მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა..." - საფრანგეთის ქართველი ემიგრაცია 30 წლის ბარბარა დავრიშაშვილს გლოვობს
"მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა..." - საფრანგეთის ქართველი ემიგრაცია 30 წლის ბარბარა დავრიშაშვილს გლოვობს

საფ­რან­გე­თის ქარ­თვე­ლი ემიგ­რა­ცია 30 წლის ბარ­ბა­რა დავ­რი­შაშ­ვი­ლის მო­უ­ლოდ­ნელ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ შოკ­ში ჩა­აგ­დო. რო­გორც ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბის­გან შე­ვი­ტყვეთ, ბარ­ბა­რა რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ქა­ლაქ მა­ი­ა­მი­ში ძმას­თან ჩა­ვი­და და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. იმ სა­ბე­დის­წე­რო დი­ლას, გარ­დაც­ვლი­ლი ძმამ და რძალ­მა სა­ძი­ნე­ბელ­ში ნა­ხეს.

ჯერ­ჯე­რო­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია. ახ­ლობ­ლე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დეგს ელო­დე­ბი­ან.

ბარ­ბა­რა საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრის, მამა არ­ჩილ დავ­რი­შაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სავ­სეა ტკი­ვი­ლი­ა­ნი სტა­ტუ­სე­ბით, საფ­რან­გე­თის ტაძ­რის მრევ­ლი, იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი, მამა არ­ჩილს უსამ­ძიმ­რე­ბენ ამ უდი­დეს ტრა­გე­დი­ას. ბარ­ბა­რეს გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ფე­ის­ბუ­კის" პი­რად გვერ­დზე მან ბარ­ბა­რეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღეს არის გა­და­ღე­ბუ­ლი და მი­ა­წე­რა: "რა სი­სას­ტი­კეს იჩენს ხოლ­მე ცხოვ­რე­ბა, რა უკუღ­მარ­თია ხოლ­მე ბედი, ან რა­ტომ უნდა ასე უდ­რო­ოდ ბარ­ბა­რას ღი­მი­ლი გაქ­რეს".

მამა არ­ჩილს და მის ოჯახს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. რო­გორც საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა kvirispalitra.ge-ს უთხრა, საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი წმინ­და ნი­ნოს ქარ­თუ­ლი ტა­ძა­რი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის აშე­ნე­ბუ­ლია და სწო­რედ იმ ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი გახ­ლავთ მამა არ­ჩი­ლი. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლებს ამ ოჯახ­თან ნა­თელ-მი­რო­ნო­ბაც აკავ­ში­რებთ. მამა არ­ჩი­ლის ვაჟი, ვახ­ტან­გი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ნათ­ლუ­ლია.

აი რას ყვე­ბა საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

- ვინც ერთხელ მა­ინც შეხ­ვედ­რია ბარ­ბა­რას, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გული არ სტკი­ო­დეს. სა­ოც­რად მხი­ა­რუ­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო იყო. ყვე­ლა­ნი ვიც­ნობ­დით მას, ვინც ტა­ძარ­ში დავ­დი­ო­დით. ყვე­ლას გვტკი­ვა გული მისი ასე­თი უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლით. ჯერ არ არის გარ­კვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი, მამა არ­ჩი­ლი საფ­რან­გე­თი­დან მიფ­რი­ნავს მა­ი­ა­მი­ში და ალ­ბათ გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი.

ბარ­ბა­რას ძმა ვახ­ტან­გი მა­ი­ა­მი­ში ცხოვ­რობს, მე­უღ­ლეც იქა­უ­რი ჰყავს. ბარ­ბა­რა ხში­რად და­დი­ო­და ძმას­თან. სა­ო­ცა­რი და-ძმო­ბა ჰქონ­დათ. რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი ჩა­ვი­და და იქვე დარ­ჩა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჰქონ­და აწყო­ბი­ლი - არო­მა­თე­რა­პი­ის მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და. დი­ლით რომ არ გა­მო­სუ­ლა ოთა­ხი­დან, შე­სუ­ლან მის სა­ძი­ნე­ბელ­ში და ეს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდათ. სას­წრა­ფო გა­მო­უ­ძა­ხე­ბი­ათ, მაგ­რამ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს.

10 აპ­რილს, საფ­რან­გეთ­ში, ტა­ძარ­ში პა­ნაშ­ვი­დი ცხედ­რის გა­რე­შე გა­და­უ­ხა­და შვილს მამა არ­ჩილ­მა. ვერც ვი­ფიქ­რებ­დით, რომ ამას შეძ­ლებ­და. სხვა ეკ­ლე­სი­ე­ბის მო­ძღვრე­ბიც იყ­ვნენ მო­სუ­ლი, მა­მამ და­ი­წყო შვი­ლის­თვის პა­ნაშ­ვი­დის გა­დახ­და, მაგ­რამ ვერ გა­უძ­ლო, ატირ­და... მერე სხვა მო­ძღვრებ­მა გა­ნაგ­რძეს. სავ­სე იყო ეკ­ლე­სია, ტევა არ იყო, ყვე­ლა ტი­რო­და... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა..." - საფრანგეთის ქართველი ემიგრაცია 30 წლის ბარბარა დავრიშაშვილს გლოვობს

"მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა..." - საფრანგეთის ქართველი ემიგრაცია 30 წლის ბარბარა დავრიშაშვილს გლოვობს

საფრანგეთის ქართველი ემიგრაცია 30 წლის ბარბარა დავრიშაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ შოკში ჩააგდო. როგორც ახალგაზრდა ქალის ახლობლებისგან შევიტყვეთ, ბარბარა რამდენიმე თვის წინ, ქალაქ მაიამიში ძმასთან ჩავიდა და მუშაობა დაიწყო. იმ საბედისწერო დილას, გარდაცვლილი ძმამ და რძალმა საძინებელში ნახეს.

ჯერჯერობით გარდაცვალების დეტალები უცნობია. ახლობლები ექსპერტიზის შედეგს ელოდებიან.

ბარბარა საფრანგეთში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა არჩილ დავრიშაშვილის ქალიშვილია. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით, საფრანგეთის ტაძრის მრევლი, იქ მცხოვრები ქართველები, მამა არჩილს უსამძიმრებენ ამ უდიდეს ტრაგედიას. ბარბარეს გარდაცვალებას სოციალური ქსელით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.

"ფეისბუკის" პირად გვერდზე მან ბარბარესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ინაუგურაციის დღეს არის გადაღებული და მიაწერა: "რა სისასტიკეს იჩენს ხოლმე ცხოვრება, რა უკუღმართია ხოლმე ბედი, ან რატომ უნდა ასე უდროოდ ბარბარას ღიმილი გაქრეს".

მამა არჩილს და მის ოჯახს ზურაბიშვილების ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. როგორც საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა kvirispalitra.ge-ს უთხრა, საფრანგეთში არსებული წმინდა ნინოს ქართული ტაძარი ზურაბიშვილების ოჯახის აშენებულია და სწორედ იმ ტაძრის წინამძღვარი გახლავთ მამა არჩილი. ზურაბიშვილებს ამ ოჯახთან ნათელ-მირონობაც აკავშირებთ. მამა არჩილის ვაჟი, ვახტანგი სალომე ზურაბიშვილის ნათლულია.

აი რას ყვება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი:

- ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია ბარბარას, წარმოუდგენელია გული არ სტკიოდეს. საოცრად მხიარული, მოსიყვარულე, სიცოცხლით სავსე გოგო იყო. ყველანი ვიცნობდით მას, ვინც ტაძარში დავდიოდით. ყველას გვტკივა გული მისი ასეთი უეცარი სიკვდილით. ჯერ არ არის გარკვეული სიკვდილის მიზეზი, მამა არჩილი საფრანგეთიდან მიფრინავს მაიამიში და ალბათ გაირკვევა ყველაფერი.

ბარბარას ძმა ვახტანგი მაიამიში ცხოვრობს, მეუღლეც იქაური ჰყავს. ბარბარა ხშირად დადიოდა ძმასთან. საოცარი და-ძმობა ჰქონდათ. რამდენიმე თვის წინ კი ჩავიდა და იქვე დარჩა. ყველაფერი კარგად ჰქონდა აწყობილი - არომათერაპიის მაღაზიაში მუშაობდა. დილით რომ არ გამოსულა ოთახიდან, შესულან მის საძინებელში და ეს საშინელი სურათი დახვდათ. სასწრაფო გამოუძახებიათ, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. ვერაფერი უშველეს.

10 აპრილს, საფრანგეთში, ტაძარში პანაშვიდი ცხედრის გარეშე გადაუხადა შვილს მამა არჩილმა. ვერც ვიფიქრებდით, რომ ამას შეძლებდა. სხვა ეკლესიების მოძღვრებიც იყვნენ მოსული, მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა... მერე სხვა მოძღვრებმა განაგრძეს. სავსე იყო ეკლესია, ტევა არ იყო, ყველა ტიროდა... წაიკითხეთ ვრცლად

როგორ შეგიძლია მოიპოვო შიდა დაფინანსება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

თბილისის რომელ რაიონებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

რა სჭირდება ქართულ ტურიზმს? CIU-ს პროფესორების მოსაზრებები