სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო მნიშვნელობის 7 აღმოჩენა საქართველოში - რას მიაკვლიეს ქართველმა არქეოლოგებმა
12:18 / 12-04-2019
მსოფლიო მნიშვნელობის 7 აღმოჩენა საქართველოში - რას მიაკვლიეს ქართველმა არქეოლოგებმა
12:18 / 12-04-2019

„ადა­მი­ა­ნის უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­უნ­ჯე მისი ვი­ნა­ო­ბაა“ - ეს ფრა­ზა მე-19 სა­უ­კუ­ნის პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს ეკუთ­ვნის.

რთუ­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ილია ამ სი­ტყვებ­ში ჩვენს ის­ტო­რი­ას არ გუ­ლის­ხმობ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მარ­თლა სა­უნ­ჯედ ქცე­უ­ლა. ეს სა­უნ­ჯე კი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა, რად­გან არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად ჩვე­ნი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ სულ უფრო მეტს ვი­გებთ.

რა სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვან აღ­მო­ჩე­ნებს მი­აკ­ვლი­ეს 2018-2019 წლებ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა, რომ­ლე­ბიც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს და­ფი­ნან­სე­ბი­თა და ნე­ბარ­თვით იკ­ვლე­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ძეგლს? - ამ სა­კი­თხზე Ambebi.ge სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს არ­ქე­ო­ლო­გი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­ურს, სპე­ცი­ა­ლის­ტებს ზუ­რაბ გი­ორ­გა­ძეს, თა­მარ ნი­ნი­აშ­ვილ­სა და ჟურ­ნალ „ონ­ლა­ინ არ­ქე­ო­ლო­გი­ის“ რე­დაქ­ტორს მაია ჩო­ლო­ყაშ­ვილს ესა­უბ­რა.

  • გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი კედ­ლე­ბი და ნივ­თე­ბი

გა­სულ წელს, თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე აღ­დგე­ნი­თი-სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო. სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სარ­და­ფე­ბის გაწ­მენ­დის დროს ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ნა­გე­ბო­ბე­ბის ზუს­ტად და­თა­რი­ღე­ბა არ­ქე­ო­ლო­გებს ჯერ­ჯე­რო­ბით უჭირთ, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ზუ­რაბ გი­ორ­გა­ძე და თა­მარ ნი­ნი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ შე­საძ­ლოა, მე-13 სა­უ­კუ­ნი­დან გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბამ­დე პე­რი­ო­დის ნან­გრე­ვებ­სა და ნივ­თებს მი­აგ­ნეს.

გა­თხრე­ბი­სას სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­მო­სახ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და სარ­და­ფი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ასე­ვე, სარ­დაფ­ში ნა­პოვ­ნია რამ­დე­ნი­მე ქვევ­რი, ერთ-ერ­თში კი თი­ხის დო­ქე­ბი, ღვი­ნის ამო­სა­ღე­ბი აზარ­ფე­შა (სპი­ლენ­ძის ჭურ­ჭე­ლი) და პა­ტა­რა კო­ჭე­ბი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. არ­ქე­ო­ლო­გე­ბის ვა­რა­უ­დით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თე­ბი ქვევრში გა­და­მა­ლეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, მტრის­გან გა­და­არ­ჩი­ნეს.

"გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. აღ­მო­ჩე­ნი­ლია 4 სა­ძირ­კვე­ლი და ერთი ხარო ანუ სა­მა­ცივ­რე სივ­რცე. გა­თხრე­ბის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან ღრმად, ორ მეტ­რამ­დე ჩა­ვე­დით, თუმ­ცა მერე უკვე წყალ­მა ზე­მოთ ამო­ი­წია და სა­მუ­შა­ო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხეთ“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ ნი­ნი­აშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

არ­ქე­ო­ლო­გის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი, რაც გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, აღი­რი­ცხა, და­კონ­სერვდა, მე­თო­დუ­რად და­ი­ფა­რა და აღ­ნიშ­ნულ ად­გილ­ზე ღია მუ­ზე­უ­მის მო­წყო­ბა იგეგ­მე­ბა, რაც დე­და­ქა­ლა­ქის ამ მო­ნაკ­ვეთს ტუ­რის­ტე­ბის­თვის უფრო მიმ­ზიდ­ველს გახ­დის.

  • დიდ­ნა­უ­რის ნა­ქა­ლა­ქა­რი

რამ­დე­ნი­მე წლის წინ არ­ქე­ო­ლო­გებ­მა დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან აღ­მო­სავ­ლე­თით, 9 კი­ლო­მეტრში, ნა­ქა­ლა­ქა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში „დიდ­ნა­უ­რის“ სა­ხელ­წო­დე­ბით შე­ვი­და. ნა­ქა­ლა­ქარ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 4 წლის წინ და­ი­წყო (ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კონ­სტან­ტი­ნე (კი­ა­ზო) ფი­ცხე­ლა­უ­რი).

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გან­გვი­მარ­ტეს, რომ ნა­ქა­ლა­ქა­რი ძვ.წ. მე-13 სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა და 15 ჰექ­ტარ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი. მისი მას­შტა­ბე­ბის გამო სპე­ცი­ა­ლის­ტებს დიდ­ნა­უ­რი სრუ­ლად არ შე­უს­წავ­ლი­ათ, თუმ­ცა წლი­დან წლამ­დე ახალ აღ­მო­ჩე­ნე­ბამ­დე მი­დი­ან.

ნა­ქა­ლა­ქა­რი ში­რა­ქის ველ­ზე ანუ დაბ­ლობ­ზე იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ დიდ­ნა­უ­რის გარ­შე­მო, მთის წვერ­სა და ბორ­ცვებ­ზე პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­ქა­ლა­ქა­რე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა დიდ­ნა­უ­რი ცენ­ტრა­ლუ­რი ქა­ლა­ქი იყო, რო­მელ­საც გარ­შე­მო თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი ჰქონ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ თავ­დაც­ვი­თი კედ­ლის სი­გა­ნე 4,5 მეტ­რია, გარს კი 22 მეტ­რის სი­გა­ნის თავ­დაც­ვი­თი თხრი­ლი აქვს შე­მორ­ტყმუ­ლი.

ამა­ვე ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო­ე­თით, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ძვ.წ მე-13 სა­უ­კუ­ნის სა­მა­რო­ვა­ნი ანუ სა­საფ­ლაო გა­თხა­რეს. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო.

„სა­მა­რო­ვან­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 50-მდე სა­მარ­ხია შეს­წავ­ლი­ლი, სა­დაც ბრინ­ჯა­ოს უამ­რა­ვი ნივ­თი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა არის რომ, ამ პე­რი­ო­დის სა­მარ­ხებ­სა და ძეგ­ლებ­ში საბ­რძო­ლო მახ­ვი­ლი მიც­ვა­ლე­ბულს წე­ლის არე­ში აქვს, დიდ­ნა­უ­რის სა­მა­რო­ვან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას კი ზურ­გის არე­ში. შე­საძ­ლოა, მახ­ვი­ლის ტა­რე­ბის წეს­ზე მი­უ­თი­თებ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­ურ­მა.

გარ­და ამი­სა, დიდ­ნა­უ­რის სა­მა­რო­ვა­ნის ერთ-ერთ სა­მარხში, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდ­გვა­რო­ვანს ეკუთ­ვნის, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ბრინ­ჯა­ოს მა­სა­ლა და სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­მო­სავ­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის ოთხწახ­ნა­გა ის­რის პირი იპოვ­ნეს, რო­მე­ლიც ბრძო­ლა­სა და ომზე მი­უ­თი­თებს.

„გარ­დაც­ვლილს თავ­ზე ბრინ­ჯა­ოს დი­ა­დე­მა ჰქონ­და, რო­მე­ლიც ალ­ბათ, მისი დიდ­გვა­როვ­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნი­შა­ნია; მუც­ლის არე­ში აღ­მო­აჩ­ნდა ოთხწახ­ნა­გა ის­რის პირი, რომ­ლი­თაც სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ისა­რი კავ­კა­სი­ურს არ ჰგავს, უფრო აღ­მო­სავ­ლუ­რია. შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ ის, რომ ეს დიდ­გვა­რო­ვა­ნი ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა მომ­ხვდურ­თან, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, ბრძო­ლა მოხ­და.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მე­ო­რე ის­რის პირი თავ­დაც­ვი­თი გა­ლავ­ნის გა­რე­თა კე­დელ­ში შერ­ჭო­ბი­ლი ვი­პოვ­ნეთ. შე­იძ­ლე­ბა ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქმა, რომ ბრძო­ლა­ში დიდ­ნა­უ­რის მცხოვ­რებ­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს. ასე რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, დიდ­გვა­რო­ვა­ნი მსგავ­სი პა­ტი­ვით არ და­იკ­რძა­ლე­ბო­და, მაგ­რამ ვინ იყო და რა მოხ­და, ამა­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია“ - აღ­ნიშ­ნა მან.

„სა­მა­რო­ვან­ში“ აღ­მო­ჩე­ნი­ლი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის დნმ-ს ანა­ლი­ზის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ დიდ­ნა­უ­რის მცხოვ­რებ­ლე­ბი კავ­კა­სი­ურ რა­სას ეკუთ­ვნი­ან.

„ეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი ძა­ლი­ან დიდი ზო­მის ხალ­ხი იყო. რამ­დე­ნი სა­მარ­ხიც გაგ­ვი­თხრია, ძი­რი­თა­დად, მომცრო ტა­ნის ხალ­ხი აღ­მოგ­ვი­ჩე­ნია. ამ სა­მარხში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი კი 180 სან­ტი­მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის არი­ან“, - გან­მარ­ტა სპე­ცი­ა­ლის­ტმა.

არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ დიდ­ნა­ურ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე იყ­ვნენ, რად­გან გა­თხრე­ბის დროს კენ­ჭე­ბით მო­კირ­წყლუ­ლი ქუჩა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

„ძვ.წ მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში ასეთ ნა­ქა­ლა­ქარს ფაქ­ტობ­რი­ვად, ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დო­ნე­ზე უნდა იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბი, რომ თა­ვი­ანთ კომ­ფორტზე იფიქ­რონ. აქ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი ჩანს, ეს ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფოა და არა ნა­მო­სახ­ლა­რი“, - აღ­ნიშ­ნავს კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­უ­რი.

ნა­ქა­ლა­ქარ­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ე.წ. „შე­სა­წი­რი მა­გი­დაც“ იპოვ­ნეს, რომ­ლის ანა­ლო­გიც ხე­თებ­თან ფიქ­სირ­დე­ბა. ამას­თან, დიდ­ნა­უ­რის ცოტა მო­შო­რე­ბით აღ­მო­ჩე­ნი­ლია ბრინ­ჯა­ოს ცხე­ნებ­შებ­მუ­ლი საბ­რძო­ლო ეტლი. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფოს რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნი­შა­ნია.

რამ გა­ა­ნად­გუ­რა ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, 15 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო? - სე­ის­მო­ლო­გებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მი­ზე­ზი მი­წისძვრა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ამას­თან, გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ პირ­ვან­დე­ლი სახე ქა­ლაქს ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს.

  • სამ­შვილ­დის ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი გან­ძი

გა­სულ წელს „სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სამ­შვილ­დის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცია ქვე­მო ქარ­თლში, სამ­შვილ­დის ნა­ქა­ლა­ქა­რის ცი­ტა­დელ­სა და სი­ო­ნის უბან­ზე კვლე­ვებს აწარ­მო­ებ­და (ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ბე­რი­კაშ­ვი­ლი).

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცი­ტა­დელ­ში მიმ­დი­ნა­რე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას, ერთ-ერთი თხრი­ლის სა­თავ­სოს გაწ­მენ­დის დროს, აღ­მოჩ­ნდა ოქ­როს მო­ნე­ტე­ბის გან­ძი, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა ზომა-წო­ნის 200-მდე ნო­მი­ნა­ლია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. მკვლე­ვა­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გან­ძი თა­მარ მე­ფის პე­რი­ო­დი­საა.

  • გრაკ­ლი­ა­ნი გორა

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ 2018 წლის ივ­ლის­ში კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, გრაკ­ლი­ან გო­რა­ზე ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლის ხელ­მძღვან­ლო­ბით არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა (ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პროფ. ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი).

ძეგლ­ზე, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით მიკ­ვლე­უ­ლი ხუთი ტე­რა­სის­გან შედ­გე­ბა, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 11 სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დის კულ­ტუ­რუ­ლი ფენა - ქვის ხა­ნი­დან გვი­ან ან­ტი­კუ­რი ეპო­ქის ჩათ­ვლით, ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე.

მკვლე­ვა­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ პე­რი­ო­დის ყვე­ლა არ­ქე­ო­ლო­გი­ურ მა­სა­ლა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ნაშ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ძეგლს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ სტა­ტუს­სა და სა­მეც­ნი­ე­რო მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს. ამ­ჟა­მად, მე-5 ტე­რა­სა­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამავდრო­უ­ლად, ღია ცის ქვეშ ღია მუ­ზე­უ­მი მო­ე­წყო.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რა სა­ი­დუმ­ლოს მა­ლავს გრაკ­ლი­ა­ნის უნი­კა­ლუ­რი წარ­წე­რა - "სწო­რია ვა­რა­უ­დი, რომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ბიბ­ლი­ის წე­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ"

  • სა­თხის მო­ნას­ტრის წარ­წე­რა

ბოლ­ნი­სი­დან 25 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, დაბა კაზ­რე­თის სამ­ხრე­თით, მთის ძი­რას სა­თხის მო­ნას­ტე­რი მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც X სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის ნა­გე­ბო­ბაა. მის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ცნო­ბა ალექ­სან­დრე ჯამ­ბა­კურ-ორ­ბე­ლი­ა­ნის ჩა­ნა­წე­რებ­ში გვხვდე­ბა.

2018 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ სა­თხის ეკ­ლე­სი­ა­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს სა­თხის მო­ნას­ტრის კან­კე­ლის და­კარ­გუ­ლი ფრაგ­მენ­ტი გა­მოვ­ლინ­და. კან­კე­ლის ხუთი გაშ­ლი­ლი კა­მა­რა ექვს მო­ჩუ­ქურ­თმე­ბულ სვეტ­ზეა დაყ­რდნო­ბი­ლი.

კან­კე­ლის ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ ფრაგ­მენტზე იკი­თხე­ბა შემ­დე­გი ტექ­სტი: "[ქ](რონი)კ(ო)ნი იყო ტჟა (1171 წ.)". აღ­მო­ჩე­ნის თა­ნახ­მად, ფრაგ­მენ­ტი სრუ­ლი­ად ცვლის ამ დრომ­დე არ­სე­ბულ ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტებს. ის სა­ბო­ლო­ოდ აზუს­ტებს ქვე­მო ქარ­თლის ეკ­ლე­სი­ე­ბი­სა თუ მათი კან­კე­ლე­ბის მთე­ლი ჯგუ­ფის ქრო­ნო­ლო­გი­ას და გვა­უ­წყებს, რომ ამ ეკ­ლე­სი­ა­თა წარ­წე­რებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მეფე გი­ორ­გი, რო­მე­ლიც გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი იყო მეფე გი­ორ­გი-ლა­შას­თან, სი­ნამ­დვი­ლე­ში მეფე გი­ორ­გი III ყო­ფი­ლა.

ამა­ვე, 2018 წელს, სა­თხის მო­ნას­ტრის ჩრდი­ლო­ეთ ეკვდე­რის ია­ტა­კის შუა ნა­წილ­ში, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს მოზ­რდი­ლი საფ­ლა­ვის ქვის ფრაგ­მენ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც ასომ­თავ­რუ­ლი ეპი­ტა­ფი­აა (XIII ს.) ამოკ­ვე­თი­ლი.

საფ­ლა­ვე­ბის ორ ქვა­ზე წარ­წე­რებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ეპის­კო­პო­სი თევ­დო­სი კა­ლო­ნა­პე­ტის ძე, ჰნე­ვან­ქის მამა იო­სებ კა­ლო­ნა­პის ძე და მამა კვი­რი­ლე კა­ლო­ნა­პის ძე (XIII-XIV სს.). მკვლე­ვა­რე­ბის ვა­რა­უ­დით, XIII ს-ში სა­თხის მო­ნას­ტე­რი ამ საგ­ვა­რე­უ­ლოს კუთ­ვნი­ლე­ბა იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კვლე­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, დოქ­ტო­რი გი­ორ­გი გა­გო­ში­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მსგავ­სი გვა­რი და სა­ხე­ლი დმა­ნი­სის ეკ­ლე­სი­ის და­სავ­ლე­თი კა­რიბ­ჭის საქ­ტი­ტო­რო წარ­წე­რა­ში (XIII სს.) იკი­თხე­ბა.

  • ჩხო­რო­წყუ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი თი­ხის ბათ­ქა­შე­ბი და სა­შე­ნი მი­ლე­ბის ნა­ტე­ხე­ბი

2018 წლის ივ­ნის­ში სო­ფელ ლე­წურ­წუ­მე­ში, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და ნიკო მურ­ღუ­ლი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ექ­სპე­დი­ცი­ის მი­ზა­ნი იყო ჩრდი­ლო­ეთ კოლ­ხეთ­ში სამ­თა­მად­ნო კე­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან, არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აქ ერთ-ერთ სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვეთ­ში მუდ­მი­ვად პო­უ­ლობ­დნენ რკი­ნის წი­დებ­სა და კე­რა­მი­კულ მი­ლებს, რაც მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი სა­წარ­მოს არ­სე­ბო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

2018 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თის ზედა და ქვე­და ტე­რა­სებ­ზე 4 სა­დაზ­ვერ­ვო თხრი­ლი გა­იჭ­რა. შე­დე­გად, ძვ.წ XII-X სს-ის კულ­ტუ­რულ ფე­ნა­ში თი­ხის ბათ­ქა­შე­ბი­სა და სა­შე­ნი მი­ლე­ბის ნა­ტე­ხე­ბი, კე­რა­მი­კუ­ლი ჭურ­ჭლის დამ­წვა­რი ფრაგ­მენ­ტე­ბი და რკი­ნის წი­დე­ბი და­ფიქ­სირ­და. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, რკი­ნის წი­დე­ბი ჩამ­დნა­რი იყო თი­ხის მი­ლებ­სა და ბათ­ქა­შებ­ში.

  • ზი­ა­რის უძ­ვე­ლე­სი ფა­უ­ნის­ტუ­რი მა­სა­ლა

2018 წლის ივ­ლის­ში, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზი­არ­ში, ქვე­და და შუ­ა­პა­ლე­ო­ლი­თურ ღია ტი­პის სად­გომ ზი­ა­რი 2-ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­დაც უძ­ვე­ლეს ფა­უ­ნის­ტურ მა­სა­ლას მი­აკ­ვლი­ეს (ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პროფ. ნი­კო­ლოზ თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლი).

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძეგლი უძ­ვე­ლე­სი და ძვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კირ­ქვის სა­ბა­დოს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ხე­ლოს­ნოა. მის­გან 300 მეტ­რის და­შო­რე­ბით, პა­ლე­ო­ლი­თუ­რი სად­გო­მი "ზი­ა­რი-ფხო­ვე­ლი" (ზი­ა­რი 1) მდე­ბა­რე­ობს. "ზი­ა­რი 1" ადა­მი­ან­თა იმ ჯგუ­ფე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლია, რომ­ლე­ბიც ქვის ნედ­ლე­ულს "ზი­ა­რი 2"-ზე მო­ი­პო­ვებ­დნენ. გა­თხრე­ბის შე­დე­გად, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მრა­ვალ ასე­ულ არ­ტე­ფაქტს მი­აკ­ვლი­ეს.

სა­ერ­თო იე­რით ქვის მა­სა­ლა ძა­ლი­ან პრი­მი­ტი­უ­ლია. უფრო პრი­მი­ტი­უ­ლიც კი, ვიდ­რე დმა­ნი­სის სად­გომ­ზეა დად­გე­ნი­ლი. გა­კეთ­და რამ­დე­ნი­მე არ­ტე­ფაქ­ტის 3D ფო­ტოც. მე-3, მე-4 და მე-5 ფე­ნებ­ში გა­მოვ­ლინ­და სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლის გა­ნა­მარ­ხე­ბუ­ლი ძვლე­ბი. მათი უმე­ტე­სო­ბა ფრაგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ნა­წი­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია და ისი­ნი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­ის­წავ­ლე­ბა.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, 2018 წლის გა­თხრე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა ფა­უ­ნის­ტუ­რი მა­სა­ლაა (ცხო­ვე­ლე­ბის ძვლე­ბი), რად­გან უძ­ვე­ლე­სი ფა­უ­ნა გა­მოვ­ლინ­და ქვის ია­რა­ღებ­თან ერ­თად.

ავტორი:

მსოფლიო მნიშვნელობის 7 აღმოჩენა საქართველოში - რას მიაკვლიეს ქართველმა არქეოლოგებმა

მსოფლიო მნიშვნელობის 7 აღმოჩენა საქართველოში - რას მიაკვლიეს ქართველმა არქეოლოგებმა

„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა“ - ეს ფრაზა მე-19 საუკუნის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის.

რთული დასაჯერებელია, რომ ილია ამ სიტყვებში ჩვენს ისტორიას არ გულისხმობდა, რომელიც საქართველოსთვის მართლა საუნჯედ ქცეულა. ეს საუნჯე კი წლიდან წლამდე იზრდება, რადგან არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩვენი წარსულის შესახებ სულ უფრო მეტს ვიგებთ.

რა საინტერესო და მნიშვნელოვან აღმოჩენებს მიაკვლიეს 2018-2019 წლებში მეცნიერებმა, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ნებართვით იკვლევენ საქართველოს სხვადასხვა ძეგლს? - ამ საკითხზე Ambebi.ge საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის უფროსს კონსტანტინე ფიცხელაურს, სპეციალისტებს ზურაბ გიორგაძეს, თამარ ნინიაშვილსა და ჟურნალ „ონლაინ არქეოლოგიის“ რედაქტორს მაია ჩოლოყაშვილს ესაუბრა.

  • გუდიაშვილის ქუჩაზე აღმოჩენილი კედლები და ნივთები

გასულ წელს, თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის ქუჩაზე აღდგენითი-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, სარდაფების გაწმენდის დროს ძველი ნაგებობები აღმოაჩინეს.

ნაგებობების ზუსტად დათარიღება არქეოლოგებს ჯერჯერობით უჭირთ, თუმცა სპეციალისტები ზურაბ გიორგაძე და თამარ ნინიაშვილი აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, მე-13 საუკუნიდან გვიან შუა საუკუნეებამდე პერიოდის ნანგრევებსა და ნივთებს მიაგნეს.

გათხრებისას სხვადასხვა ტიპის სამოსახლო დაწესებულება და სარდაფი აღმოაჩინეს. ასევე, სარდაფში ნაპოვნია რამდენიმე ქვევრი, ერთ-ერთში კი თიხის დოქები, ღვინის ამოსაღები აზარფეშა (სპილენძის ჭურჭელი) და პატარა კოჭები იყო მოთავსებული. არქეოლოგების ვარაუდით, აღნიშნული ნივთები ქვევრში გადამალეს და სავარაუდოდ, მტრისგან გადაარჩინეს.

"გუდიაშვილის ქუჩაზე არქეოლოგიური გათხრები დღემდე გრძელდება. აღმოჩენილია 4 საძირკველი და ერთი ხარო ანუ სამაცივრე სივრცე. გათხრების პროცესში ძალიან ღრმად, ორ მეტრამდე ჩავედით, თუმცა მერე უკვე წყალმა ზემოთ ამოიწია და სამუშაოების გაგრძელება ვეღარ მოვახერხეთ“, - აღნიშნა თამარ ნინიაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

არქეოლოგის თქმით, ყველაფერი, რაც გუდიაშვილის ქუჩაზე აღმოაჩინეს, აღირიცხა, დაკონსერვდა, მეთოდურად დაიფარა და აღნიშნულ ადგილზე ღია მუზეუმის მოწყობა იგეგმება, რაც დედაქალაქის ამ მონაკვეთს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

  • დიდნაურის ნაქალაქარი

რამდენიმე წლის წინ არქეოლოგებმა დედოფლისწყაროდან აღმოსავლეთით, 9 კილომეტრში, ნაქალაქარი აღმოაჩინეს, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში „დიდნაურის“ სახელწოდებით შევიდა. ნაქალაქარში არქეოლოგიური სამუშაოები 4 წლის წინ დაიწყო (ექსპედიციის ხელმძღვანელი კონსტანტინე (კიაზო) ფიცხელაური).

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განგვიმარტეს, რომ ნაქალაქარი ძვ.წ. მე-13 საუკუნით თარიღდება და 15 ჰექტარზეა გაშენებული. მისი მასშტაბების გამო სპეციალისტებს დიდნაური სრულად არ შეუსწავლიათ, თუმცა წლიდან წლამდე ახალ აღმოჩენებამდე მიდიან.

ნაქალაქარი შირაქის ველზე ანუ დაბლობზე იყო გაშენებული. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დიდნაურის გარშემო, მთის წვერსა და ბორცვებზე პატარ-პატარა ნაქალაქარებია შემორჩენილი. სწორედ ამიტომ, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დიდნაური ცენტრალური ქალაქი იყო, რომელსაც გარშემო თავდაცვითი ნაგებობები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ თავდაცვითი კედლის სიგანე 4,5 მეტრია, გარს კი 22 მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილი აქვს შემორტყმული.

ამავე ქალაქის ჩრდილოეთით, არქეოლოგებმა ძვ.წ მე-13 საუკუნის სამაროვანი ანუ სასაფლაო გათხარეს. ყველაზე საინტერესო მოვლენები სწორედ აქედან დაიწყო.

„სამაროვანში დაახლოებით, 50-მდე სამარხია შესწავლილი, სადაც ბრინჯაოს უამრავი ნივთი აღმოვაჩინეთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენა არის რომ, ამ პერიოდის სამარხებსა და ძეგლებში საბრძოლო მახვილი მიცვალებულს წელის არეში აქვს, დიდნაურის სამაროვანში აღმოჩენილი მიცვალებულების უმეტესობას კი ზურგის არეში. შესაძლოა, მახვილის ტარების წესზე მიუთითებდეს“, - აღნიშნა კონსტანტინე ფიცხელაურმა.

გარდა ამისა, დიდნაურის სამაროვანის ერთ-ერთ სამარხში, რომელიც სავარაუდოდ, დიდგვაროვანს ეკუთვნის, არქეოლოგებმა საინტერესო ბრინჯაოს მასალა და სავარაუდოდ, აღმოსავლური წარმოშობის ოთხწახნაგა ისრის პირი იპოვნეს, რომელიც ბრძოლასა და ომზე მიუთითებს.

„გარდაცვლილს თავზე ბრინჯაოს დიადემა ჰქონდა, რომელიც ალბათ, მისი დიდგვაროვნების დამადასტურებელი ნიშანია; მუცლის არეში აღმოაჩნდა ოთხწახნაგა ისრის პირი, რომლითაც სავარაუდოდ, გარდაიცვალა. ეს ისარი კავკასიურს არ ჰგავს, უფრო აღმოსავლურია. შეგვიძლია ვივარაუდოთ ის, რომ ეს დიდგვაროვანი ბრძოლაში დაიღუპა მომხვდურთან, რომელიც ადგილობრივი არ არის. შესაბამისად, ბრძოლა მოხდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მეორე ისრის პირი თავდაცვითი გალავნის გარეთა კედელში შერჭობილი ვიპოვნეთ. შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რომ ბრძოლაში დიდნაურის მცხოვრებლებმა გაიმარჯვეს. ასე რომ არ მომხდარიყო, დიდგვაროვანი მსგავსი პატივით არ დაიკრძალებოდა, მაგრამ ვინ იყო და რა მოხდა, ამაზე საუბარი რთულია“ - აღნიშნა მან.

„სამაროვანში“ აღმოჩენილი გარდაცვლილების დნმ-ს ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დიდნაურის მცხოვრებლები კავკასიურ რასას ეკუთვნიან.

„ეს მიცვალებულები ძალიან დიდი ზომის ხალხი იყო. რამდენი სამარხიც გაგვითხრია, ძირითადად, მომცრო ტანის ხალხი აღმოგვიჩენია. ამ სამარხში აღმოჩენილი მიცვალებულები კი 180 სანტიმეტრამდე სიმაღლის არიან“, - განმარტა სპეციალისტმა.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ დიდნაურში მცხოვრებლები განვითარების მაღალ საფეხურზე იყვნენ, რადგან გათხრების დროს კენჭებით მოკირწყლული ქუჩა აღმოაჩინეს.

„ძვ.წ მე-13 საუკუნეში ასეთ ნაქალაქარს ფაქტობრივად, ანალოგი არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, რა დონეზე უნდა იყვნენ ადამიანები განვითარებულები, რომ თავიანთ კომფორტზე იფიქრონ. აქ სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშნები ჩანს, ეს ქალაქ-სახელმწიფოა და არა ნამოსახლარი“, - აღნიშნავს კონსტანტინე ფიცხელაური.

ნაქალაქარში არქეოლოგებმა ე.წ. „შესაწირი მაგიდაც“ იპოვნეს, რომლის ანალოგიც ხეთებთან ფიქსირდება. ამასთან, დიდნაურის ცოტა მოშორებით აღმოჩენილია ბრინჯაოს ცხენებშებმული საბრძოლო ეტლი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სახელმწიფოს რეგულარული არმიის დამადასტურებელი ნიშანია.

რამ გაანადგურა ასეთი განვითარებული, 15 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სახელმწიფო? - სეისმოლოგებმა დაადგინეს, რომ მიზეზი მიწისძვრა უნდა ყოფილიყო. ამასთან, გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ პირვანდელი სახე ქალაქს ფაქტობრივად, შენარჩუნებული აქვს.

  • სამშვილდის ნუმიზმატიკური განძი

გასულ წელს „საქართველოს უნივერსიტეტის“ სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია ქვემო ქართლში, სამშვილდის ნაქალაქარის ციტადელსა და სიონის უბანზე კვლევებს აწარმოებდა (ექსპედიციის ხელმძღვანელი დავით ბერიკაშვილი).

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ციტადელში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოებისას, ერთ-ერთი თხრილის სათავსოს გაწმენდის დროს, აღმოჩნდა ოქროს მონეტების განძი, რომელშიც სხვადასხვა ზომა-წონის 200-მდე ნომინალია გაერთიანებული. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ განძი თამარ მეფის პერიოდისაა.

  • გრაკლიანი გორა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის ივლისში კასპის მუნიციპალიტეტში, გრაკლიან გორაზე ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანლობით არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა (ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფ. ვახტანგ ლიჩელი).

ძეგლზე, რომელიც ჯერჯერობით მიკვლეული ხუთი ტერასისგან შედგება, დადასტურებულია 11 სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენა - ქვის ხანიდან გვიან ანტიკური ეპოქის ჩათვლით, ქრისტიანობამდე.

მკვლევარების ინფორმაციით, ამ პერიოდის ყველა არქეოლოგიურ მასალაში გამოვლენილია განსაკუთრებული არქეოლოგიური ნაშთები, რომლებიც ამ ძეგლს სრულიად განსხვავებულ სტატუსსა და სამეცნიერო მნიშვნელობას ანიჭებს. ამჟამად, მე-5 ტერასაზე მუშაობა მიმდინარეობს, ამავდროულად, ღია ცის ქვეშ ღია მუზეუმი მოეწყო.

დაგაინტერესებთ: რა საიდუმლოს მალავს გრაკლიანის უნიკალური წარწერა - "სწორია ვარაუდი, რომ ჩვენი წინაპრები ბიბლიის წერაში მონაწილეობდნენ"

  • სათხის მონასტრის წარწერა

ბოლნისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, დაბა კაზრეთის სამხრეთით, მთის ძირას სათხის მონასტერი მდებარეობს, რომელიც X საუკუნის მიწურულის ნაგებობაა. მის შესახებ პირველი ცნობა ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ჩანაწერებში გვხვდება.

2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ სათხის ეკლესიაში ორგანიზებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს სათხის მონასტრის კანკელის დაკარგული ფრაგმენტი გამოვლინდა. კანკელის ხუთი გაშლილი კამარა ექვს მოჩუქურთმებულ სვეტზეა დაყრდნობილი.

კანკელის ახლად აღმოჩენილ ფრაგმენტზე იკითხება შემდეგი ტექსტი: "[ქ](რონი)კ(ო)ნი იყო ტჟა (1171 წ.)". აღმოჩენის თანახმად, ფრაგმენტი სრულიად ცვლის ამ დრომდე არსებულ ისტორიულ ფაქტებს. ის საბოლოოდ აზუსტებს ქვემო ქართლის ეკლესიებისა თუ მათი კანკელების მთელი ჯგუფის ქრონოლოგიას და გვაუწყებს, რომ ამ ეკლესიათა წარწერებში მოხსენიებული მეფე გიორგი, რომელიც გაიგივებული იყო მეფე გიორგი-ლაშასთან, სინამდვილეში მეფე გიორგი III ყოფილა.

ამავე, 2018 წელს, სათხის მონასტრის ჩრდილოეთ ეკვდერის იატაკის შუა ნაწილში, არქეოლოგებმა დააფიქსირეს მოზრდილი საფლავის ქვის ფრაგმენტები, რომელზეც ასომთავრული ეპიტაფიაა (XIII ს.) ამოკვეთილი.

საფლავების ორ ქვაზე წარწერებში მოხსენიებულია ეპისკოპოსი თევდოსი კალონაპეტის ძე, ჰნევანქის მამა იოსებ კალონაპის ძე და მამა კვირილე კალონაპის ძე (XIII-XIV სს.). მკვლევარების ვარაუდით, XIII ს-ში სათხის მონასტერი ამ საგვარეულოს კუთვნილება იყო.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის უფროსი, დოქტორი გიორგი გაგოშიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი გვარი და სახელი დმანისის ეკლესიის დასავლეთი კარიბჭის საქტიტორო წარწერაში (XIII სს.) იკითხება.

  • ჩხოროწყუში აღმოჩენილი თიხის ბათქაშები და საშენი მილების ნატეხები

2018 წლის ივნისში სოფელ ლეწურწუმეში, არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა ნიკო მურღულიას ხელმძღვანელობით. ექსპედიციის მიზანი იყო ჩრდილოეთ კოლხეთში სამთამადნო კერების დაფიქსირება, ვინაიდან, არსებობდა ინფორმაცია, რომ აქ ერთ-ერთ საკარმიდამო ნაკვეთში მუდმივად პოულობდნენ რკინის წიდებსა და კერამიკულ მილებს, რაც მეტალურგიული საწარმოს არსებობაზე მეტყველებს.

2018 წელს განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, საკარმიდამო ნაკვეთის ზედა და ქვედა ტერასებზე 4 სადაზვერვო თხრილი გაიჭრა. შედეგად, ძვ.წ XII-X სს-ის კულტურულ ფენაში თიხის ბათქაშებისა და საშენი მილების ნატეხები, კერამიკული ჭურჭლის დამწვარი ფრაგმენტები და რკინის წიდები დაფიქსირდა. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად, რკინის წიდები ჩამდნარი იყო თიხის მილებსა და ბათქაშებში.

  • ზიარის უძველესი ფაუნისტური მასალა

2018 წლის ივლისში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში, ქვედა და შუაპალეოლითურ ღია ტიპის სადგომ ზიარი 2-ზე არქეოლოგიური გათხრები განხორციელდა, სადაც უძველეს ფაუნისტურ მასალას მიაკვლიეს (ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფ. ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი).

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლი უძველესი და ძველი ადამიანების კირქვის საბადოსთან არსებული სახელოსნოა. მისგან 300 მეტრის დაშორებით, პალეოლითური სადგომი "ზიარი-ფხოველი" (ზიარი 1) მდებარეობს. "ზიარი 1" ადამიანთა იმ ჯგუფების საცხოვრებელია, რომლებიც ქვის ნედლეულს "ზიარი 2"-ზე მოიპოვებდნენ. გათხრების შედეგად, არქეოლოგებმა მრავალ ასეულ არტეფაქტს მიაკვლიეს.

საერთო იერით ქვის მასალა ძალიან პრიმიტიულია. უფრო პრიმიტიულიც კი, ვიდრე დმანისის სადგომზეა დადგენილი. გაკეთდა რამდენიმე არტეფაქტის 3D ფოტოც. მე-3, მე-4 და მე-5 ფენებში გამოვლინდა სხვადასხვა ცხოველის განამარხებული ძვლები. მათი უმეტესობა ფრაგმენტირებულია, მაგრამ ნაწილის იდენტიფიკაცია შესაძლებელია და ისინი უახლოეს მომავალში შეისწავლება.

ექსპერტების თქმით, 2018 წლის გათხრების ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ფაუნისტური მასალაა (ცხოველების ძვლები), რადგან უძველესი ფაუნა გამოვლინდა ქვის იარაღებთან ერთად.

"თუ ეს ჩემთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოსულა, სხვებისთვის რატომ არ მოსულა?" - რატომ არ დაჰყავს ვახტანგ მეგრელიშვილს შვილები სკოლაში?

სემეკში ირიგაციის რეგულირების საკითხებზე იმსჯელეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი "სამხრეთ აფრიკული შტამის“ საეჭვო შემთხვევას აკვირდება - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე