მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას საქმიანობს ვერა ქობალია და რა მისიით დაბრუნდა საქართველოში
რას საქმიანობს ვერა ქობალია და რა მისიით დაბრუნდა საქართველოში

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვერა ქო­ბა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბით დაბ­რუნ­და. ამის მი­ზე­ზი მისი საქ­მი­ა­ნო­ბა და თბი­ლის­ში ახალ­გაზ­რდა გლო­ბა­ლუ­რი ლი­დე­რე­ბის შეკ­რე­ბაა.

ქო­ბა­ლია, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან პოსტს იკა­ვებ­და, დღეს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლობს და ამავდრო­უ­ლად, სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა.

ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ფი­ნან­სუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს წევ­რია და ამ­ჟა­მად კა­ნა­დის მთავ­რო­ბას­თან ერ­თად ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს, პა­რა­ლე­ლუ­რად ჰონგ კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კვლე­ვებს ახორ­ცი­ე­ლებს.

“ბოლო წლე­ბია, რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მთავ­რო­ბებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ. 3 წელი ვმუ­შა­ობ­დი ავ­სტრა­ლი­ის მთავ­რო­ბას­თან, აზი­ა­ში და ბოლო ერთი წე­ლია კა­ნა­დის ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბას­თან British Columbia-ში ვმუ­შა­ობ. ასე­ვე, ვმუ­შა­ობ ჰონგ კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­გორც მკვლე­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბლო­კჩე­ი­ნი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ, მთავ­რო­ბებ­თან კი ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ” - აღ­ნიშ­ნა მან AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ქო­ბა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბის ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე ფო­რუმ­ზე ჩა­მო­ვი­და. მისი თქმით, 2012 წლი­დან გეგ­მავ­და მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ახალ­გაზ­რდა მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ნინო ზამ­ბა­ხი­ძეს­თან, ვა­ლე­რი ჩე­ხე­რი­ას­თან და ქეთი ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, სა­ბო­ლო­ოდ მო­ხერ­ხდა ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბის თბი­ლის­ში ჩა­მოყ­ვა­ნა, რო­მელ­თა შო­რი­საც არი­ან ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, ჰო­ლი­ვუ­დის პრო­დი­უ­სე­რი, ავი­ა­კომ­პა­ნი­ის თავ­ჯდო­მა­რე, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, Talking Tom აპ­ლი­კა­ცი­ის შემ­ქმნე­ლი, მა­ლა­ზი­ელ პო­ლი­ტი­კო­სი და ბევ­რი სხვა.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვენ­თვის, რომ კომ­პლექ­სუ­რად და­ვა­ნა­ხოთ ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რებს რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვინც დღეს სა­უბ­რობ­დნენ, წარ­მო­ად­გენ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლურ სა­ხეს, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ას, ასე­ვე პო­ზი­ცი­ას. ხვალ სტუმ­რე­ბი მიგ­ვყავს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე, რად­გან ესეც რე­ა­ლო­ბაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის და იმე­დი გვაქვს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს წა­ი­ღე­ბენ თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში და მო­მა­ვალ­ში უკვე თვი­თონ ჩა­მოვ­ლენ თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სით" - თქვა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა.

ქო­ბა­ლი­ამ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაც შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ 5%-იანი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა საკ­მა­რი­სი არ არის, თუმ­ცა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი იმე­დოვ­ნებს, რომ ვი­თა­რე­ბა პო­ზი­ტი­უ­რად შე­იც­ვლე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ჩვენ ყვე­ლას გვეს­მის, რომ 5%-იანი ზრდა არ არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის საკ­მა­რი­სი და ამა­ზე დღეს იყო სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დოთ პო­ზი­ტი­უ­რად ვუ­ყუ­როთ მო­მა­ვალს და იმე­დია, მო­მა­ვალ­ში ჩვენ კი­დევ უფრო დიდ ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დგამთ", -გა­ნა­ცხა­და ვერა ქო­ბა­ლი­ამ.

ვერა ქო­ბა­ლია ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პოსტს 2010 წლის 2 ივ­ლი­სი­დან 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრამ­დე იკა­ვებ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რას საქმიანობს ვერა ქობალია და რა მისიით დაბრუნდა საქართველოში

რას საქმიანობს ვერა ქობალია და რა მისიით დაბრუნდა საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია საქართველოში დროებით დაბრუნდა. ამის მიზეზი მისი საქმიანობა და თბილისში ახალგაზრდა გლობალური ლიდერების შეკრებაა.

ქობალია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში მნიშვნელოვან პოსტს იკავებდა, დღეს რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან ეკონომიკური განვითარების მიმართულებით თანამშრომლობს და ამავდროულად, სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევა.

ყოფილი მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრია და ამჟამად კანადის მთავრობასთან ერთად ეკონომიკის მიმართულებით მუშაობს, პარალელურად ჰონგ კონგის უნივერსიტეტში კვლევებს ახორციელებს.

“ბოლო წლებია, რამდენიმე ქვეყნის მთავრობებთან ერთად ვმუშაობ. 3 წელი ვმუშაობდი ავსტრალიის მთავრობასთან, აზიაში და ბოლო ერთი წელია კანადის ადგილობრივ მთავრობასთან British Columbia-ში ვმუშაობ. ასევე, ვმუშაობ ჰონგ კონგის უნივერსიტეტში, როგორც მკვლევარი ტექნოლოგიების მიმართულებით. უნივერსიტეტში ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ვმუშაობ, მთავრობებთან კი ეკონომიკური მიმართულებით ვმუშაობ” - აღნიშნა მან AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ქობალია საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა ლიდერების ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე ფორუმზე ჩამოვიდა. მისი თქმით, 2012 წლიდან გეგმავდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერების ჩამოყვანას საქართველოში.

ნინო ზამბახიძესთან, ვალერი ჩეხერიასთან და ქეთი ბოჭორიშვილთან გუნდური მუშაობის შედეგად, საბოლოოდ მოხერხდა ახალგაზრდა ლიდერების თბილისში ჩამოყვანა, რომელთა შორისაც არიან ევროპარლამენტარი, ჰოლივუდის პროდიუსერი, ავიაკომპანიის თავჯდომარე, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, Talking Tom აპლიკაციის შემქმნელი, მალაზიელ პოლიტიკოსი და ბევრი სხვა.

„მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ კომპლექსურად დავანახოთ ახალგაზრდა ლიდერებს რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში, ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, ვინც დღეს საუბრობდნენ, წარმოადგენდნენ საქართველოს რეალურ სახეს, როგორც ოპოზიციას, ასევე პოზიციას. ხვალ სტუმრები მიგვყავს საოკუპაციო ხაზზე, რადგან ესეც რეალობაა ჩვენი ქვეყნის და იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს წაიღებენ თავის ქვეყანაში და მომავალში უკვე თვითონ ჩამოვლენ თავისი ინტერესით" - თქვა ყოფილმა მინისტრმა.

ქობალიამ დღეს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის, თუმცა ყოფილი მინისტრი იმედოვნებს, რომ ვითარება პოზიტიურად შეიცვლება.

"რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, ჩვენ ყველას გვესმის, რომ 5%-იანი ზრდა არ არის საქართველოსთვის საკმარისი და ამაზე დღეს იყო საუბარი, მაგრამ შევეცადოთ პოზიტიურად ვუყუროთ მომავალს და იმედია, მომავალში ჩვენ კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ", -განაცხადა ვერა ქობალიამ.

ვერა ქობალია ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2010 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე იკავებდა.

"ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი" - რას ამბობს სააკაშვილი ახალ ვიდეომიმართვაში

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან თინა ბოკუჩავა, დავით ჭიჭინაძე და ეკა ბესელია

რა წესების დაცვა მოუწევთ ამომრჩევლებს არჩევნებზე - თამარ ჟვანია ხმის მიცემის პროცესის დეტალებს განმარტავს