სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფესტივალს „თბილისი რიტმი“ ეიფმანის საბალეტო დასი გახსნის
ფესტივალს „თბილისი რიტმი“ ეიფმანის საბალეტო დასი გახსნის

მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის თე­ატ­რის ეიფ­მა­ნის სა­ბა­ლე­ტო დასი თბი­ლისს ეწ­ვე­ვა სპექ­ტაკ­ლით „რო­დე­ნი, მისი მა­რა­დი კერ­პი“.

სპექ­ტაკ­ლი 22 და 23 აპ­რილს სა­ღა­მოს 20:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში გა­ი­მარ­თე­ბა.

ბა­ლე­ტი წამ­ყვან­მა კრი­ტი­კო­სებ­მა 21-ე სა­უ­კუ­ნის შე­დევ­რად აღი­ა­რეს. მსოფ­ლი­ოს პრეს­ტი­ჟულ სცე­ნებ­ზე ბო­რის ეიფ­მა­ნის სა­ბა­ლე­ტო და­სის ქო­რე­ოგ­რა­ფია ცეკ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით, ცო­ცხა­ლი დი­ნა­მიზ­მი­თა და პლას­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბით იზი­დავს მა­ყუ­რე­ბელს. თა­ვად მა­ესტრო კი თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ლეტ­მა­ის­ტერ­თა შო­რის ლი­დე­რად არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. ვირ­ტუ­ო­ზი ქო­რე­ოგ­რა­ფი სა­ბა­ლე­ტო და­სის 56 წევ­რი­ა­ნი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ეწ­ვე­ვა თბი­ლისს. ბო­რის ეიფ­მა­ნის ბა­ლე­ტი „რო­დე­ნი, მისი მა­რა­დი კერ­პი” ეძღვნე­ბა დიდი მო­ქან­და­კე­ე­ბის - ოგი­უსტ რო­დე­ნის და მისი მოს­წავ­ლის, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი­სა და მუ­ზის კა­მი­ლა კლო­დე­ლის ბედ­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას.

მათი ვნე­ბის ის­ტო­რია ტრა­გი­კუ­ლია. 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­დე­ნი და კლო­დე­ლი ერთ მგრძნო­ბი­ა­რე შე­მოქ­მე­დე­ბით მთლი­ა­ნო­ბას წარ­მო­ად­გენ­დნენ. თუმ­ცა მხატ­ვრებს შო­რის მომ­ხდარ­მა გან­ხეთ­ქი­ლე­ბამ სა­ბე­დის­წე­რო დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა კა­მი­ლას სუ­ლი­ერ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და მისი და­ღუპ­ვის და­სა­წყი­სი გახ­და. ნა­ხევ­რად და­ვი­წყე­ბუ­ლი, სამ­ყა­როს­გან გან­მდგა­რი, სი­ღა­ტა­კე­ში დარ­ჩე­ნი­ლი კა­მი­ლა ჭკუ­ი­დან იშ­ლე­ბა. ავად­მყო­ფუ­რი იდეა მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბი­სა, რომ­ლის მთა­ვარ ფი­გუ­რა­დაც კა­მი­ლას რო­დე­ნი ესა­ხე­ბო­და, გა­ნუ­წყვეტ­ლივ ტან­ჯავს ფსი­ქი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბით და­სუს­ტე­ბუ­ლი ქა­ლის გო­ნე­ბას. კა­მი­ლამ 30 წელი გა­ა­ტა­რა ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც ყვე­ლა­სა­გან და­ვი­წყე­ბუ­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი 1943 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია "თა­გის არტი“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ფესტივალს „თბილისი რიტმი“ ეიფმანის საბალეტო დასი გახსნის

ფესტივალს „თბილისი რიტმი“ ეიფმანის საბალეტო დასი გახსნის

მსოფლიოში სახელგანთქმული სანკტ-პეტერბურგის თეატრის ეიფმანის საბალეტო დასი თბილისს ეწვევა სპექტაკლით „როდენი, მისი მარადი კერპი“.

სპექტაკლი 22 და 23 აპრილს საღამოს 20:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

ბალეტი წამყვანმა კრიტიკოსებმა 21-ე საუკუნის შედევრად აღიარეს. მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე ბორის ეიფმანის საბალეტო დასის ქორეოგრაფია ცეკვის თავისუფლებით, ცოცხალი დინამიზმითა და პლასტიკური აზროვნებით იზიდავს მაყურებელს. თავად მაესტრო კი თანამედროვე ბალეტმაისტერთა შორის ლიდერად არის დასახელებული. ვირტუოზი ქორეოგრაფი საბალეტო დასის 56 წევრიანი სრული შემადგენლობით ეწვევა თბილისს. ბორის ეიფმანის ბალეტი „როდენი, მისი მარადი კერპი” ეძღვნება დიდი მოქანდაკეების - ოგიუსტ როდენის და მისი მოსწავლის, შეყვარებულისა და მუზის კამილა კლოდელის ბედსა და შემოქმედებას.

მათი ვნების ისტორია ტრაგიკულია. 15 წლის განმავლობაში როდენი და კლოდელი ერთ მგრძნობიარე შემოქმედებით მთლიანობას წარმოადგენდნენ. თუმცა მხატვრებს შორის მომხდარმა განხეთქილებამ საბედისწერო დარტყმა მიაყენა კამილას სულიერ ჯანმრთელობასა და მისი დაღუპვის დასაწყისი გახდა. ნახევრად დავიწყებული, სამყაროსგან განმდგარი, სიღატაკეში დარჩენილი კამილა ჭკუიდან იშლება. ავადმყოფური იდეა მის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებისა, რომლის მთავარ ფიგურადაც კამილას როდენი ესახებოდა, განუწყვეტლივ ტანჯავს ფსიქიური აშლილობით დასუსტებული ქალის გონებას. კამილამ 30 წელი გაატარა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ყველასაგან დავიწყებული და მიტოვებული 1943 წელს გარდაიცვალა.

პროექტის ორგანიზატორია "თაგის არტი“.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება