პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...არადა საქართველოში არაერთი ადამიანია, ვისაც ბაყაყის ხორცი უყვარს" - რატომ ჩავარდა ბაყაყების ბიზნესი
"...არადა საქართველოში არაერთი ადამიანია, ვისაც ბაყაყის ხორცი უყვარს" - რატომ ჩავარდა ბაყაყების ბიზნესი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ყა­ყე­ბის ბიზ­ნე­სი 2010 წელს და­ი­წყო, თუმ­ცა პრო­ექ­ტი მა­ლე­ვე ჩა­ვარ­და. სა­უ­ბა­რი იყო ჯერ ბა­ყა­ყე­ბის მო­შე­ნე­ბა­ზე, შემ­დეგ კი მისი ექ­სპორ­ტი რო­გორც კვე­ბის პრო­დუქ­ტის. „საქსტა­ტის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, ბა­ყა­ყე­ბის ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ნა მხო­ლოდ ერთხელ, 2010 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და, შემ­დეგ კი შე­წყდა. აღარ არ­სე­ბობს არც ის კომ­პა­ნი­ე­ბიც, რომ­ლებ­მაც იმ პე­რი­ოდ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა წა­მო­ი­წყეს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ­პორ­ტს, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ბა­ყა­ყის თა­თე­ბის იმ­პორ­ტი 2018 წლის ჩათ­ვლით ხორ­ცი­ე­ლე­ბო­და. კერ­ძოდ, 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 0,1 ტონა პრო­დუქ­ტი შე­მო­ვი­და, 2016 წელს - 0,6 ტონა, 2016 წელს - 0,048 ტონა, 2017 წელს - 0,3 ტონა, ისე­ვე რო­გორც 2018 წელს. 2019 წე­ლის იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში კი, ბა­ყა­ყის თა­თე­ბის იმ­პორ­ტი აღარ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

რა­ტომ ჩა­ვარ­და ბა­ყა­ყე­ბის ბიზ­ნე­სი და ამას­თან, აქვს თუ არა ქვე­ყა­ნას რე­სურ­სი, რომ ეს სფე­რო გა­ნა­ვი­თა­როს, მო­ნა­დი­რე­თა და მე­თევ­ზე­თა ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი თე­მურ ტყე­მა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ საქ­მი­ა­ნო­ბის ჩა­ვარ­დნის მი­ზე­ზი მისი არას­წო­რად და­გეგ­მვა იყო. მისი თქმით, ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა, შემ­დეგ კი სწო­რად და­გეგ­მვა, რად­გან ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ პრო­დუქ­ტის ექ­სპორ­ტს, თუ მისი მო­შე­ნე­ბა და გამ­რავ­ლე­ბა არ იცი.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­სურსს, თე­მურ ტყე­მა­ლა­ძის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის დიდი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი არ­სე­ბობს, რად­გან ბა­ყა­ყი ყვე­ლა რე­გი­ონ­ში უხ­ვად ბი­ნად­რობს.

„ბა­ყა­ყის წარ­მო­ე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბაა, ეს არის იქ­ტი­ო­ფა­უ­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო კვე­ბის პრო­ექ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხე­ო­ბა გან­კუთ­ვნი­ლია მხო­ლოდ კვე­ბი­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თვის, ამ დროს, ჩვენ­თან ამის კულ­ტუ­რა არ არ­სე­ბობს. არა­და, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყან­ში, მათ შო­რის ჩვენ­თა­ნაც, მას­ზე ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნაა. თუმ­ცა, ჩვენ­თან იშ­ვი­ა­თად, რომ რო­მე­ლი­მე რეს­ტო­რან­ში შეხ­ვი­დეთ, თით­ქმის არ­სად არის ბა­ყა­ყის მომ­ზა­დე­ბის კულ­ტუ­რა. მი­თუ­მე­ტეს, ჩვენ­თან უამ­რა­ვი შა­ტო­ე­ბია სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში და ამ პრო­დუქ­ტის და­მა­ტე­ბა, მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას შეს­ძენ­და ყვე­ლა ასეთ ობი­ექტს“, - ამ­ბობს თე­მურ ტყე­მა­ლა­ძე.

მისი თქმით, ბა­ყა­ყის მო­შე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში არა­ნირ სირ­თუ­ლეს და არც დიდი ფი­ნან­სურ და­ნა­ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა, ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად კი მთა­ვა­რი, სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბაა, რა­საც ჩვენ­თან არა­ვინ აკე­თებს.

„ქარ­თუ­ლი ბა­ყა­ყის ხორცს აქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გემო და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი მო­წო­ნე­ბას ტუ­რის­ტე­ბის მხრი­დან იმ­სა­ხუ­რებს. რაც შე­ხე­ბა მის მო­შე­ნე­ბას და გამ­რავ­ლე­ა­ბას, არა­ნა­ირ სირ­თუ­ლეს­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ბევ­რად მარ­ტი­ვია ბა­ყა­ყის წარ­მო­ე­ბა, ვიდ­რე სხვა აკ­ვა­კულ­ტუ­რის. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"...არადა საქართველოში არაერთი ადამიანია, ვისაც ბაყაყის ხორცი უყვარს" - რატომ ჩავარდა ბაყაყების ბიზნესი

"...არადა საქართველოში არაერთი ადამიანია, ვისაც ბაყაყის ხორცი უყვარს" - რატომ ჩავარდა ბაყაყების ბიზნესი

საქართველოში ბაყაყების ბიზნესი 2010 წელს დაიწყო, თუმცა პროექტი მალევე ჩავარდა. საუბარი იყო ჯერ ბაყაყების მოშენებაზე, შემდეგ კი მისი ექსპორტი როგორც კვების პროდუქტის. „საქსტატის“ მონაცემებით, ბაყაყების ქვეყნიდან გატანა მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს განხორციელდა, შემდეგ კი შეწყდა. აღარ არსებობს არც ის კომპანიებიც, რომლებმაც იმ პერიოდში აღნიშნული საქმიანობა წამოიწყეს.

რაც შეეხება იმპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ბაყაყის თათების იმპორტი 2018 წლის ჩათვლით ხორციელებოდა. კერძოდ, 2015 წელს საქართველოში 0,1 ტონა პროდუქტი შემოვიდა, 2016 წელს - 0,6 ტონა, 2016 წელს - 0,048 ტონა, 2017 წელს - 0,3 ტონა, ისევე როგორც 2018 წელს. 2019 წელის იანვარ-თებერვალში კი, ბაყაყის თათების იმპორტი აღარ განხორციელებულა.

რატომ ჩავარდა ბაყაყების ბიზნესი და ამასთან, აქვს თუ არა ქვეყანას რესურსი, რომ ეს სფერო განავითაროს, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ტყემალაძე ამბობს, რომ საქმიანობის ჩავარდნის მიზეზი მისი არასწორად დაგეგმვა იყო. მისი თქმით, ბიზნესის დასაწყებად პირველ რიგში, საჭიროა შესაბამისი ცოდნის დაგროვება, შემდეგ კი სწორად დაგეგმვა, რადგან ვერ განახორციელებ პროდუქტის ექსპორტს, თუ მისი მოშენება და გამრავლება არ იცი.

რაც შეეხება რესურსს, თემურ ტყემალაძის თქმით, ქვეყანაში დარგის განვითარების დიდი პერსპექტივები არსებობს, რადგან ბაყაყი ყველა რეგიონში უხვად ბინადრობს.

„ბაყაყის წარმოება ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ეს არის იქტიოფაუნის ერთ-ერთი საუკეთესო კვების პროექტი. აღნიშნული სახეობა განკუთვნილია მხოლოდ კვებითი დანიშნულებისთვის, ამ დროს, ჩვენთან ამის კულტურა არ არსებობს. არადა, ნებისმიერ ქვეყანში, მათ შორის ჩვენთანაც, მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. თუმცა, ჩვენთან იშვიათად, რომ რომელიმე რესტორანში შეხვიდეთ, თითქმის არსად არის ბაყაყის მომზადების კულტურა. მითუმეტეს, ჩვენთან უამრავი შატოებია სხვადასხვა რეგიონში და ამ პროდუქტის დამატება, მიმზიდველობას შესძენდა ყველა ასეთ ობიექტს“, - ამბობს თემურ ტყემალაძე.

მისი თქმით, ბაყაყის მოშენება საქართველოს პირობებში არანირ სირთულეს და არც დიდი ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება, ბიზნესის დასაწყებად კი მთავარი, სწორი ინფორმაციის მიწოდებაა, რასაც ჩვენთან არავინ აკეთებს.

„ქართული ბაყაყის ხორცს აქვს არაჩვეულებრივი გემო და განსაკუთრებით დიდი მოწონებას ტურისტების მხრიდან იმსახურებს. რაც შეხება მის მოშენებას და გამრავლეაბას, არანაირ სირთულესთან არ არის დაკავშირებული. ბევრად მარტივია ბაყაყის წარმოება, ვიდრე სხვა აკვაკულტურის. წაიკითხეთ სრულად

რა ღირს საწვავი საქართველოში მაშინ, როცა ნავთობის ფასი მსოფლიოში 42%-ით დაეცა

კორონავირუსის გამო, "თურქიშ ეარლაინსმა" იტალიაში ფრენები შეწყვიტა

კორონავირუსის ტესტირებისა და მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს