საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" და "ნაციონალების" დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს
"ოცნების" და "ნაციონალების" დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლო­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. შეხ­ლა-შე­მოხ­ლა დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ მოხ­და.

ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი მირ­დატ ქა­მა­და­ძე და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი ირაკ­ლი პა­ტა­რი­ძე.

და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ირაკ­ლი პა­ტა­რი­ძემ ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლო­ში მოხ­სე­ნე­ბით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ და­გეგ­მი­ლი იყო პრო­ზა­ი­კოს ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის ბი­უს­ტის გან­თავ­სე­ბა, მირ­დატ ქა­მა­და­ძემ კი მას შე­უს­წო­რა, რომ ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი პო­ე­ტია. აღ­ნიშ­ნულს ირაკ­ლი პა­ტა­რი­ძის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ჯერ სი­ტყვი­ე­რად, შემ­დე­გად კი ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

და­პი­რის­პი­რე­ბა­ში სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბიც ჩა­ერ­თვნენ. ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი როინ ზო­ი­ძე და­შავ­და და ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბულ­მა სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

რო­გორც ზო­ი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხის არე­ში მი­ა­ყე­ნეს.

ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლო­ში მომ­ხდარ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირი და­ი­კი­თხე­ბა.

ავტორი:

"ოცნების" და "ნაციონალების" დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

"ოცნების" და "ნაციონალების" დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლა დეპუტატებს შორის ერთი საათის განმავლობაში ორჯერ მოხდა.

ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე და „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი პატარიძე.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი პატარიძემ ბათუმის საკრებულოში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება, მირდატ ქამადაძემ კი მას შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტია. აღნიშნულს ირაკლი პატარიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგად კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა და ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მას „ქართული ოცნების“ წევრებმა დაზიანებები სახის არეში მიაყენეს.

ბათუმის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დაიკითხება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები