ავტორი:

წლის ყველაზე ხმაურიანი დაკავება - რატომ ცხოვრობდა ჯულიან ასანჟი 7 წელი ეკვადორის საელჩოში

წლის ყველაზე ხმაურიანი დაკავება - რატომ ცხოვრობდა ჯულიან ასანჟი 7 წელი ეკვადორის საელჩოში

ჯულიან ასანჟმა 7 წლის შემდეგ ეკვადორის საელჩო დატოვა. ის გუშინ დააკავეს და მალე აშშ-ში ექსტრადაციაც ელის. დაკავების კადრები, რომელიც უამრავმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, თითქმის მთელმა მსოფლიომ ნახა.

ვინ არის ჯულიან ასანჟი?

ის „ვიკილიქსის“ 47 წლის დამფუძნებელია. „ვიკილიქსი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უამრავი წყაროს საშუალებით სხვადასხვა კონფიდენციალურ ინფორმაციას ასაჯაროებს.

ასანჟი ცნობილი 2010 წელს გახდა, როდესაც „ვიკილიქსმა“ყოფილი ამერიკელი სამხედროს, ჩელსი მენინგის მიერ მიწოდებული საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა.

VIDEO - ემოციური კადრები ლონდონიდან, სადაც ჯულიან ასანჟი დააკავეს - "ვიკილიქსის" დამფუძნებელი 7 წელი ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა

იმავე წლის ნოემბერში „ვიკილიქსის“ საშუალებით გასაჯაროვდა უპრეცენდენტო მასშტაბების საიდუმლო ინფორმაცია, მათ შორის აშშ-ს დიპლომატების კერძო საუბრები, პოლიტიკოსების შეხედულებები ერთმანეთისა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

აშშ-ს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მენინგი კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებისთვის 2013 წელს დააპატიმრეს და 35 წელი მიუსაჯეს. თუმცა 2017 წლის 18 იანვარს იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მენინგს სასჯელი შეუმცირა და ის პატიმრობიდან იმავე წლის მაისში გამოვიდა.

ჩელსი მენინგი

რატომ იმყოფებოდა ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოში?

ასანჟი ეკვადორის საელჩოს აივანზე

ასანჟის დაპატიმრების ორდერი 2010 წლის აგვისტოში გამოსცეს, თუმცა არა მასალების გასაჯაროების გამო - ის ორმა ქალმა შვედეთში სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

2010 წელს ასანჟი საექსტრადაციო მოსმენაზე გამოცხადდა დიდ ბრიტანეთში, თუმცა გირაო შეუფარდეს. საბოლოოდ, მოსამართლემ ასანჟის შვედეთში ექსტრადაციის გადაწყვეტილება მიიღო.

2012 წელს „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ეკვადორის საელჩოში შევიდა, მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს და დაკავებამდე, 7 წლის განმავლობაში საელჩოში ცხოვრობდა.

2017 წლის მაისში შვედმა სამართალდამცველებმა გამოძიება შეწყვიტეს, თუმცა ბრიტანულმა პოლიციამ გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებული პირობების დარღვევის გამო მისი დაკავების ორდერი მიიღო.

რატომ დატოვა მან საელჩო?

როგორც ირკვევა, დიდი ბრიტანეთისა და ეკვადორის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ეკვადორმა გადაწყვიტა, ასანჟისთვის თავშესაფარი ჩამოერთმია.

„ვიკილიქსის“ დამფუძნებლის საელჩოდან გამოყვანის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან დანკანმა განაცხადა, რომ ასანჟს საელჩო „ორ ქვეყანას შორის დიალოგის შედეგად დაატოვებინეს“.

2017 წელს ეკვადორის სამთავრობო ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ ასანჟსა და ეკვადორის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა.

რატომ სურს ამერიკას ასანჟი?

სკოტლანდ იარდმა დაადასტურა, რომ ასანჟის ექსტრადაციის შესახებ მოთხოვნა აშშ-სგან მიიღეს.

მოგვიანებით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა - ჯულიან ასანჟს ბრალი წაუყენა ჩელსი მენინგთან შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერებში შეღწევა საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად.

„შეთქმულების მთავარი მიზანი იყო ხელი შეეწყო მენინგისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიღება და გადაცემაში. ეს ინფორმაცია აშშ-ს ეროვნული თავდაცვის საკითხებს ეხებოდა და მათი განთავსება „ვიკილიქსის“ საიტზე იგეგმებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე