პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისში იპოვეს გოგონა, რომელსაც ოჯახი და მეგობრები 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ
ქუთაისში იპოვეს გოგონა, რომელსაც ოჯახი და მეგობრები 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ

ქუ­თა­ის­ში იპო­ვეს 20 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნა, რო­მელ­საც ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ მას შემ­დეგ, რაც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი პოს­ტი და­წე­რა და გა­უ­ჩი­ნარ­და.

ეთო ონი­ა­ნის პოვ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა მე­გობ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. ახალ­გაზ­რდა უვ­ნე­ბე­ლია და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

რო­გორც გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი წე­რენ, ონი­ა­ნი დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 12:00 სა­ა­თის შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს. მან სახ­ლი­დან გას­ვლი­სას მა­მას უთხრა, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­დი­ო­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნამ ვრცე­ლი პოს­ტი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე დღის პირ­ველ სა­ათ­ზე და­წე­რა. მას­ში ოჯახს, მე­გობ­რებს და ახ­ლობ­ლებს მი­მარ­თავ­და, ემ­შვი­დო­ბე­ბოდა და პა­ტი­ე­ბას სთხოვ­და. მი­მარ­თვის ში­ნა­არსმა მე­გობ­რე­ბი შე­ა­ში­ნა, ისი­ნი ფიქ­რობ­დნენ, რომ გო­გო­ნა თვით­მკვლე­ლო­ბას აპი­რებ­და, ამი­ტომ სას­წრა­ფოდ და­ი­წყეს ძებ­ნა და ყვე­ლა გზით ცდი­ლობ­დნენ ხმა მი­ეწვდი­ნათ მის­თვის. ამ­ჟა­მად გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი პოს­ტი გო­გო­ნას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე აღარ დევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ქუთაისში იპოვეს გოგონა, რომელსაც ოჯახი და მეგობრები 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ

ქუთაისში იპოვეს გოგონა, რომელსაც ოჯახი და მეგობრები 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ

ქუთაისში იპოვეს 20 წლამდე ასაკის გოგონა, რომელსაც ოჯახი და მეგობრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ მას შემდეგ, რაც "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა და გაუჩინარდა.

ეთო ონიანის პოვნის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. ახალგაზრდა უვნებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც გოგონას ახლობლები წერენ, ონიანი დღეს, დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ არავის უნახავს. მან სახლიდან გასვლისას მამას უთხრა, რომ უნივერსიტეტში მიდიოდა, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილა.

ახალგაზრდა გოგონამ ვრცელი პოსტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დღის პირველ საათზე დაწერა. მასში ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს მიმართავდა, ემშვიდობებოდა და პატიებას სთხოვდა. მიმართვის შინაარსმა მეგობრები შეაშინა, ისინი ფიქრობდნენ, რომ გოგონა თვითმკვლელობას აპირებდა, ამიტომ სასწრაფოდ დაიწყეს ძებნა და ყველა გზით ცდილობდნენ ხმა მიეწვდინათ მისთვის. ამჟამად გამოსამშვიდობებელი პოსტი გოგონას "ფეისბუქის" გვერდზე აღარ დევს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ