მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს
ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მზა­დაა, სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სოს სა­მე­ბის ტაძ­რის მო­ხატ­ვა. ამის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დღეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რეს­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და. შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებს.

„მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ სტუ­მარს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბიც გა­აც­ნო, რო­მე­ლიც "ქარ­თუ ბან­კი­დან” ფი­ნანსდე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის მზა­დაა სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სოს სა­მე­ბის ტაძ­რის მო­ხატ­ვა. შეხ­ვედ­რის და­სას­რულს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა და­ლო­ცა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებს.

„11 აპ­რილს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მღვდელმთავ­რებ­თან და სამ­ღვდე­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ბ-ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­მი­ი­ღო. სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ხალ­ხის პრობ­ლე­მებს და, სა­ერ­თოდ, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ბ-ნ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ხელს შე­უ­წყობს უმუ­შე­ვარ­თათ­ვის სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას, რო­მელ­თაც სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ეთ­შიც ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე აღი­ნიშ­ნა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და, მი­თუ­მე­ტეს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცის დაც­ვას და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის სწო­რად აღ­ზრდას; რომ სა­სი­ხა­რუ­ლოა, გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ქვეყ­ნის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი სახ­სრე­ბის გა­ღე­ბა; და რომ პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია პე­და­გო­გე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა, ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდა და სას­კო­ლო პროგ­რა­მე­ბის დახ­ვე­წა.

შეხ­ვედ­რის და­სას­რულს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა და­ლო­ცა ბ-ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

თა­ვის მხრივ, შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა".

"სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილსშეხ­ვდა.სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას.ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ხელს შე­უ­წყობს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას და მათ უცხო­ეთ­ში ლე­გა­ლურ და­საქ­მე­ბას. ასე­ვე აღი­ნიშ­ნა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის სწო­რად აღ­ზრდას, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია და ამ კუ­თხით დიდი თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პე­და­გო­გე­ბის ხელ­ფა­სი გახ­დეს ღირ­სე­უ­ლი. შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ხაზი გა­უს­ვეს ოჯა­ხის როლს და აღ­ნიშ­ნეს, რომ სტა­ბი­ლუ­რი და ძლი­ე­რი ოჯა­ხე­ბი ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია.მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­აც­ნო. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, ის მზა­დაა სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სოს სა­მე­ბის ტაძ­რის მო­ხატ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ილია მე­ო­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ლო­ცა და წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა", - აცხა­დე­ბენ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს

ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

„მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც "ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

„11 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბ-ნი ბიძინა ივანიშვილიმიიღო. სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მითუმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თავის მხრივ, შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "ქართული ოცნება".

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსშეხვდა.სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და მათ უცხოეთში ლეგალურ დასაქმებას. ასევე აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობის სწორად აღზრდას, სასიხარულოა, რომ განათლების მიმართულება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია და ამ კუთხით დიდი თანხები იხარჯება, მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგების ხელფასი გახდეს ღირსეული. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ოჯახის როლს და აღნიშნეს, რომ სტაბილური და ძლიერი ოჯახები ქვეყნის სტაბილურობის განმაპირობებელია.მისმა უწმინდესობამ ბიძინა ივანიშვილს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოები გააცნო. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები. ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი დალოცა და წარმატებები უსურვა", - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ის ჩემი გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილო იყო" - რა განაცხადა ჰარცელმა, რომელიც წულუკიანმა გვარამიასთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ პარლამენტში "დაიბარა"