

„ქონების ნაწილში არ მიმაჩნია, რომ დავა შესაწყვეტია, წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, ამ ნაწილში დავა განსახილველია, ოღონდ სასამართლომ უარი უნდა უთხრას, მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. იმიტომ, რომ მემკვიდრეობით და ჩუქებით მიღებული ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. ჩემს მარწმუნებელს პრაქტიკულად არსად უშრომია, არ უმუშავია, არც რაიმე ბიზნესი ჰქონია. მისი მთელი შემოსავალი მემკვიდრეობით მიღებული ქონებაა. ამ ქონებით შეიძინა ავტომობილები. შესაბამისად, ეს ქონება გაყოფას არ ექვემდებარება.

ასევე, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, ფაქტობრივად შეწყვეტილი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. მესამე ნაწილი - ძალადობა ასევე ექვემდებარება შეწყვეტას გამოძიებაშივე. უარვყოფთ ამ ძალადობაში რაიმე ფორმით მონაწილეობას. მოცემულ დანაშაულზე ხანდაზმულობის სისხლის სამართლის ვადა 2016 წელს ამოიწურა,"-განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენების მისაცემად გამოცხადდეს, ადვოკატი ძველ პოზიციაზე რჩება და აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია.

"კანონმდებლობის შესაბამისად, როგორ ადის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქალაქის პოლიციის სამმართველოს კიბეებზე, ამ სცენას ვერავინ ნახავს", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

მისივე ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„ანას ქმედების პირდაპირპროპორციული იყო ყოფილი დედამთილის გულის გახეთქვა. მისი გულის გახეთქვის პირდაპირპროპორციული იყო ადამიანის წასვლა დედასთან.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში, როგორც კი, მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.